“ფაქტია, მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა – უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება” – ალექსანდრე დარახველიძე

192
spot_img

ფაქტია, მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა – უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება, – ამის შესახებ შს საქართველოს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც სუს- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ფაქტია, მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა – უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება. იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე სუს-მა გაავრცელა, არ მაქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ საკმაოდ მძიმე პროვოკაცია და მოვლენები იგეგმებოდა სამწუხაროდ. ამაზე საუბრობს სუს-ი იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც მოპოვებული აქვთ. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო უწყებამ, მათ შორის, იმ უწყებებმა, რომლებიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე არიან პასუხისმგებლები, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება“, – აღნიშნა დარახველიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.