Home Blog Page 1791

მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში ენმ-ს წევრებს მიმართავს

“ვთავაზობ ენმ-ს ყველა წევრს და მხარდამჭერს: 23 ნოემბრამდე, ერთად შევქმნათ მანიფესტი, რომელიც უნდა შეიცავდეს პარტიული ერთიანობის შეთანხმებას და მოვაწეროთ ხელი”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დაგპირდით, ვიწყებ ჩემი მოსაზრებების გამოქვეყნებას მომავლის ხედვებზე. 

ამ დღეებში ბევრი კამათია პარტიის ერთიანობაზე. მათ შორის, ბევრი კითხვა ისმება ჩემს დამოკიდებულებაზე ცალკეული ადამიანების მიმართ.

მე არ მაქვს პრობლემები კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ ვერ დავეთანხმები ცალკეულ მიდგომებს. მე ვარ შიდა პარტიული დებატების მომხრე, რაც ყოველთვის იყო ნაციონალური მოძრაობის ძლიერი მხარე. 
დებატები საქმეზე არის ის, რაც აცოცხლებს სიტუაციას, მაგრამ მას შემდეგ, რაც დებატების შედეგად გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მისი რევიზიის მცდელობა ჩემთვის მიუღებელია. 

ამიტომ, კატეგორიულად ვერ გავიზიარებ ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილის და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. 

ისინი აბსოლუტურად ლეგიტიმურად აირჩნენ ფართოპარტიული არჩევნების შედეგად და ამ თემაზე ამდენი ხანი კამათი გვაკარგვინებს  მთავარ მიმართულებას და ეს მხოლოდ ოლიგარქის ინტერესებშია.

ახლა ჩვენ, არსებულ სიტუაციაში, როგორც არასდროს გვჭირდება კონცენტრაცია საქმეზე და არა პირად ამბიციებზე და წყენაზე.  

ევროპა უკრაინის გმირობის და ტრაგედიის ფონზე გვაძლევს შანსს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ ქვეყანა პრაქტიკულად ოკუპირებულია და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელებმა კარგად იციან, რომ ჩვენ ხალხს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, მათ მაინც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ამ სტატუსთან მიმართებაში. 

ამიტომ, დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია. 

ჩვენ ხალხთან ერთად უნდა შევიმუშავოთ კონცეფცია, თუ როგორ ვაპირებთ ოლიგარქის მარწუხებისგან გათავისუფლებას და შემდეგ როგორი ქვეყნის აშენებას შევძლებთ.

მე ვთავაზობ ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს და მხარდამჭერს 23 ნოემბრამდე, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე, ერთად შევქმნათ მანიფესტი ამ საკითხებზე. შემდეგ, 23-ში, ამ მანიფესტს, სადაც იქნება შესული ყველა ფუნდამენტური საკითხი, ერთობლივად მოვაწეროთ ხელი. 

მანიფესტი უნდა შეიცავდეს ასევე პარტიული ერთიანობის შეთანხმებას. თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ  მომავალზე სრულად კონცენტრირებას. 

ეს მანიფესტი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის და განახლების უნარის პრეზენტაცია, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

,,დადგება დრო, როდესაც საქართველო იზეიმებს დეოკუპაციას”- სარჯველაძე

ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც საქართველო იზეიმებს დეოკუპაციას, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.მ მისი თმით, ნებისმიერი ოკუპანტის ყოფნა საქართველოში არის არალეგიტიმური, რაც საფრთხის მატარებელია.

„ამას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, და არა მხოლოდ მან, კონკრეტული სამართლებრივი სახელი დაარქვა და კონკრეტული შეფასება მისცა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაცია არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევაზე. იუსტიციის სამინისტრომ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გაიმარჯვა 2021 წელს და სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა აღნიშნული გადაწყვეტილება. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რაც გვაძლევს იმედიანად ყოფნის საფუძველს იმისთვის, რომ არცერთი ბარბაროსული ფაქტი არ დარჩება დაუსჯელი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ყველაფერი მაქსიმალურად კეთდება იმისთვის, რომ დეოკუპაცია რეალურად განხორციელდეს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს ხდება ომის გარეშე.

