თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

93
spot_img

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის ქვეშ, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში, შეზღუდვა შეეხება დავით ბაქრაძის ქუჩის ნაწილს, სადაც ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მოძრაობის საპირისპირო მხარეს, დავით ბაქრაძის ქუჩიდან აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, შეიზღუდება გადაადგილება აკაკი ბელიაშვილიდან დავით ბაქრაძის ქუჩაზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის, რომლებსაც მოძრაობა შეეძლებათ გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.