“დანიის ელჩი მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი” – ირაკლი ქადაგიშვილი

13
spot_img

როცა პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ოლიგარქად მოიხსენიებს, სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, მიუთითოს მისი ფუნქციები – მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც დანიის ელჩის წერილს გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს, რასაც მისი საგარეო უწყებაში დაბარება მოჰყვა.

მისი თქმით, ელჩი ახლა პოზიციას იცვლის და არათანმიმდევრულია.

„სიტყვა ოლიგარქს ისე ატრიალებთ, რომ მისი სამართლებრივი შეფასება არც კი იცით, როცა პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას უცხო ქვეყნის ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ასე მოიხსენიებს, ვალდებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, ამ ელჩს მიუთითოს მისი ფუნქციები რით იწყება და რით მთავრდება საერთაშორისო კანონმდებლობით. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ამ სუვერენულ სახელმწიფოშია ელჩი და არა არასამთავრობო ორგანიზაციაში. არც ერთი ელჩისგან არც ერთ ვანდალურ ქცევაზე მათ შორის ოპოზიციის მხრიდან არც ერთი შეფასება არ მოგვისმენია, ამაზე გაამახვილეთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ახლა ის პოზიციას ცვლის, ეს არის ელჩის მხრიდან არათანმიმდევრული საქციელი და მას უწევს ეს. განცხადებაშიც წავიკითხეთ, რომ აღარ უნდა მედიადისკუსიის საგანი გახდეს მისი ეს განცხადება. მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ეს ქმედება არ არის ელჩისთვის შესაფერისი,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.