Home Blog Page 1760

რუსებს და უკრაინელებს შორის 30-მდე შეტაკება მოხდა – ომის 502-ე დღე

ომის 502-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.

„მძიმე ბრძოლები გრძელდება. ამ მიმართულებებით, დღე-ღამის განმავლობაში, 30-მდე შეტაკება მოხდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მიმართულებით შეტევას ახორციელებდნენ, ბომბავდა უკრაინელების პოზიციებს ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის დუბოვო-ვასილევკას დასახლების მიდამოში.

„მტერმა საჰაერო დარტყმები ასევე განახორციელა ალექსანდრო-შულტინოსა და სევერნოეს დასახლებების მიდამოებში. საარტილერიო დაბომბვის შედეგად 15-ზე მეტი დასახლება დაზარალდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

ლიმანის მიმართულებით, რუსები შტურმს ახორციელებდნენ და ცდილობდნენ უკრაინელი ჯარისკაცების გაძევებას დაკავებული პოზიციებიდან დონეცკის ოლქის სპორნოეს დასავლეთ ნაწილში, მაგრამ უშედეგოდ.

გენერალური შტაბის ცნობით, ავდიივკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ავდიივკას რაიონში.

„მარინკას მიმართულებით, მტრის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს ყველა შეტევა ქალაქ მარინკას მიდამოში. მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკასთან“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით ცნობით, რუსებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ჩერნიგოვის ოლქის გრემიაჩის რაიონში, ასევე ხარკოვის ოლქის კოლოდეზნოესა და კისლოვკას რაიონებში. ასევე, დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქების დასახლებულ პუნქტებს.

ერთადერთი სურვილი, დაასრულო ომი, მშვენიერია, მაგრამ ეს სურვილი რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომლის თქმითაც, ის რომ პრეზიდენტი იყოს, უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულებას შეძლებდა.

„ისე, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს უკვე ჰქონდა ეს 24 საათი თავის დროზე. ჩვენ ვიყავით ომში, არა სრულმასშტაბიან ომში, მაგრამ ვიყავით ომში და ჩემი ვარაუდით, მის განკარგულებაში ეს დრო იყო, მაგრამ სხვა პრიორიტეტები უნდა ჰქონოდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე უკრაინის ხარჯზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ტერიტორიების დათმობით, ვფიქრობ, ამ გზით ბაიდენს მისი დასრულება თუნდაც ხუთ წუთში შეუძლია, მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდებით”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

“ქართველების ისტორიული პრობლემა მუდამ გამყიდველი ელიტები იყო, მათ დიდი ზიანი მოგვაყენეს” – დემურ გიორხელიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი:  დემურ გიორხელიძე

რა საოცარი შედეგი ექნებოდა დასავლეთს საქართველოში: მეგობარი ქვეყანა, ერთგული, საკუთარ წარმატების გზაზე შემდგარი, რისკენაც ხალხი მიილტვოდა – დალაგებული სახელმწიფოებისკენ, რასაც შორიდან ხედავდა და ისე უნდოდა საკუთარ ქვეყანაშიც: დასაქმებული, განათლებული და მომავლის მქონე ოჯახებითა და შვილებითა და შვილიშვილებით! რა იყო საჭირო ამისთვის?!

ქართველისადმი პატივისცემა, ქართული კულტურისადმი, – საოცარი კულტურისადმი, გახსნილი და უღრმესი ფასეულობათა სისტემის მქონე კულტურისადმი პატივისცემა, – და იმის შეგრძნება, რომ მას, როგორც პარტნიორს ექცევიან… მაშინ ქართველის მიამიტობიდან გამომდინარე, იგი მზად იქნებოდა, ცეცხლში შევარდნილიყო, თავდადებით ებრძოლა, სადაც კი მის დამფასებელს დასჭირდებოდა (ცხადია, ეს ხასიათის დეფექტია, არაპრაგმატული, რადგან ბრმა ერთგულება ყოველთვის წამგებიანია!). რა მივიღეთ ამის ნაცვლად?! მილიარდი აშშ დოლარი ჩადებული უტვინო, უსახო და უინტელექტო დეფექტიან ადამიანებში, – უსუსურ ადამიანებში; ლაბილური ხასიათის ხალხის მხარდაჭერა და მათი ხელისუფლებაში მოყვანა!

