კლიმატის ცვლილების გამო ევროპის მასშტაბით წლიურად 1,4 მლნ ადამიანი იღუპება – ჯანმო

161
spot_img

ჯანმოს მონაცემებით, ეკოლოგიური ფაქტორების გავლენით ევროპის რეგიონის 53 ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 1,4 მილიონი ადამიანი იღუპება.

კლიმატის ცვლილების გამო ჯანმო ჯანმრთელობის დაცვის მხრივ სერიოზულ პრობლემებს პროგნოზირებს. ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყნების 90%-მა ჯანმრთელობისთვის საშიშ ფაქტორებს შორის გლობალური დათბობა უკვე შეიყვანა. ჯერ კიდევ 2020-ში ეს ქვეყნების მხოლოდ 70%-ს ჰქონდა გაკეთებული.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს მიმართულების ხელმძღვანელის მარია ნეირას თქმით, კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის საბაზისო პარამეტრებს, მათ შორის საკვებზე, წყალზე, საკვებსა და სუფთა ჰაერზე ხელმისაწვდომობას. ექსპერტის აზრით, ქვეყნების მთავრობებს შესაძლოა გაუჭირდეთ მზარდ რისკებზე ადეკვატური რეაგირება.

ამიტომ ნეირას მიაჩნია, რომ კლიმატის ცვლილებას სრულიად განსხვავებულად უნდა მივუდგეთ.

ჯანმო მიუთითებს, რომ პრობლემები შესაძლოა შეიქმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის, სხვადასხვა ბაქტერიის გააქტიურების და სხვა მიმართულებებით.

კერძოდ, მაღალი ტემპერატურის პირობებში ადამიანებში იზრდება ემოციური აშლილობა, შფოთვა, დეპრესია, სევდა დ სუიციდური აზრები. ასევე აქტიურდება სხვადასხვა სახის სოკოები და ბაქტერიები, ინფექციების გადამტანი მწერები.