,,მე არ მაქვს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს ინფორმაცია“- პესკოვი

81
spot_img

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს 1 მოქალაქის მოკვლის და 1-ის გატაცების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არა, მე არ მაქვს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს ინფორმაცია“, – განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს.

Ekho Kavkaza წერს, რომ სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის კგბ-მ საქართველოს მოქალაქეები დაადანაშაულა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, რომლებიც მათი მტკიცებით, „მთვრალ მდგომარეობაში“ იმყოფებოდნენ. რუსმა მესაზღვრეებმა კი ჰაერში გასროლის შესახებ „არაკანონიერი ქმედებების ჩასახშობად“ მათი მანქანის ბორბლების მისამართით გაისროლეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მათ განცხადებაში გინტურის სასიკვდილო ჭრილობაზე არაფერი წერია.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე – ლევან დოთიაშვილი.