Home Blog Page 1793

ვლადიმერ პუტინი ევგენი პრიგოჟინს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ამბოხების მცდელობიდან ხუთი დღის შემდეგ, „ვაგნერის“ ხელმძღვანელობას კრემლში შეხვდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. რაზმების ყველა მეთაური და ასეულის ხელმძღვანელობა. თავად პრიგოჟინიც. ეს შეხვედრა კრემლში შედგა 29 ივნისს და თითქმის სამ საათს გაგრძელდა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, შეხვედრის დეტალები უცნობია.

„ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ პრეზიდენტმა შეაფასა ფრონტზე კომპანიის ქმედებები სამხედრო თავდაცვის დროს და ასევე 24 ივნისის მოვლენები. პუტინმა მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და შესთავაზა დასაქმების ვარიანტები“, – განაცხადა პესკოვმა.

ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას – “თანაინვესტირების ფონდი” ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება

“თანაინვესტირების ფონდი” ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

მათი განცხადებით, პროკურატურასთან სრულად თანამშრომლობენ და მათი ინტერესია ხელი შეუწყონ ობიექტურ გამოძიებას.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტ მტკვარი ჰესის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარი ჰესიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.

სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში Bayraktar-ის დრონების ქარხნის მშენებლობა დაიწყო

უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების Bayraktar-ის წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობა დაიწყო, – ინფორმაციას უკრაინული მედია სტრატეგიული მრეწველობის მინისტრზე, ალექსანდრე კამიშინზე დაყრდნობით ავრცელებს.

“თუ კონკრეტულად ვსაუბრობთ Bayraktar-ის ქარხანაზე, რომლის შესახებ საუბარი უკრაინაში რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაშინ ამ ქარხანის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ქარხნის მშენებლობა პრაქტიკაში დაიწყო და არა მხოლოდ მემორანდუმებით”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ქარხანაში შესაძლოა სხვა რამეც აწარმოონ, რაზედაც საუბარი ჯერ არ შეიძლება.

„საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებაზე. ეს არის ყველაზე დიდი Bayraktar-ის ქარხანა, რაზეც რამდენიმე წლის წინ შევთანხმდით. მერე იყო შეჩერება, სკანდალები. დღეს იწყება ამ ქარხნის მშენებლობა, გადავედით რეალურ ნაბიჯები“, – აღნიშნა მინისტრმა.

რატომ მიიღო რეჯეფ ერდოღანმა უკრაინისათვის „აზოვის“ მეთაურების გადაცემის გადაწყვეტილება – უცხოური პრესა

იმ დროს, როცა თურქული პრესა დუმილით უხვევს გვერდს 7 ივლისს რეჯეფ ერდოღანის მიერ ვლადიმერ ზელენსკისათვის უკრაინული ნაცბატალიონის „აზოვის“ მეთაურთა გადაცემის ფაქტს და მისი კომენტირება არ ხდება, რუსულ პრესაში პირიქით – „აზოველების“ უკრაინაში დაბრუნება საკმაოდ აქტიურად განიხილება და ექსპერტების კომენტარები ქვეყნდება – იმ მიზეზით, რომ მომხდარი ფაქტი პირდაპირ ეხება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასაც.

კრემლის შეფასებით, ანკარის მიერ გადადგმული ნაბიჯი გასულ წელს ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, რომლის თანახმად, „აზოველები“ თურქეთში ომის დასრულებამდე უნდა ყოფილიყვნენ ე.წ. „შიდა პატიმრობაში“, ახლა კი, როცა ისინი უკვე უკრაინაში არიან, მათ კვლავ შეუძლიათ იბრძოლონ რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთის საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. რატომ გადადგა რეჯეფ ერდოღანმა ასეთი ანტირუსული ნაბიჯი იმ დროს, როცა მას თავის რუს კოლეგასთან – ვლადიმერ პუტინთან – კარგად ჩამოყალიბებული ურთიერთობა აქვს?

გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ (Московский комсомолец) 10 ივლისის ნომერში სათაურით „რატომ მიიღო რეჯეფ ერდოღანმა უკრაინისათვის „აზოვის“ მეთაურების გადაცემის გადაწყვეტილება“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ ექსპერტ იასარ ნიაზბაევთან, რომლის თქმით, „ამ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე მიზეზი არსებობდეს.