ამას მხოლოდ ქართველის და საქართველოს ისტორიის არ მცოდნე, არაფრად რომ გაგდებს და არც სურვილი აქვს, გაერკვეს შენს ფსიქოლოგიაში, წარსულსა და მიზნებში,- დაუშვებდა! მართო საქართველო ამ ნაგვით, –
ე.ი. საერთოდ არაფერი გაგეგება ამ ქვეყნისა და ხალხისა!

მხოლოდ ასეთი ხეპრე პოლიტიკის შედეგად შესაძლებელი იყო ამ არარაობების მხარდაჭერა და ხალხის თავზე წამოსკუპება… ქართველის შეურაცხყოფა, დამცირება და იმდენად უაზრო საქციელი, რომ ლგბტ-იდეოლოგიის შეტენვა მოინდომო და ეს “დასავლურად გაუსაღო”: დასავლეთის კულტურა, მიღწევები, მისი ლიტერატურა, მუსიკა, ფილოსოფია, მისი ხალხის ინტელექტი კლასიკური ევროპული ეპოქისა – ქართველმა განათლებულმა ნებისმიერ დღევანდელ ელჩზე უკეთ იცის,- რადგან არცერთ მათგანს არაფერი ეტყობა დიდი დასავლური კულტურისა!

რომ ეტყობოდეთ, -ეცოდინებოდათ, რომ კლასიკური დასავლური კულტურა -ქრისტიანული კულტურაა და ფასეულობათა სისტემით არ განსხვავდება უაღრესად ქრისტიანული ქართული კულტურისაგან!

ის, რაც აკლდა ქართველს, ყოფითი ხასიათისა იყო და პასუხისმგებელი ინტელექტუალური ელიტა რომ ჰყოლოდა, ქვეყანას არ დაანგრევდა, რომელსაც ბრწყინვალე მომავალი ელოდა!.. აშშ-ს ელჩმა ილია ახსენა!
უადგილოდ და მცდარ დისკურსში ახსენა! ბოლო 30 წელია, საქართველოში მოვლენილ ელჩებსა თუ სხვა წარმომადგენლებს, უორტროპების ინტელექტის მეათედი რომ ჰქონოდათ, – ასე სამარცხვინო მდგომარეობაში არ ჩაიგდებდნენ თავს! მაგრამ ზერელობამ და ქედმაღლობამ იცის ეს! ჩვენ ქართველები კი, როგორც მოგვინელები იმდროინდელი მსოფლიო გიგანტები, – ისე მოვინელებთ დღევანდელ მსოფლიო გიგანტებსაც და მომავალ მოძალადეებსაც, – ოღონდ, ერთი პირობით: თუ ქართველი ხალხი არ წაბილწეს და არ გაათახსირეს.
ქართველების ისტორიული პრობლემა მუდამ იყო გამყიდველი (კომპრადორი) ელიტები, მათ დიდი ზიანი მოგვაყენეს, მაგრამ ხალხი მათზე ძლიერი იყო ყოველთვის!

ახლაც ასე უნდა მოხდეს!

“ჩვენი ამოცანაა, დავასუსტოთ გლობალური ომის პარტიის ზეგავლენა საქართველოში” – დავით ქართველიშვილი

ახლა რა ხდებოდა საფრანგეთში? აღარ მინდა ვთქვა, ყოველდღე რამდენ ადამიანს აკავებდნენ, რა ვანდალიზმის ფაქტები იყო დაფიქსირებული და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა. ამიტომ ჩვენზე გუშინდელ დღესთან მიმართებით ვიღაცამ თქვას, რომ გმობს საქართველოს ხელისუფლების ძალადობას, როგორც მინიმუმ, სასაცილოა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „ღამის სტუდია“ განაცხადა

მისი თქმით, საქართველოში ხალხი უკვე დიდი ხანია ითხოვს, „ლგბტ“ პრაიდის და მსგავსი მოვლენების დარეგულირებას კანონმდებლობით. ქართველიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი კანონები შემდეგი მოწვევის პარლამენტში მაინც იქნება მიღებული.

„ჩემთვის, მაგალითად, გუშინდელი დღე და მსგავსი კვირეულები, რომელიც ყოველ წელს ამა თუ იმ ინტენსიურობით მაინც ტარდებოდა საქართველოში, არ დადის კონკრეტულად სექსუალური უმცირესობების ადამიანებამდე იმიტომ, რომ ეს არის მზაკვრული სატყუარა – როდესაც თითს რომ ჩაუყოფ იმ მონსტრს პირში, შეიძლება იდაყვამდე მოგაჭამოს. აი ამ თითის ჩაყოფა – არ ჩაყოფაზე ყოველ წელს არის ეს პრობლემა.

