Home Blog Page 1790

“დიდი ბრძოლებია სვატოვო-კრემინას მხარესაც, იქ გვიტევდა ურდო” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ვილნიუსის ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე პირველი დიდი ამბავი დაიდო. შვედეთის პრემიერ მინისტრ კრისტერსსონს, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანსა და ნატოს გენ.მდივანს სტოლტენბერგს შორის გამართული 3-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდა, რომ თურქეთის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გაუგზავნის დიდ ეროვნულ კრებას შვედეთის ნატოში გაწევრიანების სარატიფიკაციო დოკუმენტს და იმუშავებს პირადად გადაწყვეტილების უსწრაფესად მისაღებად.

თავის მხრივ, შვედეთი გამოთქვამს მზაობას ხელი შეუწყოს თურქეთის ევროინტეგრაციას, მათ შორის ევროპული კავშირი – თურქეთის საბაჟო კავშირის მოდენრიზებას და თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებას!
მაღალი ალბათობით, რეალურად რაც მიიღო თურქეთმა, არის ამერიკული ფ-16-ების შესყიდვაზე თანხმობა. გუშინწინ თურქეთის საგარეო მინისტრ ფიდანსა და სახ.მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარიც ამის დასტური შეიძლება იყოს.

ძალიან ვიხალისე საყოველთაო აჟიოტაჟზე თურქეთის ევროპულ კავშირში გაწევრიანების ტექტონიკურ გეოპოლიტიკურ ცნობასთან დაკავშირებით. მეც, ბევრი თქვენგანის და ნატოს გენ.მდივნის მსგავსად მხოლოდ მხარს ვუჭერ და მივესალმები თურქეთის ინტეგრირებას ევროპულ კავშირში, მაგრამ რეალობა სურვილებისგან ხშირად ძალიან განსხვავდება; ისე, რა მაგარია, რომ თურქეთი ნატოს წევრია და არა მის გარეთ მყოფი ძლიერი რეგიონული მოთამაშე. ალიანსი ალიანსია – მაინც მის შიგნით მოლაპარაკებებით ლაგდება მთავარი, თუნდაც ყველაზე მწვავე საკითხები.

ახლა უკრაინა – როგორც ვივარაუდე, მოლაპარაკებები იქნება ბოლომდე იმის თაობაზე, თუ რა გადაწყდება კონკრეტულად უკრაინისთვის. გუშინ ყველამ ერთად გავიხარეთ, როდესაც დმიტრო კულებას ტვიტი გავრცელდა, რომელიც გვამცნობდა, რომ ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ შეთანხმდა, რომ უკრაინას აღარ დაჭირდება მაპი ნატოში გასაწევრიანებლად. იგივე დაადასტურა ნატოს გენ.მდივანმაც თავის ბრიფინგში (ოღონდ უფრო მოზომილი ფორმით. ძალიან მაგარი ამბავია, მათ შორის ჩვენთვისაც სამომავლოდ.

უკრაინელები ძალიან მაგრად იბრძვიან დიპლომატიურ ფრონტზე. დმიტრო კულებას კიდევ ერთი მოსაზრება შემხვდა გაზეთ არდ-ისთვის მიცემული ინტერვიუდან: “ჩვენ არ გვინდა უსაფრთხოების გარანტიები ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა ეს გარანტიები იმ ვაკუუმის ამოსავსებად, რომელიც იქმნება უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე. ჩვენ გვესმის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, მაგრამ გვინდა ძლიერი და კონკრეტული გზავნილი ნატოსგან”! ასე რომ, ამ 2 დღეში კიდევ ბევრი ამბავი გველის წინ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება ჩაიწერება ნატოს შემაჯამებელ კომუნიკეში;

ვრცელდება ცნობები, რომ მოლაპარაკებების შედეგად გუშინ გვიან საღამოს ასევე შეთანხმდა ნატოს მრავალწლიანი თავდაცვის და შეკავების გეგმა.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამიტზე დამტკიცდება ნატოს მრავალწლიანი და მრავალ კომპონენტიანი სამხედრო დახმარების გეგმა უკრაინისთვის!

ფრონტზეც კარგი ამბები გვაქვს: ჩვენებმა ბახმუტის ირგვლივ ყველა სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს, აკონტროლებენ ქალაქში შესასვლელ-გამოსასვლელებს და არ აძლევენ ქალაქის შიგნითაც თავისუფლად გადაადგილების საშუალებას;
ბახმუტში “მდგომარეობის გამოსასწორებლად” გადასროლილი “ახმატ ჩაის” ტიკ-ტოკ ბოევიკების დიდი ნაწილი უკვე კობზონის კონცერტზეა, ხოლო ძალიან ბევრმა სირბილში და მოძუძგვაში განთქმულ ჩმობიკებსაც გადაასწრო თურმე.