პირველი – ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ თურქეთს მძიმე შეიარაღება სთხოვა (თვითმავალი ჰაუბიცები Т-155). არსებობს ვარაუდი, რომ ანკარამ უარი უთხრა, რადგანაც ეს რუსეთთან დამოკიდებულების დაძაბვას გამოიწვევდა და ამის ნაცვლად მასპინძელმა სტუმარ ვოლოდიმირ ზელენსკის ჟესტი გაუკეთა: პრეზიდენტი თურქეთში ჩავიდა და უკან „ცარიელი ხელით“ ხომ ვერ გაუშვებდა? ამიტომ მან „აზოვის“ მეთაურები „შინა პატიმრობიდან“ გაათავისუფლა და ვოლოდიმირ ზელენსკის გააყოლა. აქვე ვიტყვი, რომ საერთოდ, აზოველები“ თურქეთში თავს საკმაოდ კარგად გრძნობდნენ, მათ კიევი უხდიდა ფულს საცხოვრებელი ბინის დაქირავებაში და კვება – ჩაცმა-დახურვისათვის, ისინი თავისუფლად ხვდებოდნენ არამარტო თურქეთში ჩასულ უკრაინელ პოლიტიკოსებს, არამედ თავიანთი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილნი იყვნენ.

მეორე – შესაძლოა ამ ჟესტით თურქეთმა თავის ნატოელ მოკავშირეებს აჩვენა, რომ ის პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს და მას როცა ჭირდება, შეუძლია რუსეთთან დადებული შეთანხმებაც კი დაარღვიოს ისე, რომ რუსეთი საქმის კურსშიც კი არ ჩააყენოს. ნატოს სამიტის წინ ასეთი პოლიტიკის დემონსტრირება მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთს ვილნიუსში გარკვეულ პრეტენზიებს წაუყენებენ.

მესამე – თურქეთს უკრაინული მარცვლეულის გატანის შესახებ გარიგების შენარჩუნება სურს, რუსეთს კი მისი გაუქმება. რამდენიმე თვის წინ მოსკოვი დაეთანხმა ანკარის თხოვნას და შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისამდე გააგრძელა, მაგრამ ახლა მისი პროლონგაციის წინააღმდეგია. თურქეთმა თავისი ნაბიჯით რუსეთს მიანიშნა, რომ თუ გაჯიუტდება, ანკარას ბევრი ცუდის გაკეთება შეუძლია რუსეთისათვის.

არის კიდევ მეოთხე ვარიანტი: სირიაში რუსებმა თურქეთის მოქმედება შეზღუდეს და არ არის გამორიცხული, რომ ანკარამ საპასუხო რეაქცია გამოავლინა“.

კითხვაზე, რას გააკეთებს კრემლი და საერთოდ, რამდენად შესაძლებელია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაურესება, ექპერტი პასუხობს:

„რუსეთს დღეს არ აწყობს თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობის გაუარესება, ამიტომ მოსკოვი იძულებული გახდება რაღაც-რაღაცეები მოითმინოს. რუსეთი ხომ თურქეთის ტერიტორიის გავლით საკმაოდ მნიშვნელოვან პროდუქციას იღებს. საერთოდ კი, რასაკვირველია, ორივე მხარეს აქვს ზეწოლის ბერკეტები და როცა მოისურვებენ, მაშინ აამოქმედებენ. თურქულ პრესაში ამ ფაქტს ნაკლები ყურადღება ექცევა, რადგან „აზოველების“ უკრაინისთვის გადაცემის ფაქტი მათთვის, რუსებისაგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. თურქებს ახლა თავიანთი პრობლემებიც ბევრი აქვთ“.

„მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ჟურნალისტი ესაუბრება აგრეთვე ცნობილ რუს პოლიტოლოგს სერგეი მარკოვს, რომლის აზრით, რეჯეფ ერდოღანს ასეთი ანტირუსული ნაბიჯი ახლო მომავალში უკან ნეგატიურად შეუბრუნდება.

