“ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა” – გია ვოლსკი

52
spot_img

ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა – არ მიმაჩნია, რომ ეკლესია ამ ადამიანის ნებისმიერი სახით, ფიგურით წარმოჩენის ადგილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოხატოს კრიტიკა ხატის ელემენტებთან დაკავშირებით, მაგრამ ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა ეკლესიაზე თავდასხმაა.

ვოლსკიმ მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ქმედება უწოდა.

“პირველი – გაუგონარი სიცრუეა თითქოს სამებაში რაღაცა სტალინის ხატი გამოიკიდა. მეორეც, ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა – ბაბუაჩემმა 23 წელი ციმბირში, გადასახლებაში გაატარა, რამაც მამაჩემზე, მის დაზე და საერთოდ ოჯახზე იმოქმედა. რასაკვირველია, არ მიმაჩნია, რომ ეკლესია ამ ადამიანის, ნებისმიერი სახით, ფიგურით წარმოჩენის ადგილია. თუ ის წარმოდგენილია დიოკლეტიანესავით, როგორც ბოროტი ძალა, ეს სხვა თემაა… ზოგი ამბობს, რომ წმინდა მატრონას ცხოვრების ეპიზოდი სტალინთან დაკავშირებული არ ყოფილა, ზოგი – პირიქით ამბობს. თეოლოგიური საფუძვლებით ამაზე ბევრი კამათი შეიძლება, მაგრამ ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.