ჩვენები წინ მიიწევენ სოლედარის მიმართულებითაც. რაზდოლოვკის დასახლების მიმდებარედ სტრატეგიული სიმაღლეებია აღებული, ხოლო ნიკოლავეკასა და საკო და ვანცეტის დასახლებებში მტრის ძალები მოქცეულია საცეცხლე ტომარაში;

ზაპროჟიეს მიმართულებაზეც მუშაობენ ჩვენები და ყველ დღიურად რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს ათავისუფლებენ; ვრცელდება ცნობები, რომ ჩვენებმა კონტროლი დაამყარეს რაბოტინო-ვერბოვოეს ტრასაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რაბოტინოს გათავისუფლების თვალსაზრისით და არა მხოლოდ;

დიდი ბრძოლებია სვატოვო-კრემინას მხარესაც. იქ გვიტევდა ურდო და მოსდეს ჩვენებმა მაგრად ყბაში;
გასულ ღამეს კიევის თავზე გამოჩენილი ყველა შაჰედი დრონი გაანადგურეს ჩვენებმა. ზუსტი რაოდენობა ცოტა ხანში გაირკვევა; მადლობა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას;

გუშინწინ უკრაინის დაზვერვამ საყურადღებო კლიპი დადო, რომლის დედააზრი იყო, რომ ყველას ყველგან ვიპოვით და თავისას მივაგებთო! ჰოდა გუშინ კრასონდარში დილის ძუნძულის დროს წყალქვეშა ნავის “კრასონდარი”-ს კაპიტანი ჩაასიკვდილეს 4 ტყვიით. გახსოვდეთ, ლეგენდარული გოლდა მეიერის ოჯახი ოდესიდან ემიგრირდა ისრაელში
ბოლოს საინტერესო და სახალისო ამბები:

პოვარი პრიგოჟინი დახატულა 29 ივნისს პუტლერთან კრემლში თავის საველე მეთაურებთან ერთად; არაო ვლადიმეროვიჩ, შენ არაფერი, შოიგუს და გერასიმოვის გასკვანჩას ვაპირებდითო. ამასობაში პროპაგანძილები დღე და ღამე ლანძღავენ და მიწაში დებენ თავგასულ კრიმინალ პრიგოჟინს.

ის ფარჩაკი ტერორისტი რო ყავთ გირკინ-სტრელკოვა, იმას კი დაუწერია კაი რამე, ალბათ მალე გავრცელდება ცნობა, რომ პუტინი კრემლში შეხვდა აზოვსტალის გმირ მეთაურებს და მოისმინა მათგან მარიუპოლის დაცვის შესახებ ისტორიებიო.

და ბოლოს, პიუ რისერჩმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ენდობა მოსახლეობის 51%. ყველაზე მაღალი ნდობა აქვს შვედეთში (86), დიდ ბრიტანეთსა (77) და ნიდერლანდებში (73), ხოლო ყველაზე დაბალი – აბა გამოიცანით – უნგრეთში (11), არგენტინასა (24) და მექსიკაში (25) (გადაიტანს ზელე როგორმე).

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

დღეს ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიხსნება

ვილნიუსში ნატოს 2023 წლის სამიტი იხსნება.

ორგანიზაციის ლიდერები დღეს ლიეტუვაში იკრიბებიან. ნატო უკრაინის მხარდაჭერის გაზრდაზე, უსაფრთხოების ზომებსა და უკრაინის ალიანსში გასაწევრიანებლად, მკაფიო გზის განსაზღვრაზე მსჯელობს.

ლიეტუვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბუქარესტის ჩანაწერი წევრობის დაპირებაზე, საკმარი არ არის და სამომავლოდ, MAP-ის გარეშე უკრაინის ნატოში გაწევრიანება, პოზიტიური სიგნალი იქნება. სამიტის მონაწილეებმა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე უნდა იმსჯელონ.

ვილნიუსშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი დილიდან კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და მოგვიანებით, ნატოს პარტნიორებთან შეხვედრის ფორმატში მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ვილნიუსის დეკლარაციაში მხარდამჭერ გზავნილებს ელოდება.

“ელჩმა დეგნანმა მორიგი პოლიტიკური ლიდერის მშობიარობის აქტი წამოიწყო”- გოგა ხაინდრავა

ელჩმა დეგნანმა მორიგი პოლიტიკური ლიდერის მშობიარობის აქტი წამოიწყო, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე წერს.

„ამჯერად უკუღმა მედასავლეთე ლიბერალური მოდგმის მესაჭედ ნიკა გვარამია მოგვევლინება. ჩანასახი უკვე სტრასბურგშია გადის გენდერო დემოკრატიულ პროცედურებს შემდეგ. აშშ-ში და კანადაში დააჯილდოებენ“, – წერს ხაინდრავა.

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2023 წლის ივლისის დასაწყისში, ერთ-ერთ პირზე გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 8 850 აშშ დოლარის ოდენობის, 50 და 100 დოლარის ნომინალის ყალბი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

” თურქეთის ევროკავშირში და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება სხვადასხვა საკითხია”- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

თურქეთის ევროკავშირში და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება სხვადასხვა საკითხია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ვფიქრობთ, ეს ცალკე საკითხებია. ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დიდხნიან მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მაგრამ ეს და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება სხვადასხვა საკითხია. ვფიქრობთ, რომ დროა, შვედეთი გაწევრიანდეს ნატო-ში. ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი ამას მხარს დაუჭერს. სახელმწიფო მდივანმა ეს ნათლად განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან საუბრის დროსაც“, – თქვა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, თურქეთის ევროკავშირში მიღება აშშ-ის საქმე არ არის.

„ეს არ არის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება. ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება და, საბოლოო ჯამში, ეს არის ევროკავშირისა და თურქეთის საქმე“, – განაცხადა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის თქმით, შვედეთმა თურქეთის მოთხოვნის შესაბამისად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ახლა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების დროა.

„შვედეთმა გადადგა ნაბიჯები ამ პრობლემების გადასაჭრელად. შვედეთმა შეცვალა კონსტიტუცია, მიიღო ახალი კანონი, დააკავა ტერორიზმში ეჭვმიტანილი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს საკმარისი იყო ამის მოსაგვარებლად. ასე რომ, ახლა დროა, გადავიდეთ შვედეთის სრულ გაწევრიანებაზე, ძალიან მოკლე დროში“, – აღნიშნა მილერმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 ივლისს ქუთაისში +24 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +21, ღამის ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +16, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +27 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ნატომ რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა დაამტკიცა

ნატომ რუსეთის ფედერაციის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნატოს წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას თავდაცვის გეგმის შესახებ, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი, თუ რას მოიმოქმედებს ალიანსი რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ. ამ დრომდე აღნიშნული გეგმის დამტკიცებას თურქეთი ბლოკავდა.

„ნატო ათწლეულების მანძილზე ვერ ხედავდა ფართომასშტაბიანი თავდაცვის გეგმების საჭიროებას, რადგან ის ებრძოდა მცირე ომებს ავღანეთსა და ერაყში და გრძნობდა, რომ პოსტსაბჭოთა რუსეთი აღარ წარმოადგენდა ეგზისტენციალურ საფრთხეს, თუმცა სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინაში, საკითხი ახლებურად დაანახა“, – აღნიშნავს გამოცემა.

 “აეროპორტი დაგეგმილზე სამი საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს”- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაგეგმილზე სამი საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 04:00 საათზე დორტმუნდისა და ბარსელონას რეისები შესრულდა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილზე ადრე გახსნა.

07:30 საათზე ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით შესრულდება რეისი. აეროპორტის ოპერირების დროებით შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ“,- აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დათანხმდა, შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლი რაც შეიძლება მალე გადასცეს პარლამენტს და მისი რატიფიცირება უზრუნველყოს.

„ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ნატოს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მუშაობისთვის განწყობილი ხართ და ყველა მნიშვნელოვანი საქმის ერთდროულად დაწყება გსურთ, თუმცა უმჯობესია, ერთი კონკრეტული საქმე აირჩიოთ და ყურადღება მასზე გადაიტანოთ. კოლეგების დახმარება ან მათთან თანამშრომლობა არ გაკმაყოფილებთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ეცადეთ, დრო სწორად გაანაწილოთ.

კურო

ამ დღეს ყურადღების მოკრეფა და სამუშაო რიტმში შესვლა გიჭირთ. გახსოვდეთ, რომ სამუშაო გრაფიკის გარეშე დაგეგმილი ამოცანების ნახევარსაც კი ვერ გაუმკლავდებით. განსაკუთრებული ყურადღება ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს უნდა მიაქციოთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რათა საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება უპატიოსნო ან ანგარებიან ადამიანს შეხვდეთ, ამიტომ სანამ ვინმეს ენდობით, ეცადეთ უკეთ გაიცნოთ ან მის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოთ. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობისთვის ნეიტრალური თემები აირჩიოთ.

კირჩხიბი

გარშემომყოფებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ეცადეთ, მათთვის დრო გამონახოთ და ღირებული რჩევა მისცეთ. უმჯობესია დიდი პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადოთ, რადგან ახლა იმ შედეგს ვერ მიიღებთ, რომლის იმედიც გაქვთ. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, რომ პარტნიორი არ დააფრთხოთ.

ლომი

ამ დღეს გარშემო მყოფებისგან ყველაზე მეტად ნათელი ემოციები და ოვაციები გჭირდებათ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი შეხვედრები სამომავლოდ გადადეთ და ცხოვრებით დატკბით. გაატარეთ საღამო დიდ კამპანიაში, წადით ხმაურიან წვეულებაზე. ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ.

ქალწული

ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, გარეგნობაში რამე შეიცვალოთ და ახალი ტანსაცმელი იყიდოთ. ეს თავდაჯერებას შეგძენთ და თქვენს ცხოვრებაში ახალ ემოციებს შემოიტანს. ამ დღეს სხვა ადამიანების რჩევებს არ უნდა დაუჯეროთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით. ინტუიცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან. ვიღაც ეცდება, რომ თქვენი მდგომარეობით და გულისხმიერებით ისარგებლოს. გირჩევთ, საკუთარ გეგმებზე არავის უამბოთ, რადგან კონკურენტები თქვენთვის ხელის შეშლას ეცდებიან.

მორიელი

შეცდომების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოთ. ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრის ინტონაციას და განწყობას – ეს დაგეხმარებათ ნათქვამის მნიშვნელობა სწორად გაიგოთ. იპოვეთ დრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს გულწრფელობა თქვენი საუკეთესო იარაღია. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს არაფერი მოატყუოთ და დაუმალოთ. ისინი ღირებულ რჩევებს მოგცემენ და წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. ხელსაყრელი დროა იდეების განხორციელებისთვის. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი იაქტიუროთ.

თხის რქა

ემოციურად რთული დღეა. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა, ემოციების კონტროლი და სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება მოგიწევთ. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ზეწოლით ან აგრესიით – დროს და ენერგიას ტყუილად დაკარგავთ.

მერწყული

ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ აქტივობებს, რომლებიც დადებით ემოციებს გაჩუქებთ. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას – გარშემო მყოფები თქვენს მოსმენას არ ისურვებენ. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გარკვევას, რასაც შეიძლება კონფლიქტი მოჰყვეს. უმჯობესია წუთშესვენება აიღოთ და დაისვენოთ.

თევზები

შესაძლოა, ახლობელი ადამიანის შესახებ აზრი შეიცვალოთ. მიეცით საკუთარ თავს მოდუნების და ემოციური განტვირთვის უფლება. ეცადეთ, ძალები აღიდგინოთ და პირქუში აზრებისგან გათავისუფლდეთ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07:00 სთ-მდე, – ამის შესახებ ქუთაისის აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა.

„უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული.

ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი – ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას“, – აღნიშნულია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ამჯერად ბურთი სწორედ ნატოს მხარესაა და ჩვენ ველოდებით ამ გადაწყვეტილების რაც შეიძლება დროულად მიღებას”- ვიქტორ დოლიძე

ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატოში სრულფასოვანი წევრობა. რომელი მექანიზმით იქნება ეს საბოლოოდ განპირობებული, მაპის გარეშე თუ მაპთან ერთად, ამას ალბათ ნაკლები მნიშვნელობა აქვს და ამას უკვე დრო და გარემოებები განაპირობებს, – ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ვილნიუსში განაცხადა.

„ჩვენი ძირითადი აქცენტები, როგორც ყოველთვის, გამახვილებულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, რუსეთთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მილიტარიზაციას, ოკუპაციას და დეოკუპაციას შეეხება და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს სრულფასოვან წევრობას. ჩვენ ჩვენს ნატოელ კოლეგებს ყოველთვის ვახსენებთ იმის თაობაზე, რომ ჩვენ მიზანს წარმოადგენს ნატოში სრულფასოვანი წევრობა. დღეს მოცემულობა ასეთია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საჭიროებს სწორედ ნატოს მხრიდან და ამჯერად ბურთი სწორედ ნატოს მხარესაა და ჩვენ ველოდებით ამ გადაწყვეტილების რაც შეიძლება დროულად მიღებას“, – განმარტა ვიქტორ დოლიძემ.