საქართველოს ისტორიულ მისიას (ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი 2000 წლის განმავლობაში) მე ვუყურებდი და ვუყურებ როგორც ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის, ღვთისმშობლის აკვანს, რომელსაც ჩვენი წინაპარი იცავდა, იცავდა იმ სახარებისეულ, ბიბლიურ, კაცობრიობის შექმნის კანონებზე, რომლებზეც ჩვენი ქართველობა აღმოცენდა და დღესაც უნდა იყოს, თორემ ჩვენ როგორც ერი, მართლმადიდებლები, გავქრებით და ვიქნებით ბიო მასისთვის ტერიტორია.

ამიტომ, ცდილობს მტერი (პირობითად, ლუციფერი დავარქვათ), რომ შემოიტანოს თამაშის თავისი წესები მთელს მსოფლიოში, გადაატრიალოს კაცობრიობის შექმნის ეს ბიბლიური ისტორია, შემოიღოს ტრადიციულ კულტურებში და სახელმწიფოებში ეჭვის ელემენტები, საკუთარი ისტორიის, კონფესიების, წარსულის, აწმყოს თუ მომავლის მიმართ, როდესაც შემოაქვთ ისეთი გაუკუღმართებული თეორიები, როგორიც არის რასობრივი, გენდერული, მრავალფეროვნების კვოტები, ფაქტობრივად, ამის შიგნით აგებენ საკუთარ შიდა პოლიტიკას და ასევე, იმ ქვეყნებში, რომლებსაც თავისი ზეგავლენის ზონებად მიიჩნევენ, იქაც სურთ, რომ ეს ურყევი ახალი დღის წესრიგი შემოიღონ. ამ დღის წესრიგს უცებ, ერთბაშად თავზე ვერ მოგახვევენ, იწყება ყველაფერი ნელ-ნელა და ეტაპობრივად – ამაშია საქმე. იერუსალიმში ყოველ წელს ტარდება პრაიდი, წელსაც ჩატარდა, საღვთო ქალაქში პირველ ივნისს პომპეზურობით ჩატარდა პრაიდი, მაგრამ იქ ყოველ წელს ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის და გადმოდის, ანუ გასაგებია, რომ პრაიდის ჩატარება-არ ჩატარებაზე ეს სასწაული დამოკიდებული არ არის, მაგრამ ეს ჯერჯერობით. ხვალ, ზეგ იერუსალიმმა თუ არ მიხედა ამ საკითხებს, შეიძლება ძალიან სავალალო პოლიტიკური შედეგები დაუდგეს ისრაელს – ეს პირველი. ახლა მეორე, რასაც მე ვაკვირდები 2021-22-23 წლის პრაიდის კვირეულებს, ეს არის დადებითი დინამიკა, ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ შეამჩნიოს. იმ 2021 წლის 5 ივლისის უბედურ შემთხვევას დღემდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველ თავის ანგარიშში ცხვირში გვადენს, რომ აი ჩვენთან ჟურნალისტების უფლებები დავარღვიეთ. წელს, მადლობა ღმერთს, ყველაფერი დამთავრდა მშვიდობიანად. ჯერ ეს ერთი კვირეული დაარქვა, მაგრამ წინა პრაიდის კვირეულებიდან შედარებით, ამ კვირეულის ყოველი დღის ღონისძიებების შესახებ რამე გვესმოდა? შარშან მიდიოდა ყოველდღიური გაშუქება, რომ იქ ჩატარდა ლექცია, კლუბში შედგა შეხვედრა ელჩებთან, იქ ანახეს პროპაგანდისტული ფილმი და ა.შ…. ესეც ხომ ძალიან საინტერესო მომენტია. ისრაელს, თურქეთს და საქართველოს შორის ძალიან საინტერესო პაექრობა შედგა პრაიდის ირგვლივ იმიტომ, რომ თურქეთისთვის ყურბან -ბაირამის დღეებში, ჩვენს იერუსალიმში, ყველაზე დიდ სიწმინდეში პომპეზურებით ტარდება პრაიდი, რასაც რა თქმა უნდა, თურქეთი ფარული „სიმპათიებით“ აშუქებდა – ვნახოთ, ჩვენთან ჩატარდება თუ არა პრაიდი, აი თქვენთან ნახეთ რა ხდება, გასაგებია რომ ეს აღკვეთა ერდოღანმა. გასაგებია, ათობით ადამიანი, აქტივისტი, არააქტივისტი დაკავებული იქნა. რაღაც პერიოდი (ერთი, თუ ორი კვირა) სტამბული იყო მაგალითი ტრადიციული კონსერვატიული საზოგადოებებისთვის, თუ როგორ შეიძლება თურმე გაუმკლავდე პრაიდის ჩატარებას – შეგიძლია გაუმკლავდე საკმაოდ ძალისმიერი, ხისტი მეთოდებით. აქაც, საქართველოშიც გვხვდებოდა სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი იმის შესახებ, რომ შეხედეთ ერდოღანს, შეხედეთ თურქეთს. ერთ დღეში საქართველო სამაგალითო ქვეყანა გახდა თურქეთისთვისაც და ალბათ ისრაელისთვისაც, რადგან რა სიხისტე, ერთი წვეთი ოფლიც კი არ დაღვრილა, გარდა იმ ადამიანების ოფლისა, რომლებიც ამოდიოდნენ ამ სიცხეში ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან ლისის ტბის მიდამოებში. ესეც აუცილებლად შესაფასებელია, რაც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა, ქვეყნის დაუძინებელი პრეზიდენტის ჩათვლით, რომ ეს იყო ძალადობის გამოხატულება და ა.შ. ამაზე უბრალოდ მეცინება. როდესაც ძალადობაზე გელაპარაკებიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ლიბერალურ ფაშიზმზე აღმოცენებული სიმახინჯე, „ბიელების“ მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ლეწავდნენ ამერიკის ქალაქებს, ამერიკის დამაარსებელი მამების ძეგლებს, მოროდიორობდნენ, იყო ჟურნალისტებზე არნახული ძალადობა. ჩვენ ხუთი ივლისის ამბავს ყოველ თავიანთ ანგარიშში გვიწერენ და იქ ასობით ჟურნალისტი იყო დასახიჩრებული იმ ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის, პოლიციელების მხრიდანაც და ამ ამბოხებული ბრბოს მხრიდანაც, თუმცა ეს ამბავი საერთოდ მივიწყებულია. ახლა რა ხდებოდა საფრანგეთში? აღარ მინდა ვთქვა, ყოველდღე რამდენ ადამიანს აკავებდნენ, რა ვანდალიზმის ფაქტები იყო დაფიქსირებული და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა. ამიტომ ჩვენზე გუშინდელ დღესთან მიმართებით ვიღაცამ თქვას, რომ გმობს საქართველოს ხელისუფლების ძალადობას, როგორც მინიმუმ, სასაცილოა.
ახლა ახალი ასპექტი, რომ ძალიან არ გაუხარდეს ჩვენს ხელისუფლებას და მთავრობას – ხალხი დიდი ხანია ითხოვს იმას, რომ მსგავს საკითხებს არეგულირებდეს მოქმედი კანონმდებლობა იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ერთ-ერთი დიდი ნაკლი არის მოუთმენლობა და სხვათა შორის, ამასწინათ დავწერე ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ეს ფაქტია – წმინდა იოანე ოქროპირის ცოდვათა ჩამონათვალში (რომლითაც სარგებლობს ჩვენი მრევლის უმეტესობა), მამათმავლობის მერე მოდის მოუთმენლობა და საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა იმდენად მამათმავლობამ არ დააზიანა, რამდენადაც ჩვენმა მოუთმენლობამ. შემიძლია, წლებიც დაგისახელოთ, მაგრამ რად გინდათ, ეს ყველამ ვიცით – ყოველთვის სადღაც ვჩქარობთ და ვასწრებთ პოლიტიკურ მოვლენებს იქ, სადაც ჩვენთვის სასურველი შედეგის ნიადაგი არ არის შექმნილი. კანონმდებლობის შექმნას რაც შეეხება, „ხალხის ძალამ“ ხომ გატესტა უწყინარი, უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონპროექტი. ლუციფერის ყველა შტო, მათ შორის, ადგილობრივი, ჩვენი დაუძინებელი პრეზიდენტის ჩათვლით, ყველა გამოცოცხლდა და ყველამ მიიღო მონაწილეობა იმაში, რომ საქართველოში ამ თემის ირგვლივ აგორებულიყო უკრაინის მსგავსი მოვლენები – მაიდანი. ამ ტესტმა ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. ამაზე მეც ვწერდი და ჩვენებმაც დაწერეს უამრავი მასალა. ასეთ გამოცდილებას ჩვენ ვერ მივიღებდით. მადლობა მათ, ვინც წამოეგო ამ ტესტს, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა და მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი არ გადაიზარდა ცუდ რაღაცეებში.

ახლა რა ხდება, პირდაპირ ვამბობ, რომ არ მჯერა (არა იმიტომ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის მიმართ რაღაც ტოტალური უნდობლობა მაქვს), მაგრამ იმისთვის, რომ მიიღონ ის კანონები, რომლებიც ამ ყოველწლიურ ვნებათაღელვას ჩააცხრობს და ნულამდე დაიყვანს, ეს სიტუაცია და ეს ნიადაგი მომზადებული არ არის. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში როგორც იქნა, მკაფიოდ ითქვა მსოფლიოს სხვადასხვა კონსერვატიული მოძრაობების პლატფორმებზე, რას წარმოადგენს საქართველოს საბაზისო ღირებულებები, სად დგას ქართული სახელმწიფო და რის დაცვას აპირებს ბოლომდე. ისევ „ხალხის ძალას“ მოვიშველიებ, მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში ჩვენ სულ სხვა სასაუბრო ტონი, რიტორიკა დავაფუძნეთ იმ აკრედიტირებულ დიპლომატებთან, რომლებიც აბსოლუტური ფუფუნებით სარგებლობდნენ წლების განმავლობაში. ამიტომ ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ, რომ ამ ლუციფერის, გლობალური ომის პარტიის გავლენები საქართველოში მაქსიმალურად დასუსტდეს და მომდევნო მოწვევის პარლამენტმა უკვე შეძლოს ისეთი ტიპის კანონების შემოღება, მათ შორის, ჩვენი გამოწვეული კანონის დაბრუნება მესამე მოსმენით მისაღებად, რასაც ჩვენ აუცილებლად მოვესწრებით. ამ ეტაპზე ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, დავასუსტოთ, გლობალური ომის პარტიის ზეგავლენა საქართველოში“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

“უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჭურვების წარმოება” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიასვილი სოციალურ ქსელში უკრაინაშიმიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ისტორიული სამიტი მოდის! ისეთი ცნობები მოდის, რომ როგორც ჩანს საბოლოო გადაწყვეტილება უშუალოდ სამიტზე იქნება მიღებული. უკრაინის საგარეო მინისტრი კულება აცხადებს რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღება იგეგმება, რაც ნამდვილად შეამოკლებს უკრაინის გზას ნატოში;

ამ დრომდე მიმდინარეობს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება; დრამატული სამიტი იქნება აშკარად;

გუშინ პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად ვოლინის მახვერპლთა მოხსენიების ცერემონიალზე საბოლოო პოზიციები შეათანხმა ზელენსკიმ;

რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრშია თურქეთი. მიდის მუშაობა, რომ ვილნიუსში გამოცხადდეს თურქეთის თანხმობა შვედეთის გაწევრიანებაზე. ფორმალურად მაინც ვერ მოესწრება, მაგრამ პოლიტიკურად მაგარი იქნება მაინც;

ერდოღანი ბოლომდე “უსრულებს” პუტლერს. გუშინ გამოცხადდა, რომ თუ რუსეთი ხორბლის შეთანხმებიდან გავა, თურქეთი და უკრაინა, თურქეთის მიერ უსაფრთხეობის უზრუნველყოფით, გააგრძელებენ უკრაინული ხორბლის მსოფლიო ბაზრებზე გატანას! კიდევ ერთი პანჩური პუტლერს;

პოლონეთმა უკრაინას 10 საბრძოლო ვერტმფრენი მი 24 გადასცა;
საფრანგეთი ახალ სამხედრო პაკეტს შეიმუშავებს;

უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჭურვების წარმოება. უკრაინა გახდება მალე ნატოს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი;

ფრონტის ხაზზეც კარგი ამბებია: ბახმუტის ჩრდილოეთ ფლანგზე შედიან ჩვენები ბერჰივკის სიღრმეში, სამხრეთ ფლანგზე კი მძიმე ბრძოლებით იღებენ კლეშჩეევკის სტრატეგიულ სიმაღლეებს და საყრდენ პუნქტებს;
ზაპოროჟიეშიც გვაქვს კარგი წინსვლა;

უკრაინა მეთოდურად მიიწევს წინ დიდი გამარჯვებისკენ!

“რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება შესაძლებელი იქნება ყირიმის გათავისუფლების შემდეგ”- განუცხადა ზელენსკიმ ამერიკულ ეი ბი სი ს.

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში!
პუტლერის იმპერია ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“უკრაინა რუსეთისთვის ტერიტორიის ნაწილის დათმობას არასდროს დათანხმდება”-ზელენსკი

უკრაინა არასდროს დათანხმდება რუსეთისთვის ტერიტორიის ნაწილის დათმობას, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და ივარაუდა, რომ პუტინი მოლაპარაკებების დაწყებას მაშინ შეეცდება, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმს მიუახლოვდებიან.

ამერიკულ ტელეარხთან საუბრისას კიდევ ერთი მთავარი თემა იყო ვილნიუსის ნატოს სამიტი, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქში ხვალ დაიწყება.

ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

ნატოს სამიტამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლონდონში ჩავიდა.

ბაიდენი მეფე ჩარლზ მესამესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან გამართავს შეხვედრას.

როგორც მედია წერს, შეხვედრისას ლიდერები განიხილავენ კლიმატის საკითხებს, ასევე მოახლოებულ ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ თემებს. შეხვედრის შემდეგ კი ჯო ბაიდენი და რიში სუნაკი ლიეტუვაში, აღნიშნულ სამიტზე გაემგზავრებიან.

“საქართველოს საელჩო უკრაინაში გააგრძელებს მუშაობას- ვეცდები, რომ პროცესს თბილისიდან ვუხელმძღვანელო”- გიორგი ზაქარაშვილი

როდესაც უკრაინის მხარეს შევახსენე, რომ საელჩოს არ დაუტოვებია კიევი იმ დროსაც კი, როდესაც ბევრმა სხვამ დატოვა დედაქალაქი, ამაზე კომენტარი არ გაკეთებულა, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კითხვაზე, ბოლო პერიოდში სააკაშვილის საქმის მიმართ იყო თუ არა ინტენსიური ინტერესი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ზაქარაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა, რადგან უკრაინის მხარეს ამ მხრივ სრული ინფორმაცია ჰქონდა. ელჩის თქმით, რეალურად, შეხევდრებზე პერიოდულად ისმებოდა მათი მოქალაქის საკითხი, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებოდა, როგორც მისი მდგომარეობის, ასევე იურიდიული სტატუსის შესახებ.

„იმაზე საუბარი, რომ ინფორმაცია ვინმეს არ ჰქონდა და რაიმე ახალი გაიგეს გასულ კვირას, ჩემი აზრით, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – დასძინა ელჩმა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ქართული საელჩოს წარმომადგენლებს უკრაინაში, რომლებმაც უმძიმეს დღეებში არ დატოვეს უკრაინა და საელჩოს შენობიდან არ ჩამოხსნილა ქართული დროშა.

„როდესაც უკრაინის მხარეს შევახსენე, რომ საელჩოს არ დაუტოვებია კიევი იმ დროსაც კი, როდესაც ბევრმა სხვამ დატოვა დედაქალაქი, ამაზე კომენტარი არ გაკეთებულა. ის, რომ უკრაინის მხარის მიერ დამატებითი კომენტარი არ გაკეთდა და რეალურად ისევ გამეორდა პოზიცია – სააკაშვილის თემაა მთავარი და ჩემს განცხადებაზე კომენტარი აღარ გაკეთებულა, ჩემი აზრით, ეს აჩვენებს, რომ მათ დამატებითი არგუმენტები არ ჰქონდათ. კერძოდ, ეს ყველაფერი რომ ძირს უთხრის ქვეყნებს შორის ურთიერთობას და რომ არ არის სამართლიანი მეგობარი და სტრატეგიული ქვეყნის მიმართ; ის, რომ მათ დაივიწყეს ის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ გაუწია უკრაინას, ამაზე კომენტარი არ იყო“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

მისი თქმით,    საქართველოს საელჩო უკრაინაში მუშაობას აგრძელებს.  უკრაინისადმი დახმარების პროექტები გაგრძელდება.