„თურქეთის პრეზიდენტის მოქმედება, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია. იგი ამ ნაბიჯით თავისი პოლიტიკური კაპიტალის დიდ ნაწილს კარგავს. როგორც გახსოვთ, ვლადიმერ პუტინი რეჯეფ ერდოღანს რეკლამას უწევდა და ამბობდა, რომ იგი სიტყვის კაცია და დაპირებებს ყოველთვის ასრულებსო. ახლა ასეთი განცხადების გაკეთება კრემლისთვის უკვე უხერხული იქნება, რადგან თურქმა ლიდერმა საჯაროდ, ყველას დასანახად დაარღვია რუსეთთან დადებული პირობა, რომ „აზოვის“ მეთაურები თურქეთში კონფლიქტის დასრულებამდე იქნებოდნენ“, – ამბობს სერგეი მარკოვი.

კითხვაზე, თუ რით უპასუხებს თურქეთის მოქმედებას რუსეთი, ექსპერტი პასუხობს:

„ალბათ, რუსეთის რეაქცია ვლადიმერ პუტინის დუმილი იქნება რეჯეფ ერდოღანის ნაბიჯის მიმართ. ყველა მიხვდება, რომ იგი თურქ კოლეგას არაფერში აღარ ენდობა. ბევრი უცხოელი ლიდერი იფიქრებს, რომ თუ რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან – რუსეთის ავტორიტეტულ პრეზიდენტთან – დადებულ პირობას არ ასრულებს, მაშინ ის არც სხვებთან არ შეასრულებს. ესე იგი, თურქეთის პრეზიდენტისადმი ნდობის ფაქტორი დაბლა იწევს.

ვფიქრობ, რომ კრემლი რაღაც სიმბოლურ ანტითურქულ ნაბიჯს არ გადადგამს. რუსეთი დაინტერესებულია, რომ თურქეთთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნოს. ემოციების გამოვლენა საჭირო არ არის. რა თქმა უნდა, მომხდარი ფაქტი არასასიამოვნოა, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაზე „აზოველების“ გადაცემა გადამწყვეტ გავლენას არ მოახდენს.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მომგებიანია „თურქული საჩუქარი“ ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, სერგეი მარკოვი ამბობს, რომ „უკრაინის პრეზიდენტისათვის ეს ფაქტი ხმამაღალ საინფორმაციო მოვლენას წარმოადგენს. მას ახლა, როცა კონტრშეტევა წარუმატებელია, ისეთი რამ ჭირდება, რომელიც უკრაინელთა თვალში მის რეაბილიტაციას მოახდენს. იგი აუცილებლად ისარგებლებს ამ ფაქტით, საკუთარი ავტორიტეტისა და გავლენის წარმოჩენის მიზნით“.

წყარო

” საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას”-ირაკლი ზარქუა

საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა.

„როდესაც ნატო მზად იქნება, ჩამოყალიბდებიან, მაშინ დაიწყება პროცედურები. არ ვაპირებ არასწორი მოლოდინების შექმნას. საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა დაეკმაყოფილებინა სტანდარტები, მათ შორის ჯარის მოდერნიზაცია, საერთაშორისო მისიებში ჩვენი მაგარი ბიჭების გამოცდილება“, – აცხადებს ზარქუა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატოში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა.

“ივანიშვილის ადვოკატის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს” – გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი

წიქვაძის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს – ეს ნამდვილად სირცხვილია საქართველოსთვის, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი აცხადებს, რითაც „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველის თეიმურაზ წიქვაძის განცხადებას ეხმაურება.

რობერტ ამსტერდამის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ღიად აჩენს თავის პერსონას ამ ბრალდებაში.

„ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ჩემს კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს თავს ესხმის. წიქვაძის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს. ნუ მიიღებთ ჩემს სიტყვას და თავად შეხედეთ საჩივარს, რომელშიც არის დოკუმენტი, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ამ ყალბი საქმის მთელ წინაპირობას.

