Home Blog Page 1786

,,საქმეში რას აკეთებენ ვნახეთ უკვე, როგორ უთხრიან ამ ქვეყანას ძირს”- ბითაძე

მომითაგეთ ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც „ქართული ოცნების“ გაკეთებულ საქმეს უტიფრად იბრალებს, საქმეში რას აკეთებენ ვნახეთ უკვე, როგორ უთხრიან ამ ქვეყანას ძირს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

„საკუთარი 2020 წლის წინასაარჩევნო პროგრამაც გვანახონ იქნებ … ეს კი ამონარიდია ქართული ოცნების 2020 წლის საარჩევნო პროგრამიდან“, – აღნიშნავს მაია ბითაძე.

,,მზამზარეულზე არ მოგვცეს დადებითი რეკომენდაცია, მკაფიო დათქმები გაგვიკეთეს და გვითხრეს, რომ თავს არ იტყუებენ”- ელისაშვილი

პრეზიდენტმა თუ მოახერხა და საზეიმო შეკრება მოაწყო, კანცელარიასთან ვერ მოხერხდებოდა, ან პარლამენტის წინ?! – მაგრამ როგორც ჩანს, არ ეზეიმება ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებაში“ ალბათ, ბევრი დამწუხრებულია დადებითი რეკომენდაცია რომ მივიღეთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ რამე შემაფერხებელი იყო ევროინტეგრაციის გზაზე, ეს იყო და არის „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერების განცხადებები.

„ძალიან ზუსტად ხედავენ ვითარებას ქვეყანაში, ძალიან ზუსტად ხედავენ, სად იტყუება „ქართული ოცნება, რა არის გასაკეთებელი და ჩვენ ასე მზამზარეულზე არ მოგვცეს ეს დადებითი რეკომენდაცია, მკაფიო დათქმები გაგვიკეთეს და ევროკავშირმა გვითხრა, რომ ისინი თავს არ იტყუებენ.

ორი მთავარი რამის გამო მოგვცეს დღეს ჩვენ დადებითი რეკომენდაცია – პირველ რიგში, ეს არის ჩვენ ქვეყნის თავგანწირვა და მეორე არის რუსეთის ფაქტორი, რადგან იცოდნენ, რომ დადებითი რეკომენდაცია, რომ არ მოეცათ შეგვატოვებდნენ ამ გამძვინვარებულ რუსეთს, რომელიც ისედაც ვხედავთ როგორ გვექცევა, ხელაღებით ხოცავს და ფეხქვეშ თელავს ჩვენს ღირსებას.

თუ რამე შემაფერხებელი იყო და რჩება შემაფერხებლად ეს არის „ქართული ოცნება“. პრესკონფერენციაზე გახსოვთ, ალბათ, როგორ იქცეოდა ღარიბაშვილი, ბორელს კინაღამ თითი ატაკა. დავალება მოგცეს, 12 რეკომენდაცია დაგავალეს 9 არ შეასრულე და მაინც ჩვენკენ გადმოდგეს ნაბიჯი, რადგან ჩვენს დამსახურებას ხედავს ამ ხნის განმავლობაში. პრეზიდენტმა თუ მოახერხა და საზეიმო შეკრება მოაწყო, კანცელარიასთან ვერ მოხერხდებოდა, ან პარლამენტის წინ?! – მაგრამ როგორც ჩანს არ ეზეიმება ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებაში“ ბევრი, ალბათ, დამწუხრებულია დადებითი რეკომენდაცია რომ მივიღეთ. რომ ყოფილიყო კანცელარიასთან შეკრება აუცილებლად მივიდოდი. რა მნიშვნელობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და მათ მხარდამჭერებს ხომ არ მიუღიათ დადებითი რეკომენდაცია, ყველამ მივიღეთ. ესეც კი აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებას ევროპისადმი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

,,მგონი, ჩვენზე უტიფარი ოპოზიცია არავის ჰყავს“”- ოდიშარია

“როდესაც 2020 წელს ჩვენ დავაანონსეთ, რომ აუცილებლად დავწერდით განაცხადს და გავხდებოდით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები, მაშინ ოპოზიციიდან მხოლოდ დაცინვა და ქილიკი გვესმოდა. დღესაც იგივე ხდება. მგონი, ჩვენზე უტიფარი ოპოზიცია არავის ჰყავს“, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

ბექა ოდიშარიას თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ახალ ნარატივს ქმნის, რომ თითქოს, „ქართულ ოცნებას“ ეწყინა კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემა. მისივე განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებას არ აცდიდა სტატუსის მისაღებად მუშაობას, ახლა კი, როდესაც შედეგი მიღწეულია, ოპოზიცია ცდილობს ეს გამარჯვება საკუთარ თავზე მიიწეროს. “მთელი წელი პრაქტიკულად გვბომბავდნენ ხელისუფლებას და ხალხს და ამკვიდრებდნენ ამ სულელურ ნარატივს, რომ ვითომ, ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვაა. კონსტიტუცია მაინც წაიკითხონ. მესამე მუხლში წერია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს თავის წარმომადგენლებით. ჩვენ ვართ ხალხის წარმომადგენლები.

ოპოზიციამ რაც ჩაატარა მთელი წლის განმავლობაში, მე მგონი ასე არ უმტრია ჩვენი ქვეყნისათვის არავის. დღეს დადგა „კაპიტანი“ გიგაური და სალომე სამადაშვილი და თქვეს, რომ ჩვენი მონაპოვარი არისო, ვულოცავ მათაც, მაგრამ ხალხს ალბათ სასაცილოდაც არ ჰყოფნის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ. მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის გარკვეული აქტივობები განსახორციელებელი იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს და ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი და სხვა უწყებები, აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას.

„მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებებს”- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

„მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებებს, რომლებიც აღიარებულ იქნა.

ეს, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის პროცესია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

,,საშინელი სურათის ყოველდღე ნახვა აზიანებს ისრაელის ინტერესებს, ღაზა „ბავშვთა სასაფლაოდ იქცა”- გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა აჩვენებს, რომ არის რაღაც, რაც აშკარად არასწორია. ამის შესახებ გუტერეშმა „როიტერს“ განუცხადა.

„„ჰამასის“ მხრიდან არის დარღვევები, როდესაც ადამიანებს ფარად იყენებენ, მაგრამ, როდესაც გადავხედავთ სამხედრო ოპერაციების შედეგად ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობას, აშკარად რაღაც არასწორია“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

რამდენადაც ცნობილია, ღაზის სექტორში 10 569 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 40 პროცენტი ბავშვია. გუტერეშის თქმით, ღაზა „ბავშვთა სასაფლაო“ ხდება.

„მნიშვნელოვანია, ისრაელმა გაიაზროს, პალესტინელი ხალხის ჰუმანიტარული საჭიროებების საშინელი სურათის ყოველდღე ნახვა აზიანებს ისრაელის ინტერესებს“, – განაცხადა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივანი ასევე აცხადებს, რომ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან „ჰამასი“ და პალესტინელი ხალხი.

„ჩვენ თუ არ განვასხვავებთ ამ ორს ერთმანეთისგან, ვფიქრობ, კაცობრიობა დაკარგავს თავის მნიშვნელობას“, – განაცხადა გუტერეშმა.

ამასთან, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა მძევლების გათავისუფლებაზეც, რა დროსაც აღნიშნა, რომ გაერო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში.

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გათავისუფლდნენ მძევლები. ჩვენ არ გვაქვს ამის ბერკეტი, მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც აქვთ „ჰამასზე“ გავლენის უნარი. ეგვიპტე ძალიან აქტიური იყო. ჩვენ ასევე გვაქვს კონტაქტი ისრაელის ხელისუფლებასთან. აუცილებელია, ყველა მძევალი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ“, – განაცხადა გუტერეშმა.

„ჩვენი ხმა ევროპას“ – პრეზიდენტმა პეტიცია დააინიცირა

„ჩვენი ხმა ევროპას“ – ამ სახელწოდებით პეტიცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა. ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ – ევროპის ლიდერებს – დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.

მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ – ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

„ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი და ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი“- რობინ დანიგენი

„ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი და ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი“, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგენმა ორბელიანის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.

მისი თქმით, აშშ მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს სტატუსზე.

„დიდი მადლობა, საქართველო. აშშ ნამდვილად გიგზავნით ყველაზე გულწრფელ და თბილ მილოცვას საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს მიღწევა ნამდვილად მნიშვნელოვანია და ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს სტატუსზე და თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადაიდგა.

აშშ ევროკავშირთან, ქალბატონ პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ გამჟღავნდეს ქართველი ხალხის სრული ევროკავშირის მომავალი წევრობის პოტენციალი. კიდევ ორი რამის თქმა მინდა, ქალბატონმა პრეზიდენტმა ილაპარაკა იმ ქართველებზე, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს თავიანთი სახელმწიფოსთვის. ქართველმა ჯარისკაცებმაც გაიღეს მსხვერპლი შეერთებული შტაბების მისიებში და ამისთვისაც ვუხდით საქართველოს მადლობას.

ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი და ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი. ეს ძალიან დიდი დღეა ყველასთვის. გისურვებთ წარმატებას“, – აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

„ახლა არის დრო, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის გაერთიანება მოხდეს“- პაველ ჰერჩინსკი

„ახლა არის დრო, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის გაერთიანება მოხდეს“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ეს დათქმები შესრულდეს, ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შემცირდეს.

„დღეს, როცა ყველანი ერთად ვგლოვობთ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. ვიმედოვნებ, რომ ევროკომისიის მიერ მიღებული პოზიტიური გადაწყვეტილება, ასევე, წაახალისებს ოკუპირებული ტერიტორიებს, რომ მიუახლოვდეს დანარჩენ ქვეყანას და ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიის ტრაგიკული დაყოფის დასრულებას.

დღევანდელმა პოზიტიურმა რეკომენდაციამ, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ხედავს საქართველოს როგორც წამყვან პარტნიორს რეგიონში, რომელმაც შეიძლება ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი მშვიდობისა და სტაბილურობის მოტანაში საქართველოს სამეზობლოში. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მიბმულია შემდგომ რეფორმებს. იმ ნაბიჯების მოგვარება, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა, იქნება მნიშვნელოვანი, რომ შემდეგ ეტაპზე მოხდეს ქვეყნის გადასვლა. ამ ნაბიჯების გადასადგმელად საქართველოს სჭირდება შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია.

ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ, რომ ამჟამად არის დრო, მოხდეს გაერთიანება, ძალების შეკავშირება საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. მე მოწმე ვიყავი მრავალჯერ როდესაც თქვენ გაერთიანებულები ხართ თქვენ ძალიან დიდი რაღაცების გაკეთება შეგიძლიათ“, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

,,პრეზიდენტთან საუბრისას ქართველ ხალხს მათი ქვეყნის EU-ში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მივულოცე””- სანდუ

სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მივულოცე მას და ქართველ ხალხს დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მივულოცე მას და ქართველ ხალხს დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჩვენი საერთო ხედვა მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილი“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერზე“.

ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

,,ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას”- პრეზიდენტი

ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პასუხი ყველა იმ უღირსობაზე, ეს არის ყველას გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები.

პრეზიდენტმა აღნიშნა, ომის, ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, თავისი გზა აირჩია.

„ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პასუხი ყველა უღირსობაზე, ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს აქ არიან სინამდვილეში, ისინი ამ დღისთვის იბრძოდნენ. მინდა წუთიერი დუმილით ვაგოთ პატივი, მათი ხსოვნა იყოს ამ დღეს, ამ სიხარულში ჩვენთან ერთად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ორბელიანების სასახლესთან ლოზუნგით – „ჩვენი ხმა ევროპას“ მოქალაქეები არიან შეკრებილები

ორბელიანების სასახლესთან ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ლოზუნგით – „ჩვენი ხმა ევროპას“ მოქალაქეები არიან შეკრებილები.

შეკრება პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიგეგმა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

ასევე, პრეზიდენტის ინიციატივით, დღეიდან იწყება ხელმოწერების კამპანია – “ჩვენი ხმა ევროპას”.

“დღეს იწყება ჩვენი ხელმოწერების კამპანია – “ჩვენი ხმა ევროპას”. კამპანია, რომელიც ჩემზე კი არა თქვენზეა დამოკიდებული, მთელ ქვეყანაზე, უნდა იყოს გაშლილი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ღონისძიებას ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 20:00 საათზე, დაგეგმილი იყო კონცერტი, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო კონცერტი გაუქმდა.

,,მივდივარ საფრანგეთში ფორუმზე, რომელსაც პრემიერიც დაესწრება”- სალომე ზურაბიშვილი

“მივდივარ საფრანგეთში ფორუმზე, რომელსაც პრემიერიც დაესწრება, ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის მოედანზე მიმდინარე შეკრებაზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ის კვლავ გააგრძელებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის ლობირებას.

“მე გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებსა და კონფლიქტებს. დავესწრები ამ ფორუმს, როგორც იყო დაგეგმილი და იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.