რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალებულებისთვის.
ამავე ცნობით, სიტყვით მიმართვისას, რომის პაპმა მხარდაჭერა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს.
სიტყვის დასასრულს პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ამ ტრაგიკულ ვითარებაში საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს გვერდითაა.
„მე ჩემს ძმასთან საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან ახლოს ვარ“, – განაცხადა რომის პაპმა.