,,მე როგორც ვიცი ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც”- მოკლული თამაზ გინტურის ძმა

137
spot_img

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მოკლულს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

„ჩემი ძმა იყო გარდაცვლილი მშობლების საფლავზე, სანთელი დაანთო. დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქაც ასვლა. ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა მანქანით, უკნიდან დაცხრილეს. 2 ტყვია აქვს მოხვედრილი. მე გორში ვიყავი და რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო…

2008 წლის ომში მონაწილეობდა, წოდებით მაიორი იყო და მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც. 9-ნი იყვნენ და 9 იარაღიან ადამიანს 2 კაცი როგორ გაუსწორდებოდა“, – თქვა რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ.