Home Blog Page 1789

“რუსები სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცდილობენ” – კირილ ბუდანოვი

რუსები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვის აღნიშნული გადაწყვეტილება მის სამხედრო ფლოტზე უკრაინული თავდასხმების მიერაა გამოწვეული.

„ჩვენ რეგულარულად ვურტყამთ მოწინააღმდეგის სამხედრო ფლოტსა და საპორტო ნაგებობებს, ამიტომ რუსებს სასწრაფოდ მოუწიათ ყველაფრის სამხეთ-აღმოსავლეთში გადატანა. ისინი სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე,” – განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი, ისევე როგორც გაზის მომპოვებელი პლატფორმები, უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე საზღვაო საექსპორტო დერეფნები კვლავ ფუნქციონირებენ, ომის მიეს გამოწვეული რისკების მიუხედავადაც.

უცხოური ვალუტის კურსი 13 იანვრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6741 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6741 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6826 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9308 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9415 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0107 ლარი შეადგინა.

“დანიის ელჩის განცხადება ივანიშვილისთვის საგანგაშო გზავნილია” – რომან გოცირიძე

დანიის ელჩის განცხადება ივანიშვილისთვის საგანგაშო გზავნილია – ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი, როცა მთავრობების წარმომადგენლები გააფრთხილებენ დიპლომატიური არხებით, მას უახლოვდება სანქციები, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა დანიის ელჩის OpEd-თან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და რასაც მისი საგარეო უწყებაში დაბარება მოჰყვა.

გოცირიძის თქმით, „ივანიშვილს თავის დროზე ვერდიქტი ევროპარლამენტმა გამოუტანა“, რომელმაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვა დაასანქცირონ ივანიშვილი, თუმცა, სანქციების დაწესება სტატუსის მიცემამდე, ქვეყანას დააზიანებდა, ამიტომ გოცირიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ივანიშვილი არჩევნებამდე დაასანქცირონ, რაც მისივე შეფასებით, წინასაარჩევნო გარემოზე იქნება დამოკიდებული.

„არ არის გამორიცხული ივანიშვილი არჩევნებამდე დასანქცირდეს, რადგან არჩევნებამდე უნდა იქნას შესრულებული ევროკავშირის ვალდებულებები, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. თუ წინასაარჩევნო გარემო იქნება ისეთივე, როგორც წინა არჩევნების დროს, უკვე ნახევრადლეგალიზებული ივანიშვილი გამოჩენილია პოლიტიკურ არენაზე და ბუნებრივია, პასუხისმგებლობა არჩევნების გაყალბებაზე დაეკისრება მას. არ არის გამორიცხული დასანქცირებული ვიხილოთ, სანამ მოსკოვში წავა, თუკი მართლა წავა. მას ვერდიქტი გამოუტანა ევროპარლამენტმა, როცა თავის რეზოლუციაში ვერდიქტი გამოუტანა და მოსთხოვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სანქციების დაწესება. მორჩა, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ვერ წაშლი, ვერსად გადააგდებ. მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი და დანიის ელჩი წარმოადგენს დანიის მთავრობას, ეს არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშო ივანიშვილისთვის. ეს არის გზავნილი, რომ არ გაბედოს არჩევნების გაყალბება და ძალაუფლების მიტაცება 2024 წლის არჩევნებში, ამ 9 რეკომენდაციიდან ნომერ პირველი მოთხოვნა არის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, ეს არის პირდაპირი მინიშნება, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი, როცა მთავრობების წარმომადგენლები გააფრთხილებენ დიპლომატიური არხებით. კულუარულად, ალბათ, მიდის მასთან ამაზე საუბარი. მას უახლოვდება სანქციები. სტატუსის მიღებამდე მისი დასანქცირება ნიშნავდა სტატუსის არ მიცემას ქვეყნისთვის, დღეს უკვე სხვა ვითარებაა, დღეს არ იქნება დანდობა, ლოიალური მიდგომა. სტატუსის ჩამორთმევის არც მექანიზმი არსებობს და არც პრაქტიკაში მომხდარა მსგავსი რამ. ამიტომ ევროკავშირი განსაკუთრებით მომთხოვნი იქნება ხელისუფლების და პერსონალურად ივანიშვილის მიმართ”, – განაცხადა გოცირიძემ.

“ამ პიროვნებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ სახე კარგად გამოეჩინა” – დავით მათიკაშვილი გახარიაზე

გახარიას და მისი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, როგორც იტყვიან „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“. ამ პიროვნებამ საერთოდ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა და კარგად დაენახებინა მთელი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, დღევანდელი გადასახედიდან უკვე გასაგებია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად როგორ ცდილობდნენ და დღესაც როგორ ცდილობს გიორგი გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები ავნონ თავის ქვეყანას.

„გახარია არის ის ადამიანი, რომელმაც ხელისუფლება და ის ხალხი, რომელმაც ფაქტობრივად მას მანდატი მისცა იმისთვის, რომ ის პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო, მიატოვა სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ძლიერი, სწორი ნაბიჯების გადამდგმელი ხელისუფალი. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ესწრებოდა ამ უმრავლესობის სხდომას, სადაც გახარია დაჟინებით მოითხოვდა, რომ მელიაზე იმუნიტეტის მოხსნა განხორციელებულიყო და ზუსტად ერთ დღეში, თუ ორ დღეში ის გადადგა თანამდებობიდან და ამით აბსოლუტურად ხაზგასმით აჩვენა ის ვაი-პოლიტიკოსის სახე, რომლის საქციელიც წესით აბსოლუტურად სხვა უნდა ყოფილიყო და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა გადადგმულიყო მის მიერ ნაბიჯები. სინამდვილეში ჩვენ დავინახეთ ხელმოცარული, მხოლოდ საკუთარ ამბიციებზე გათვლილი პოლიტიკოსის სვლა, რომლის შესახებაც დამერწმუნეთ, როგორც სამეგრელოში, ასევე, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ყველამ ყველაფერი იცის გადასარევად და ეს მართლაც არის 2%-იანი პარტია და 2%-იანი პოლიტიკოსი, რომლის პერსპექტივაც ამ 2%-ს ვერაფრით გაცდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

“აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმების შედეგად იემენში 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა” – „ჰუსიტების“ წარმომადგენელი

„ჰუსიტი“ მეამბოხეების სამხედრო წარმომადგენელი, იაჰია სარეე აცხადებს, რომ იემენში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 6 ადამიანი, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ღაზაში ისრაელის დანაშაულების მხარდაჭერის ფარგლებში, ამერიკელმა და ბრიტანელმა მტერმა წამოიწყო სასტიკი აგრესია იემენის რესპუბლიკის წინააღმდეგ 73 იერიშით, რომლის სამიზნე დედაქალაქი სანაა, ჰოდეიდა, თაიზი, ჰაჯა და საადას გუბერნიერი იყო“, – აღნიშნა „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა.

მისი თქმით, „ჰუსიტები“ გააგრძელებენ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებს.

„იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ისინი გააგრძელებენ ოკუპირებული პალესტინის პორტებისკენ მიმავალი ისრაელის გემების ნავიგაციის აღკვეთას არაბულ და წითელ ზღვებში“, – განაცხადა სარეემ.

“ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა” – გია ვოლსკი

ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა – არ მიმაჩნია, რომ ეკლესია ამ ადამიანის ნებისმიერი სახით, ფიგურით წარმოჩენის ადგილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოხატოს კრიტიკა ხატის ელემენტებთან დაკავშირებით, მაგრამ ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა ეკლესიაზე თავდასხმაა.

ვოლსკიმ მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ქმედება უწოდა.

“პირველი – გაუგონარი სიცრუეა თითქოს სამებაში რაღაცა სტალინის ხატი გამოიკიდა. მეორეც, ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა – ბაბუაჩემმა 23 წელი ციმბირში, გადასახლებაში გაატარა, რამაც მამაჩემზე, მის დაზე და საერთოდ ოჯახზე იმოქმედა. რასაკვირველია, არ მიმაჩნია, რომ ეკლესია ამ ადამიანის, ნებისმიერი სახით, ფიგურით წარმოჩენის ადგილია. თუ ის წარმოდგენილია დიოკლეტიანესავით, როგორც ბოროტი ძალა, ეს სხვა თემაა… ზოგი ამბობს, რომ წმინდა მატრონას ცხოვრების ეპიზოდი სტალინთან დაკავშირებული არ ყოფილა, ზოგი – პირიქით ამბობს. თეოლოგიური საფუძვლებით ამაზე ბევრი კამათი შეიძლება, მაგრამ ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ელჩი უკეთესად უნდა ერკვეოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ამბებში, როცა ქვეყანაზე დოკუმენტებს ამზადებს”

ალბათ ელჩი უკეთესად უნდა ერკვეოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ამბებში, როდესაც ქვეყანაზე დოკუმენტებს ამზადებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილს დანიის ელჩთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„დანიის ელჩი ცდება, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ის ერთპიროვნული მმართველია. ერთპიროვნული მმართველობა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ოლიგარქია. ბიძინა ივანიშვილისნაირი ხუთი ადამიანი რომ გვყავდეს, რომელიც ერთმანეთთან კონკურენციაში იქნებოდნენ თვისი პარტიებით და ტელევიზიებით, ბევრად უკეთესი წყობა იქნებოდა, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა. ალბათ ელჩი უკეთესად უნდა ერკვეოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ამბებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე დოკუმენტებს ამზადებს. ვიზიარებ კრიტიკას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ის არის ერთპიროვნული მმართველი და პრობლემებს თუ თანამდებობებს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, რათა ზუსტად გვესმოდეს რაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საქართველოში დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ იმყოფებოდა. ელჩის დაბარების მიზეზი მის მიერ დანიურ გამოცემაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული საავტორო სტატია გახდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში დანიის საელჩომაც, სადაც ნათქვამია: „ვხედავთ ელჩის დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში“.

“გახარია დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას და სამართლებრივ სისტემას ყოველგვარი მიზეზის გარეშე” – ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ­ ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების შეთავაზებას აფასებს.

მისი თქმით, გახარია, პრემიერ მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ქვეყანას და მის სამართლებრივ სისტემას დაუპირისპირდა იმისთვის, რომ რევოლუციური სცენარი განხორციელებულიყო.

„პრემიერ-მინისტრი [გიორგი გახარია] დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, დაუპირისპირდა სამართლებრივ სისტემას ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის ჩამოსვლით და მისი მონაწილეობით. მელია უმზადებდა პლატფორმას იმისათვის, რომ შეკრებილიყო კრიტიკული მასა, რომელიც ფიზიკურ დაპირდაპირებაში შევიდოდა სამართალდამცავ ორგანოებთან და ამას სჭირდებოდა რამდენიმე დღე. ამ მომზადებისათვის რამდენიმე დღე მოითხოვა პრემიერ-მინისტრმა [გახარიამ] და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ეს სცენარში ჰქონდა გაწერილი “ნაცმოძრაობას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სასწრაფო დახმარების მანქანა ამობრუნდა

ბათუმში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. შეჯახების შედეგად სასწრაფო დახმარების ავტომობილი ამობრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს

“გახარიას ვურჩევდი, ცალმხრივად დაიწყოს საჯარო დებატები საზოგადოების გასაგონად ისე, რომ მეორე მხარეს მოუწიოს პასუხის გაცემა”

მე ვურჩევდი გახარიას, ცალმხრივად დაიწყოს საჯარო დებატები საზოგადოების გასაგონად ისე, რომ მეორე მხარეს მოუწიოს პასუხის გაცემა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიას ბევრი სათქმელი აქვს ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც მოუწევს პასუხის გაცემა.

„ივანიშვილის დებატებში გამოწვევაც ლოგიკური იყო, იქიდან გამიმდინარე, რომ მოღალატეს როცა გეძახიან, სულ მცირე დაგაინტერესებს და საჯარო სივრცეში მოისმინო, ამას რატომ გეუბნებიან. არც კობახიძის პასუხი გაკვირვებია არავის.

მე ვურჩევდი გახარიას, ცალმხრივად დაიწყოს საჯარო დებატები საზოგადოების გასაგონად ისე, რომ მეორე მხარეს მოუწიოს პასუხის გაცემა. გააჩნია, შენ რას იტყვი და დარწმუნებული ვარ, გახარიას ბევრი რამ აქვს სათქმელი. ისევე, როგორც ბატონ ბიძინას ჰქონდა გახარიაზე ბევრი სათქმელი და გახარიას პასუხი მოუწია. გახარიასაც აქვს ბევრი სათქმელი ივანიშვილზე და იმასაც პასუხის გაცემა მოუწევს. მე ზოგადად ამ პროცესს ვგულშემატკივრობ. არ მინდა, რამე დარჩეს ისეთი, რაც არ გაცხადდება და სიმართლეა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო უწყება მოიწვევს ეუთო-ს გრძელვადიან მისიას, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას გეგმა წაკითხულიც კი არ აქვს”

სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო უწყება მოიწვევს ეუთო-ს გრძელვადიან მისიას, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას სამოქმედო გეგმა წაკითხულიც კი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუნცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს აჩვენებს, რომ ოპოზიციას არანაირი ინტერესი არ აქვს არც რეკომენდაციების და არც მისიების მიმართ, მისი მიზანია ისტერიის ატეხვა.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულება გამოჩნდა. ამ დღეების განმავლობაში ისტერია ჰქონდათ, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, სამოქმედო გეგმას არ ამზადებენო. აღმოჩნდა, რომ სამოქმედო გეგმა წაკითხულიც კი არ ჰქონდათ, რადგან დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ს გრძელვადიან მისიას მოიწვევს. ესეც აჩვენებს, რომ მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ არც რეკომენდაციების და არც მისიების მიმართ. მათი მიზანია, ისტერია ატეხონ. მათი არაკვალიფიციურობა და დოკუმენტების არწაკითხვა, წარმოუდგენელია. მოწვევის პროცედურა არსებობს და მისიას ორი წლით ადრე არავინ იწვევს. თებერვალში, საგარეო უწყება მოწვევას პროცედურების შესაბამისად წარმართავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“დანიის ელჩი მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი” – ირაკლი ქადაგიშვილი

როცა პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ოლიგარქად მოიხსენიებს, სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, მიუთითოს მისი ფუნქციები – მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც დანიის ელჩის წერილს გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს, რასაც მისი საგარეო უწყებაში დაბარება მოჰყვა.

მისი თქმით, ელჩი ახლა პოზიციას იცვლის და არათანმიმდევრულია.

„სიტყვა ოლიგარქს ისე ატრიალებთ, რომ მისი სამართლებრივი შეფასება არც კი იცით, როცა პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას უცხო ქვეყნის ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ასე მოიხსენიებს, ვალდებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, ამ ელჩს მიუთითოს მისი ფუნქციები რით იწყება და რით მთავრდება საერთაშორისო კანონმდებლობით. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ამ სუვერენულ სახელმწიფოშია ელჩი და არა არასამთავრობო ორგანიზაციაში. არც ერთი ელჩისგან არც ერთ ვანდალურ ქცევაზე მათ შორის ოპოზიციის მხრიდან არც ერთი შეფასება არ მოგვისმენია, ამაზე გაამახვილეთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ახლა ის პოზიციას ცვლის, ეს არის ელჩის მხრიდან არათანმიმდევრული საქციელი და მას უწევს ეს. განცხადებაშიც წავიკითხეთ, რომ აღარ უნდა მედიადისკუსიის საგანი გახდეს მისი ეს განცხადება. მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ეს ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.