Home Blog Page 1762

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ფრაქციის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, როდესაც მსხვერპლი დღითიდღე იზრდება არსებობს ორი მთავარი კითხვა, იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლება, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი პირადად, მრავალი წელი საზოგადოებას მონიტორინგის სისტემის დანერგვას პირდებოდა.

„ჯერ კიდევ 2014 წლის საქართველოს სოციალურ ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების დანერგვა. იგივე მიზანი ფიგურირებს სხვა ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტებშიც. მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის 70 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი პარტნიორებისგან. სისტემის დანერგვა პრიორიტეტად არის გამოყოფილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც, მაგრამ ვხედავთ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა დღემდე არ არის შექმნილი და ბიუჯეტით გაწერილი პროგრამა არ არის განხორციელებული.

მეტიც, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ახლა ეკონომიკის მინისტრი და ვიცე – პრემიერია და რომელიც 5 წლის წინ ამტკიცებდა მონიტორინგის სისტემის აუცილებლობას, დღეს ამბობს, რომ მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში, რაც არ უნდა სისტემები გვქონდა და ამით გაფრთხილების სისტემის არ არსებობას და შესაძლო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ამართლებს.

ბიუჯეტის ხარჯების შესაძლო გაფლანგვა, შესაბამისი თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მონიტორინგის სისტემის დანერგვის ჩავარდნა პირდაპირი საფუძველია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის.

აღნიშნული ინიციატივით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფები, ისევე როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. ჩვენ, მათ შორის ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, და იმ ფონზე, როდესაც ნულოვანია ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა შოვში მომხდარი სტიქიის ირგვლივ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბოკუჩავას თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, არის სტიქიაზე სახელმწიფოს რეაგირების ადეკვატურობა და ეფექტურობა.

„პასუხისმგებელმა პირებმა საგამოძიებო კომისიას და საზოგადოებას უნდა განუმარტონ: – რამდენად დროული და ოპერატიული იყო სტიქიის პირველ საათებში სახელმწიფო უწყებების რეაგირება.

გუშინ მოვისმინოთ ამორალური გამართლება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, ვციტირებ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას: “ვინც იქ უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა, ძებნას 15 წუთში დავიწყებდით თუ 1 საათში, ამას რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა“, მაშინ როდესაც გადარჩენილი ადამიანები ირწმუნებიან, რომ ყოველ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა გადარჩენისთვის. სარჯველაძის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ადამიანები სიკვდილისთვის გაწირა.

დამატებითი კითხვები, რომელსაც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა გაეცეს პასუხი, არის რატომ არ შეიძინა სახელმწიფომ 11 წლის განმავლობაში შესაბამისი სამაშველო ვერტმფრენები; მათ შორის, რატომ თქვა უარი სახელმწიფომ გრანტის სახით გამოყოფილ სამაშველო ვერტმფრენებზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვაწვდიდა; რატომ არ გააჩნია შესაბამის სამაშველო სამსახურს თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობა; ამ პირობებში, რატომ არ სთხოვა ხელისუფლებამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს; რატომ არ ჩაერთო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთი კატასტროფების დროს საათში ერთხელ ახდენს შესაბამისი პირი საზოგადოების ინფორმირებას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ახალ კახოვკაში მდებარე რუსეთის არმიის მართვის პუნქტი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ახალ კახოვკაში მდებარე რუსეთის არმიის მართვის პუნქტი გაანადგურეს.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატი ავრცელებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით, უკრაინის ტერიტორიაზე 251 620-მდე რუსი სამხედრო არის განადგურებული, მათ შორის, 820 მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.

უცხოური ვალუტის კურსი 10 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6147 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6147 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6136 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8709 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8642 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0067 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“დაიწყო მეორე დროებითი ხიდის მოწყობა და გაიჭრა მჟავე წყლებთან მისასვლელი გზა” – ირაკლი ქარსელაძე

რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას მეშვიდე დღეა აგრძელებს. რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი სარმის ხიდის აწყობა-მონტაჟის სამუშაოები.

მათივე ცმობით, კურორტ შოვთან განვითარებულმა სტიქიამ ორი ხიდი დააზიანა. ერთი დროებითი ხიდის მოწყობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამჟამად, კი დაიწყო მეორე სარმის ხიდის მონტაჟი.