„ომის გამოცხადება ცხელი საბრძოლო მოქმედებებით არ ხდება. ომის მიღმა ხდება უკლებლივ ყველაფერი, რაც შეიძლება დეოკუპაციისთვის გაკეთდეს და ეფექტი ჰქონდეს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

,,მე როგორც ვიცი ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც”- მოკლული თამაზ გინტურის ძმა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მოკლულს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

„ჩემი ძმა იყო გარდაცვლილი მშობლების საფლავზე, სანთელი დაანთო. დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქაც ასვლა. ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა მანქანით, უკნიდან დაცხრილეს. 2 ტყვია აქვს მოხვედრილი. მე გორში ვიყავი და რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო…

2008 წლის ომში მონაწილეობდა, წოდებით მაიორი იყო და მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც. 9-ნი იყვნენ და 9 იარაღიან ადამიანს 2 კაცი როგორ გაუსწორდებოდა“, – თქვა რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ.

,,დადგება დღე, როდესაც ყველა დამნაშავე პასუხს აგებს”- სუბარი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი ჟურნალისტებთან სოფელ კირბალთან მომხდარ უმძიმეს შემთხვევას – საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას გამოეხმაურა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, დადგება დღე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ძალისხმევითა და მაქსიმალური ჩართულობით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

„მთავარი დამნაშავის, ვლადიმერ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოტანილი აქვს ბრალის წარდგენისა და ძებნის დადგენილება. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ძალისხმევითა და მაქსიმალური ჩართულობით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

,,მე არ მაქვს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს ინფორმაცია“- პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს 1 მოქალაქის მოკვლის და 1-ის გატაცების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არა, მე არ მაქვს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს ინფორმაცია“, – განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს.

Ekho Kavkaza წერს, რომ სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის კგბ-მ საქართველოს მოქალაქეები დაადანაშაულა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, რომლებიც მათი მტკიცებით, „მთვრალ მდგომარეობაში“ იმყოფებოდნენ. რუსმა მესაზღვრეებმა კი ჰაერში გასროლის შესახებ „არაკანონიერი ქმედებების ჩასახშობად“ მათი მანქანის ბორბლების მისამართით გაისროლეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მათ განცხადებაში გინტურის სასიკვდილო ჭრილობაზე არაფერი წერია.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე – ლევან დოთიაშვილი.

,,200-ზე მეტი სოფელი დაკარგეთ, საკუთარი მოსახლეობა ომში მიატოვეთ ევაკუაციის გარეშე”- თალაკვაძე

ჩვენ დავთმეთ რაიმე?! თქვენ რა დაუთმეთ და რა დაკარგეთ, ის შეიძლება კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ დღეს – 200-ზე მეტი სოფელი დაკარგეთ, საკუთარი მოსახლეობა ომში მიატოვეთ ევაკუაციის გარეშე, შეიარაღება ჩააბარეთ რუსეთის ჯარს, ჯარი დატოვეთ ხელმძღვანელებმა და გაიქეცით. თქვენ გვეუბნებით, რომ დათმობის პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან?, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე „ქრონიკაში“ ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ კირბალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძემ იმ შემთხვევებზე ისაუბრა, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები დაჭრეს, ან მოკლეს, თუმცა ამაზე რეაგირება ხელისუფლებას არ ჰქონია.

„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული, ტყვეობაში მყოფი ადამიანი და გამოძიებული იქნას ეს დანაშაული და პასუხისგებაში მიეცეს დამნაშავე, ან დამნაშავეები. როცა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების კრიტიკას მოვრჩებით, პასუხს გავცემთ რადიკალური ფარისეველ წარმომადგენლებსაც, რომლებმაც იკადრეს გუშინ და საკუთარი ხელისუფლება და სამშობლო კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს მომხდარში. თურმე რუსეთთან დათმობის პოლიტიკა არ მუშაობსო, ამათ რომ მოუსმინო. ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის და შემდეგ, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც აკეთებდნენ რუსულ საქმეს. რამდენიმე ფაქტს გეტყვით.

