Home Blog Page 1777

„კანვას – საქართველო“ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

„კანვას – საქართველო“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

„სამოქალაქო საზოგადოების მიერ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ თებერალ-მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ „ექსტრემისტ ლექტორად“ და კამპანიის ერთ-ერთ ორგანიზატორად. მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმოამდგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „კანვასი“ მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით. განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული „კანვასის“ წევრები – სლობოდან ჯინოვიჩი და სინიშა შიკმანი, ასევე „კანვასის“ ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გაუთქმელობის ვალდებულება გავრცელდა. აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას – საქართველო“ აფასებს ზეწოლად როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან, ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

საქართველო 2012 წლამდე ერთი დიდი ციხე იყო, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით-კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „ქართული ოცნების“ მმართველობის 11 წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 2012 წლამდე დემოკრატიის მხრივ არსებული უმძიმესი მდგომარეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მთელი ქვეყნის გაერთიანება შეძლო.

„ძალიან მნიშვნელოვანია განვლილი წლები. მინდა, შედარება გავაკეთო, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში – უმძიმესი მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად, დემოკრატიული პროცესები ჩახშული იყო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება განადგურებული, მედია და ყველაფერი ერთი კაცის ხელში იყო. გვახსოვს ჩვენ ის პროცესები, როდესაც ტელევიზიაში შეცვივდნენ, პატარა ტელევიზიები დახურეს. ადამიანის უფლებები ყველანაირად ფეხქვეშ იყო გათელილი. ბიზნესი რა მდგომარეობაში იყო, გვახსოვს ყველას, როგორ ართმევდნენ ღამით სამ საათზე, დაბარებები და გადაფორმებებით, ციხეებში რა ხდებოდა, როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს.

ზოგადად, საქართველო 2012 წლამდე ერთი დიდი ციხე იყო, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით. გვახსოვს ყველას, როგორ უსწორდებოდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ეს მოახერხა ერთმა ადამიანმა – ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 2011 წელს გამოჩნდა და პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მთელი საქართველოს გაერთიანება შეძლო ამ ადამიანმა, შემოიკრიბა გარშემო გულანთებული, ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სახით და შეძლო გამარჯვება. ეს მოხდა მშვიდობიანად, არჩევნების გზით როგორც ეს განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ბნელ ოთახში შავი კატა“ აქ ნამდვილად არ არის” – დავით მათიკაშვილი

ის, რისი სურვილიც აქვს ოპოზიციას დაინახოს, ანუ ბნელ ოთახში შავი კატა, ეს აქ ნამდვილად არ არის. არავინ არავის უკრძალავს კარვის დადგმას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედების ინიციატივაზე კანონპროექტი დაინიცირდა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა, სამწუხაროდ, ეს არ იცის, ან შეგნებულად არ იცის ოპოზიციამ.

„სამწუხაროა, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის მიმართ, გულმავიწყობას იჩენს. ის აგდებით და ქილიკით საუბრობს ისეთ უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც აგერ ჩვენ ყველამ გამოვიარეთ 90 -იანი წლებიდან დღემდე. ვნახეთ, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა. ქილიკით, ირონიული და ცინიკური დამოკიდებულება და როგორ იწვევს ეს ყველაფერი მაგალითად, თბილისის გადაწვას სამოქალაქო ომის დროს. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა, სამწუხაროდ, ეს არ იცის, ან შეგნებულად არ იცის ოპოზიციამ. ისინი, სამწუხაროდ, არ იყურებიან კანონპროექტში, სადაც ყველაფერი არის ცალსახად განსაზღვრული და წერია ის, რისი ამოკითხვაც არ სურს ოპოზიციას. კონკრეტულ საკითხებზე არ დავიწყებ საუბარს და პროცედურულ თემაში ნამდვილად შევალ. ის, რისი სურვილიც აქვს დაინახოს ოპოზიციამ, ანუ ბნელ ოთახში შავი კატა, ეს აქ ნამდვილად არ არის. არავინ არავის უკრძალავს კარვის დადგმას, აქ არის კონკრეტული მოცემულობა უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

“ავკრძალოთ ტრენინგებიც, რომ რეჟიმი ბოლომდე იყოს დაცული” – თეონა აქუბარდია

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან შეთქმულებებსა და გადატრიალებებზე საუბარი უკვე გასცდა შიდა პოლიტიკას და ანტიამერიკული პროპაგანდის მძლავრი კამპანიის სახე მიიღო.

მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, შეიძლება თუ დემოკრატიული ნორმების შეზღუდვის თაობაზე განცხადება გახდეს საფუძველი იმ მოცემულობაში, „როდესაც ეს ყველაფერი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს ძირს უთხრის“.

