USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

252
spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, ფინანსურ სტაბილურობაზე შეშფოთებას ზრდის, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში „ამერიკის ხმას“ განუცხადეს.

გამოცემის ცნობით, ფონდის პრესსპიკერმა განმარტა, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მისი თქმით, მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა და მას შემდეგ გადაიდო, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, “რამაც ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დააყენა და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გუნდის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგებოდა“.

ფონდში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზნების მისაღწევად შესაბამისი გზების მოძებნა აუცილებელია.

„ახლახან, ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა“, – აცხადებენ „საერთაშორისო სავალუტო ფონდში“.