საერთაშორისო სამართლის 40 წელზე მეტი ხნის პრაქტიკაში, ვერ ვიხსენებ, რომ მსგავსი არარსებული მტკიცებულებებით ყოფილიყოს საქმე წარმოდგენილი – ფაქტი, რომელიც ზემოთ მოყვანილი განცხადებით კიდევ მეტად დადასტურდება. ეს ნამდვილად სირცხვილია საქართველოსთვის. ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ღიად აჩენს თავის პერსონას ამ ბრალდებაში და როდესაც მისი წარმომადგენელი აღიარებს, რომ საქმე მთლიანად მის მიერ არის განპირობებული და არ არის დაფუძნებული რაიმე რეალურ გამოძიებაზე, ეს აბსოლუტურად ხაზს უსვამს მის უკან არსებულ პოლიტიკურ მოტივაციას და ბიძინას გადაწყვეტილებას, რომ გამოიყენოს სახელმწიფო, რათა შელახოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის საქმიანი რეპუტაცია. ამ ცრუ ბრალდებებით ისინი შორს ვერ წავლენ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის გამოსავლენად“, – აცხადებს რობერტ ამსტერდამი.

ცნობისთვის, დღეს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის უფლებადამცველის თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირება, „ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებაა“. წიქვაძე სოციალურ ქსელში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი საქმის დეტალებს ჰყვება. მისი განმარტებით, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში ივანიშვილთან დაახლოებულ პირი იყო და მისი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა.

მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ მას შემდეგ შეისწავლა, რაც კითხვები გაჩნდა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობით მიმდინარე „მტკვარი ჰესის“ პროექტისა და თავად ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ.

“ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი”

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა საქართველოში არსებული კლინიკის გარდა, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი.

როგორც აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, აღნიშნულ ქვეყნებში მკურნალობის პროცესის დაწყება მსურველებს, სავარაუდოდ, შემდეგი თვიდან შეეძლებათ.

მისივე თქმით, მკურნალობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი წელიწადში 30 მლნ ლარამდეა.

„სანამ ქვეყანაში ბავშვთა სრულყოფილი ონკოლოგიური მიმართულება გვექნება, მსოფლიოს 3 ქვეყანაში სხვადასხვა კლინიკასთან გვქონდა მოლაპარაკება. ჩატარდა ფასთა კვლევა და შედეგად, ესპანეთის, ისრაელის და თურქეთის კლინიკებიდან მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა თავად შეარჩიონ რომელ კლინიკაში უნდათ ბავშვის მკურნალობა, რასაც სრულად დავაფინანსებთ. სამწუხაროდ, ყოველწლიურად 300-მდე ბავშვია, ვინც ამ მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ სრულყოფილად დავაფინანსოთ ამ კლინიკებში მათი მკურნალობა. დღეს იყო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები, ასევე, მოწონებული იქნა მთავრობის მხრიდან“,- განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, თურქეთსა და ესპანეთში მკურნალობის ხარჯებში ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრების თანხებიც შედის, ხოლო ისრაელში – არა.

„ამ სამი კლინიკიდან თურქეთის და ესპანეთის შემთხვევაში (ესპანეთში ასევე პროტონოთერაპიის შესაძლებლობა იქნება) შემოთავაზებულ ტარიფებში შედის ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრება, ისრაელში არ შედის, დანარჩენი ხარჯები რაცაა, სოლიდარობის ფონდი დაფარავს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სხვა ქვეყნების კლინიკებთანაც მოლაპარაკებები, აზარაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არსებული კლინიკების რაოდენობა დამაკმაყოფილებელია.

„ეს არის დროებითი ღონისძიება, სანამ ქვეყანაში გვექნება ბავშვთა სრულყოფილი ონკოლოგიის ცენტრი. ამ ეტაპზე 300 ბავშვის მკურნალობის საჭიროებას საქართველოში არსებული კლინიკა და პლუს სამი ქვეყნის სამი კლინიკა აკმაყოფილებს“,- განაცხადა ზარაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.

სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება.
პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.

უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.
პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც, გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ, უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში.
საკითხის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, სახელმწიფოს პრიორიტეტია.

ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება, რის შემდეგაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ – ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში საჭიროების მიხედვით მიიღებენ.

18 წლამდე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში არ გაძლიერდება სერვისები და არ შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

თიბისის ნაკრების გამოწერა ციფრულ ბანკშია შესაძლებელი

თიბისის ნაკრების მისაღებად ფილიალში მისვლა აღარაა საჭირო. მომხმარებელს უკვე შეუძლია თიბისის ციფრულ ბანკში გამოიწეროს სასურველი ნაკრები 2, 5 ან 10 და ფოსტის საშუალებით, ნებისმიერ მისამართზე მიიღოს 3 სამუშაო დღეში.