„წინა ხელისუფლების დროს გადატრიალების შესახებ არაერთი განცხადება მომისმენია პირადად. თქვენ კი არ იყავით მაშინ წინა ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში და არც თქვენი ხმა გამიგია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ამ პროცესს აკვირდებოდნენ, არამედ გარკვეულწილად პოზიციას გამოთქვამდნენ, ახლა ამ განმარტებით ბარათში ვკითხულობ, რომ სუს-ის განცხადება არის საფუძველი იმისა, რომ შეიზღუდოს შეკრებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლება, თან აქ საუბარია, რომ განცხადება და არა დასრულებული გამოძიება. შესაბამისად, მაინტერესებს ამ შეთქმულებების და გადატრიალებების სერიების ეს განგრძობითი ციკლი, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გვახსოვს, ახლა ამ ხელისუფლების დროს, ამ შემთხვევაში ეს უკვე გასცდა შიდა პოლიტიკას და ანტიამერიკული პროპაგანდის მძლავრი კამპანიის სახე მიიღო“,-განაცხადა აქუბარდიამ.

მან გაიხსენა, რომ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე, რომლის გამოძიებაზეც საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.

„დასრულდა თუ არა გამოძიება და დადგენილია თუ არა, რომ „გლობალური ომის პარტია“ ქვეყნის შიგნით გადატრიალებას გეგმავს ან სუს-ის ე.წ. კრებსების გამოძიება, ჩვენ არ გვაქვს ამაზე პასუხი ისევე, როგორც 2014 წელს მახსოვს დაანონსებული „საბურავების რევოლუცია“ იმდროინდელი სამსახურების მხრიდან, რომელსაც გამოძიების შედეგები არ ჰქონია. თუ ეს ასეა, ხომ არ ავკრძალოთ მაშინ ტრენინგები ისევე, როგორც საბურავებიც, რომ რეჟიმი ბოლომდე დაცული იყოს. სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირს ამ თემაზე საუბარი, იმდენად ალოგიკურია ეს ყველაფერი, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს თქვენი აზრი, შეიძლება დემოკრატიული ნორმების შეზღუდვის თაობაზე განცხადება გახდეს საფუძველი იმ მოცემულობაში, როდესაც ეს ყველაფერი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს ძირს უთხრის“, – მიმართა აქუბარდიამ პაპუაშვილს.

“ნამდვილად არ არის სასიხარულო სუს-ის ინფორმაცია არც ჩვენთვის და არც აშშ-სთვის” – მიხეილ სარჯველაძე

არავითარი გადაფარვის მცდელობა და არაფრის დამალვის მცდელობა არ არის, კონკრეტული ინფორმაციაა, რომელსაც ყველამ მოუსმინა, ინტერპრეტაციისთვისაც კი მიზეზი არ დაუტოვებია გავრცელებულ ინფორმაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიციამ გარკვეულ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.

„ასეთ დამაჯერებლობით მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, ვინ რა მოტივაციით აკეთებს რაღაცას, უმჯობესია, ოპოზიციამ გასცეს კითხვას პასუხი, მაგალითად, რამდენად ლეგიტიმურად ან რამდენად მართლზომიერად მიაჩნიათ, როდესაც ცალკეული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან და საუბრობენ კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, რომ წინასწარ, მიუხედავად იმისა, მიზეზი იარსებებს თუ არა, რევოლუციური სცენარი უნდა გათამაშდეს საქართველოში და თბილისის ქუჩებში უნდა დაიდგას მაიდნის სცენარი? ეს ვინმეს რამდენად ლეგიტიმურად ეჩვენება? ამაზე გასცენ პასუხი და შემდეგ გააკეთონ შორს მიმავალი დასკვნები, ვინ რა მოტივაციით შეიძლება, ავრცელებდეს ასეთ ინფორმაციას. არავითარი გადაფარვის მცდელობა და არაფრის დამალვის მცდელობა არ არის, კონკრეტული ინფორმაციაა, რომელსაც ყველამ მოუსმინა. ინტერპრეტაციისთვისაც კი მიზეზი არ დაუტოვებია გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან პირდაპირაა ნათქვამი, ვის რა განზრახვა ამოძრავებდა. საზოგადოებამ ისიც დაინახა, რომ ამას ღიად ვერ ამბობდნენ და შეფუთეს ეს ყველაფერი, ვითომ ეს აქტივობა კულტურის სფეროში რაღაც პროტესტის გამოხატვის მექანიზმების სწავლებას ისახავდა მიზნად. მართლაც ძალიან უხერხული ამბავია და ვისურვებდი, რომ ამაზე საუბრის საჭიროება არ არსებულიყო. ნამდვილად არ შეშვენის რეალურად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ასეთი დამოკიდებულება. ნამდვილად არ არის სასიხარულო ეს არც ჩვენთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასეთი დამოკიდებულების ღრმად მწამს. არ მგონია, ამერიკის შეერთებული შტატები ის სახელმწიფო იყოს, რომელიც სხვა სახელმწიფოში გეგმავდეს რევოლუციებს და ა.შ.“ – განაცხადა სარჯველაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

