ბიუჯეტის ვირთხა, გიგი უგულავა თავისი ჭკუით „ღადაობს” ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ საიდუმლოებაზე, ზიარებაზე, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თბილისის ყოფილი მერს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და თბილისის მერის, კახი კალაძის ზიარება შოვში გააქილიკა და სოციალურ ქსელში გამოეხმაურა – „ეჰ! სადაა პატრონი, თორემ ამათ ზიარება კი არა, კვეთებულის ლოცვა მოუხდებოდათ“.
„ბიუჯეტის ვირთხა, გიგი უგულავა თავისი ჭკუით „ღადაობს” ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ საიდუმლოებაზე, ზიარებაზე. არაა საჭირო გიგი დადასტურება, ისედაც ვიცით, რომ უღმერთო და ურჯულო ხარ შენც და მთელი შენი ნაცბანდაც! ზიარებაზე ქილიკს რაც შეეხება, აუცილებლად მოგეთხოვება პასუხი მაგ უმსგავსო საქციელზე.” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook -ზე.