„ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი და ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი“- რობინ დანიგენი

85
spot_img

„ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი და ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი“, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგენმა ორბელიანის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.

მისი თქმით, აშშ მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს სტატუსზე.

„დიდი მადლობა, საქართველო. აშშ ნამდვილად გიგზავნით ყველაზე გულწრფელ და თბილ მილოცვას საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს მიღწევა ნამდვილად მნიშვნელოვანია და ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს სტატუსზე და თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადაიდგა.

აშშ ევროკავშირთან, ქალბატონ პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ გამჟღავნდეს ქართველი ხალხის სრული ევროკავშირის მომავალი წევრობის პოტენციალი. კიდევ ორი რამის თქმა მინდა, ქალბატონმა პრეზიდენტმა ილაპარაკა იმ ქართველებზე, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს თავიანთი სახელმწიფოსთვის. ქართველმა ჯარისკაცებმაც გაიღეს მსხვერპლი შეერთებული შტაბების მისიებში და ამისთვისაც ვუხდით საქართველოს მადლობას.

ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი და ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი. ეს ძალიან დიდი დღეა ყველასთვის. გისურვებთ წარმატებას“, – აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.