“ფაქტია, მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა – უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება” – ალექსანდრე დარახველიძე

ფაქტია, მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა – უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება, – ამის შესახებ შს საქართველოს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც სუს- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ფაქტია, მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა – უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება. იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე სუს-მა გაავრცელა, არ მაქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ საკმაოდ მძიმე პროვოკაცია და მოვლენები იგეგმებოდა სამწუხაროდ. ამაზე საუბრობს სუს-ი იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც მოპოვებული აქვთ. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო უწყებამ, მათ შორის, იმ უწყებებმა, რომლებიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე არიან პასუხისმგებლები, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება“, – აღნიშნა დარახველიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

“ყველა უნდა გაფრთხილდეს, რადგან ვერავითარი არეულობა ამ ქვეყანაში ვერ მოხდება” – თეა წულუკიანი

ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს. ასეთი არეულობა არ იქნება დაშვებული  და ვერც ვერავინ შეძლებს ამ არეულობის წარმატებით განხორციელებას, აქ არ არის მორყეული სახელმწიფო და არც მორყეული ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს, მათ შორის ლეგიტიმური კითხვაა, რატომ ხდება ამერიკის შესაბამისი ორგანიზაციის მხრიდან ამგვარი დანაშაულის, თუ დანაშაულის მცდელობის, არაპირდაპირ, სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით დაფინანსება.

„ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ დღეს არა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება და ბრიფინგი, არამედ კონკრეტული მტკიცებულებები, ვიდეო და აუდიოფაილების სახით, სადაც ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენც მათთან ერთად მოვისმინეთ, რომ ვიდეოში კონკრეტული პირები ატარებენ ტრენინგს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სხვებს ასწავლიან, როგორ უნდა ჩამოაყალიბონ საპროტესტო მუხტი, შემდეგ ეს მუხტი გარდაქმნან რევოლუციად და ჩამოაგდონ არსებული ხელისუფლება. ეს არის მტკიცებულება, რომელსაც ვერავინ გაექცევა. კარგია, რომ გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და ჩვენ ახლა უნდა დავსვათ კონკრეტული კითხვები საზოგადოების სახელით, მთავრობისა და ჩვენი სახელმწიფო ინტერესის სახელით. როგორ ხდება, რომ USAID-ის დაფინანსებით, აღმოსავლეთ დასავლეთ ინსტიტუტს ჩამოჰყავს ის პირები, ვინც ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის დაგეგმვაში იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში, სერბეთში, ქართული „კმარას“ ანალოგს ხელმძღვანელობდნენ და რისთვის არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელი მოქალაქეების ფული დახარჯული ჩვენს ქვეყანაში. ეს კითხვები ლეგიტიმურია და მას პასუხები სჭირდება. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე შემდეგია – ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს. ასეთი არეულობა არ იქნება დაშვებული და ვერც ვერავინ ამ არეულობის წარმატებით განხორციელებას ვერ შეძლებს. ყველა იმ ახალგარზდას, ახალგაზრდას მშობელს კი მინდა ვუთხრა, ახლა თავი უნდა შევიკაოთ ყველანაირ ამგვარ პროექტში ჩართულობისგან, ვინაიდან ეს არ კეთდება ახალგაზრდებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის სიკეთისთვის და რომ ყველას მხრიდან საჭიროა სიფრთხილე, რადგან ყველანაირი ტიპის არეულობა, არეულობის მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ, სულ მცირე, 50 წელი დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ ახალგაზრდებს აერიოთ ის ცხოვრება, რასაც ცდილობენ, რომ დაალაგონ და ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. ამიტომ სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ ყველას, ვეუბნებით ყველას, რომ მკაცრი პასუხი გაეცემა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა და ვსვამთ კითხვებს, რატომ ხდება ამერიკის შესაბამისი ორგანიზაციის მხრიდან ამგვარი დანაშაულის, თუ დანაშაულის მცდელობის არაპირდაპირ, სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით დაფინანსება. ყველა უნდა გაფრთხილდეს, რადგან  ვერავითარი არეულობა ამ ქვეყანაში ვერ მოხდება, აქ არ არის მორყეული სახელმწიფო და არც მორყეული ხელისუფლება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

“წარმოვადგენ ხალხს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ფართო კონსენსუსს, თანხმობაში ვარ ხალხთან, კონსტიტუციასთან და საერთოდ არ ვარ მარტო”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან არავის სურს მოსკოვისთვის არასწორი სიგნალების გაგზავნა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის კრიტიკული დროა, რადგან ქვეყანა ოქტომბერში ევროკომისიის შეფასებას ელოდება, დეკემბერში კი, ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის წევრობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაგვირგვინება იქნება.

„ეს იქნებოდა მთელი ამ პროცესის, გზის დაგვირგვინება, რომელიც საქართველომ გაიარა ევროპული ინტეგრაციის გზაზე და რომელსაც ქართული საზოგადოების 80 პროცენტი უჭერს მხარს. ეს მაჩვენებელი შეცვლილია წლებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომის, ოკუპაციისა და ზეწოლის მიუხედავად. ვერაფერმა შეცვალა ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, იაროს ევროპისკენ და მიიღოს ეს სტატუსი, რომელიც გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი  ევროკავშირის წევრობისკენ გრძელ გზაზე. ერთი ნაბიჯი, თუმცა ძალიან გადამწყვეტი იმ სიტუაციაში, რომელშიც ამჟამად საქართველო იმყოფება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეკითხვაზე, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ საქართველო ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, პრეზიდენტმა განაცხადა:

„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვფიქრობ, რომ დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, არავის სურს მოსკოვისთვის არასწორი სიგნალების გაგზავნა, რადგან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება იქნებოდა მოსკოვისთვის ძალიან საშიში სიგნალის გაგზავნა იმის შესახებ, რომ საქართველო აღარ იმყოფება ევროპის ფიქრებში ან იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც ევროპული ინტეგრაციისკენ მიისწაფვიან, რა სიჩქარითაც არ უნდა ხდებოდეს ეს.

რუსეთმა უკვე დაიწყო უზარმაზარი ჰიბრიდული ზეწოლა საქართველოზე, კიბერთავდასხმებით, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით, საქართველოში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ჩამოდიან. რუსეთის 700 ათასმა მოქალაქემ, შესაძლოა, მეტმაც გაიარა საქართველოზე უკრაინაში ომის დაწყებიდან და 100 ათასზე მეტი ამ დრომდე საქართველოში რჩება. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა ჩვენი ქვეყნისთვის იმ ქვეყნიდან, რომელსაც ამ დრომდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ეს ძალიან დიდი უმცირესობა, რაც უკვე არის ზეწოლა. ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენს ევროპულ გზაზე. ქართველმა ხალხმა მასობრივი დემონსტრაციები გამართა ევროკავშირის მხარდასაჭერად, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ რუსული ტიპის კანონის მიღების მცდელობის წინააღმდეგ, უკრაინისადმი სოლიდარობის მხარდასაჭერად. ეს ყველაფერი არის იმის დემონსტრირება, თუ რა სურს ქართველ ხალხს. და სწორედ ამიტომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვფიქრობ, ჩვენი სამი ბალტიელი მეგობარი და სხვა პარტნიორები აღიარებენ ქართველი ხალხის ამ ძლიერ ნებას. ბალტიის ქვეყნები ყოველთვის მრავალი წლის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, რადგან ჩვენ ძალიან რთული საერთო წარსული გვაქვს საბჭოთა კავშირთან და რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს და თქვენც იცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენ ძალიან დაახლოებული ვართ ბალტიის ქვეყნებთან, რადგან ჩვენ ვაღიარებთ იმ მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც მათგან მივიღეთ ამ წლების განმავლობაში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტი ზურაბიშვილს ასევე მთავრობასთან ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე ესაუბრა და ჰკითხა, ხომ არ გრძნობს პრეზიდენტი თავს მარტოდ.