 

2009 წლის 7 თებერვალს გალში, ნაბაკევში დაჭრეს ჩვენი თანამოქალაქე. სახელებს და გვარებს არ ვიტყვი, რომ ოჯახებს კიდევ ახალი ტრავმა არ მივაყენო იმის შეხსენებით, თუ რა მოხდა. 2010 წელს, 21 ივნისს ცემით და წამებით მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე. 2011 წლის 18 მაისს საჩხერის მიმდებარედ ორი ადამიანი დაჭრეს, ერთ-ერთი ძალიან მძიმედ. 2011 წელს კიდევ ერთი შემთხვევა იყო გალის რაიონში როდესაც მოკლეს ჩვენი მოქალაქე მამაკაცი.

 

ამ შემთხვევებზე, ადამიანებს, რომლებიც დღეს ბედავენ და გამოდიან კრიტიკით საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ, ერთი რეაგირებაც არ გაუკეთებიათ. რომ დაძებნოთ ეს შემთხვევები, მედიაში ვერ იპოვით განცხადებებს, არც გამოძიება დაუწყიათ, არც საერთაშორისო მასშტაბით აუტეხავთ განგაში. არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და მითუმეტეს პრეზიდენტს განცხადებები არ გაუკეთებიათ ამაზე. ეს ოთხი შემთხვევაა, რაც მე მაგალითად მოგიყვანეთ, თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. ეს ადამიანები გვეუბნებიან, ხომ ხედავთ დათმობის პოლიტიკა არ მუშაობს რუსეთთანო. ჩვენ დავთმეთ რაიმე?! თქვენ რა დაუთმეთ და რა დაკარგეთ, ის შეიძლება კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ დღეს – 200-ზე მეტი სოფელი დაკარგეთ, საკუთარი მოსახლეობა ომში მიატოვეთ ევაკუაციის გარეშე, შეიარაღება ჩააბარეთ რუსეთის ჯარს, ჯარი დატოვეთ ხელმძღვანელებმა და გაიქეცით. თქვენ გვეუბნებით, რომ დათმობის პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან? ეს არის ფარისევლობა, სიცრუე და ამ სიცრუის გამო შემდეგ არჩევნებში კიდევ ერთხელ მიიღებთ საზოგადოების პასუხს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

ჰამასისა და ისრაელის კლასიკური სამხედრო სტრატეგიის მოდელი-არჩილ ორთანეზაშვილი

 

ჰამასისა და ისრაელის კლასიკური სამხედრო სტრატეგიის მოდელი-განადგურებისა და გამოფიტვის სტრატეგია, ჰანს დელბრუკის მიხედვით.

ჰამასისა და ცაჰალის მიზნები და მოტივაცია განსხვავებულია, ისინი განსხვავდებიან სამხედრო რესურსებითა და მოკავშირეებითაც, შესაბამისად, კლასიკური სამხედრო სტრატეგიის მოდელირებისას შეინიშნება მრავალი განმასხვავებელი, საინტერესო ფაქტორი, რაც ომისთვის მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთებაში დაგვეხმარება.

ვფიქრობ, იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ცაჰალისა და ჰამასის სტრატეგიები, აუცილებელია ხაზი გავუსვათ მათ მოტივაციებსა და სამხედრო რესურსებს, რადგან სწორედ აღნიშნული ორი კომპონენტი განაპირობებს განადგურება-გამოფიტვას შორის არსებულ დილემას.

 

  ისრაელი ჰამასი კომენტარი
წლიური სამხედრო

ბიუჯეტი

20-25 მილიარდი 100-200 მილიონი სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით

მონაცემები დინამიკური და ცვალებადია

სამხედრო პერსონალი 646 ათასი 50 ათასი
საბრძოლო ტანკი 2200 0
ჯავშანტექნიკა 56,290 50
არტილერია 950 700
საბრძოლო

თვითმფრინავი

 

601

 

0

 

დამრტყმელი

შვეულმფრენი

 

32

 

0

 
სარაკეტო სისტემა 300 987
სამხედრო

ვერტმფრენი

 

