Home Blog Page 1781

“უკრაინა აღარასდროს გადაიხდის სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის” – ზელენსკი

უკრაინა აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“დღეს უკრაინელების თანამედროვე თაობებს გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე ვახერხებდით. ჩვენი უკრაინის დაცვა რუსული შემოჭრისგან ეფუძნება ჩვენი საზოგადოების ისტორიულად უდიდეს ერთობას. ერთობას, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ. უკრაინა სარგებლობს მსოფლიოს ისტორიულად უდიდესი მხარდაჭერით ის აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აძლიერებს უკრაინისა და უკრაინელებისთვის თავისუფლების ახალ და დიდებულ ისტორიას.”ყველა ჩვენს მცველს ვუსურვებ, რომ არასოდეს დაკარგონ არც ერთი შესაძლებლობა უკრაინისთვის. ყველა შესაძლებლობა გამარჯვებასთან დაახლოებად უნდა ვაქციოთ – და გამარჯვება მოვა!” – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მოსალოდნელია წვიმა და ქარი – სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

2 ოქტომბერს, ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა,ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალიან ძლიერი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ანგარიშში მიმოხილული და გაანალიზებულია 2023 წლის აპრილიდან სექტემბრამდე, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასა და სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიას შორის გამყოფი ხაზების მახლობლად მდებარე სოფლებში.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე 18 სოფელი მოინახულეს.

მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივებს აკავებენ და იტაცებენ.

„გლეხებს საძოვრებზე ვერ გაჰყავთ პირუტყვი, რადგან საოკუპაციო ხაზთან მისვლის ეშინიათ. ასევე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში არ არის პოლიციის საგუშაგოები, რაც კიდევ უფრო საფრთხის შემცველად მიაჩნიათ ადგილობრივებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოკუპაციით გამოწვეულ უსაფრთხოების პრობლემებთან ერთად, ადგილობრივები საუბრისას მიუთითებდნენ სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებზე. მხედველობაშია მისაღები, რომ სიდუხჭირის გამო ახალგაზრდები ტოვებენ სოფლებს და მიდიან ემიგრაციაში. სოფლებში დარჩენილ ახალგაზრდებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ არაერთი ახალგაზრდა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახლო მომავალში ემიგრაციაში წასვლას გეგმავს.

ვიზიტების ფარგლებში გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომლის მოგვარება გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის კრიტიულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.

ანკარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთებმა აიღეს

ანკარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთებმა აიღეს. ქურთი მებრძოლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა „უკვდავთა ბრიგადასთან“ დაკავშირებულმა მებრძოლებმა მოაწყვეს.

მათივე განცხადებით, თავდასხმა პარლამენტის სხდომის დაწყებამდე განზრახ განხორციელდა, რაც კონკრეტული უწყებებისთვის შეტყობინების გაგზავნას ისახავდა მიზნად. ტერაქტზე საპასუხოდ ანკარამ ერაყის ჩრდილოეთით სამხედრო საჰაერო ოპერაცია ჩაატარა და ქურთ მებრძოლთა პოზიციებს დაარტყა. ცნობას თურქეთის თავდაცვის უწყება სოციალური ქსელით ავრცელებს.

თურქეთმა ერაყში, ქურთ მებრძოლებზე საჰაერო იერიში განახორციელა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ერაყში ქურთ მეამბოხეებზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

უწყების ინფორმაციით, 20 სამიზნე გაანადგურეს და “ქურთისტანის მუშათა პარტიის” ბევრი ბოევიკი “გაანეიტრალეს”.

საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო საწყობები და ბუნკერები, რომლებსაც “ქურთისტანის მუშათა პარტია” იყენებდა.”ოპერაციის მიზანი იყო “ქურთისტანის მუშათა პარტიისა” და სხვა ტერორისტული ელემენტების განეიტრალება, ჩრდილოეთ ერაყიდან ჩვენი მოსახლეობისა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ უწყებაში.

ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტმა ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მოგვიანებით, “ქურთისტანის მუშათა პარტიამ” განაცხადა, რომ აფეთქება მათთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, “უკვდავთა ბატალიონმა” განახორციელა. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.

