Home Blog Page 1768

თბილისს მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება

დედაქალაქს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, თბილისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა არ აქვს.

„მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს განეკუთვნება და მათი დადგენისა და გამოყენების წესი კანონმდებლობით რეგულირდება. თბილისის ჰერალდიკური სიმბოლოები, რომლებიც აქამდე გამოიყენება, ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და მოსაყვანია დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც კონკურსის წესით თბილისის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს გამოავლენს.

„კომისია პროფესიონალებისგან იქნება შედგენილი, ხოლო კონკურსი ღია წესით, საჯაროდ წარიმართება. აღსანიშნავია, რომ თბილისელებისთვის ძვირფასი სიმბოლოების გამოყენება, რომლებიც წლების მანძილზე წარმოადგენდნენ დედაქალაქს, კვლავ შესაძლებელი იქნება სიმბოლური, არაოფიციალური დატვირთვით, რომ ქალაქის მეხსიერებას კიდევ დიდხანს შემორჩეს ემირ ბურჯანაძის ავტორობით შექმნილი გერბის გამოსახულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის კონკრეტულ უბნებში, 2024 წლის პირველი იანვრიდან, პიკის საათებში, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება

თბილისში, კონკრეტულ უბნებზე, 2024 წლის პირველი იანვრიდან, პიკის საათებში, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ამ დროისთვის ბიზნესსექტორთან შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დედაქალაქში არსებული საცობების გამო მიმდინარეობს.

„დღეს შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ერთ-ერთი ახალი და მოწესრიგებულია ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს მუნიციპალიტეტს, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ თბილისში ამ მიმართულებით პრობლემები არ არსებობს და ყველაფერი მოწესრიგებულია. რა თქმა უნდა, ბევრი გვაქვს სამუშაო და აღნიშნული რეფორმა, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით.

ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს კერძო ავტომობილების პარკი. დღეს პიკის საათში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ციფრია და აღნიშნული რაოდენობა ქმნის ე.წ. საცობებს, თუმცა არის ასევე პრობლემა რომ ამ საცობებში პიკის საათებში ხშირად ვხვდებით დიდ სატვირთო ავტომობილებს, რომელიც ასევე უდიდეს პრობლემას წარმოადგენს თავიანთი გაბარიტებით, მოცულობით, კიდევ უფრო აფერხებს გადაადგილებას და ზრდის საავარიო სიტუაციების ალბათობას.

ამ პრობლემის დასაძლევად ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი იქნებოდა დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადადგილების შეზღუდვა პიკის საათებში. ეს მთელ თბილისს არ მოიცავს, საუბარია კონკრეტულ მონაკვეთებზე, უბნებზე, სადაც ყველაზე მეტი დატვირთვა არის პიკის საათებში. საბოლო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, ვთანამშრომლობთ ბიზნეს სექტორთან. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მარტივი ვერ იქნება,“ – განაცხადა კალაძემ.

საარჩევნო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ელექტრონული არჩევნების დანერგვა ყველა ჩართული მხარის ინტერესში თანაბრად უნდა შედიოდეს, თუმცა ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვისმენთ გადაუმოწმებელ, უსაფუძვლო და ამ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო პროცესის დამაზიანებელ განცხადებებს,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაციამ პირველ ოქტომბერს საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით მორიგი წარმატებული არჩევნები ჩაატარა და არჩევნების მოდერნიზების პროცესში კიდევ ერთი ეტაპი დაასრულა.

„პირველი ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ როგორც საარჩევნო ადმინისტრაცია, ისე ჩვენი საზოგადოება – ჩართული მხარეები და პირველ რიგში ამომრჩევლები მზად არიან ელექტრონული არჩევნებისთვის.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ელექტრონული არჩევნების დანერგვა ყველა ჩართული მხარის ინტერესში თანაბრად უნდა შედიოდეს, თუმცა ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვისმენთ გადაუმოწმებელ, უსაფუძვლო და ამ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო პროცესის დამაზიანებელ განცხადებებს. საზოგადოებრივი ინტერესებიდან და თემის აქტუალობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ დაზიანდეს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი, გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ გამოთქმულ მოსაზრებებს.

ამჯერად სამიზნე საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიებია, რომელიც კიდევ უფრო მარტივს, სწრაფს და სანდოს ხდის არჩევნებს. სწორედ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 81% ელექტრონული ხმის მიცემის ტექნოლოგიების შემოღებას საქართველოში მიესალმება. გადაცემის სტუმარმა ნიკა გვარამიამ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს შედეგი იმიტომ დადგა, რომ ამომრჩეველმა არ იცის ტექნოლოგიების შესახებ.

სინამდვილეში, საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში 2018 წლიდან იყენებს და სწავლობს. გუშინ კი უკვე მერვე არჩევნები ჩატარდა ტექნოლოგიების გამოყენებით. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია თავის მხრივ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით ფართომასშტაბიან და აქტიურ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას აწარმოებს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ამ კვლევის შედეგი სწორედაც რომ თანხვედრაშია რეალობასთან. ინფორმირების კამპანია, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და ყველა ამომრჩეველს ექნება ზუსტი ინფორმაცია თუ როგორ უნდა მისცეს ხმა ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორ ფუნქციონირებს იგი და რას ემსახურება მისი გამოყენება.

გადაცემაში ასევე აღინიშნა, რომ ტექნოლოგიები არჩევნების გაყალბებისთვის იქნება გამოყენებული და აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ არ გამოირიცხება ე.წ. კარუსელები, რადგან აპარატებს შორის ქსელური კავშირი არ არის. ეჭვები გამოითქვა სისტემის დაცულობასთან დაკავშირებითაც. ამ სრულიად უარგუმენტო მოსაზრებების საპირისპიროდ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“ ემსახურება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს და შესაბამის ტექნიკას თავადვე აწარმოებს. 2000 წლიდან კომპანია გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს 115-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება, მათ შორის აშშ, კანადა, ბელგია, ალბანეთი, გერმანია და ა.შ. ამდენად საუბარი სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებით მხოლოდ საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას ემსახურება“,- აღნიშნული განცხადებაში.

ამასთან, ცესკო-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტრონული აპარატები გამორიცხავს ე.წ. „კარუსელებსაც“.

„პირველ რიგში ვერიფიკაციის აპარატი სრულად გამორიცხავს საარჩევნო უბანზე კონკრეტული პირის ხელმეორედ ან ისეთ უბანზე შესვლას, სადაც ის რეგისტრირებული არ არის. გარდა ამისა, თითოეული ბიულეტენი უნიკალური და დაცულია, შეუძლებელია ერთი უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენი სხვა უბანზე განთავსებულმა აპარატმა მიიღოს. ამასთან, საჯაროობის მაღალი ხარისხი იქნება უზრუნველყოფილი, ვინაიდან ვერიფიკაციის აპარატიდან ამოიბეჭდება მასში ჩატვირთული კონკრეტული საარჩევნო უბნის სია, რომელიც იქვე გამოკრულ ე.წ. კედლის სიასთან ერთად გამოიკვრება და ყველა უფლებამოსილ პირს ექნება მისი გადამოწმებისა და შედარების შესაძლებლობა.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პროცესის გამარტივების მიზნით ამომრჩეველთა ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) აპარატების დანერგვისა, კანონმდებლის მიერ კვლავ გათვალისწინებულია მარკირების პროცედურის არსებობა. ამას გარდა, მარკირება არათუ საარჩევნო უბნებზე, არამედ სიახლის სახით გადასატანი საარჩევნო ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლების შემთხვევაშიც იქნება გამოყენებული.

დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვერიფიკაციის აპარატებიდან ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის უტყუარი დადასტურების მიზნით, ამოიბეჭდება ე.წ. ქვითარი, რომელზე ხელმოწერითაც ამომრჩეველი დაადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას“,- აღნიშნავენ ცესკო-ში.

ამასთან, განმარტავენ, რომ სრულიად უსაფუძვლო განცხადება გაკეთდა საარჩევნო უბანზე მოსალოდნელ რიგებთან დაკავშირებითაც.

„ითქვა, რომ საღამოს მისულმა ამომრჩეველმა შესაძლოა ხმა ვერ მისცეს სწორედ ამ ფაქტორის გამო.

სინამდვილეში, კანონმდებლობა არეგულირებს ხმის მიცემის წესს და ამბობს, რომ 20:00 საათისთვის რიგში მდგომ ყველა ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. თუმცა ელექტრონული ტექნოლოგიები, ფაქტობრივად მინიმუმამდე ამცირებს საარჩევნო უბანთან რიგებს, ვინაიდან თითოეულ უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად განთავსდება როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის მთვლელი აპარატები. როგორც მინიმუმ, ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებული იქნება ხმის მთვლელი 2 აპარატი, ასევე ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა იყოს მეტიც. ვერიფიკაციის აპარატი კი საშუალებას იძლევა ამომრჩეველმა რეგისტრაცია ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან გაიაროს, რაც, თავის მხრივ, რიგში ყოფნის დროს ამცირებს. ვერიფიკაციის აპარატებიც, ასევე ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად, 2-დან 5-ის ჩათვლით იქნება განთავსებული და სინქრონიზებული ერთმანეთთან.

ასევე, გვინდა შევეხოთ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის წესს საარჩევნო კანონმდებლობა ადგენს და საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ ემიგრანტებს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმის მიუხედავად იმყოფებიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე. ამასთან, საარჩევნო კოდექსში რეფორმის ფარგლებში შესული ცვლილებებით, გაიზარდა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის/საკონსულოებისთვის მიმართვის ვადა.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები და საქმიანობა, სწორედ პილოტის ფარგლებში ჩატარებული არჩევნებისას მიღებულ გამოცდილებას, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლას, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და თუ მოსაზრებებს ეფუძნება.

აგრეთვე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის ღიაობას და ხელმისაწვდომობას, არის ე.წ. ქაღალდის კვალის არსებობა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროპულ სტანდარტებს და იძლევა შესაძლებლობას შემოწმდეს როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის დათვლის პროცესის ყველა ეტაპი (ნულოვანი ქვითარი, აქტივობა, სია, წინასწარი შედეგები და ა.შ.), რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს რიგ დამატებით გარანტიებს კენჭისყრის პროცედურებთან მიმართებით მანიპულაციების პრევენციისა.

ასევე შესწავლილია ყველა ის უპირატესობა, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვას მოყვება – მნიშვნელოვნად მარტივდება კენჭისყრის დღის პროცედურები; ადამიანური შეცდომები დაყვანილია მინიმუმამდე; მცირდება ხმის მიცემის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის დაყოვნების დრო; აპარატი უზრუნველყოფს ხმების ზუსტ დათვლას; ბიულეტენი უნიკალური და დაცულია; ვერიფიკაციის აპარატი უზრუნველყოფს საარჩევნო სიაში ამომრჩევლის სწრაფ იდენტიფიცირებას; ხმის მთვლელი აპარატები საშუალებას იძლევა ოპერატიულად დამუშავდეს მონაცემები, შესაბამისად უზრუნველყოფილია საზოგადოების დროული ინფორმირება. უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. უსაფუძვლო და გაუგებარი განცხადებები სწორედ ამ უპირატესობების უარყოფითად წარმოჩენას ემსახურება და ადასტურებს, რომ კონკრეტული პირები დაინტერესებული არიან არა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობით, სანდოობითა და გაუმჯობესებით, არამედ არჩევნების მოდერნიზების პროცესის დისკრედიტაციით.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაღალი საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ყველა იმ უბანზე სადაც ტექნოლოგიები იქნება განთავსებული, შედეგები გადაითვლება და მხოლოდ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმი. შედეგების გადათვლას კი საუბნო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს, რომელიც 17 წევრისგან შედგება, საიდანაც 8 საოლქოს მიერ არჩეული წევრია, ხოლო 9 შესაბამისი უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ცესკო-ში განმარტავენ, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება, ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე განთავსდება და იქნება საჯარო, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისცემს შედეგების გადახედვის და შემოწმების შესაძლებლობას.

„გვინდა შევახსენოთ ყველა ჩართულ მხარეს, საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს ღიაობის, გამჭვირვალობის დაცვის პრინციპით და მაქსიმალურად ითვალისწინებს სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს. დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და დეტალურად გაეცნონ, თუ როგორ ემზადება ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად. ჯერ კიდევ გასულ წელს ჩართულ მხარეებთან, მათ შორის მედიასთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თანამშრომლობის პლატფორმები ჩამოვაყალიბეთ, რომლის ფარგლებშიც ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებით ვმართავდით დეტალურ პრეზენტაციებს, დისკუსიებს. ვისმენდით და შესაძლებლობის ფარგლებში ვითვალისწინებდით მათ მოსაზრებებს, მიგნებებს. ჩვენი უწყება ახლაც ღიაა და ვთავაზობთ დაინტერესებულ პირებს, ჩაერთონ ამ პროცესში და დეტალურად გაეცნონ თუ როგორ და რა პრინციპით მუშაობს აპარატები. ჩვენ მზად ვართ ამომწურავად ვუპასუხოთ მათ კითხვებს.

მანამდე კი გვინდა მივმართოთ დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან. რადგან სწორედ ასეთი უსაფუძვლო, გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ზიანდება საარჩევნო გარემო, ზიანდება არჩევნების მოდერნიზებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვის პროცესი. გვინდა მოვუწოდოთ ჩართულ მხარეებს – პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას – დააყენონ არჩევნების მოდერნიზაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი ვიწრო ინტერესებზე მაღლა და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მის განხორციელებაში. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვპირდებით საარჩევნო პროცესის მთავარ ბენეფიციარებს – ამომრჩევლებს, რომ თითოეულ დეზინფორმაციაზე და სიცრუეზე გვექნება რეაგირება და ჩვენი აქტიური საინფორმაციო კამპანიებით, ყოველთვის უზრუნველვყოფთ თქვენთვის ობიექტური და ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას. შევახსენებთ ყველას, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ამაში ყველა ჩართულ მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

“USAID-ის წინააღმდეგ შეტევა გამაოგნებელია” – ალეკო ელისაშვილი

USAID-ის წინააღმდეგ შეტევა გამაოგნებელია – რატომ ეპატარავებათ თვალში აშშ ვერაფრით ვხვდები, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი „ქართული ოცნების“ „უმადურობაზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ ტრენინგის რევოლუციად მონათვლა, რომელიც არა იატაკქვეშეთში, არამედ დეკლარირებულად ტარდებოდა საკონფერენციო დარბაზში, მიუღებელია.

„ჩემთვის გამაოგნებელია შეტევა USAID- ის წინააღმდეგ. აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული იმისთვის, რომ საქართველო რაღაცას ჰგავდეს, ნებისმიერ რეგიონში გაიარეთ და ნახავთ USAID-ის დაფინანსებულ პროექტს ფერმერებისთვის, ადგილობრივი ინფრასტრუქტურისთვის, უამრავი რამ აქვთ გაკეთებული და ასე უმადურად რომ ექცევი, გამოდიხარ და წინასწარ დეკლარირებულ ტრენინგზე (ამბობ, რომ რევოლუცია მზადდებოდა), რომელიც სადღაც იატაკქვეშეთში კი არ ტარდება, რევოლუცია მე ვიცი ავლაბრის არალეგალურ სტამბაში და სადღაც ჯანდაბაში ატარებდნენ ხოლმე რევოლუციონერები შეხვედრას, პირდაპირ სასტუმროში, საკონფერენციო დარბაზში რომ ტრენინგს ატარებ, რევოლუციის მომზადება ეგ არ არის. არ ვიცი, რა ჭირთ „ქართულ ოცნებაში“. რატომ ეპატარავებათ თვალში აშშ ვერაფრით ვხვდები! ამის გამო ძალიან მწარედ ინანებენ, მთავარია, ქვეყანამ არ ინანოს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალტე უნივერსიტეტში, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ფორუმი – „კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები” გაიმართა

