Home Blog Page 1772

,,შოვში რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ”- თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაშლილია საფეხმავლო ხიდი გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა.

„თავდაცვის ძალებში და ზოგადად, მიმდინარე სამუშაოებში საორგანიზაციო საკითხები დავასრულეთ. მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ. დღეის მდგომარეობით, დღის წესრიგი განსაზღვრული აქვს მათ, ვინც აქ მუშაობს. ალბათ, საორგანიზაციო საკითხები აღარ იქნება საჭირო და იმავე დღის წესრიგით გააგრძელებენ, რაც განვუსაზღვრეთ“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი.

თავდაცვის ძალების სამხედროები სტიქიის ზონაში სამუშაოებს აგრძელებენ

დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა. აღნიშნული კონსტრუქციები სამხედრო მოსამსახურებს და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს. სამხედროებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედროები, საინჟინრო ქვედანაყოფები და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მძიმე ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით, ასევე ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა. ადგილზე ჯარისკაცები შსს- საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველებთან ერთად მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა. აღნიშნული კონსტრუქციები სამხედრო მოსამსახურებს და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს. სამხედროებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედროები, საინჟინრო ქვედანაყოფები და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მძიმე ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით, ასევე ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა. ადგილზე ჯარისკაცები შსს- საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველებთან ერთად მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

შოვში დაღუპულთაგან კიდევ ორი ადამიანის ვინაობა ხდება ცნობილი

შოვში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირებისას გაირკვა რომ სტიქიამ 2 რუსთაველი იმსხვერპლა. “ინფო რუსთავი” გარდაცვლილი გოგოს ძმას ესაუბრა და ფაქტი სწორედ მან დაადასტურა.

“დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი.

როგორც გვითხრეს ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძალიან ბევრი ადამიანია და ცდილობენ რომ ყველა ცხედარი ამოიცნონ”, – განაცხადა “ინფო რუსთავთან” საუბარში ისკანდერ ისაევამ.

გარდაცვლილი არის 18 წლის სამირა ისაევა და 60 წლის მარინა ხორბალაძე.

შეგახსენებთ რომ შოვში სტიქიის ზონაში სულ 7 რუსთაველი იყო დაკარგული, ამ დროისთვის 5 რუსთაველის ძებნის პროცესი ისევ მიმდინარეობს.

,,შე უჯიშო, შე მართლა რუსის ნათრევო”- თამთა მეგრელიშვილი ( ფოტო)

ახლა მივმართავ გიგა მაქარიანს – ცნობილ თაღლითს და უკრაინაში, ომის მიმდინარეობისას ხელის მომთბობ ნაძირალას – შე უჯიშო, შე მართლა რუსის ნათრევო, რა დროს ფეხბურთია? დააკვირდი კარგად, სად არის კახი კალაძე! არის იქ, სადაც საქართველოს უჭირს, ანუ შოვში – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, მოძრაობა “სირცხვილიას“ აქტივისტის გიგა მაქარაშვილის facebook – სტატუს, სადაც მაქარაშვილი აღნიშნავს რომ უკრაინის მხარდამჭერ მატჩზე თბილისის მერი კახა კალაძე არ იმყოფებოდა.

„ახლა მივმართავ გიგა მაქარიანს – ცნობილ თაღლითს და უკრაინაში, ომის მიმდინარეობისას ხელის მომთბობ ნაძირალას – შე უჯიშო, შე მართლა რუსის ნათრევო, რა დროს ფეხბურთია? დააკვირდი კარგად, სად არის კახი კალაძე! არის იქ, სადაც საქართველოს უჭირს, ანუ შოვში. ფეხბურთი იმან ითამაშოს ამ უმძიმეს დროს, ვისაც უნდა. შენ კი უკანასკნელ ნაძირალად დარჩები მუდამ!“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

,,მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშეა”- გაეროს გენერალური მდივანი

მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშეა, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ქალაქ ხიროშიმას დაბომბვიდან 78-ე წლისთავზე გააკეთა.

