“დანიის ელჩის განცხადება ივანიშვილისთვის საგანგაშო გზავნილია” – რომან გოცირიძე

24
spot_img

დანიის ელჩის განცხადება ივანიშვილისთვის საგანგაშო გზავნილია – ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი, როცა მთავრობების წარმომადგენლები გააფრთხილებენ დიპლომატიური არხებით, მას უახლოვდება სანქციები, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა დანიის ელჩის OpEd-თან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და რასაც მისი საგარეო უწყებაში დაბარება მოჰყვა.

გოცირიძის თქმით, „ივანიშვილს თავის დროზე ვერდიქტი ევროპარლამენტმა გამოუტანა“, რომელმაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვა დაასანქცირონ ივანიშვილი, თუმცა, სანქციების დაწესება სტატუსის მიცემამდე, ქვეყანას დააზიანებდა, ამიტომ გოცირიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ივანიშვილი არჩევნებამდე დაასანქცირონ, რაც მისივე შეფასებით, წინასაარჩევნო გარემოზე იქნება დამოკიდებული.

„არ არის გამორიცხული ივანიშვილი არჩევნებამდე დასანქცირდეს, რადგან არჩევნებამდე უნდა იქნას შესრულებული ევროკავშირის ვალდებულებები, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. თუ წინასაარჩევნო გარემო იქნება ისეთივე, როგორც წინა არჩევნების დროს, უკვე ნახევრადლეგალიზებული ივანიშვილი გამოჩენილია პოლიტიკურ არენაზე და ბუნებრივია, პასუხისმგებლობა არჩევნების გაყალბებაზე დაეკისრება მას. არ არის გამორიცხული დასანქცირებული ვიხილოთ, სანამ მოსკოვში წავა, თუკი მართლა წავა. მას ვერდიქტი გამოუტანა ევროპარლამენტმა, როცა თავის რეზოლუციაში ვერდიქტი გამოუტანა და მოსთხოვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სანქციების დაწესება. მორჩა, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ვერ წაშლი, ვერსად გადააგდებ. მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი და დანიის ელჩი წარმოადგენს დანიის მთავრობას, ეს არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშო ივანიშვილისთვის. ეს არის გზავნილი, რომ არ გაბედოს არჩევნების გაყალბება და ძალაუფლების მიტაცება 2024 წლის არჩევნებში, ამ 9 რეკომენდაციიდან ნომერ პირველი მოთხოვნა არის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, ეს არის პირდაპირი მინიშნება, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი, როცა მთავრობების წარმომადგენლები გააფრთხილებენ დიპლომატიური არხებით. კულუარულად, ალბათ, მიდის მასთან ამაზე საუბარი. მას უახლოვდება სანქციები. სტატუსის მიღებამდე მისი დასანქცირება ნიშნავდა სტატუსის არ მიცემას ქვეყნისთვის, დღეს უკვე სხვა ვითარებაა, დღეს არ იქნება დანდობა, ლოიალური მიდგომა. სტატუსის ჩამორთმევის არც მექანიზმი არსებობს და არც პრაქტიკაში მომხდარა მსგავსი რამ. ამიტომ ევროკავშირი განსაკუთრებით მომთხოვნი იქნება ხელისუფლების და პერსონალურად ივანიშვილის მიმართ”, – განაცხადა გოცირიძემ.