უკრაინა აღარასდროს გადაიხდის სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის-ზელენსკი

უკრაინა აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“დღეს უკრაინელების თანამედროვე თაობებს გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე ვახერხებდით. ჩვენი უკრაინის დაცვა რუსული შემოჭრისგან ეფუძნება ჩვენი საზოგადოების ისტორიულად უდიდეს ერთობას. ერთობას, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ. უკრაინა სარგებლობს მსოფლიოს ისტორიულად უდიდესი მხარდაჭერით ის აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აძლიერებს უკრაინისა და უკრაინელებისთვის თავისუფლების ახალ და დიდებულ ისტორიას.”ყველა ჩვენს მცველს ვუსურვებ, რომ არასოდეს დაკარგონ არც ერთი შესაძლებლობა უკრაინისთვის. ყველა შესაძლებლობა გამარჯვებასთან დაახლოებად უნდა ვაქციოთ – და გამარჯვება მოვა!” – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილით თავს მოდუნებულად გრძნობთ და მუშაობის დაწყება გიჭირთ. გირჩევთ, ყველაზე რთული საქმეებით დაიწყოთ, რომლებიც გამოგაფხიზლებთ, საღამოსთვის კი მარტივი და სასიამოვნო საქმეები შემოინახოთ. ამ დღეს თქვენი პიროვნული ხიბლი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს.

კურო

ეცადეთ, კარიერულ წინსვლას და პროფესიული პოზიციების განმტკიცებას მეტი ყურადღება დაუთმოთ. იფიქრეთ ახალი პროექტების დაწყებაზე, რათა მენეჯმენტს თავი მოაწონოთ. წესები დაიცავით და ნუ გარისკავთ – ახლა საეჭვო ექსპერიმენტების ჩატარებისთვის არახელსაყრელი გარემოა.

ტყუპები

გარშემო მყოფების თვალში საკუთარი პერსონის ორიგინალურად წარმოჩენის სურვილი შეიძლება თქვენს კარიერაზე ცუდად აისახოს. ვარსკვლავები გვირჩევენ, ექსპერიმენტებს მოერიდოთ და კარგად გამოცდილი, საიმედო ხერხებით იმოქმედოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მცირე უსიამოვნებები და სირთულეები დაგანახვებთ, ცხოვრების რომელ სფეროებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ეცადეთ, მოვლენების შუაგულში იტრიალოთ და ყველაფერი აკონტროლოთ, რათა სიტუაცია უმართავი არ გახდეს. ამ დღეს უცნობ ადგილებს და საეჭვო ნაცნობობას უნდა მოერიდოთ.

ლომი

მოემზადეთ რთული და კონფლიქტებით სავსე დღისთვის. სავარაუდოდ, პროფესიულ საქმიანობაში მრავალი პრობლემის გადაჭრა და სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. ახალი პროექტების დაწყებამდე, გირჩევთ ძველი დაასრულოთ – ორი კურდღლის დევნაში შეიძლება საერთდ ხელცარიელი დარჩეთ.

ქალწული

დღის პირველ ნახევარში უამრავი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება გელით, თუმცა, თუ საღამომდე დაიცდით, ბევრი თავისთავად, თქვენი ძალისხმევის გარეშე მოგვარდება. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ – სავარაუდოდ, დახმარება ახლა მას სჭირდება და იმედს ნუ გაუცრუებთ.

სასწორი

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ, ამ დღეს სხვების მოსაზრებები აუცილებლად გაითვალისწინოთ.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური და ქონებრივი საკითხების განხილვისთვის – ინტუიცია არ გიღალატებთ.
გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მორიელი

ამ დღეს მცირე პრობლემების დასაძლევად დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ. გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარ ინტუიციას და სურვილებს მოუსმინოთ. ამ დღეს თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოვლენების შუაგულში იტრიალოთ და ყველა დისკუსიასა და მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიიღოთ.

მშვილდოსანი

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. დილიდან პრობლემების მოგვარება და უსიამოვნო საქმეებთან გამკლავება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ და მათ შედეგზე არ ინერვიულოთ. დღის მეორე ნახევარში განწყობა გაგიუმჯობესდებათ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

თხის რქა

ეცადეთ, მცირე პრობლემების მიმართ ოპტიმისტურად განეწყოთ და გჯეროდეთ, რომ სასურველ შედეგს მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი პროფესიული თ პირადი წარმატება სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ურთიერთობის დროს ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრის სხეულის ენას და ნათქვამის ფარულ მნიშვნელობას – ამ გზით შეიძლება მისი ნამდვილი განზრახვების შესახებ გაიგოთ.

მერწყული

შესაძლოა, თქვენი გარემოცვიდან ვინმემ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ფაქტები საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ. დასვით კითხვები, რომლებიც გაწუხებთ და უცნობებთან გულახდილობას მოერიდეთ.

თევზები

ამ დღის წარმატება თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. პოზიტიური განწყობა საშუალებას მოგცემთ, რთული საკითხები სწრაფად მოაგვაროთ და სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შეცვალოთ. მოერიდეთ ძველი წყენის გახსენებას და წარსულზე ფიქრს. ახლა ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

„სლოვაკეთში ხალხს უფრო დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე უკრაინას“- რობერტ ფიკო

სლოვაკეთის არჩევნებში  პარტიამ Smer-SD-მ გაიმარჯვა. მისმა ლიდერმა, რობერტ ფიკომ, რომელიც საარჩევნო კამპანიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის პირობაზე აწარმოებდა, თქვა, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა.