გუტერეშის თქმით, მსოფლიოში იზრდება უნდობლობა და უთანხმოება და კვლავ ისმის საუბრები ბირთვულ ომზე.

„ბირთვული ჩრდილი, რომელიც მსოფლიოს ცივი ომის დროს დაადგა, ისევ გამოჩნდა და ზოგიერთი ქვეყანა კვლავაც უგუნურად აჟღარუნებს ბირთვულ იარაღს, იმუქრება ამ განადგურების საშუალების გამოყენებით“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გზა, რათა ბირთვული ომის საფრთხე გაქრეს.

გუტერეშმა მოუწოდა მსოფლიოს, სრულად უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.

„სახელმწიფოებმა, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღი, უნდა აიღონ ვალდებულება, რომ არასოდეს გამოიყენონ ისინი“ – დასძინა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

კლიმატის ცვლილების გამო ევროპის მასშტაბით წლიურად 1,4 მლნ ადამიანი იღუპება – ჯანმო

ჯანმოს მონაცემებით, ეკოლოგიური ფაქტორების გავლენით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 1,4 მილიონი ადამიანი იღუპება.

კლიმატის ცვლილების გამო ჯანმო ჯანმრთელობის დაცვის მხრივ სერიოზულ პრობლემებს პროგნოზირებს. ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყნების 90%-მა ჯანმრთელობისთვის საშიშ ფაქტორებს შორის გლობალური დათბობა უკვე შეიყვანა. ჯერ კიდევ 2020-ში ეს ქვეყნების მხოლოდ 70%-ს ჰქონდა გაკეთებული.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს მიმართულების ხელმძღვანელის მარია ნეირას თქმით, კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის საბაზისო პარამეტრებს, მათ შორის საკვებზე, წყალზე, საკვებსა და სუფთა ჰაერზე ხელმისაწვდომობას. ექსპერტის აზრით, ქვეყნების მთავრობებს შესაძლოა გაუჭირდეთ მზარდ რისკებზე ადეკვატური რეაგირება.

ამიტომ ნეირას მიაჩნია, რომ კლიმატის ცვლილებას სრულიად განსხვავებულად უნდა მივუდგეთ.

ჯანმო მიუთითებს, რომ პრობლემები შესაძლოა შეიქმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის, სხვადასხვა ბაქტერიის გააქტიურების და სხვა მიმართულებებით.

კერძოდ, მაღალი ტემპერატურის პირობებში ადამიანებში იზრდება ემოციური აშლილობა, შფოთვა, დეპრესია, სევდა დ სუიციდური აზრები. ასევე აქტიურდება სხვადასხვა სახის სოკოები და ბაქტერიები, ინფექციების გადამტანი მწერები.

,,არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება”- კობახიძე

წყლის დონეზე იყო უამრავი სპეკულაცია, ჯერ ითქვა, რომ თითქოს წინა დღეებში იყო მომატებული, მერე ითქვა, რომ საერთოდ არ მოდიოდა მდინარე და მინიმუმამდე იყო დასული წყლის დონე,  –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წყლის დონესთან დაკავშირებით გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია სპეკულაციური ხასიათის იყო, ვინაიდან გაირკვა, რომ წყალმზომებს არც სტიქიის დღეს და არც წინა დღეებში, წყლის დონის ცვლილება არ დაუფიქსირებიათ. „გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ერთი მარტივი მიზეზის გამო: რეალურად, წყლის დონე წყალმზომებით იზომება და არც წინა დღეების განმავლობაში, არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება, რაც შეიძლებოდა რაციონალური დასკვნის გამოტანის საფუძველი გამხდარიყო. შესაბამისად, ამაზეც მოვისმინეთ სპეკულაციები, დანარჩენს იტყვიან კომპეტენტური პირები.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,შოვი არ არსებობს, განადგურებულია” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

თბილისის მერის განცხადებით, შოვი არ არსებობს, განადგურებულია.

„შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად, ღვარცოფით არის დაფარული. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკა მობილიზებულია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ყველა შესაბამისი უწყება ადგილზეა, კოორდინირებულად მუშაობს.

ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება, თქვენც გაქვთ საშუალება, ნახოთ, გადაიღოთ, რა მდგომარეობაა, როგორ მუშაობენ. ყველა ჩართულია, ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში“, – აცხადებს თბილისის მერი.

ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე ხანძარია

პორტუში, ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ტყის ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა 130-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

მედიის ცნობით, ხანძარი დაახლოებით 435 ჰექტარზე გავრცელდა. ხანძრის აღმოსაფხვრელად, ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონის, კატალონიის მაშველები ფრანგ კოლეგებთან ერთად შეუერთდნენ სამაშველო ძალებს.

ხანძრის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულია, რომ ძლიერმა ქარმა ხელი შეუწყო ხანძრის გავრცელებას და ხელი შეუშალა მეხანძრეებს საჰაერო ოპერაციის ჩატარებაში.

კატალონიის სამოქალაქო დაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაახლოებით 4000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და სარკინიგზო მიმოსვლა პორტბაუსა და ფიგერესს შორის შეჩერდა. ასევე დაიკეტა საფრანგეთის საზღვრამდე მიმავალი მთავარი გზა

შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი 17 გარდაცვლილიდან 12 იდენტიფიცირებულია

17 გარდაცვლილი , 12 იდენტიფიცირებული და 17 დაკარგული – ასეთია 6 აგვისტოს 11 საათის მონაცემებით შოვში დატრიალებული ტრაგედიის შედეგები.

სტიქიის ეპიცენტრია კოტეჯების ტერიტორია, სადაც მაშველებმა ყველაზე მეტ ცხედარს მიაგნეს. სამძებრო სამუშოები უწყვეტად გრძელდება – ადგილზე მუშაობს ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.

,,უმძიმესი მდგომარეობაა შოვში, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს ”- მდინარაძე

უმძიმესია მდგომარეობა, რომელიც გვაქვს შოვში. მდგომარეობა, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ ამ მოვლენების მიმართ, ენით აღუწერელი ტრაგედიაა. გვყავს გარდაცვლილები, რომელთაგან ზოგიერთის იდენტიფიცირებაც კი ჭირს. აქ სიტყვები ზედმეტია, ყველას თანავუგრძნობთ, ყველას გულწრფელი სამძიმარი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას. მისი თქმით, არსებული მძიმე ვითარების პარალელურად, მტკივნეულია იმის გააზრება, რომ ხელისუფლებას კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციასთან უწევს ბრძოლა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლებას ხან კომუნისტების დროს აგებული კოტეჯების მშენებლობის ნებართვის გაცემა დააბრალეს, ხან ვერტმფრენის თემით შეეცადნენ სიცრუის გავრცელებას. მისი განცხადებით, აღნიშნული დეზინფორმაციებით, რადიკალური ოპოზიცია სტიქიის შედეგებით სარგებლობის მიღებას ცდილობს. „ძალიან მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სტიქიის შედეგებთან ბრძოლასთან ერთად, ხელისუფლებას უწევს, ებრძოლოს დეზინფორმაციას. ხელისუფლებას უწევს იბრძოლოს იმ კამპანიური დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც სოციალურ ქსელებში თუ ნაცმოძრაობის ტელევიზიებში გვაქვს. ყოველ დღე, დღეში 3-4-ჯერ სხვადასხვა ახალ-ახალი კამპანიები იწყება, ხდება სტიქიით და მისი შედეგებით სარგებლობა -სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს, შეუძლებელია სხვანაირი შეფასება, სიღრმეებში არ შევდივართ. ხელისუფლებას ხან კოტეჯებზე ნებართვების გაცემას აბრალებენ, რომელიც კომუნისტების დროიდან იქ დგას რამდენიმე ათეული წელიწადია და ჩვენზე უფროსებიც კი ამბობენ, რომ ბავშვობაში ამ კოტეჯებში ისვენებდნენ. ხან ვერტმფრენებზეა საუბარი, რომლის საჭიროება რაც იყო, აბსოლუტურად აღმოფხვრილი იყო და არანაირი დამატებითი ვერტმფრენი იქ სამუშაოს ვერ ჩაატარებდა როგორი ხედვის კამერითაც არ უნდა ყოფილიყო. ჩვენი გმირი ბიჭები, მაშველები, პოლიციელები, უკვე ჯარისკაცებიც, ყველა შესაბამისი უახლესი აღჭურვილობით, სპეცტექნიკით არიან შეიარაღებულები და პროფესიონალურ დონეზე მიყვებიან იმ სამუშაოს, რაც კი თეორიულ დონეზეც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