„სტიქიის შედეგად, ორი ხიდი იყო წაღებული. ერთი ხიდი, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო, შესაბამისი გეგმის მიხედვით, იმ ვადაში იქნა დამონტაჟებული, რამაც სწორედ მოგვცა შესაძლებლობა, რომ სტიქიის ზონაში და ეპიცენტრის არეალში უკვე ის დიდი რაოდენობის ტექნიკა ყოფილიყო გადაყვანილი, რომელიც გადაყვანილია და ეხმარება ცოცხალ ძალას. ახლა მონტაჟდება მეორე ხიდი და ეს ამოცანაც შესრულებული იქნება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი თქმით, გარდა ხიდებისა, სტიქიის ზონაში გაჭრილია ალტერნატიული გზა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიის დამუშავება დაწყებულიყო.

„გარდა ამისა, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალტერნატიული გზის გაჭრა, რომელმაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან არეალთან, კერძოდ მჟავე წყლებთან მიახლოების და უკვე მჟავე წყლებიდან მდინარის ფონით გადავედით ჩვენ საპირისპირო მხარეს. სწორედ ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მდინარე რომელიც მჟავე წყლების ტერიტორიაზე მიედინებოდა, თავის ნამდვილ კალაპოტში დაგვებრუნებინა და აქედან გამომდინარე, უკვე მჟავე წყლების არეალის დამუშავება გახდა შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ტექნიკის საშუალებით, შველა-ძიების სამუშაოები, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. გაფართოვდა სამუშაო არეალიც.

„კალაპოტიდან მოვახერხეთ მისვლა კოტეჯების სასადილოსთან და შესაბამისად ამ არეალის დამუშავება უკვე შესაძლებელია. ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს, მეტი მისასვლელი და მეტი შესაძლებლობა ჩნდება და შესაბამისად, დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას მნიშვნელოვნად ეხმარება“, – ამბობს ირაკლი ქარსელაძე.

მინისტრმა სამუშაოების სირთულეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ სამუშაოებში ჩართულმა ადამიანებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს.

„ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი სირთულე არის სამუშაო პირობები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ იმ მასას, მის შემადგენლობას, რომელიც ძალიან რთულად ექვემდებარება დამუშავებას. რა თქმა უნდა, გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში სამუშაოები, მაშველების, ჯარის და მძიმე ტექნიკის ჩართულობით, ნამდვილად უნდა ითქვას, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, რაც ამ სამუშაოებში ჩართული ადამიანების დამსახურებაა. ეს იქნება თითოეული მაშველი, სამხედრო, მძიმე ტექნიკის ოპერატორი თუ ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები. ანუ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ჩართული არის და ის მაქსიმუმი არის წარმოდგენილი, რისი გაკეთებაც ამ პირობებში საერთოდ არის შესაძლებელი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

“საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა” – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოკვლეული საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტო ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს.

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია საზამთროსა და ნესვის 36 ნიმუში. კვლევის შედეგად, ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.

სააგენტოს ინსპექტორები ნიმუშებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იღებენ. კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე ყოველწლიურად ამოწმებს. წლის ბოლომდე კიდევ 40 ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი. შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“ყველა მაჩვენებლით, საქართველო იმსახურებს, კანდიდატის სტატუსი მიიღოს” – გია ვოლსკი

ყველა მაჩვენებლით, საქართველო იმსახურებს,  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და შემდეგ კონკრეტულ თემებზე მოლაპარაკებები დაიწყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ვარაუდობს, რომ სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით,  დიდი მუშაობაა გაწეული და ეს მხოლოდ 12 პუნქტს არ ეხება. ამ შემთხვევაშიც საქართველო ლიდერთა შორისაა. თუ არა პოლიტიკური კონიუქტურა, რომელიც შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს გარკვეულ თემებთან, რასაკვირველია, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. საუბარია არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ქართული საზოგადოება ყველა სტანდარტით საკმაოდ ევროპულია. ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება დეპოლარიზაციის საკითხს, გია ვოლსკის თქმით, დესტაბილიზაცია წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის გეგმას და ის ხელისუფლების ინტერესებში არ არის.

„დეპოლარიზაციას რაც შეეხება, ვერცერთი მიმართულებით ვერ ხდება ამის მაგალითების ჩვენება. სამუშაო ჯგუფებში ერთობლივ მუშაობას ვერ მივაღწიეთ და საბოტაჟი ვიხილეთ. რადიკალური ოპოზიციის გეგმას დესტაბილიზაცია როცა წარმოადგენს, დეპოლარიზაციაზე არანაირი ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. დაპირისპირების არსებობა ხელისუფლების ინტერესებში არ არის, მოწინააღმდეგე პოლიტიკურ გუნდს კი ეს თავის სამიზნედ აქვს ქცეული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

“ვიცით, რომ უღმერთო, ურჯულო ხარ შენც და მთელი შენი ნაცბანდაც” – ლევან ნიკოლეიშვილი გიგი უგულავას

ბიუჯეტის ვირთხა, გიგი უგულავა თავისი ჭკუით „ღადაობს” ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ საიდუმლოებაზე, ზიარებაზე, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თბილისის ყოფილი მერს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და თბილისის მერის, კახი კალაძის ზიარება შოვში გააქილიკა და სოციალურ ქსელში გამოეხმაურა – „ეჰ! სადაა პატრონი, თორემ ამათ ზიარება კი არა, კვეთებულის ლოცვა მოუხდებოდათ“.