ამისთვის სულ რამდენიმე საფეხურიანი მარტივი პროცესის გავლაა საჭირო. ციფრულ ბანკში შეთავაზებების გვერდზე მომხმარებელს შეუძლია იპოვოს ნაკრების გამოწერის ღილაკი, გაეცნოს თითოეული პაკეტის პირობებს, აარჩიოს მისთვის სასურველი ბარათის ფერი, გაეცნოს ხელშეკრულებას, დაეთანხმოს წესებსა და პირობებს, ბოლოს კი მონიშნოს რომელ ფილიალში სურს მიიღოს ნაკრების ბარათები 1 სამუშაო დღეში ან ისარგებლოს ფოსტის მომსახურებით, მისთვის სასურველ მისამართზე, 3 სამუშაო დღეში. მომხმარებელი ციფრულ ბანკშივე შეძლებს სასურველი ტარიფის გადახდის ვადების არჩევას. თიბისის ნაკრები საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ერთობლიობაა, რომელიც გამარტივებულ გამოწერის სისტემას სთავაზობს მომხმარებელს და მის ყოველდღიურ საბანკო საჭიროებებს შეესაბამება. თითოეული ნაკრები ყოველთვიური საკომისიოს და ერთი ხელშეკრულების ქვეშ ერთიანდება. არსებობს 3 ტიპის ნაკრები: 2 ლარიანი, 5 ლარიანი, 10 ლარიანი.
ნაკრები ერთმანეთისგან განსხვავდება: მომსახურების ყოველთვიური/ყოველწლიური საკომისიო საბანკო სერვისების ტარიფებით ნაკრებში შემავალი პროდუქტებით სატარიფო პაკეტის მომსახურების ღირებულებით ბარათების ახალი დიზაინი თიბისის ნაკრებით სარგებლობა მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ამარტივებს მათ ცხოვრებას. R

მეჯვრისხევთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

„უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაჰყვეს, ნუ ჯიუტობს” – ირაკლი ზარქუა

პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაჰყვეს, ნუ ჯიუტობს, იყოს გამაერთიანებელი საზოგადოების, რისთვისაც ავირჩიეთ და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომელსაც კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე, რომ 3 ივლისის კენჭისყრასთან დაკავშირებით პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ.

„პრობლემა არაა, მოგვმართავს და მიიღებს პასუხს. იყო ხოლმე შემთხვევა, როდესაც რამდენიმე დეპუტატი აგვიანებდა და ითხოვა, შემდეგ უკვე იყვნენ ადგილზე. ასე რომ, თუ ვიღაცას უნდა, ამისგან რაღაც სკანდალი გამოაცხოს, არ გამოვა და სხვა რამე ეძებოს. პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაჰყვეს, ნუ ჯიუტობს და იყოს გამაერთიანებელი საზოგადოების, რისთვისაც ჩვენ ავირჩიეთ და ვთქვით, რომ უნდა იყოს აპოლიტიკური, არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ამისთვის ავირჩიეთ ქალბატონი სალომე, დავსვათ კითხვა, რა უნდა და ჩვენც გაგვაგებინეთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7 ივლისს განაცხადეს, რომ „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით 3 ივლისის კენჭისყრის თაობაზე პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია, რის საფუძველზე ითხოვენ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას, თუმცა ცნობილია, რომ პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევის პროცედურა გააყალბა.

“მჯერა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ხელს შეუწყობს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს” – ერდოღანი

მჯერა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ხანგრძლივი მშვიდობით, ხელს შეუწყობს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

რაც შეეხება შვედეთის ნატო-ში წევრობას, ერდოღანის თქმით, ეს დამოკიდებულია იმ საკითხების შესრულებაზე, რომლებიც სამმხრივ შეთანხმებაშია გაწერილი.

ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ ნატო-ს სამიტზე აპირებს, განცხადება გააკეთოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებითაც, კერძოდ კი, გზა გაუხსნან თურქეთს ისე, როგორც ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანებისთვის გააკეთეს.