როგორც The Guardian წერს, სლოვაკეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომლის პარტიამ ამ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 20%-ზე მეტი მოიპოვა, განაცხადა, რომ „სლოვაკეთში ხალხს უფრო დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე უკრაინას“ და მისი პარტია არ ცვლის აზრს უკრაინის ჰუმანიტარული გზით დახმარების მზაობაზე, თუმცა სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს.

სლოვაკეთის საარჩევნო სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე, პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაშიც, ფიკოს მრავალპარტიული კოალიციის ჩამოყალიბება დასჭირდება. ამასთან დაკავშირებით მან უკვე განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის შექმნაზე მზად არის.

ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ფიკოს თავისი რიტორიკის შემსუბუქება მოუწევს, რადგან თუკი კოალიციის შექმნა სურს, სხვა მოზრდილი პარტიების მიმხრობა დასჭირდება. არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პარტია კი პროდასავლური „პროგრესული სლოვაკეთია“, რომელიც იდეურად ფიკოს პარტიისგან სრულად განსხვავდება, რადგან მხარს უჭერს საბრძოლო მასალის მიწოდებას უკრაინაში და იზიარებს ევროკავშირის პოზიციას რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 სექტემბერს, ედუარდ ჰეგერის მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ ჩაინიშნა.

თავად რობერტ ფიკომ სლოვაკეთის პრემიერის პოსტი პირველად 2006 წელს დაიკავა. 2010 წელს მარცხის შემდეგ ფიკო ხელისუფლებაში 2012 წელს დაბრუნდა. 2018 წელს კი გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუჩიაკის მკვლელობის შემდეგ, იძულებული გახდა პრემიერის პოსტი დაეტოვებინა.

ფიკო წლებია მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირს, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ის პრაქტიკულად პირდაპირ იმეორებს რუსული პროპაგანდის გზავნილებს. მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში უკრაინა დაადანაშაულა. ასევე ის პანდემიის პერიოდში ანტივაქსერულ კამპანიებშიც მონაწილეობდა.

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი

ვერძი

ოქტომბრის თვეში თავს ისე გრძნობთ, როგორც ბრძოლის ველზე მოკავშირეების გარეშე, მარტოდმარტო დარჩენილი ადამიანი. ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გელით, რომელიც ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას შეგახსენებთ.

ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თავად დაზარალდეთ. სავარაუდოდ, ოჯახის ბიუჯეტის განაწილება კამათის და დაპირისპირების ფონზე ჩაივლის, თუმცა გამარჯვება უდავოდ თქვენ დარჩებათ. სასურველია, რომ საკამათო საკითხები მშვიდობიანი გზით მოაგვაროთ – ოჯახის წევრები და ახლობლები ამისთვის მადლობას გეტყვიან.

ფინანსური შემოსავალი გელით, მაგრამ ხარჯებიც გაიზრდება. რიგით თანამშრომლებს კონკურენტების ინტრიგებთან გამკლავება მოუწევთ. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ – დაპირისპირებამდე საქმე არ მივა.

ოქტომბრის ბოლო ათი დღის განმავლობაში (განსაკუთრებით 28-იდან 30 ოქტომბრამდე) ჯანმრთელობის მხრივ მოსალოდნელია პრობლემები. ფრთხილად იარეთ გზებზე, ასევე უფრთხილდით სეზონურ გაციებებს და ინფექციებს.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 18, 22, 26, 31

არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 15, 20, 24, 28.

კურო

ბევრ კუროს ოქტომბერი დაამახსოვრდება, როგორც შედარებით წარმატებული, მაგრამ უინტერესო პერიოდი. ოქტომბრის მზის დაბნელება ბევრ თქვენგანს პირადი ცხოვრების გადახედვისკენ უბიძგებს. ეს განსაკუთრებით რთულ წყვილებს და ურთიერთობებს ეხება. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი თვის მეორე ნახევარი იქნება, როდესაც საყვარელ ადამიანთან მორიგი მწვავე კონფლიქტი მოხდება. გამორიცხული არ არის, რომ ურთიერთობის გაწყვეტაზე სერიოზულად დაფიქრდეთ.

ფინანსური მდგომარეობის მხრივ განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

რაც არ უნდა მოხდეს პროფესიულ ასპარეზზე, იუპიტერის დახმარებით წარმატებას მიაღწევთ და პოზიციებს განიმტკიცებთ.

თუ დიეტას არ დაარღვევთ და დილაობით ივარჯიშებთ, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 21, 25, 29

არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 14, 18, 23, 27, 31.

ტყუპები

ოქტომბერში ბევრ თქვენგანს რთული თავსატეხის ამოხსნა მოუწევს, მაგრამ პანიკა საჭირო არ არის! გამჭრიახობის წყალობით, ყველაფერს ადვილად გაუმკლავდებით.
ამ თვეში შეყვარებულებმა და მეუღლეებმა ლაპარაკსა და მოქმედებებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. გახსოვდეთ, რომ დუმილი ოქროა და შეიძლება ბევრი პრობლემა აიცილოთ.

მშობლებთან ურთიერთობაშიც მოსალოდნელია სირთულეები. ეს ძველი კონფლიქტის გაგრძელებას ან ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირდება.

მშობლებს ოქტომბერში ბევრი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი ხარჯი ელით. შესაძლოა, თვის ბოლომდე თქვენი საფულე მთლიანად დაცარიელდეს, მაგრამ შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ.

ოქტომბერი პროფესიული და საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის ხელსაყრელი დროა. შეგიძლიათ დაწყებული პროექტები დაასრულოთ, საბუთები და ფასიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ. სამაგიეროდ, ბიზნესის გაფართოებისთვის სრულიად შეუფერებელი დროა, ვინაიდან შეიძლება უამრავი პრობლემა შეგექმნათ, მათ შორის იურიდიული.

სავსე მთვარისა და მთვარის დაბნელების დღეებში (29-30 ოქტომბერი) ენერგეტიკული პოტენციალის მკვეთრი შემცირება გელით, ამიტომ აქტივობა მაქსიმალურად უნდა შეამციროთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 19, 23, 26, 31

არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 15, 21, 24, 29.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, ბევრი თქვენგანისთვის შემოდგომის მეორე თვე საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ სირთულეებს უკვე მიეჩვიეთ და უკან დახევას არ აპირებთ.

თვის ბოლოს კირჩხიბ მშობლებს შვილებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

ფინანსური თვალსაზრისით ოქტომბერი ნეიტრალური თვეაა. მთავარია, ფული ეკონომიურად ხარჯოთ და თუ შესაძლებელია, ვალების გასტუმრება არ გადადოთ.

ამ თვეს ნებისმიერ საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ გავლენიანი ადამიანები ან თქვენი ერთ-ერთი მეგობარი. სასიხარულო სიახლე ისაა, რომ ფინანსური უთანხმოებები დასასრულს უახლოვდება, თანამშრომლობა კი გრძელდება.

უფრთხილდით სეზონურ გაციებებს და ინფექციებს, იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. თუ ზედმეტი წონა გაქვთ, დროა თქვენთვის შესაფერისი დიეტა შეარჩიოთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 20, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 14, 18, 22, 27.

ლომი

ლომებო, წინ საკმაოდ ხელსაყრელი თვეა, როდესაც ნეგატიური და პოზიტიური კოსმიური გავლენები ერთმანეთს გადაეჯაჭვება, თუმცა ვფიქრობთ, დადებითი ტენდენციები მეტი იქნება.

განქორწინებული ლომები ქონებრივი საკითხების მოგვარებას შედარებით მშვიდობიანი გზით შეძლებენ.

14 ოქტომბრის მზის დაბნელებამ შეიძლება შეყვარებულებს ან მეუღლეებს შორის ემოციური კავშირი გააძლიეროს. გამორიცხული არ არის, რომ თვის მეორე ნახევარში სასიამოვნო მოგზაურობა დაგეგმოთ.

ძველი პრობლემის გამო შეიძლება ნათესავებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ. სავარაუდოდ, საქმე თქვენი ან ნათესავების მხრიდან შეუსრულებელ დაპირებებს უკავშირდება.

სირთულეების მიუხედავად, ოქტომბერში ფინანსური შემოსავალს რეგულარულად მიიღებთ, თან თანხების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ასე რომ, ლომების უმეტესობა შეძლებს, ვალებს თავი დააღწიოს და ფინანსური საკითხები მოაგვაროს.

თვის ბოლო ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია და მაინც, 28 ოქტომბრის მთვარის დაბნელებამ შეიძლება თქვენს საქმიანობაში პრობლემები გამოავლინოს. ჰოროსკოპი ყველა ლომს, განურჩევლად პროფესიისა და პოზიციისა, ურჩევს სიფხიზლე შეინარჩუნოს.

ოქტომბრის ბოლოს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შესუსტდება – უფრთხილდით სეზონურ ინფექციებსა და გაციებებს.

ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 14, 19, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 17, 21, 25, 30.

ქალწული

საკმაოდ წინააღმდეგობრივი პერიოდი გელით. თუმცა, ბევრი თქვენგანი უახლოესი წარსული პრობლემების დაძლევას შეძლებს.

ამ თვეში განქორწინების ზღვარზე მყოფი და კონფლიქტური წყვილები ცალ-ცალკე ცხოვრებას გადაწყვეტენ.

