Home Blog Page 1767

უკრაინა ადასტურებს, რომ ყირიმთან დამაკავშირებელ ორ ხიდზე დარტყმა განახორციელა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა, რომ კვირას სარაკეტო დარტყმა განახორციელა ორ ხიდზე, რომელიც ყირიმსა და სამხრეთ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს.

“თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ოკუპანტების ორ მთავარ საკომუნიკაციო გზას – ჩონჰარისა და ჰენიჩესკის საავტომობილო ხიდებს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.გუშინ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ და რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აღნიუშნულ ხიდებაზე სარაკეტო თავდასხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კიევი იყო.

სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა სამაშველო ღონისძიებას აწარმოებენ.

დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.

სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი.

საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოში გლოვის დღეა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ სტიქიის დროს დაკარგული ადამიანების ძებნა-შველის ღონისძიებას”, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა ასევე დაეშვა საქართველოს პარლამენტის შენობაზე.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ეს დღე ცვლილებებთან და ცხოვრების ახალ ეტაპთან ასოცირდება. სავარაუდოდ, ხასიათიც შეგეცვლებათ – უფრო სერიოზული, პასუხისმგებლიანი გახდებით და ღირსეულად შეაფასებთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს. შეეცადეთ, ადეკვატურად შეაფასოთ საკუთარი თავი, გარშემომყოფები და ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

 

კურო
მშვიდი, ზომიერი პერიოდი გაქვთ, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე. მეორე ნახევართან ურთიერთობა სინაზითა და სითბოთი იქნება აღსავსე. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს, გაიხსენეთ ნათესავები, რომლებიც ქალაქგარეთ ცხოვრობენ. მათთან ურთიერთობა წარმოუდგენელ სარგებელს მოგიტანთ.

 

ტყუპები
ამ დღეს რთულ საკითხებს მარტივად გადაჭრით და ახალ წამოწყებებსაც წარმატებით გაართმევთ თავს. თუკი მივლინებაში მოგიწევთ წასვლა, უარი არ თქვათ, რადგან ეს მივლინება თქვენს საქმიანობას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის. სწრაფი ფიქრისა და გადაწყვეტილების მომენტალურად მიღების ნიჭი გაქვთ. დაელოდეთ ახალ შემოთავაზებას, რომელიც თქვენს საქმიანობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.

 

კირჩხიბი
თუკი ცვლილებები გაშინებთ, მაშინ რუტინას ვერსად გაექცევით. საბოლოოდ, ზედმეტად მშვიდი დღე გელოდებათ. თუკი ყურადღებით არ იქნებით, შესაძლოა, შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვათ ხელიდან. როგორც კი შანსი გამოგიჩნდებათ, აიღეთ ტაიმ-აუტი. მოშორდით საქმეებს, დაისვენეთ, იფიქრეთ მომავალზე და გააანალიზეთ წარსული – ეს ყველაზე გონივრული საქციელი იქნება თქვენგან.

 

ლომი
კომუნიკაციის ფართო სპექტრი გაქვთ, რომლის დახმარებითაც საჭირო ინფორმაციას მიიღებთ და, შესაბამისად, სწორ გადაწყვეტილებასაც. თუკი შუამავლის როლში აღმოჩნდებით, თქვენს მოვალეობას იდეალურად შეასრულებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჰარმონიული იქნება. დაიწყეთ სერიოზული საოჯახო პრობლემების განხილვა და შეეცადეთ, ნებისმიერი გაუგებრობა მშვიდობიანი გზით დაასრულოთ. ოპონენტების მხრიდან წამოსული წინააღმდეგობა შეარბილეთ. ამის უნარი ნამდვილად შეგწევთ.

 

ქალწული
შეგიძლიათ, დინების საწინააღმდეგოდ გაცუროთ. ამგვარად, რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით. არ გამოირიცხება ორგანიზმის მოწამვლა. ამიტომ, ნუ მიმართავთ კვებასთან დაკავშირებით ექსპერიმენტებს. გამოიჩინეთ ფსიქოლოგიური მდგრადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებთ სუსტების მხარდაჭერას და მათ გადარწმუნებას იმ საკითხში, რაშიც ეჭვი გეპარებათ.

 

სასწორი
შესაძლოა, განწყობა გაგიფუჭდეთ და ჯანმრთელობის მხრივაც თავი შეუძლოდ იგრძნოთ. დაუფიქრებელი ქმედება ტრავმებს გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, პროფილაქტიკის მიზნით მიმართოთ პირად ექიმს. პრობლემის მოგვარებაში შესაძლოა, მკურნალობის არატრადიციული მეთოდებიც დაგეხმაროთ.