126

 

0

დამრტყმელი

ვერტმფრენი

 

48

 

0

უპილოტო

საფრენი დრონი

 

2197

 

900

სამხედრო ფლოტი 67 0

 

 

აღნიშნული ცხრილის ანალიზით ირკვევა, რომ ჰამასი სოლიდური დაფინანსების მქონე ორგანიზაციაა, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან სამხედრო შეიარაღებას, რაც მას ტერორისტული დაჯგუფებიდან, სამხედრო ორგანიზაციად აქცევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისრაელის სამხედრო ძალის, ცაჰალის სიძლიერე, მრავალჯერ აღემატება ჰამასისას, რაც რიცხვებით დასტურდება. ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც ისრაელი ჩამოუვარდება ჰამასს, ეს არის სარაკეტო სისტემათა რაოდენობა, თუმცა ისრაელი, წლებია აღნიშნული საწინააღმდეგოდ იყენებს, ე. წ. „რკინის გუმბათს,“ რომელიც გამოირჩევა 90%-იანი ეფექტიანობით, რაც მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია.

იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივია, ჰამასს 7 ოქტომბრის შეტევამდე, ჰქონდა ინფორმაცია, როგორც საკუთარი, ისე მოწინააღმდეგის რესურსებთან დაკავშირებით, ალბათ არც უნდა ჰქონოდა იმედი, გრძელვადიან პერსპექტივაში ცაჰალთან გამარჯვების მოპოვების, მაშინ ისმის კითხვა, რატომ და რა მოტივით წამოიწყო ჰამასმა აღნიშნული სპეც. ოპერაცია. შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდები: 1. ისრაელში, პოლიტიკურ კრიზისისა და მაღალი დონის პოლარიზაციის, კიდევ უფრო

 

გასაღრმავებლად, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობა/გადატრიალებით უნდა დასრულებულიყო. 2. არაბული სახელმწიფოებისთვის მიმართულების მიმცემი, სპეც. ოპერაცია, რასაც უნდა უზრუნველეყო, პირველ დღეებში, მოულოდნელობის ეფექტით, ისრაელში ქაოსი, დესტაბილიზაცია და აღნიშნულის ნიადაგზე, ანტი- ისრაელური განწყობების მქონე სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციისა თუ არაბული სახელმწიფოს ჩართვა კონფლიქტში.

რაც შეეხება, ისრაელს, ერთი შეხედვით, ისრაელის მოტივაცია არის, თავდაცვა მოწინააღმდეგის მიერ წამოწყებული შეტევისგან, თუმცა ამ დროისთვის სახეზე გვაქვს, არა მხოლოდ თავდაცვითი ღონისძიებების გატარების არამედ ჰამასის სრულად განადგურების მცდელობა, რაც გამოიხატება, ღაზას სექტორზე განხორციელებული სპეც. ოპერაციებით, რომელსაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეც შეეწირა.

ვფიქრობ, აღნიშნული ომი ჰამასმა, განადგურების სტრატეგიით დაიწყო, რაზეც განადგურების სტრატეგიითვე უპასუხა ისრაელმა. მიმაჩნია, რომ ერთმნიშვნელოვნად ძლიერ მეტოქესთან შეტევის წამოწყებისთვის განადგურების სტრატეგია წამგებიანია, რაც მიმდინარე ფაქტებითაც დასტურდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჰამასის მოტივაცია, არა-დამოუკიდებლად, არამედ სხვადასხვა არაბული ძალების ჩართულობით ისრაელის განადგურება იყო, მაშინ, ამ შემთხვევაში, მაღალი ეფექტურობისთვის, მათი მხრიდან, განადგურების სტრატეგიის გამოყენება გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება ისრაელს, მათი მხრიდან განადგურების სტრატეგია, ცალსახად გამართლებულია რადგან მათ ამისთვის პირადი რესურსიც გააჩნიათ და სტრატეგიული მოკავშირეების თანადგომაც, შესაბამისად, ცაჰალის მხრიდან ჰამასთან გამოფიტვის სტრატეგიის მოდელის გამოყენება, შეცდომა იქნებოდა.

 

 

 

განადგურების სტრატეგია

 

 

გამოფიტვის სტრატეგია

 

 

კომპონენტი

 

 

ისრაელი

 

 

ჰამასი

 

 

კომპონენტი

 

 

ისრაელი

 

 

ჰამასი

 

 

 

 

დარტყმის ობიექტი მოწინააღმდეგის შეირაღებული ძალები

 

 

 

 

 

 

 

⬛⬛✓

 

 

 

 

 

 

 

⬛✓⬛

საბრძოლო ზემოქმედების

ძირითადი ობიექტია მოწინააღმდეგის კომუნიკაციები, მომარაგების პუნქტები,

ჩამორჩენილი

ნაწილები და ა. შ.

 

 

 

 

 

 

 

✓⬛

 

 

 

 

 

 

 

⬛✓

 

მთავარია ბრძოლა, სხვა ყველა საშუალება ამ უკანასკნელს ემსახურება

 

 

 

 

 

⬛✓

 

 

 

 

 

✓⬛

ბრძოლა არის სამხედრო მოქმედებების ერთ- ერთი შესაძლო ფორმა სხვა ფორმების

გვერდით.

 

 

 

 

 

⬛×

 

 

 

 

 

×⬛

 

საბრძოლო მოქმედებების ამოცანაა მოწინააღმდეგეზე სწრაფად მოახდინო ძირითადი

ძალების

კონცენტრაცია, მონახო მისი ძირითადი დაჯგუფება, ერთ ან რამდენიმე ბრძოლაში გაანადგურო ის და მისდიო თვით მისი დედაქალის

დაკავებამდე;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

✓⬛

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

⬛✓

 

 

 

საბრძოლო მოქმედებების ამოცანაა მანევრირების გზით მოაშორო მოწინააღმდეგე

მისი მომარაგების ბაზებს აიძულო შენზე მეტად და

უაზროდ გადაადგილდეს და ამით გამოფიტო ფიზიკურად და მორალურად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

⬛✓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

⬛✓

 

ბრძოლა არის ლოგიკური აუცილებლობა და მხედართმთავარი მას უნდა ესწრაფოდეს.

 

 

 

 

 

 

✓⬛

 

 

 

 

 

 

⬛✓⬛

ბრძოლა არის სამწუხარო აუცილებლობა და მხედართმთავარი მას

შეძლებისდაგვარად

თავს უნდა არიდებდეს.

 

 

 

 

 

 

⬛×

 

 

 

 

 

 

⬛×

 

 

 

ომის მიზანია მოწინააღმდეგის ნების გატეხვა და მითვის შენი პოლიტიკური ნების თავსმოხვევა

 

 

 

 

 

 

 

✓⬛

 

 

 

 

 

 

 

⬛✓⬛

ომის მიზანია კომპრომისული ზაცი, ოღონდ

ისეთი, რომ ომამდელ ვითარებასთან

შედარებით უფრო მოგებული დარჩე ვიდრე

მოწინააღმდეგე

 

 

 

 

 

 

 

⬛×

 

 

 

 

 

 

 

⬛×

 

 

 

 

კამპანიისას ერთი ბრძოლა ორგანულად გამომდინარეობს მეორისგან

 

 

 

 

 

 

 

✓⬛

 

 

 

 

 

 

 

⬛✓⬛

კამპანიისას სხვადასხვა ბრძოლებს შორის პირდაპირი და ლოგიკური

კავშირი არ არსებობს ან ყოველ შემთხვევაში

შეიძლება არ

არსებობდეს.

 

 

 

 

 

 

 

⬛×

 

 

 

 

 

 

 

⬛×

 

 

დასკვნა: ჰანს დელბრუკის განადგურება-გამოფიტვის სტრატეგიული მოდელის ანალიზით დგინდება, რომ ისრაელისა და ჰამასის მეთოდები გარკვეულწილად ჰიბრიდული ბუნების მატარებელია, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ძირითადად, ორივე მხარე განადგურების სტრატეგიას იყენებს, რაც ამ მომენტის მდგომარეობით, ისრაელისთვის წარმატების მოდელად იქცა, რასაც ვერ ვიტყვით ჰამასის სამხედრო ძალებზე.