ოქტომბრის მეორე ნახევარში შესაძლოა შარშან დაწყებული კონფლიქტის გამო ნათესავებთან ურთიერთობა გართულდეს.

ოქტომბრის ძირითადი ხარჯები პირად ცხოვრებას უკავშირდება ეცადეთ მეტი მომჭირნეობა გამოიჩინოთ.

თუ სასწავლებლად სხვა ქალაქში ან ქვეყანაში წასვლას აპირებთ, ოქტომბერი ამისთვის მშვენიერი დროა. ეს რჩევა მათაც ეხებათ, ვინც დიდი ხანია სამუშაოს შეცვლას ცდილობს.

ეცადეთ, ოქტომბრის ბოლო ათ დღეში მანქანის მართვისა და მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 16, 20, 24, 29

არახელსაყრელი დღეები ქალწულისთვის: 3, 8, 13, 18, 22, 26, 31.

სასწორი

სასწორი თავს გამოიჩენს, როგორც სასტიკი მესაკუთრე და მატერიალისტი. რა გაეწყობა – ეს დაგროვილი პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა და რადგან სწორი მიმართულებით მოძრაობთ, ვარსკვლავები აცილებლად დაგეხმარებიან!

მკაცრი და აგრესიული მარსი თითქმის მთელი თვის მანძილზე სასწორის მებრძოლ სულს აწრთობს. გახსოვდეთ, რომ მარსის საყვარელი თვისებები პირად ურთიერთობებში ვერ დაგეხმარებათ. პირიქით, მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი მოთმინება, მოქნილობა, დელიკატურობა და დიპლომატია უნდა გამოიჩინოთ.

ფინანსური პროგნოზი წინააღმდეგობრივია. უფულობა არ გემუქრებათ, მაგრამ ხარჯიც ბევრი გელით.

ოქტომბერში შესაძლოა რაღაც საიდუმლო ინფორმაცია გამჟღავნდეს და თავის დასაცავად არგუმენტების მომარაგებაზე უნდა იზრუნოთ.

ჯანმრთელობა პრობლემებს არ შეგიქმნით. მთავარია, ემოციებს არ აჰყვეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და ფეხით სიარული ემოციების კონტროლში დაგეხმარებათ.

ხელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 19, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 17, 21, 25, 30.

მორიელი

რთული პერიოდი გელით. გირჩევთ ოქტომბერში მთელი ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობასა და ოჯახზე გადაიტანოთ.

ბევრი მორიელისთვის ამ თვის მთავარი მოვლენები პირად ცხოვრებას უკავშირდება. თუ შესაძლებელია, რომ საქმეებს ჩამოსცილდეთ და დაისვენოთ, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

ოქტომბრის ფულადი მდგომარეობა გაურკვეველია. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით ყველაფერი ძველებურად დარჩება.

პროფესიული საქმიანობისთვის ყველაზე რთული პერიოდი ოქტომბრის ბოლო დღეებში იქნება. ამ დროს შესაძლოა კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა გართულდეს, რასაც კონფლიქტები მოჰყვება.

გაითვალისწინეთ, რომ 28 ოქტომბრის მთვარის დაბნელებამ შეიძლება ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების და ხისტი განცხადებებისკენ გიბიძგოთ. ეს თქვენთვის არასასურველ შედეგებს მოიტანს, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რთული და სარისკო ვითარების დროს დახმარებისთვის სანდო მეგობრებს და გავლენიან ნაცნობებს მიმართოთ.

ამ თვეში მორიელების ჯანმრთელობა მთლიანად მის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას და უფრთხილდით სეზონურ ინფექციებს. ყურადღება გამოიჩინეთ ავტომობილის მართვის დროს, რადგან არსებობს ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 15, 20, 24, 29

მორიელისთვის არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 13, 18, 22, 26, 31.

მშვილდოსანი

ბევრ მშვილდოსანს ოქტომბერი დაამახსოვრდება, როგორც 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი თვე – ზოგი მიმართულებით ბრწყინვალე გამარჯვება გელით, ზოგი მიმართულებით კი – სრული წარუმატებლობა.

ოქტომბრის პირველი ათი დღე და თვის შუა რიცხვები წარმატებული იქნება მარტოხელა მშვილდოსნებისთვის, რომლებიც შეყვარებულს ან ცხოვრების მეგზურს ეძებენ.

28 ოქტომბრის მთვარის დაბნელება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. შეიძლება ყველა საიდუმლო გაცხადდეს, ამიტომ სასურველია, მეუღლისგან ან პარტნიორისგან დასამალი არაფერი გქონდეთ.

ფინანსური პროგნოზი ოპტიმისტურია – თქვენი შემოსავალი ნელა, მაგრამ დამაჯერებლად იზრდება.

მთვარის დაბნელებამ შეიძლება სამსახურში გაუგებრობები და კონფლიქტები გამოიწვიოს. გარდა ამისა, უნდა მოემზადოთ მაკონტროლებელი ორგანოების მოულოდნელი ვიზიტებისთვის.