GCA-ის კრიმინალური ფინიში- ექსპერტები ასოციაციის მდგომარეობას აფასებენ

საქართველოს უმსხვილეს კოლექტიური მართვის ორგანიზაციას, რეპუტაციის დაკარგვასთან ერთად ფინანსური კრახი ელის.

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პროკურატურას GCA-ს აუდიტორული შემოწმების მასალები გადასცა.

კოლექტიური მართვის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის სისხლის სამართლებრივი დევნა საავტორო ჰონორარების გაფლანგვასა და მითვისებაზე -უახლოესი დღეების საკითხია. თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თავად GCA-ის ბედია.

შეძლებს თუ არა ორგანიზაცია 14 მილიონიანი ხვრელის ამოვსებას და გაკოტრების თავიდან აცილებას? სწორედ ესაა ამ სფეროში ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემა.

შეგახსენებთ, რომ აუდიტორულმა შემოწმებამ, რომელიც ავტორებისა და დეპუტატების მრავალჯერადი მოთხოვნის საფუძველზე, საქპატენტის დაკვეთით ჩატარდა, GCA-ს შემოსავლებსა და მის ადმინისტრაციულ ხარჯებს შორის გასაოცარი შეუსაბამობა გამოავლინა.

წესდების თანახმად, კოლექტიური მართვის ორგანიზაციას საკუთარი აპარატის არსებობისთვის შეგროვილი ჰონორარებიდან მხოლოდ 20%-ის გახარჯვა შეუძლია. როგორც გაირკვა, ამ ხარჯების რეალურმა წილმა კი 47% შეადგინა. მხოლოდ 2021-2022 წწ. შეგროვილი 3 822 000 ლარიდან, „მენეჯმენტის ხარჯებზე“ 1 791 597 ლარი

დაიხარჯა.

თვალსაჩინოებისთვის, გადახარჯვის რამდენიმე ეპიზოდის მოყვანა შეიძლება.  2021 წელს GCA-ს თავმჯდომარემ სარგებელის სახით 233 062 ლარი მიიღო, ხოლო 2022 წელს უკვე 336 569 ლარი (ხელფასი – 143 750 ლარი, პრემია – 27 500 ლარი, ბონუსი – 37 500 ლარი და სარგებელი 127 819 ლარი). ლოგიკურია, რომ ჩნდება კითხვა: მსოფლიო ქვეყნების რეიტინგის ქვედა საფეხურზე მყოფი კიდევ რომელი ქვეყნის, უფლებების მმართველი კოლექტიური ორგანიზაციის თავმჯდომარე იღებს წელიწადში 128 000 დოლარს? იქნებ ბატონი კობალაძე ავტორებისთვის იმდენად დიდ თანხებს კრებდა, რომ სინდისის ქეჯნის გარეშე შეეძლო თავადაც კარგად ეცხოვრა? და კვალავ, არა – ყველაზე ცნობილი მუსიკოსები ხშირად კვარტალში მხოლოდ 15 ლარს იღებდნენ ან წლების განმავლობაში სამ თვეში ერთხელ ერთიდაიგივე თანხა ერიცხებოდათ.

 “წლების განმავლობაში მიჩნდებოდა კითხვა, რატომ ვიღებდით მე და ჩემი კოლეგა სამ თვეში ერთხელ ზუსტად თანაბარ X თანხას.”- იხსენებს ნინი ბადურაშვილი, მომღერალი.