„არანაირად, რადგან მე ხალხმა ამირჩია და მას წარმოვადგენ. ვგრძნობ, რომ წარმოვადგენ მათ ევროპასთან დაახლოების სურვილს, რაც ჩვენი, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს ღირებულებაა და ეს არის ის, რასაც ვერავინ შეეწინააღმდეგება. მე ასევე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსს. ვფიქრობ, ყველა ერთ ხაზზეა. ასევე საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რაც შემიძლია, რაც შეუძლია ყველა ინსტიტუტს, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზას. ასე რომ, მე ვარ თანხმობაში ხალხთან, კონსტიტუციასთან და საერთოდ არ ვარ მარტო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სასამართლო ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში -მერაბ ტურავა

„სასამართლო ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში” – განაცხადა  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ ჟურნალისტებთან  პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ მიუღია პასუხი იმასთან დაკავშირებით, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი სასამართლო პროცესს ბათუმში. მოსამართლე ტურავა არ გამორიცხვას, რომ პრეზიდენტი სასამართლოსი კიდევ ერთხელ გამოიძახონ.

„სასამართლო ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში. თუ არ დაესწრება, ჩვენ ადგილზე თათბირით გადავწყვეტთ თუ როგორ მოვიქცევით. ამ შემთხვევაში მას ალბათ ეყოლება წარმომადგენელი, მაგრამ სასამართლომ უნდა დაადგინოს ადგილზე, 9 მოსამართლის მონაწილეობით, თუ რამდენად სრულყოფილი იქნება განხილვა საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე, რამეთუ არის საკითხები კონსტიტუციასთან მიმართებაში, რომლებზეც პასუხები შეიძლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდეს. თუ ასეთი საჭიროება დადგება დღის წესრიგში, მაშინ პლენუმის შემადგენლობა მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი დამატებით იყოს გამოძახებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება გამოვაცხადოთ ერთთვიან ვადაში“, – განაცხადა ტურავამ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

“შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას”

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას და მიზნად ისახავს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, ცვლილებების პროექტი არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის მორიგი მცდელობა.

„ეს განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია დღეს ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ეშინია იმ მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ. ეს ცვლილებების პროექტი არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის მორიგი მცდელობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას, ისევე როგორც ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებს. მოვუწოდებთ პარლამენტს , ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ჩართულობის გარეშე არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როდესაც ერთი თვეა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განხილვამდე, რუსული კანონის ახალი ნაირსახეობა ვერ შეაშინებს საქართველოს მოქალაქეებს და ვერ შეაჩერებს იმ მშვიდობიან პროტესტს, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა სხვადასხვა თემებზე გამოხატონ, თუმცა მსგავსი მავნებლობა ხელისუფლების მხრიდან უდავოდ ჩრდილს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.

“პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც იცავს კონსტიტუციას, თუმცა პირველი არღვევს მას” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები მისთვის მიუღებელია.

კალაძის თქმით, პირველ რიგში, პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თუმცა პირველი არღვევს მას, რაშიც ზურაბიშვილს უცხოეთიდან ეხმარებიან.

„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ სამყაროში და ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვგმობ და ჩემთვის მიუღებელია პრეზიდენტის ქმედებები. ვარ საქართველოს მოქალაქე, ამ ქვეყანაში დაბადებული, გაზრდილი და პრეზიდენტი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველი არღვევს. ამაში ხელს უწყობენ ე.წ. ჩვენი მეგობრები უცხოეთიდან და ახალისებენ ამ ყველაფერს. ესაა დასაგმობი და დიდი უბედურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ” – შოთა ბურჯანაძე

ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ „სურსათის ბანკიდან“ გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ – აქ მხოლოდ იმ ადამიანებზე არ არის საუბარი, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიიჩნევს, რომ პრდუქტი ესაჭიროება ,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში, პროდუქტის ⅓ ნაგავსაყრელზე იყრება.

„ჩვენს სამეზობლოში საქართველო პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც “სურსათის ბანკს” ჰქმნის. ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ. საუბარია, არა მალფუჭებად პროდუქტზე, არამედ იმ პროდუქტზე, რომელიც შეიძლება, დახლზე იყოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ვადა გასდიოდეს, მაგრამ ვარგისიანობა ჰქონდეს. ეს ვარგისიანი პროდუქტი ერთ ადგილზე შეგროვდება და შესაბამისად გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებათ.

აქ მხოლოდ იმ ადამიანებზე არ არის საუბარი, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ესაჭიროება. აქ ჩართულია რითეილი. რაც შეეხება „ჰორეკას“ სექტორს, მათთვის ეს ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. სამაცივრე მეურნეობა შესაქმნელია, რათა პროდუქტი მივიდეს დანიშნულების ადგილზე, შემდეგ ეს მოიხმაროს ბენეფიციარმა. დაძრულია ეს კანონი და ნაბიჯი რადგან გადაიდგა, მისასალმებელია. თუ იმ ბაზის შევქმნით, სადაც ბენეფიციარები, მიიღებენ იმ დახმარებას, რაც სჭირდებათ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდება“,- განაცხადა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“.