თვის პირველ ნახევარში მშვილდოსანი აქტიური, ხალისიანი და უაღრესად მიმზიდველია, მაგრამ ოქტომბრის ბოლოს ენერგია და იმუნური სისტემა სუსტდება. ამიტომ გირჩევთ, ამინდის შესაბამისად ჩაიცვათ და სეზონურ დაავადებებს უფრთხილდეთ.

ხელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 18, 22, 26, 31

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 20, 24, 29.

თხის რქა

თხის რქებო, ოქტომბერში ბევრი თქვენგანი ზრდასრულ შვილებთან საერთო ენის პოვნას და მათი ზოგი პრობლემის მოგვარებას შეძლებს.

ნაჩხუბარ შეყვარებულებს და მეუღლეებს მშვიდობის დამყარების საშუალება ექნებათ. სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში პრობლემური ურთიერთობები დამშვიდება და დასტაბილურდება, მაგრამ ნუ მოდუნდებით! ოქტომბრის ბოლო ათ დღეში ახალი გაუგებრობები გელით.

ფინანსური პროგნოზი საიმედოა. ხარჯების უმეტესობა მოსალოდნელია თვის ბოლო ათი დღის განმავლობაში. მთვარის დაბნელება (28 ოქტომბერი) ძალაუფლების მქონე პირებთან ან გავლენიან მეგობრებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგიტანთ, რომლებიც მომავალ თვეშიც გაგრძელდება.

მუდმივმა სტრესმა შეიძლება ოქტომბერში ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. ამიტომ ეცადეთ, დასვენებისა და ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 12, 17, 21, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 4, 10, 14, 19, 23, 27.

მერწყული

მერწყულებო, წინ რთული, მაგრამ ნაყოფიერი და საინტერესო პერიოდია. მთავარია გართობის და მუშაობის პერიოდები ერთმანეთში არ აგერიოთ. სავარაუდოდ, პირადი ცხოვრება უფრო მშვიდი გახდება, განსაკუთრებით – თუ ემოციების კონტროლი არ გიჭირთ. ნაჩხუბარი წყვილები შეთანხმებას შეძლებენ და გაჭიანურებული დაპირისპირება თანდათან გაქრება.

რაც შეეხება განქორწინებულ მერწყულებს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები ოქტომბერში თითქმის სრულად მოგვარდება.

ფინანსური პროგნოზი არცთუ ისე ხელსაყრელია. გირჩევთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ და გარკვეულ ხარჯებზე საერთოდ უარი თქვათ. გაითვალისწინეთ, რომ ახლა ფინანსებთან არასერიოზული დამოკიდებულება უკიდურესად საზიანოა.

ოქტომბრის ბოლოს მეწარმეებს სახელისუფლებო უწყებებთან გაუგებრობები ელით. თუ ეს პრობლემა დროულად არ მოაგვარეთ, ის მომავალ თვეში გაგრძელდება.

ფსიქოემოციური არასტაბილურობის მიუხედავად, ჯანმრთელობის პრობლემები არ გემუქრებათ. მთავარია არ გადააჭარბოთ და ზომიერება დაიცვათ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 18, 22, 27

არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 16, 20, 24, 30.

თევზები

ამ თვეში ბევრ თქვენგანს სურვილებსა და რეალობას შორის ოქროს შუალედის პოვნა მოუწევს. ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის! ასე რომ, დამშვიდდით და შეეცადეთ, შეცდომები არ დაუშვათ.

ოქტომბერში ოჯახური კონფლიქტები გახშირდება. ამაში დამნაშავეები თავად თევზები არიან, რომლებიც ზედმეტ სიჯიუტეს ავლენენ. სიტუაციის შედეგი მთლიანად თქვენ ხელშია.

ფინანსური პროგნოზი არასაიმედოა. ამ თვეში ბევრი ხარჯი და ნაკლები შემოსავალი გელით. უკიდურესად რთულ სიტუაციებში შეგიძლიათ ფინანსური დახმარებისთვის ახლობელ ადამიანებს ან ძველ მეგობრებს მიმართოთ.

შემოდგომის მეორე თვე პროფესიული საქმიანობისთვის არახელსაყრელია – შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურთ. ხელმძღვანელი პირებისა და მეწარმეებისთვის მთავარი საზრუნავი პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერება იქნება.

თვის ბოლოს მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები. ამიტომ ჩაიცვით ამინდის შესაბამისად და გახსოვდეთ, რომ ახლა თქვენი სხეული დასუსტებულია და ენერგიის აღდგენა სჭირდება. ასევე, გამოიჩინეთ სიფხიზლე მგზავრობისა და ავტომობილის მართვის დროს. ეს რჩევა განსაკუთრებით ოქტომბრის ბოლო ათ დღეს ეხება.