„ბიუჯეტის ვირთხა, გიგი უგულავა თავისი ჭკუით „ღადაობს” ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ საიდუმლოებაზე, ზიარებაზე. არაა საჭირო გიგი დადასტურება, ისედაც ვიცით, რომ უღმერთო და ურჯულო ხარ შენც და მთელი შენი ნაცბანდაც! ზიარებაზე ქილიკს რაც შეეხება, აუცილებლად მოგეთხოვება პასუხი მაგ უმსგავსო საქციელზე.” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook -ზე.

“ჯერ კიდევ 9 წლის წინ სალომე ზურაბიშვილი 7 აგვისტოს ცალსახად აღიარებდა სააკაშვილის მხრიდან საკუთარ თანამემამულეებზე მიტანილი იერიშის დღედ”

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეხედულებების რადიკალურ ცვლილებაზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტის პოზიციების სისუსტე მის მიმართ უნდობლობას წარმოშობს.

„ჯერ კიდევ 9 წლის წინ სალომე ზურაბიშვილი 7 აგვისტოს ცალსახად აღიარებდა სააკაშვილის მხრიდან: ა) საკუთარ თანამემამულეებზე მიტანილი იერიშის დღედ; ბ) რუსეთის პროვოცირების დღედ, რამაც „ბიძგი“ მისცა ოკუპანტს ჩვენს ტერიტორიებს „გეგმურად“ დაუფლებოდა, ხოლო თვით სააკაშვილზე ბრძანებდა, რომ სანამ მას სწორედ ამ დანაშაულის ჩადენისათვის არ გაასამართლებენ, საქართველო ვერც მის მიერ ჩადენილი ბოროტებისაგან გათავისუფლდება და ვერც რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ დანაშაულსა და ოკუპაციაზე…

ზოგადად, როდესაც ეცნობი ქალბატონი პრეზიდენტის 2014 წლის ამ პოზიციას, როდესაც ეცნობი მის პოზიციას 2017 წლის ბორჯომ-ბაკურიანის ტყეებში მასობრივ ხანძრებთან დაკავშირებით, სადაც არაორაზროვნად აცხადებს, რომ პოლიტიკურ სპექტრში მხოლოდ ერთი ძალა ეგულება, ვის ინტერესებშიც შეიძლება შედიოდეს სავარაუდო დანაშაულის ჩადენა, როდესაც ეცნობი მის 2017 წლის სტატუსს, სადაც ის პირდაპირ გამოხატავს სკეპსისს, რომ ამერიკული სამხედრო დახმარება არა თუ არ დაეხმარება საქართველოს ოკუპანტ რუსეთთან გამკლავებაში, არამედ ხიფათის მეტს ვერაფერს მოუტანს საქართველოს…

მოკლედ, აი, ამ ყველაფერს რომ ეცნობი, ერთი მხრივ ხვდები, რით „მოგვთაფლა“, რა „გვაჭამა“, როდესაც მსგავსი შეხედულებების გამო საპრეზიდენტო კვარცხლბეკზე ავიყვანეთ. მაგრამ, აქვე უფიქრდები – ეს ყველაფერი წინასწარ ჩაფიქრებული მზაკვრობა იყო და მხოლოდ იმიტომ იფიქრა/თქვა/დაწერა ყოველივე, რომ ჩვენი ნდობა მოეპოვებინა, თუ მასში რეალურ „მეტამორფოზებს“ ადგილი ჰქონდა მხოლოდ 2021 წლის შემდეგ, როდესაც მის ცნობიერებაში/შეხედულებებში/მოტივაციაში რაღაც მავნებლურმა ძალამ შეაღწია, საკუთარი გეგმების ტყვეობაში აიყვანა, მძევლად გახადა და დღეს მისი მეშვეობით საკუთარი ბოროტი ზრახვების განხორციელებაში, სალომე ზურაბიშვილი თავის ძირითად „გავლენის აგენტად“ აქცია? მესამე ვარიანტს პირადად მე ვერ ვხედავ…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც შოვში სტიქიის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მოყვანილ შეფასებებს ადასტურებს”

ორი დღის წინ მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებიდან გარკვეული პერიოდით ადრე გადაღებულ ფოტოში ნათლად ჩანს, რომ სტიქიამდე რაიმე ტიპის ბუნებრივი პროცესების განვითარებას ადგილი არ ჰქონია. მინისტრის განმარტებით, კიდევ ერთი ფოტო კი ადასტურებს, რომ სტიქია დაიწყო კლდე-ზვავის ჩამოშლით, შემდეგ მყინვარის მოწყვეტით, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები.

„მინდა, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო მძიმე ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც 3 აგვისტოს განვითარდა შოვში და მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს. საზოგადოებაში სტიქიის განვითარებასთან დაკავშირებით მაღალი ინტერესია. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას გააცნო პირველადი დასკვნა სტიქიის მიზეზებთან, ასევე მასშტაბებთან დაკავშირებით. დასკვნაში ასევე ასახულია სავარაუდო დრო, რა დროშიც განვითარდა მოვლენები. სპეციალისტები ამის შემდგომ მუდმივად აგრძელებენ მუშაობას დამატებით დეტალებზე. ჩვენ ორი დღის წინ მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.

ჩვენ გვაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარების დღეს გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ნათლად ჩანს, რომ რაიმე ტიპის ბუნებრივი პროცესების განვითარებას იქ ადგილი არ აქვს. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში გვესმოდა, თითქოს ორი დღე იყო იქ წყლის დაგროვება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელიც უკვე შემდგომ არის გადაღებული, ამ ფოტოთი ასევე დასტურდება, როგორ განვითარდა პროცესები, რომ სტიქია დაიწყო კლდე-ზვავის ჩამოშლით, შემდგომ მყინვარის მოწყვეტით, საკმაოდ დიდ ფართობებზეა აქ საუბარი, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები. ამ ფოტოებთან დაკავშირებით დანარჩენ დეტალებს დღეს ჩვენი სპეციალისტები საზოგადოებას წარუდგენენ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შოვში მომხდარი სტიქიის მიზეზებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა 6 აგვისტოს გამოქვეყნდა. პირველად დასკვნაში აღნიშნულია, რომ „3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია“. დასკვნის თანახმად, „სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია, სავარაუდოდ, 8-10 წუთში“.

პუტინმა კანონმდებლებს შესთავაზა, რუსეთში საომარი მდგომარეობის შემოღებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს არ ეცნობოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც გამორიცხავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინფორმირების აუცილებლობას რუსეთის ფედერაციაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემოღების, ან შეწყვეტის შესახებ.

დოკუმენტი სახელმწიფო სათათბიროს მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.

ცვლილებები შედის საომარი მდგომარეობისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ ფედერალურ კონსტიტუციურ კანონებში. მოქმედი წესების თანახმად, ქვეყანაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას, რუსეთმა უნდა აცნობოს გაეროს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახრის შესახებ. რუსების ეს ვალდებულება შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მოთხოვნებს.

პუტინი კანონმდებლებს სთავაზობს, კანონებიდან გამოირიცხოს კონვენციის ხსენება და პუნქტი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინფორმირების შესახებ. განმარტებით ბარათში ეს წინადადება აიხსნება იმით, რომ „2022 წლის 16 მარტიდან მითითებულმა კონვენციამ, ისევე როგორც რუსეთის მიერ რატიფიცირებულმა ოქმებმა, შეწყვიტა მოქმედება რუსეთის ფედერაციისადმი“.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობას განაგრძობენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულები შოვში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. დღეს სამხედროები მეექვსე ლოკაციაზე, კერძოდ, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ. სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალები შსს-ს შესაბამისი სამსახურების მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებს. სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე მეტალო-დეტექტორები, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი.

“არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, რომ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კანონი მივიღოთ” – გია ვოლსკი

არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, რომ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კანონი მივიღოთ – იმაზე საუბარი, რომ საკითხი მომავალში არ განიხილება, ერთი ან ათი წლის შემდეგ არ განიხილება და ამაზე ხატის წინაშე ფიცი დადო, არასწორია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, არსებობს საზოგადოების და გარკვეული პოლიტიკოსების მოსაზრება ცილისწამებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არსებული კანონი საკმარისი რესურსია იმისთვის, რომ ცილისწამებისგან თავი დაიცვა.

“არანაირ კანონზე საუბარი არ არის. მოსაზრება გამოითქვა ცილისწამების თაობაზე ისეთ კანონის შემოღებაზე როგორიც ევროპულ ქვეყნებშია – მაგალითად საფრანგეთში. ვფიქრობ, რომ დღესაც შეიძლება არსებული კანონის გამოყენებით საკუთარი პოზიცია და თავი დაიცვა, თუმცა რასაკვირველია, არსებობს აზრი, რომ როცა საქმე ცილისწამებას ეხება, პასუხისმგებლობა უფრო მკაცრი იყოს.

მსგავსი თემის განხილვა არ მიმდინარეობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.