Home Blog Page 1760

ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, მამაკაცი სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ის ერთ ადამიანს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი ბაკურიანში, კლინიკაში გადაიყვანეს.

“ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება” -კირილ ბუდანოვი

ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Financial Times-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

„[გასულ წელს] ჩვენი ქვედანაყოფები არაერთხელ შესულან ყირიმში“, – განაცხადა ბუდანოვმა და აღნიშნა, რომ უკრაინელი სპეციალური დანიშნულების რაზმების აქტიური ქმედებები გაგრძელდება.

მისი თქმით, დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე აღნიშნული მისიების ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთის საოკუპაციო არმიის ლოგისტიკის განადგურებაა.

ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსების 2023 წლის შემოდგომიდან მიმდინარე წინსვლის მცდელობებს არცერთი გარღვევა არ მოუტანიათ.

„მათი ბოლო მცდელობა უკვე ორი თვეა გრძელდება. ფაქტობრივად, უშედეგოდ”, – განაცხადა ბუდანოვმა.

“თუ საუბარია დისკრიმინაციაზე, ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია” – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, ეს არის ერთგვარი დისკრიმინაციული მდგომარეობა იმიტომ, რომ ის არის პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან შედარებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ადამიანების წამებასთან ციხეებში.

„წესით და რიგით, ალბათ ეს ადამიანი უნდა იყოს ციხეში, თუმცა არის სხვადასხვა ფაქტორი, რის გამოც შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას მისი პრივილეგირებულ მდგომარეობაში დატოვების თაობაზე. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები და საფუძვლები, ეს ასე ჩანს. თუ საუბარია დისკრიმინაციაზე, ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია. კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, სინამდვილეში არის კლინიკაში, ოროთახიან პალატაში მოთავსებული. სპეკულაციები ხშირად გვესმის ამ თემასთან დაკავშირებით და აქვე უნდა გავიხსენოთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ადამიანების წამებასთან ციხეებში, არაჰუმანურ მოპყრობასთან და ასეთი ადამიანი დღეს არის ოროთახიან პალატაში განთავსებული, რაც იმ საერთო წინსვლაზე მიანიშნებს, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მიმართულებით“.-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ჩავალთ ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში” – სოფო ჯაფარიძე

21 იანვარს, 12:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ჩავალთ ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ექიმების გუნდი მზად არის ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაზეც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უამრავი საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კლინიკაში არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ადგილი აქვს ადამიანის ღირსებისა და პატივის შელახვის ფაქტებს. ვერ ხდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეთავაზება!

ხელისუფლების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიუხედავად , მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

კვირას, 21 იანვარს, 12:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ჩავალთ ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში!

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ხელისუფლებას იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც მწვავედ დგას ენგურს მიღმა, საქართველოს მოსახლეობის წინაშე. ჩვენი ექიმების გუნდი მზად არის შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს თითოეულ მათგანს და გვერდით დაუდგეს ყველასგან მიტოვებულ ადამიანებს, რათა მცირედით მაინც შეუმსუბუქდეთ ყოფა. ჩვენი მიზანია გაგრძელდეს კომუნიკაცია ექიმებთან აქციის შემდეგაც, რადგანაც როგორც ჩემთვის ცნობილია, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯანდაცვა სავალალო მდგომარეობაშია.

ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ადამიანები აფხაზეთიდან უპატრონობის განცდით, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენი გადაწყვეტილების აუცილებლობაში. გელოდებით სოფელ რუხში, კვირას, 12 საათიდან თოდუას ქუჩაზე, ჩვენ ვართ ერთნი და ეს ერთობა ენგურის ხიდთან კიდევ ერთხელ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი უპირობო მხარდაჭერით”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გორში, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლამდე ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პაციენტს ტრავმა თავის არეში აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტი სააკაშვილის უპირობო გათავისუფლების ლოზუნგით მოვიდა, სპეცრაზმით ათავისუფლებდნენ”

სააკაშვილის უპირობო გათავისუფლების ლოზუნგით მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტი, რა სადღეგრძელოს აღარ ვისმენდით. როდესაც ასეთ დაპირებას გასცემ, მერე კითხვებიც ჩნდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხებით არის შესაძლებელი.

„ადრეც მითქვამს, თუ ვინმე გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს, ისევ ჩვენი ამ წამოწყებით, რადგან არასდროს იქნება საკმარისი ამ კონფიგურაციის „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური ხმები იმისათვის, რომ რამე შეიცვალოს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ჩემი გადმოსახედიდან მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხებაზე გადის. ასე რომ, ჩვენზეა დამოკიდებული ბევრი რამ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შევცვალოთ ხელისუფლება და ქვეყანაში აღარ არსებობდნენ პოლიტიკური პატიმრები. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება გადის „ქართული ოცნების“ დამარცხებაზე. როდესაც დამარცხდება „ქართული ოცნება“, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ აღარ იარსებებენ პოლიტიკური პატიმრები ქვეყანაში. ჩვენ გვექნება დამოუკიდებელი სისტემები, უწყებები, სახელმწიფო ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად სხვა განაცხადია. მანამდე რაღაც სადღეგრძელოები და ლოზუნგები – სპეცრაზმით ათავისუფლებდნენ – გამოიყენეს მხოლოდ ვიწრო ინტერესების გამო, რომ მოსულიყვნენ მენეჯმენტში, რა შერჩათ საბოლოო ჯამში, კი ვხედავთ. თუ ამოცანა არის რაღაც კონკრეტული, შესაბამისად, გზებიც ხომ უნდა იყოს ამ ამოცანის მისაღწევად. როდესაც ვლაპარაკობთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ჩვენ ასე ვხედავთ, რომ მისი ტყვეობიდან დახსნის ორი გზა არის: ან სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს, ან „ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს არჩევნებში. სხვა გზა არ მგონია, არსებობდეს“, – განაცხადა დოლიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან“.

18 იანვარს „წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა და გარკვეული რეკომენდაციები გასცა. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით.

„თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს. თუმცა ეს არ ეხებოდა სააკაშვილის ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავის 2023 წლის 12 აპრილის წერილში, რომ ფანჯრებში დაბურული შუშები შეიცვალა და ბ-ნ ს.-ს მიეცა გარე ხედისა და მზის შუქის ხილვის საშუალება. კომიტეტი მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯს. სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია (მას ჰქონდა დივანი, მაგიდა, სკამები და მაცივარი), განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების ოთახებში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ სკამები და მაგიდები (გარდა რამდენიმე ოთახისა, სადაც უფრო მძიმედ დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ), რაც ნიშნავდა, რომ პაციენტებს საკვების მიღება მხოლოდ საწოლზე მჯდომარეებს შეეძლოთ (არ იყო გამოყოფილი სასადილო ოთახები). დელეგაციამ ნათლად დაინახა, რომ პაციენტების უმეტესობა არ იყო საწოლზე მიჯაჭვული. კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკის მე-4 და მე-6 სართულების პაციენტების ოთახების ავეჯით უზრუნველყოფის რეკომენდაციას იძლევა, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია კომიტეტის შეფასებაში.

“არ ვარ გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, თუ მიმსგავსება უნდათ, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს” – ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წმინდა მატრონას ხატზე ის და დავით თარხან-მოურავიც არის გამოსახული.

როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხატზე გამოსახული მანდილოსანი „ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს, ვიდრე მას.“

„არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი.

ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე.

დავით თარხან-მოურავი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი, ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს, ვიდრე დათოს, მაგრამ ნათლისღებაა დღეს და ახალი „სკანდალი“ ხომ უნდა გამოაცხონ?! სასაცილოა ეს ყველაფერი. სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ“, – წერს ირმა ინაშვილი.

“სააკაშვილს ვურჩევდი, თანაგუნდელების ყველა რჩევა დაივიწყოს, ეს არის ცრუ იმედი” -იაგო ხვიჩია

მგონი, სააკაშვილი პატიმრობიდან ხვეწნით არ გათავისუფლდება, რადგან ხვეწნა ქართველ ხალხზეც არ ჭრის, მათაც გეგმა უნდა შესთავაზო, მას რა მოგება ექნება, თუ გათავისუფლდები. განცხადება დავამხობ და ა.შ. არ არის დამაჯერებელი, თუ გინდა, რომ ხალხი დაგეხმაროს, ხალხსაც სარგებელი უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოსვლა სათანადოდ არ უნდა.

„სააკაშვილი ამბობს, რომ მას შეცდომა ჯერ არ დაუშვია და ყველაფერს სწორად აკეთებდა – ხალხო, თქვენ ხართ ზარმაცი და უსაქმურები, რომ პატიმრობიდან არ გამოგყავართო. ამით ხალხი არ გამოდის. როცა სააკაშვილი იტყვის, რა შეცდომები დაუშვა და სამართლიანი სასამართლო როგორ წარმოუდგენია. მგონი, თავის მოკატუნებას უნდა მორჩეს, თითქოს, სასამართლოში შეცდომა არ დაუშვია, ყველაფერი რიგზე იყო და ხალხმა ვერ გაუგო. ახლა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოსვლა სათანადოდ არ უნდა. ციხიდან გამოშვება გინდოდეს ორი წელი და ახალს არაფერს ამბობდე, ასეთი სურვილის არ მჯერა. მგონია, მიხეილ სააკაშვილს ატყუებენ – „ნაცებიც“ ატყუებენ, რომ არაფერი უნდა აღიაროს და ყველაფერი სწორად მიმდინარეობს. მგონი, „ქოცებიც“ ატყუებენ, თუ ასე გააგრძელებ, არჩევნებამდე გამოგიშვებთო. სააკაშვილს ვურჩევდი, მეტი გაბედოს, მისი თამაში გაბედოს და ყველა რჩევა დაივიწყოს, რასაც მას თანაგუნდელები აძლევენ. ეს არის ცრუ იმედი. ვისაც სააკაშვილისთვის კარგი უნდა, უნდა ეუბნებოდნენ, მიშა, აზრზე მოდი და პოლიტიკოსი გახდი, პოლიტიკოსივით ქცევა დაიწყე და არ გააგრძელო პატარა ბავშვივით ჭირვეულობა, რადგან ხალხს არ უყვარს ჭირვეული პრეზიდენტები და არც ციხიდან უშვებენ. რამდენ ადამიანს უნდა, რომ მიშას სახელით პარლამენტში შესრიალდეს და ელოდებიან, რომ ვიდრე ციხეშია, მათი პარლამენტში შესვლა არ გააპროტესტოს. მას ვთავაზობ, რომ ლოკომიტივი თავად იყოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან“.

18 იანვარს „წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა და გარკვეული რეკომენდაციები გასცა. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით.

„თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს. თუმცა ეს არ ეხებოდა სააკაშვილის ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავის 2023 წლის 12 აპრილის წერილში, რომ ფანჯრებში დაბურული შუშები შეიცვალა და ბ-ნ ს.-ს მიეცა გარე ხედისა და მზის შუქის ხილვის საშუალება. კომიტეტი მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯს. სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია (მას ჰქონდა დივანი, მაგიდა, სკამები და მაცივარი), განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების ოთახებში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ სკამები და მაგიდები (გარდა რამდენიმე ოთახისა, სადაც უფრო მძიმედ დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ), რაც ნიშნავდა, რომ პაციენტებს საკვების მიღება მხოლოდ საწოლზე მჯდომარეებს შეეძლოთ (არ იყო გამოყოფილი სასადილო ოთახები). დელეგაციამ ნათლად დაინახა, რომ პაციენტების უმეტესობა არ იყო საწოლზე მიჯაჭვული. კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკის მე-4 და მე-6 სართულების პაციენტების ოთახების ავეჯით უზრუნველყოფის რეკომენდაციას იძლევა, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია კომიტეტის შეფასებაში.

“სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და არა პენიტენციურში, შესაბამისად, გასაგებია, რომ მას სასეირნოდ ვერავინ გაიყვანს აღმაშენებლის ხეივანში”

მგონი, სააკაშვილი თავად კარგად ხვდება, რომ „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ ანგარიში ის არ არის, რაზე დაყრდნობითაც ისეთივე ხმამაღალი მოთხოვნები უნდა წამოაყენოს, როგორც ამას მანამდე აკეთებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ხელოვნური ბურუსი შექმნეს რომლის ფარგლებშიც ცდილობდნენ, მთელი მსოფლიო დაერწმუნებინათ, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლი იყო.

„ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე დაწესებულებამ დაადასტურა, რომ არავითარ წამებას ადგილი არ ჰქონია. ეს დასკვნაში ხომ მკაფიოდ ამოიკითხეს? – ასეთ დროს ყველა კარგად ხვდება, რომ შეცდომაში შეყვანილი აღმოჩნდნენ ზელენსკი და ევროპარლამენტარები, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ვინმე ვინმეს აწამებდა. მათ ადგილას გარკვეული უხერხულობის განცდა მექნებოდა, ვინც ინიციატორი იყო, რომ ამასთან დაკავშირებით მიღებულიყო რეზოლუცია. ფაქტია, არავითარ წამებას ადგილი არ ჰქონია და ეს მკაფიოდ დაფიქსირებულია. ვითომ ანგარიშში შავით-თეთრზე წერია, რომ ვინმე პატიმრობიდან გათავისუფლებას ექვემდებარება, ეს მტკნარი ტყუილია. ყველა ინსინუაციასთან მიმართებით დიდი წერტილი დაისვა, რაც იყო დიდი ხნის განმავლობაში მის პატიმრობასთან მიმართებით და როგორ არის დაცული მისი უფლებები. კამერებთან მიმართებაში რეკომენდაცია არის, თუმცა უსაფრთხოების საკითხები გაითვალისწინეთ. მისი პერმანენტული დაკვირვების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს, რადგან ითქვა, რომ ვინმე შეიძლება, დაინტერესებული იყოს მისი დაზიანებით. უსაფრთხოების ზომები დაცული უნდა იყოს. საუბარი იყო, რომ სეირნობის შესაძლებლობა არ არის. დიახ, რა თქმა უნდა, ის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და არა – პენიტენციურში. შესაბამისად, გასაგებია, რომ სააკაშვილს სასეირნოდ ვერავინ გაიყვანს აღმაშენებლის ხეივანში, ეს გამორიცხულია. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, სააკაშვილის პრობლემაც იმაშია, რომ ვერაფერი ისწავლა და არ შეცვლილა. მას დიდი დრო ჰქონდა, რათა გაეანალიზებინა, რა დააშავა. დღემდე ფიქრობს, იმის გამო, რომ პოლიტიკოსი იყო, მას ინდულგენცია და იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს, რაც სისხლის სამართლებრივი დევნისგან დაიცავს. ეს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეასთან თავსებადი არ არის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც „საზღვარგარეთ რუსეთის უძრავი ქონების მოძიებისა და სამართლებრივი დაცვისთვის“ თანხების გამოყოფას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საზღვარგარეთ რუსეთის უძრავი ქონების მოძიებისა და სამართლებრივი დაცვისთვის თანხების გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, განკარგულება ვრცელდება რუსეთის ყოფილი იმპერიისა და საბჭოთაკავშირის ქონებაზე.

დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ საზღვარგარეთ ქონების მართვის სახელმწიფო კომპანია მიიღებს ფინანსურ უზრუნველყოფას ხარჯებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის უძრავი ქონების მოძიებასთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით.

ამასთან, 11 იანვარს ლატვიის სეიმმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს რიგაში მდებარე „მოსკოვის სახლის“ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას. ჩამორთმეული ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხის გადაცემას ლატვიის მთავრობა უკრაინისთვის გეგმავს. რუსეთის საელჩომ სეიმის ამ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა და „სახელმწიფო ძარცვად“ შეაფასა. საელჩომ ლატვიის მხარე საპასუხო ზომების შესახებ გააფრთხილა.

“სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილი, სულ მცირე, ათ საქმეზე ჰყავს გასამართლებული” – რატი იონათამიშვილი

მიხეილ სააკაშვილი იმ დანაშაულებს უტიფრად არ აღიარებს, რომელიც ჩადენილი აქვს. ახლა იხვეწება, რომ გაათავისუფლონ და გარეთ გამოვიდეს, ანუ, კიდევ ერთხელ უპირისპირდება სამართლიანობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების ბენეფიციარი დამსახურებულად არის, მან უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა.

„სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილი, სულ მცირე, ათ საქმეზე ჰყავს გასამართლებული. სააკაშვილი კრიმინალი და დამნაშავეა არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებით, არამედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. ცხადია, მან სასჯელი უნდა მოიხადოს. სააკაშვილის უფლებები რამდენად დაცულია, ყველაზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა, მისი უფლებები მაღალი სტანდარტებით არის დაცული და ეს თქვა სტრასბურგის სასამართლომ. თუმცა ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციულ კამპანიას ვხედავთ, რაც მათი სავიზიტო ბარათია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან“.

18 იანვარს „წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა და გარკვეული რეკომენდაციები გასცა. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით.

„თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს. თუმცა ეს არ ეხებოდა სააკაშვილის ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავის 2023 წლის 12 აპრილის წერილში, რომ ფანჯრებში დაბურული შუშები შეიცვალა და ბ-ნ ს.-ს მიეცა გარე ხედისა და მზის შუქის ხილვის საშუალება. კომიტეტი მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯს. სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია (მას ჰქონდა დივანი, მაგიდა, სკამები და მაცივარი), განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების ოთახებში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ სკამები და მაგიდები (გარდა რამდენიმე ოთახისა, სადაც უფრო მძიმედ დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ), რაც ნიშნავდა, რომ პაციენტებს საკვების მიღება მხოლოდ საწოლზე მჯდომარეებს შეეძლოთ (არ იყო გამოყოფილი სასადილო ოთახები). დელეგაციამ ნათლად დაინახა, რომ პაციენტების უმეტესობა არ იყო საწოლზე მიჯაჭვული. კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკის მე-4 და მე-6 სართულების პაციენტების ოთახების ავეჯით უზრუნველყოფის რეკომენდაციას იძლევა, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია კომიტეტის შეფასებაში.

ერთად დავძლიოთ აუტიზმი

ნათლისღების დღესასწაულზე, დღეს, ნეირობალანსირების ცენტრს, საზოგადოებრივი გაერთიანება “ერთად დავძლიოთ აუტიზმის” დამფუძნებლები ეწვივნენ და პატარა ბენეფიციარები საჩუქრებითა და ტკბილეულით გაახარეს.

ეკა სეხნიაშვილი- აუტისტთა მშობლების გაერთიანება “ერთად დავძლიოთ აუტიზმის”-ის თანათავმჯდომარე “საოცარი შეგრძნებაა, როცა აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მიდიხარ და ესაუბრები. საოცრად ნიჭიერები, აღქმის უმაღლესი უნარებით და გამოხატვის ყველაზე კეთილი ფორმებით. ჩვენ ამ ბავშვებს უნდა დავეხმაროთ არა მხოლოდ ტკბილეულით ან საჩუქრებით, არამედ უნდა გავზარდოთ მათი ჩართულობა სოციუმში. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ინტეგრირება ყველა დონეებზე. მათ შორის, სახელმწიფოებრივი ჩართულობა მათი განვითარების ხელშეწყობისთვის. აუტიზმი დაძლევადია და თუ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით, ყველაფერს შევძლებთ”.

ხატია სიჭინავა-,,ნეირობალანსირების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

“ნეირობალანსირების ცენტრი შევქმენით ბავშვებისთვის, მოზარდებისთვისა და მშობლებისთვის, საჭირო და აუცილებელი თერაპიების სრულფასოვანი კომფორტული პროფესიონალური და ინოვაციური მიდგომებითა და სერვისებით. ცნობიერების ამაღლებისთვისა და სულიერი, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, როგორც ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე მშობლებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ.

ცენტრის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშაა მისი კვალიფიციური გუნდი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნეირობალანსირების ცენტრის თერაპევტები არაინ მაღალკვალიფიციურები და მოქნილები.

ნეირობალანსირების ცენტრის მზად არის გამოწვევებისა და სიახლეებითვის. „ჩვენ გვჯერა რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ”.