ხელსაყრელი დღეებია: 1, 6, 12, 17, 21, 25, 29

არახელსაყრელი დღეები: 3, 10, 14, 19, 23, 27, 31.

ცესკო 103 საარჩევნო უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს წინასწარ შედეგებს იმ 103 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა.

„გურჯაანის შემთხვევაში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი მაჭავარიანმა მიიღო 14 450 ხმა, ხოლო საპარლამენტო შუალედური არჩევნების ნაწილში, გორი-კასპის მე-15 მაჟორიტარულ ოლქში გვაქვს შემდეგი სურათი – საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ მიიღო 1 344 ხმა, რაც მონაწილეთა რაოდენობის 6,59%-ს შეადგენს. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი სოსიაშვილმა მიიღო 19 032 ხმა, რაც 93,4 პროცენტია“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ელექტრონული დათვლის გარდა, კომისიები დამატებით ხელით გადაითვლიან შედეგებს, რაც, კალანდარიშვილის განცხადებით, სანდოობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, ამის შემდეგ კი, შედგება შემაჯამებელი ოქმი.

გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, დღევანდელმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ  საარჩევნო ადმინისტრაციის, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43 330-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51 პროცენტია. მათ შორის, გორსა და კასპში არჩევნებზე მივიდა 25 627, გურჯაანში კი, 17 703 ამომრჩეველი.

,, ევროკავშირი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გაზრდის”- ჯოზეფ ბორელი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით აშშ-ის საბიუჯეტო საკითხების მოგვარებას არ დაელოდება და უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გაზრდის. ამის შესახებ UNIAN წერს.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი არა მხოლოდ გრძელდება, არამედ იზრდება. ჩვენ დავინახავთ რა მოხდება შეერთებულ შტატებში, მაგრამ ჩვენი მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და გავზრდით მას”, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ წევრი ქვეყნები შესაბამის გადაწყვეტილებებს 2023 წლის ბოლომდე მიიღებენ.

ამასთან, მედიის ცნობით, ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირისგან არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება ომი მომდევნო დღეებში ან კვირებში და განაცხადა, რომ ის ყველაფრის მიუხედავად გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის 50 მილიარდი ევროს ოდენობით დაფინანსებას და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კიდევ 20 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ სხვადასხვა წინადადებას განიხილავს.

ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი კიევში 1-ელ ოქტომბერს ჩავიდა. მან პრესკონფერენციაზე საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის უახლოესი გადაწყვეტილებების შესახებაც ისაუბრა, სადაც უკრაინის დახმარებაზე თანხმობის მიღება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. 1-ელ ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დაფინანსების გაგრძელების შესახებ კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელშიც უკრაინის დახმარება გათვალისწინებული არ არის.

პრეზიდენტ ბაიდენის მოსმენის შემდეგ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გადახედვა მოითხოვა, ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება და შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

რატომ გეგმავდა თეა გოდოლაძე ტყიბულის დახურულ შახტში 500 ტონა ტროტილის აფეთქებას – „იმედის კვირის“ ექსკლუზივი

ტყიბული. მეშახტეთა ქალაქი. ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო აქ ქვანახშირს მოპოვებაა. პირველი საბადო ტყიბულში 1825 წელს აღმოაჩინეს, ხოლო მისი ექსპლუატაცია 1846 წელს დაიწყო. ტყიბულში წიაღისეულს ახლა ორ შახტში მოიპოვებენ, თუმცა მეშახტეთა ქალაქში „იმედის კვირის“ ჩასვლის მიზეზი დაკონსერვებული შახტია, სადაც აფეთქება იგეგმებოდა. ისტორია 2017 წლის ნოემბრიდან იწყება, როდესაც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე, ვენაში კონფერენციაზე იმყოფებოდა. ამერიკელმა კოლეგებმა მას კვლევების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ექსპერიმენტული აფეთქებების იდეა შესთავაზეს. განიხილეს რამდენიმე ვარიანტი და შეირჩა 2 ლოკაცია, დახურული გვირაბები ძამას ხეობაში ან დაკონსერვებული შახტი ტყიბულში.

სამეცნიერო კვლევითი ექსპერიმენტის ინიციატორი ამერიკელი მკვლევარი, მიჩიგანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კევინ მაკკეი იყო, რომლის კვლევების ერთ-ერთ სფეროს პოსტსაბჭო სივრცის სეისმოლოგია და ტექტონიკა წარმოადგეს. ამ დროისთვის მას თეა გოდოლაძესთან ერთად უკვე განხორციელებული ჰქონდა რამდენიმე კვლევა, მათ შორის დიდი კავკასიონის დანაოჭებისა და აგებულების კვლევა სეისმური მეთოდები ამერიკის საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორიის დაფინანსებით.

