სტიქიის გამო, ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

244
spot_img

კომპანია “სოკარის” ინფორმაციით, უხვი ნალექისა და სტიქიის გამო, აჭარის რეგიონში მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც, ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გაზი არ მიეწოდება. “მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ კუთვნილი 500 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი, რამაც გამოიწვია აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის შეზღუდვა.კერძოდ, სრულად გაითიშა ბათუმის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანი და სოფელი სახალვაშო, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილი” – წერს კომპანია. კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი აირი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე 6 ოქტომბერს, დილის 10 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.