,,მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშეა”- გაეროს გენერალური მდივანი

69
spot_img

მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშეა, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ქალაქ ხიროშიმას დაბომბვიდან 78-ე წლისთავზე გააკეთა.

გუტერეშის თქმით, მსოფლიოში იზრდება უნდობლობა და უთანხმოება და კვლავ ისმის საუბრები ბირთვულ ომზე.

„ბირთვული ჩრდილი, რომელიც მსოფლიოს ცივი ომის დროს დაადგა, ისევ გამოჩნდა და ზოგიერთი ქვეყანა კვლავაც უგუნურად აჟღარუნებს ბირთვულ იარაღს, იმუქრება ამ განადგურების საშუალების გამოყენებით“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გზა, რათა ბირთვული ომის საფრთხე გაქრეს.

გუტერეშმა მოუწოდა მსოფლიოს, სრულად უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.

„სახელმწიფოებმა, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღი, უნდა აიღონ ვალდებულება, რომ არასოდეს გამოიყენონ ისინი“ – დასძინა გაეროს გენერალურმა მდივანმა.