წყარო „იმედის კვირას“ უყვება, რომ სამეცნიერო-კვლევით ექსპერიმენტზე ნებართვის მოსაპოვებლად თეა გოდოლაძემ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საქართველოს რამდენიმე უწყებასთან კონსულტაციები 2018 წლის აპრილში დაიწყო. ექსპერიმენტის ერთ-ერთი კომპონენტი უნდა ყოფილიყო ტყიბულის რომელიმე დახურულ შახტში 500 ტონა ტროტილის აფეთქება და აფეთქებით გამოწვეული ბიძგების შესწავლა. წინასწარი გათვლებით, ეს ბიძგები 3.5 მაგტუდის მიწისძვრის ეკვივალენტი იქნებოდა და მხოლოდ 1 კილომეტრის რადიუსში იქნებოდა საგრძნობი.

წყარო ამბობს, რომ თეა გოდოლაძე, ამერიკელ პარტნიორებთან, კევინ მაკკეისთან, სამთო გვირაბების ამერიკელ ინჟინერ კრისტოფერ ბრედსთან და ასევე ამერიკის საელჩოს თანამშრომლებთან ჩარლ სიტენთან და მაია მიქაძესთან ერთად 2018 წელს შეხვდა ეკონომიკის მინისტრის ორ მოადგილეს და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელს შალვა ხუციშვილს. თეა გოდოლაძე „იმედის კვირასთან“ საუბარში ადასტურებს, რომ ასეთ ექსპერიმენტს ნამდვილად გეგმავდა, თუმცა მისი განხორციელებაზე თანხმობა ვერ მიიღო, არადა წყაროს ინფორმაციით, საქართველოს სამთავრობო უწყებების გარდა ამ ექსპერიმენტისადმი ნეგატიური იყო საქართველოში ამერიკის საელჩოს დამოკიდებულებაც. დიპლომატიურ უწყებაში ფიქრობდნენ, რომ ამას უარყოფითი რეზონანსი მოჰყვებოდა მედიაშიც, სოციალურ ქსელებშიც, არასამთავრობო სექტორშიც და გასათვალისწინებელი იყო რუსული ფაქტორიც. საელჩოს პოზიცია იყო, რომ რუსეთი ამას გამოიყენებდა საქართველოს და ქართულ-ამერიკული პარტნიორობის დისკრედიტაციისთვის. ამიტომ საელჩოც და სახელმწიფო დეპარტამენტიც ემიჯნებოდნენ ექსპერიმენტს.

თეა გოდოლაძე ირწმუნება, რომ ეს სამეცნიერო ექსპერიმენტი აბსოლუტურად უსაფრთხო იქნებოდა. უარყოფს, რომ ამისთვის 500 ტონა ტროტილის გამოყენებას გეგმავდნენ, მაგრამ არც ოდენობას აზუსტებს. სამეცნიერო ექსპერიმენტის თაობაზე თეა გოდოლაძის და მისი უცხოელი პარტნიორების შეხვედრები დროში ემთხვევა პერიოდს, როდესაც ტყიბულში სამთო დარტყმები დაფიქსირდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

„ჩანაწერიდან ვერ გეტყვით რომ სამთოდარტყმა იყო. იმ კონკრეტულ მომენტში იყო ჩამოქცევა ქანების“
თეა გოდოლაძის ეს ინტერვიუ 2018 წლის 5 აპრილით თარიღდება და აქ ის ტყიბულში მომხდარის შემდეგ სისტემის მონიტორინგის აუცილებლობაზე საუბრობდა. ამ პერიოდში ამერიკული მხარე საქართველოში აფინანსებდა პროექტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 52 სეისმური მონიტორინგის სადგურის განთავსებას ითვალისწინებდა და როგორც წყარო გვიყვება, თეა გოდოლაძის და კევინ მაკკეის მოთხოვნა იყო, რომ მათ სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება სწორედ ამ ერთწლიან პერიოდში მოესწროთ.

თუ თეა გოდოლაძეს დავუჯერებთ დიდი რაოდენობით ტროტილის აფეთქების შედეგად არაფერი მოხდებოდა. მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ თუ პროექტი განხორციელდებოდა შედეგი ლეტალური იქნებოდა მითუმეტეს იმ ფონზე, როცა შახტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დასახლებული ტერიტორიაა.

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო სამეცნიერო ექსპერიმენტზე თანხმობას გასცემდა და ტყიბულის დახურულ შახტში ერთი, ან ორი ექსპერიმენტული აფეთქება განხორციელდებოდა? წყაროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან უარის შემდეგ, თეა გოდოლაძემ და მისმა ამერიკელმა პარტნიორებმა ექსპერიმენტის ჩატარება სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შესთავაზეს, უარის შემდეგ კი იგივე ყაზახეთთან სცადეს.