ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც „საზღვარგარეთ რუსეთის უძრავი ქონების მოძიებისა და სამართლებრივი დაცვისთვის“ თანხების გამოყოფას ითვალისწინებს

91
spot_img

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საზღვარგარეთ რუსეთის უძრავი ქონების მოძიებისა და სამართლებრივი დაცვისთვის თანხების გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, განკარგულება ვრცელდება რუსეთის ყოფილი იმპერიისა და საბჭოთაკავშირის ქონებაზე.

დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ საზღვარგარეთ ქონების მართვის სახელმწიფო კომპანია მიიღებს ფინანსურ უზრუნველყოფას ხარჯებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის უძრავი ქონების მოძიებასთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით.

ამასთან, 11 იანვარს ლატვიის სეიმმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს რიგაში მდებარე „მოსკოვის სახლის“ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას. ჩამორთმეული ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხის გადაცემას ლატვიის მთავრობა უკრაინისთვის გეგმავს. რუსეთის საელჩომ სეიმის ამ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა და „სახელმწიფო ძარცვად“ შეაფასა. საელჩომ ლატვიის მხარე საპასუხო ზომების შესახებ გააფრთხილა.