არჩილ ორთანეზაშვილი

,,ანტისემიტური აქტების აფეთქებაა“- საფრანგეთის შს მინისტრი

საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში 1 100 ანტისემიტური ინციდენტი დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯერალდ დარმანინის თქმით, ქვეყანაში „ანტისემიტური აქტების აფეთქებაა“ და ასეთი ინციდენტების რაოდენობა მთელი გასული წლის მაჩვენებელს აჭარბებს.

საფრანგეთის ებრაული თემის დაცვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საფრანგეთში 436 ანტისემიტური აქტი დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 490 ადამიანი, მათგან 120 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საქართველოში ისრაელის საელჩო კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა

საქართველოში ისრაელის საელჩო კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო.

„ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტუნის მკვლელობას და მოუწოდებს დაკავებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილი გათავისუფლებისკენ.

ღრმა მწუხარებით თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.ისრაელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას,“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

რეგიონებიდან „ფრანკლინის კლუბის“ ორგანიზებულ ტრენინგზე მოსწავლეების ჩამოყვანას მშობლების პროტესტი მოჰყვა

„ფრანკლინის კლუბის“ ორგანიზებით, ლენტეხიდან, მესტიიდან და ცაგერიდან ახალგაზრდები თბილისში ტრენინგებზე ჩამოიყვანეს, რასაც სკოლის მოსწავლეების მშობლების პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და არ იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ ვინ ატარებდა ტრენინგს.

ოჯახის წევრების მოთხოვნის შემდეგ, ღონისძიების ორგანიზატორებს სკოლის მოსწავლეების სახლში დაბრუნება მოუწიათ.

“ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე რეჟიმის დასჯა მოეთხოვათ, თავს კოჰაბიტაცია მოგვახვიეს”

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გახსენების პარალელურად, განცხადებას ავრცელებს და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმს კიდევ ერთხელ აფასებს.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედნი უნდა გასამართლდნენ და ეს არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნა, არამედ – პოლიტიკური კანონზომიერებაც.

„2012 წელს ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე რეჟიმის დასჯა მოეთხოვათ, თავს კოჰაბიტაცია მოგვახვიეს, რის შედეგადაც მკვლელები უფრო გადიდგულდნენ და კვლავ ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს.

დღეს, როდესაც მათ განცხადებებს ვუსმენთ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ ყველა სახის დამნაშავის შეწყალება შეიძლება, ოღონდ არა – პოლიტიკურის. პოლიტიკოსის დანაშაული არა ერთ ან ორ ადამიანს, არამედ, მთლიანად ქვეყანას აზიანებს. „ნაცმოძრაობაც“ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს!

როგორ არ გვსურს დასავლეთის კრიტიკა, მაგრამ რა ვუყოთ ფაქტებს? როგორ შეიძლებოდა 7 ნოემბრის მთავარი გესტაპოს – ნიკა გვარამიას დაჯილდოება დემოკრატიისთვის ბრძოლაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, როდესაც გვარამიამ დაარბია დამოუკიდებელი ტელევიზია და მშვიდობიანი მიტინგი? როგორ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილისთვის თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირის სტატუსის მინიჭება, როდესაც სააკაშვილმა დაასამარა თავისუფალი სიტყვა საქართველოში? ეს იგივეა, ჰიტლერს და გებელსს ჰუმანიზმი დააბრალო.

რეჟიმი უნდა გასამართლდეს! ეს არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნა, არამედ – პოლიტიკური კანონზომიერებაც. ვინც პოლიტიკის წესებს არღვევს, ის თავად ხდება ამავე პოლიტიკის მსხვერპლი“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს პარტნიორების იმედი რუსეთის მავნე ქმედებების დასასრულებლად -გერმანიის ელჩი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი რუსული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“გერმანიის მთავრობის სახელით, გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო რუსული ძალების მიერ, რომელიც განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი რუსეთის მავნე ქმედებების დასასრულებლად“, – წერს ელჩი.

რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.