 

მორიელი
დიდი ფულადი მოგება და საჩუქრები გელოდებათ. შესაძლოა, ოჯახში ახალი წევრი შემოგემატოთ. იფიქრეთ საკუთარი შვილების მომავალზე. დაგეგმეთ და გადაწყვიტეთ, როგორ დააბანდოთ ფული სწორად, რათა მუდმივი შემოსავალი გაიჩინოთ.

 

მშვილდოსანი
თქვენს საქმიანობაში არ გამოირიცხება შეცდომები, იმედგაცრუება და მსგავსი უსიამოვნებები, რომელთა შედეგი, შესაძლოა, ხანგრძლივად გაგყვეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გაანდოთ საკუთარი გეგმები სხვებს. ისწავლეთ საკუთარი თავის კონტროლი და ფიქრებისა თუ გრძნობების დამალვა.

 

თხის რქა
თუკი ამ დღეს თქვენთვის შესაფერის ადამიანს იპოვით, მის გამო ბევრ რამეზე შეძლებთ უარის თქმას. ნუ შეგაშინებთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ნურც პარტნიორის შეცვლა. ისწავლეთ, როგორ მოერგოთ ცხოვრებისეულ სიტუაციებს.

 

მერწყული
დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ მეუღლის მშობლებთან. სასურველია, მათთან ურთიერთობის დროს დიპლომატიურობას მიმართოთ და ფსიქოლოგიური დისტანცია შეინარჩუნოთ. ამგვარად, სულ მალე მათთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ.

 

თევზები
ემოციების მოთოკვა გაგიჭირდებათ. ნებისმიერ მოვლენას გულთან ახლოს მიიტანთ. სხვის პრობლემებს გულგრილად ვერ შეხვდებით და შეეცდებით, ახლობლებს რთული სიტუაციებიდან გამოსვლაში დაეხმაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, აკონტროლოთ საკუთარი ემოციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნებათ და ნაყოფიერ მუშაობასაც ვერ შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს თანამშრომლებს თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი აქვთ.

7 აგვისტოს ღვთისმშობლის დედის წმინდა ანას ხსენების დღეა

7 აგვისტოს ღვთისმშობლის დედის წმინდა ანას ხსენების დღეა! წმინდა ანა იყო დედაღვთისმშობლის დედა. უდიდესი სათნოებითა და მოწიწებით იყო აღვსილი უფლის წინაშე. წმინდა ანა დიდხანს ევედრებოდა უფალს, რათა შვილი მიეცა მისთვის და აი, ერთხელაც ცრემლმორეულს ანგელოზი გამოეცხადა და სიხარულით აუწყა რომ ეყოლებოდა ნანატრი ასული, რომელიც იქნებოდა ნეტარი კაცობრიობისათვის. წმინდა ანა უდიდესი სიხარულით აღივსო და მადლობა შესწირა უფალს. იგი გარდაიცვალა 79 წლის ასაკში, დედაღვთისმშობლის მკერდზე მიყრდნობილი.

,,კლიმატის ცვლილება უდავო რეალობაა და გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის”- ჟოზეფ ბორელი

ამ ზაფხულს, სტიქიური უბედურებები იწვევს განადგურებას მთელს მსოფლიოში, საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ანგრევს სახლებსა და საარსებო წყაროებს. ხმელთაშუა ზღვისპირეთს ტყის ხანძრები ანადგურებს. სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა.

„კლიმატის ცვლილება უდავო რეალობაა და გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს დაზარალებულებს, საბერძნეთში ხანძრისგან დაზარალებულებით დაწყებული, ფილიპინებში ტაიფუნების მსხვერპლთა დამთავრებული“, – წერს ბორელი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. სლოვენიაში კოკისპირული წვიმისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.

რა მოხდა შოვში? – სპეციალისტების პირველადი დასკვნა გამოქვეყნდა

გარემოს ეროვნული სააგენტო 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (მდ. ჭანჭახის აუზი) განვითარებული სტიქიური მოვლენების პირველად შეფასებას აქვეყნებს.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, 2023 წლის 3 აგვისტოს, მდ. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.

„ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების  გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში (სურ. 1-4). აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმანალექებმა (ნახ. 4). დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად. კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება (სურ. 5-6). აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასშტაბის ახალი მეწყრულ-ეროზიული კერები ჩამოყალიბდა მდ. ბუბისწყლის პრაქტიკულად ყველა შენაკადში. ამრიგად, ხეობის ზემო წელში ფორმირებულ მყარ ნაკადს, მდ. ჭანჭახთან შეერთებამდე, დაემატა როგორც მდ. ბუბისწყლის კალაპოტის გასწვრივ ნაპირგარეცხვის შედეგად ჩამოშლილი მეწყრული მასები, ასევე შენაკადებიდან ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე მდ. ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია (ნახ. 5)“, – აღნიშნულია პირველად შეფასებაში.

როგორც დასკვნაშია ნათქვამი, ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით,  სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში.

„დასკვნები:

1.    ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების  გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან;

2.    მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე:

– სტიქიის განვითარებამდე, მდ. ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია (მდ. ჭანჭახზე არსებულ სადგურზე წყლის დონის კლება არ დაფიქსირებულა);

– 2023 წლის 3 აგვისტოს,სტიქიური მოვლენის განვითარების პროცესში უშუალოდ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში  წყლის მასის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია;

3.    ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს  მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია;

4.    მდ. ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში დამატებით ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებს, რის საფუძველზეც  შემუშავდება რეკომენდაციები შემდგომი ღონისძიებების განსახორციელებლად.

„წინამდებარე დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების მათ შორის სატელიტური, რადარული და აერო ფოტო სურათების დეშიფრირებული ინფორმაციის, აგრეთვე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური/გეოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების კამერალური დამუშავების, ექსპერტული ცოდნის ანალიზის/განზოგადების საფუძველზე და განეკუთვნება პირველადი დასკვნის კატეგორიას“, – აღნიშნულია დოკუმენტში

,,ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო”- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შოვში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა წარადგინა. განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელმა, ოთარ შამუგიამ გააკეთა.

„ერთი რამ, რაც შემიძლია გითხრათ დადასტურებით, არის ის, რომ 3 აგვისტოს გუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა ქვეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომელთა პროგნოზირებაც, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომლებიც დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ, პრევენცია რიგ შემთხვევაში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო“, – განაცხადა შამუგიამ.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. მაშველები 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.

,,განისაზღვრა 7 პრიორიტეტული მიმართულება”- პაპუნა გამყრელიძე

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში 85 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პაპუნა გამყრელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განისაზღვრა 7 პრიორიტეტული მიმართულება.

„აღნიშნული ტექნიკა გადანაწილებულია ამ ლოკაციებზე. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა მჟავე წყლების მიმართულებით გზის გაყვანა და მდინარის ფონის გადალახვა, რაც ამ დროისთვის უკვე გაკეთებულია. შესაბამისად იმ ადგილზე გადაყვანილია სამი ერთეული ტექნიკა, სამაშველო სამსახურთან ერთად და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ველოდებით მათ უშუალო მითითებებს, რა მიმართულებით მოხდება ტექნიკის გადაადგილება, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სამძებრო სამუშაოებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

,,ამ დროისთვის სტატისტიკა არ შეცვლილა”- მღებრიშვილი

ამ დრომდე მიმდინარეობს ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიებები სტიქიის ზონაში. ამ დროისთვის სტატისტიკა არ შეცვლილა. ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება საძიებო სამუშაოები, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. მან განმარტა რა ეტაპზეა საძიებო სამუშაოები.

„როგორც იცით, დღეის მდგომარეობით 18 გარდაცვლილია ამოსვენებული. აქედან 13 იდენტიფიცირებულია და რჩება 16 ადამიანი, რომელთა საძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების მასშტაბს, 6 ლოკაციაზე მიმდინარეობდა დღის განმავლობაში სამუშაოები ძალიან აქტიურად. ვფიქრობთ, ხვალ უფრო მეტ პერიმეტრს მოვიცავთ და ვიმედოვნებთ, რომ ამის შედეგები გვექნება ხვალისთვის“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

,,მორწმუნეებს მოვუწოდებ ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალებულებისთვის”- პაპი ფრანცისკე

რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალებულებისთვის.

ამავე ცნობით, სიტყვით მიმართვისას, რომის პაპმა მხარდაჭერა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს.

სიტყვის დასასრულს პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ამ ტრაგიკულ ვითარებაში საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს გვერდითაა.

„მე ჩემს ძმასთან საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან ახლოს ვარ“, – განაცხადა რომის პაპმა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის ქვეშ, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში, შეზღუდვა შეეხება დავით ბაქრაძის ქუჩის ნაწილს, სადაც ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მოძრაობის საპირისპირო მხარეს, დავით ბაქრაძის ქუჩიდან აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, შეიზღუდება გადაადგილება აკაკი ბელიაშვილიდან დავით ბაქრაძის ქუჩაზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის, რომლებსაც მოძრაობა შეეძლებათ გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.