ცხადია, რომ კობალაძის საქმეს ბანალური დანაშაულებრივი ნიშნები აქვს. ყველაფერი კანონიერი გზით წავა – GCA-ს თავმჯდომარის ბედს გამოძიება და სასამართლო განსაზღვრავენ.

 თუმცა, ქვეყნისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთათვის არსებობს ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი: შეძლებს თუ არა კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, ამჟამინდელი მენეჯმენტისგან მიყენებული კოლოსალური დანაკარგების შემდეგ, ფეხზე დადგომას?

როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ოთარ ანგურიძე აღნიშნავს, აუდიტის მიერ აღმოჩენილი დანაკარგების კომპენსაცია შეუძლებელია: „ჩემი აზრით, არც ერთი ბანკი არ მისცემს GCA-ს სესხს, რადგან არავითარი გარანტიები არ ექნებათ.

გარანტორად არც სახელმწიფო დაუდგება და არც არავინ. შეიძლება დადგეს – ორგანიზაციის ბანკროტობა.  გაკოტრებულად გამოცხადდეს და შეიქმნას ახალი, ალტერნატიული ორგანიზაცია. სხვა შემთხვევაში რატომ უნდა დაფაროს ის ვალდებულებები?  მე რომ კობალაძის ადგილზე ვიყო, გამოვაცხადებდი ბანკროტად

ორგანიზაციას. აუდიტს ჩავატარებდი, ვალებთან მიმართებაში ვიტყოდი, რომ ვერ ვფარავ და გავაკოტრებდი ორგანიზაციას. ჩამომეჭრებოდა ვალები.  ავტორ-შემსრულებლებს  შეუძლიათ ითანამშრომლონ სხვა ალტერნატიულ ორგანიზაციასთან, მაგრამ, სავარაუდოდ, იმ თანხებს ვერ დაიბრუნებენ.

ეკონომისტი რამაზ გერლიანის თქმით, აუდიტორული შემოწმების მასალებმა ნათლად აჩვენა, რომ გიგა კობალაძის ბოლო 12 წლიანი ხელმძღვანელობის დროს, GCA-ში თავიდანვე მანკიერი ბიზნეს-მოდელი ჩამოყალიბდა, რომელიც პროცესების გაუმჭვირვალობაზე, კერძოდ კი ტოპ-მენეჯმენტის კონტროლის არ არსებობაზე იყო დაფუძნებული:

„იმ პირებს, ვისი ცუდი მენეჯმენტის გამოც მოხდა გადახარჯვა, პასუხისგება უნდა მოეთხოვოთ. ეკონომიკური დანაშაულის სფეროში არსებული კანონმდებლობით, თუ ორგანიზაციას არ აქვს სახსრები, ეს არ ნიშნავს, რომ დირექტორი არ იქნება პასუხისმგებელი მისი ქონებით ან თუნდაც მისი ნათესავების ქონებით.აშკრადაა საჭიროა კრიზის- მენეჯმენტი. ვალების რეკონსტრუქციის გეგმა უნდა იყოს შემუშავებული. მე ზოგადად სკეპტიკურად ვარ განწყობილი სახელმწიფოს ჩარევების მიმართ, მაგრამ იქნებ მედიაცია გასწიოს სახელმწიფომ, იმიტომ რომ ადამიანები ზარალდებიან. სულ ცოტა, დროებითი მმართველის დონეზე ჩარევა საჭიროა.“

როგორც ექსპერტებმა განაცხადეს, უნდა არსებობდეს მექანიზმი, რათა მენეჯმენტის მხრიდან კვლავ არ მოხდეს ფულის ფლანგვის პრეცენდენტი, თორემ ყველა დახარჯავს ფულს, შემდეგ გადადგება, და ვალდებულებები დარჩება ვალდებულებად.  GCA-ს არ აქვს ისეთი აქტივები, რომლის ლიკვიდაცია შესაძლებელია, რადგან საუბარია

ინტელექტუალურ საკუთრებაზე. ექსპერტების თქმით, შესაძლებელია, GCA-ს ჰქონდეს გარკვეული აქტივები, მაგრამ ეს იმდენად მცირედი იქნება,რომ ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებენ.