“დიდი ბრძოლებია სვატოვო-კრემინას მხარესაც, იქ გვიტევდა ურდო” – ალექსი პეტრიაშვილი

spot_img

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ვილნიუსის ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე პირველი დიდი ამბავი დაიდო. შვედეთის პრემიერ მინისტრ კრისტერსსონს, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანსა და ნატოს გენ.მდივანს სტოლტენბერგს შორის გამართული 3-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდა, რომ თურქეთის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გაუგზავნის დიდ ეროვნულ კრებას შვედეთის ნატოში გაწევრიანების სარატიფიკაციო დოკუმენტს და იმუშავებს პირადად გადაწყვეტილების უსწრაფესად მისაღებად.

თავის მხრივ, შვედეთი გამოთქვამს მზაობას ხელი შეუწყოს თურქეთის ევროინტეგრაციას, მათ შორის ევროპული კავშირი – თურქეთის საბაჟო კავშირის მოდენრიზებას და თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებას!
მაღალი ალბათობით, რეალურად რაც მიიღო თურქეთმა, არის ამერიკული ფ-16-ების შესყიდვაზე თანხმობა. გუშინწინ თურქეთის საგარეო მინისტრ ფიდანსა და სახ.მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარიც ამის დასტური შეიძლება იყოს.

ძალიან ვიხალისე საყოველთაო აჟიოტაჟზე თურქეთის ევროპულ კავშირში გაწევრიანების ტექტონიკურ გეოპოლიტიკურ ცნობასთან დაკავშირებით. მეც, ბევრი თქვენგანის და ნატოს გენ.მდივნის მსგავსად მხოლოდ მხარს ვუჭერ და მივესალმები თურქეთის ინტეგრირებას ევროპულ კავშირში, მაგრამ რეალობა სურვილებისგან ხშირად ძალიან განსხვავდება; ისე, რა მაგარია, რომ თურქეთი ნატოს წევრია და არა მის გარეთ მყოფი ძლიერი რეგიონული მოთამაშე. ალიანსი ალიანსია – მაინც მის შიგნით მოლაპარაკებებით ლაგდება მთავარი, თუნდაც ყველაზე მწვავე საკითხები.

ახლა უკრაინა – როგორც ვივარაუდე, მოლაპარაკებები იქნება ბოლომდე იმის თაობაზე, თუ რა გადაწყდება კონკრეტულად უკრაინისთვის. გუშინ ყველამ ერთად გავიხარეთ, როდესაც დმიტრო კულებას ტვიტი გავრცელდა, რომელიც გვამცნობდა, რომ ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ შეთანხმდა, რომ უკრაინას აღარ დაჭირდება მაპი ნატოში გასაწევრიანებლად. იგივე დაადასტურა ნატოს გენ.მდივანმაც თავის ბრიფინგში (ოღონდ უფრო მოზომილი ფორმით. ძალიან მაგარი ამბავია, მათ შორის ჩვენთვისაც სამომავლოდ.

უკრაინელები ძალიან მაგრად იბრძვიან დიპლომატიურ ფრონტზე. დმიტრო კულებას კიდევ ერთი მოსაზრება შემხვდა გაზეთ არდ-ისთვის მიცემული ინტერვიუდან: “ჩვენ არ გვინდა უსაფრთხოების გარანტიები ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა ეს გარანტიები იმ ვაკუუმის ამოსავსებად, რომელიც იქმნება უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე. ჩვენ გვესმის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, მაგრამ გვინდა ძლიერი და კონკრეტული გზავნილი ნატოსგან”! ასე რომ, ამ 2 დღეში კიდევ ბევრი ამბავი გველის წინ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება ჩაიწერება ნატოს შემაჯამებელ კომუნიკეში;

ვრცელდება ცნობები, რომ მოლაპარაკებების შედეგად გუშინ გვიან საღამოს ასევე შეთანხმდა ნატოს მრავალწლიანი თავდაცვის და შეკავების გეგმა.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამიტზე დამტკიცდება ნატოს მრავალწლიანი და მრავალ კომპონენტიანი სამხედრო დახმარების გეგმა უკრაინისთვის!

ფრონტზეც კარგი ამბები გვაქვს: ჩვენებმა ბახმუტის ირგვლივ ყველა სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს, აკონტროლებენ ქალაქში შესასვლელ-გამოსასვლელებს და არ აძლევენ ქალაქის შიგნითაც თავისუფლად გადაადგილების საშუალებას;
ბახმუტში “მდგომარეობის გამოსასწორებლად” გადასროლილი “ახმატ ჩაის” ტიკ-ტოკ ბოევიკების დიდი ნაწილი უკვე კობზონის კონცერტზეა, ხოლო ძალიან ბევრმა სირბილში და მოძუძგვაში განთქმულ ჩმობიკებსაც გადაასწრო თურმე.

ჩვენები წინ მიიწევენ სოლედარის მიმართულებითაც. რაზდოლოვკის დასახლების მიმდებარედ სტრატეგიული სიმაღლეებია აღებული, ხოლო ნიკოლავეკასა და საკო და ვანცეტის დასახლებებში მტრის ძალები მოქცეულია საცეცხლე ტომარაში;

ზაპროჟიეს მიმართულებაზეც მუშაობენ ჩვენები და ყველ დღიურად რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს ათავისუფლებენ; ვრცელდება ცნობები, რომ ჩვენებმა კონტროლი დაამყარეს რაბოტინო-ვერბოვოეს ტრასაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რაბოტინოს გათავისუფლების თვალსაზრისით და არა მხოლოდ;

დიდი ბრძოლებია სვატოვო-კრემინას მხარესაც. იქ გვიტევდა ურდო და მოსდეს ჩვენებმა მაგრად ყბაში;
გასულ ღამეს კიევის თავზე გამოჩენილი ყველა შაჰედი დრონი გაანადგურეს ჩვენებმა. ზუსტი რაოდენობა ცოტა ხანში გაირკვევა; მადლობა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას;

გუშინწინ უკრაინის დაზვერვამ საყურადღებო კლიპი დადო, რომლის დედააზრი იყო, რომ ყველას ყველგან ვიპოვით და თავისას მივაგებთო! ჰოდა გუშინ კრასონდარში დილის ძუნძულის დროს წყალქვეშა ნავის “კრასონდარი”-ს კაპიტანი ჩაასიკვდილეს 4 ტყვიით. გახსოვდეთ, ლეგენდარული გოლდა მეიერის ოჯახი ოდესიდან ემიგრირდა ისრაელში
ბოლოს საინტერესო და სახალისო ამბები:

პოვარი პრიგოჟინი დახატულა 29 ივნისს პუტლერთან კრემლში თავის საველე მეთაურებთან ერთად; არაო ვლადიმეროვიჩ, შენ არაფერი, შოიგუს და გერასიმოვის გასკვანჩას ვაპირებდითო. ამასობაში პროპაგანძილები დღე და ღამე ლანძღავენ და მიწაში დებენ თავგასულ კრიმინალ პრიგოჟინს.

ის ფარჩაკი ტერორისტი რო ყავთ გირკინ-სტრელკოვა, იმას კი დაუწერია კაი რამე, ალბათ მალე გავრცელდება ცნობა, რომ პუტინი კრემლში შეხვდა აზოვსტალის გმირ მეთაურებს და მოისმინა მათგან მარიუპოლის დაცვის შესახებ ისტორიებიო.

და ბოლოს, პიუ რისერჩმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ენდობა მოსახლეობის 51%. ყველაზე მაღალი ნდობა აქვს შვედეთში (86), დიდ ბრიტანეთსა (77) და ნიდერლანდებში (73), ხოლო ყველაზე დაბალი – აბა გამოიცანით – უნგრეთში (11), არგენტინასა (24) და მექსიკაში (25) (გადაიტანს ზელე როგორმე).

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.