3 ოქტომბერს, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის ინიციატივითა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ღონისძიება – კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები: ევროპული დისკურსი და მისი მნიშვნელობა საქართველოს კაპიტალის ბაზრის რეგულირებისათვის – გაიმართა.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოში კაპიტალის ბაზრის სამართლის, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგის განვითარების პერსპექტივებს. კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი საკანონმდებლო რეფორმა და მასტიმულირებელი ღონისძიება ხორციელდება, თუმცა მისი, როგორც სამართლის დარგის დოგმატურ-პრაქტიკული და, ამასთანავე, მეთოდოლოგიური საფუძვლები დამუშავებული არ არის.

ფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე, საპენსიო სააგენტოს უფროსი, გიორგი მელიქიძე. ფორუმს მოდერატორობას უწევდა პროფ. დოქ. ირაკლი ბურდული.

ღონისძიებაში მონაწილე ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის სამართლის ცნებაზე, შინაარსზე, რეგულირების საგანზე, ევროპული კაპიტალის ბაზრების სუპრანაციონალური რეგულირების მოდელის, ბაზრის ფუნქციაუნარიანობასა და პროდუქტების სახეობებზე და ამ კონტექსტში იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოში სამართლის ამ ახალი დარგის განვითარებისთვის. ამასთან, ღონისძიების შედეგად, დაიწყო მომზადება სასწავლო კურსისა – „შესავალი კაპიტალის ბაზრის სამართალში”, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებაში შეიძლება პირველად იქნეს შეთავაზებული.

კაპიტალის ბაზრის სამართლის თაობაზე, აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა, თუმცა ჯერ კიდევ 2019 წელს, ალტე უნივერსიტეტსა და თსუ-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე, ასევე, ჩატარდა პირველი მსგავსი ღონისძიება, რომელსაც მხოლოდ ქართული კონტექსტი ჰქონდა.

ამჟამად, ფორუმი საერთაშორისო სახეს ატარებდა, რომლის ფარგლებში ასევე მოწვეულნი იყვნენ ამ დარგის ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამორჩეული პროფესორები: გერმანელი იურისტი – პროფ. დოქ. ქრისტიან ქერნი (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საკორპორაციო, საბანკო, კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი და საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტის დირექტორი) და პროფ. დოქ. იან ლიდერი (ფრაიბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო, საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის სპეციალისტი). ორივე მათგანს ასევე აშშ-ში დასრულებული აქვს LL.M-ის პროგრამა სწორედ ამ (საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის) მიმართულებით.

R

“არაფორმალური მმართველობა მარტო ეროვნულ დონეზე არ არის, პატარა „მინიგარქები“ ჩაბუდებულები არიან რეგიონებში”

არაფორმალური მმართველობა მარტო ეროვნულ დონეზე არ არის, პატარა „მინიგარქები“ ჩაბუდებულები არიან რეგიონებში – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ყველა ასეთი ადამიანი ვამხილოთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა, საზოგადოებას სერიებად შესთავაზებს „კონკრეტულ კორუმპირებულ ადამიანებს“.

„არაფორმალური მმართველობა მარტო ეროვნულ დონეზე არ არის, პატარა „მინიგარქები“ ჩაბუდებულები არიან რეგიონებში. ეს ადამიანები, მათ შორის ახორციელებენ მანიპულაციას საარჩევნო გარემოზე, ასევე ადამიანების შანტაჟს, მოსყიდვას, არაფორმალური გავლენებით მართავენ გამგებლებს, მერებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ყველა ასეთი ადამიანი ვამხილოთ. სერიებად შემოგთავაზოთ კონკრეტული კორუმპირებული ადამიანები, რომლებსაც, მათ შორის პირდაპირი კავშირი აქვთ, რუსულ ჯაშუშურ ქსელთან. წარმოგიდგენთ სამცხე-ჯავახეთის, ბორჯომის, ბაკურიანისა და ახალციხის არაფორმალურ მმართველებს, რომლებიც მათ შორის, ბიუჯეტიდან ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. ბორჯომში, ძმები, გია და ელგუჯა ორჯონიკიძეები არიან არაფორმალური მმართველები. ელგუჯა ორჯონიკიძე გახლავთ, „ეფესბეს“ მაღალჩინოსანი, მისი მეცადინეობით, მისი და დანიშნეს ბაკურიანის ფონდის ხელმძღვანელად, ბიუჯეტი 18 მლნ ლარი მისცეს. იცით, რომ ბაკურიანით ღარიბაშვილია დაინტერესებული, ასევე მისი სიდედრი. როდესაც სჭირდებათ სარეკრეაციო ზონის მოხსნა, სხვადასხვა სამშენებლო გადაწყვეტილება – ელგუჯა ორჯონიკიძის, მისი დის და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით წარმატებით ახორციელებს ამ ყველაფერს.

