“ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს”- პეტრ პაველი

218
spot_img

ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში ახალი სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ნატო-ს დომინანტური როლი უსაფრთხოების საკითხებში არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა უარს ამბობს საკუთარ თავდაცვით პასუხისმგებლობაზე. აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება და ევროპის თავდაცვითი სტრატეგიული შესაძლებლობების განვითარება უნდა განიხილებოდეს, როგორც ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში ჩვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი“, – განაცხადა პაველმა.

თავის გამოსვლაში ჩეხეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაფართოებას, რომელიც, მისი თქმით, „არ უნდა გადაიდოს იქამდე, ვიდრე კანდიდატები სრულყოფილად არ დააკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს“.

შეგახსენებთ, რომ პაველი ყოფილი გენერალი და ნატოს მაღალჩინოსანია, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მიმდინარე წლის დასაწყისში გახდა.