,,კლიმატის ცვლილება უდავო რეალობაა და გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის”- ჟოზეფ ბორელი

0
21
spot_img

ამ ზაფხულს, სტიქიური უბედურებები იწვევს განადგურებას მთელს მსოფლიოში, საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ანგრევს სახლებსა და საარსებო წყაროებს. ხმელთაშუა ზღვისპირეთს ტყის ხანძრები ანადგურებს. სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა.

„კლიმატის ცვლილება უდავო რეალობაა და გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს დაზარალებულებს, საბერძნეთში ხანძრისგან დაზარალებულებით დაწყებული, ფილიპინებში ტაიფუნების მსხვერპლთა დამთავრებული“, – წერს ბორელი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. სლოვენიაში კოკისპირული წვიმისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.