ახალციხეში, დემეტრე თათეიშვილმა, შპს „არალის“ დირექტორმა, ბიძინა ივანიშვილს დაუთმო საკუთარი სახლი. ამის შემდეგ დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის ასობით მილიონი ლარის გადახდა. ამ დროისთვის, 386 მილიონი ლარის ხელშეკრულება აქვს მიღებული. გარდა იმისა, რომ ივანიშვილს ემსახურება აბასთუმანში, მათ შორის, ასიათასობით ლარს სწირავს რუსულ პარტიას. მისი და და სიძე ასევე ფლობს სხვადასხვა კომპანიას, 10 მილიონი ლარი უკვე წაღებული აქვთ. სიძის მამა, ნოდარ ტალახაძე ასევე არის მოქმედი საკრებულოს ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე. დიდი კორუფციული, ნეპოტისტური ქსელი აქვთ შექმნილი, ცხადია არჩევნების დროს ამ ფულს და გავლენებს რუსული პარტიის სასარგებლოდ იყენებენ.

ახალციხეში, ყოფილი მერი, ზაზა მელიქიძე, კარგად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ყოფილი გუბერნატორის მოადგილეს, ავთანდილ კაჭკაჭიშვილს დაფუძნებული აქვს კომპანია და 25 მილიონ ლარამდე აქვს მიღებული ხელშეკრულებებით. ამ ფულიდან, დაახლოებით, 20 ათასი ლარი შეწირული აქვს რუსული პარტიისთვის“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ალტე უნივერსიტეტში, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ფორუმი – „კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები” გაიმართა

3 ოქტომბერს, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის ინიციატივითა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ღონისძიება – კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები: ევროპული დისკურსი და მისი მნიშვნელობა საქართველოს კაპიტალის ბაზრის რეგულირებისათვის – გაიმართა.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოში კაპიტალის ბაზრის სამართლის, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგის განვითარების პერსპექტივებს. კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი საკანონმდებლო რეფორმა და მასტიმულირებელი ღონისძიება ხორციელდება, თუმცა მისი, როგორც სამართლის დარგის დოგმატურ-პრაქტიკული და, ამასთანავე, მეთოდოლოგიური საფუძვლები დამუშავებული არ არის.

ფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე, საპენსიო სააგენტოს უფროსი, გიორგი მელიქიძე. ფორუმს მოდერატორობას უწევდა პროფ. დოქ. ირაკლი ბურდული.

ღონისძიებაში მონაწილე ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის სამართლის ცნებაზე, შინაარსზე, რეგულირების საგანზე, ევროპული კაპიტალის ბაზრების სუპრანაციონალური რეგულირების მოდელის, ბაზრის ფუნქციაუნარიანობასა და პროდუქტების სახეობებზე და ამ კონტექსტში იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოში სამართლის ამ ახალი დარგის განვითარებისთვის. ამასთან, ღონისძიების შედეგად, დაიწყო მომზადება სასწავლო კურსისა – „შესავალი კაპიტალის ბაზრის სამართალში”, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებაში შეიძლება პირველად იქნეს შეთავაზებული.

კაპიტალის ბაზრის სამართლის თაობაზე, აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა, თუმცა ჯერ კიდევ 2019 წელს, ალტე უნივერსიტეტსა და თსუ-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე, ასევე, ჩატარდა პირველი მსგავსი ღონისძიება, რომელსაც მხოლოდ ქართული კონტექსტი ჰქონდა.

ამჟამად, ფორუმი საერთაშორისო სახეს ატარებდა, რომლის ფარგლებში ასევე მოწვეულნი იყვნენ ამ დარგის ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამორჩეული პროფესორები: გერმანელი იურისტი – პროფ. დოქ. ქრისტიან ქერნი (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საკორპორაციო, საბანკო, კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი და საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტის დირექტორი) და პროფ. დოქ. იან ლიდერი (ფრაიბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო, საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის სპეციალისტი). ორივე მათგანს ასევე აშშ-ში დასრულებული აქვს LL.M-ის პროგრამა სწორედ ამ (საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის) მიმართულებით.

R

“ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს”- პეტრ პაველი

ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში ახალი სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ნატო-ს დომინანტური როლი უსაფრთხოების საკითხებში არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა უარს ამბობს საკუთარ თავდაცვით პასუხისმგებლობაზე. აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება და ევროპის თავდაცვითი სტრატეგიული შესაძლებლობების განვითარება უნდა განიხილებოდეს, როგორც ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში ჩვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი“, – განაცხადა პაველმა.

თავის გამოსვლაში ჩეხეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაფართოებას, რომელიც, მისი თქმით, „არ უნდა გადაიდოს იქამდე, ვიდრე კანდიდატები სრულყოფილად არ დააკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს“.

შეგახსენებთ, რომ პაველი ყოფილი გენერალი და ნატოს მაღალჩინოსანია, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მიმდინარე წლის დასაწყისში გახდა.

USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, ფინანსურ სტაბილურობაზე შეშფოთებას ზრდის, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში „ამერიკის ხმას“ განუცხადეს.

გამოცემის ცნობით, ფონდის პრესსპიკერმა განმარტა, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მისი თქმით, მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა და მას შემდეგ გადაიდო, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, “რამაც ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დააყენა და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გუნდის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგებოდა“.

ფონდში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზნების მისაღწევად შესაბამისი გზების მოძებნა აუცილებელია.

„ახლახან, ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა“, – აცხადებენ „საერთაშორისო სავალუტო ფონდში“.

“ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის კრიზისამდე რამდენიმე დღით ადრე ფარული მოლაპარაკებები გამართეს” – „პოლიტიკო“

ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის კრიზისამდე რამდენიმე დღით ადრე ფარული მოლაპარაკებები გამართეს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

როგორც გამოცემა ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, შეხვედრა 17 სექტემბერს სტამბოლში შედგა, როგორც აზერბაიჯანზე ზეწოლის მცდელობის ნაწილი, რათა შეეწყვიტა ბლოკადა და დაეშვა სომხეთიდან ჰუმანიტარული დახმარება.

წყაროს თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ უნდა გადასულიყო სატვირთო მანქანები და ეზრუნა დაახლოებით 100 000 ადამიანისთვის სურსათისა და საწვავის მიწოდებაზე.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა ლუის ბონო, ევროკავშირის მხრიდან – ტოივო კლაარი, ხოლო რუსეთიდან – იგორ ხოვაევი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელია.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები შესაბამის თანამოსაუბრეებთან, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები“, – აღნიშნა „პოლიტიკოსთვის“ მიწოდებულ განცხადებაში ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უარი თქვა შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე.

„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს კერძო დიპლომატიურ დისკუსიებზე“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ესპანეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტი 5-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.

პრემიერ-მინისტრი გრანადაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტიქიის გამო, ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

კომპანია “სოკარის” ინფორმაციით, უხვი ნალექისა და სტიქიის გამო, აჭარის რეგიონში მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც, ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გაზი არ მიეწოდება. “მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ კუთვნილი 500 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი, რამაც გამოიწვია აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის შეზღუდვა.კერძოდ, სრულად გაითიშა ბათუმის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანი და სოფელი სახალვაშო, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილი” – წერს კომპანია. კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი აირი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე 6 ოქტომბერს, დილის 10 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.