„პირველ ყოვლისა, საელჩო აგრძელებს მუშაობას. ვერ ვიტყვი, რომ ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ მუშაობას გააგრძელებს. ვეცდები, რომ მუშაობის პროცესს თბილისიდან ვუხელმძღვანელო. პროექტები გაგრძელდება. ვცდილობდით, რომ ბავშვები უკრაინის დაზარალებული რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, ან იმ ოჯახებიდან, რომელთა ოჯახის წევრები ფრონტზეა, დაღუპულია ან დაჭრილია. ანუ, ის ბავშვები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ საცხოვრებლის ან მათი ოჯახური მდგომარეობის გამო. ამიტომ, სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ და ამით ძალიან ვამაყობთ. ცხადია, ამაში მთავრობა გვერდით გვიდგას. პირველ ყოვლისა, ეს არის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ელჩმა.

მან მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის სხვადასხვა უწყებას და განსაკუთრებით, კულტურის სამინისტროს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 ივლისს ქუთაისში +25 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +32გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +29, ღამის ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +21, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +31 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ ლიდერის თვისებები გამოავლინოთ და ახალ პროექტზე მუშაობის დროს მეტი იაქტიუროთ. ეს გარშემო მყოფებში თქვენს ავტორიტეტს და სანდოობას გაზრდის. ნუ დაჰპირდებით, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ პირობის შესრულებას შეძლებთ.

კურო

სავარაუდოდ, ამ დღეს დაგეგმილი საქმეების დასრულება და საკუთარი ვალდებულებების შესრულება გაგიჭირდებათ. მიმზიდველობა და შესანიშნავი პიროვნული თვისებები საჭირო ადამიანების გაცნობასა და საინტერესო შეთავაზებების მიღებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ – ინტუიცია ყველაზე სწორ გზას გიკარნახებთ.

ტყუპები

დილიდან ღრუბლებში დაფრინავთ და ოცნებების კოშკებს აგებთ. ამის გამო შესაძლოა, მნიშვნელოვანი საკითხები გადაუჭრელი დარჩეს. ამ დღეს წარმატებას იმ საქმეში მიაღწევთ, რომელიც ფანტაზიას და კრეატიულობას საჭიროებს. გირჩევთ დღის მეორე ნახევარში ბინა მოაწესრიგოთ და სასურველი სტუმრების მოსვლას დაელოდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ საქმის საბოლოო შედეგი წარმოიდგინოთ. ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. დიდი, კომპლექსური პროექტების დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს – ჯერჯერობით ამისთვის საკმარისი რესურსი არ არსებობს. ხელსაყრელი დღეა მომავალი თვის დაგეგმვისა და არჩევანის გაკეთებისთვის.

ლომი

ყველა თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა, ამიტომ თქვენი გეგმებიდან სარისკო და საფრთხის შემცველი საქმიანობა მთლიანად უნდა გამორიცხოთ. ვითარება შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს და უსიამოვნო სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა მოგიწიოთ. ნაკლები იაქტიურეთ – ახალი საქმის დაწყებას ძველის დასრულება სჯობს.

ქალწული

რთული და დაძაბული დღეა, ამიტომ პრობლემებისა და დაბრკოლებებისთვის უნდა მოემზადოთ. ეცადეთ, მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა გამოიჩინოთ და არაკეთილსინდისიერი ადამიანები გზიდან ჩამოიცილოთ. გახსოვდეთ, რომ სტრესმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ გირჩევთ, მოდუნდეთ და დაისვენოთ.

სასწორი

თქვენი რჩევები ბევრ ადამიანს დაეხმარება და ცხოვრებას გაულამაზებს. თუ დახმარება თავად გჭირდებათ, შეგიძლიათ მეგობრებს ან კოლეგებს სთხოვოთ – ამ დღეს გუნდური მუშაობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. პირად ცხოვრებაში ან ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეებია მოსალოდნელი.

მორიელი

რთული და არახელსაყრელი დღეა. შეიძლება იმ საკითხებშიც კი შეცდეთ, რომლებსაც კარგად იცნობთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დღისთვის გადადეთ და ახლა მსუბუქი, რუტინული სამუშაო აკეთეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს, რათა საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ დღეს ნაყოფიერი მუშაობით ხელმძღვანელების ყურადღებას მიიქცევთ და კარიერულ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. გირჩევთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა გამოიყენოთ და სარისკო შეთავაზებებს დათანხმდეთ. სახლის დალაგება და საქმიანი ქაღალდების მოწესრიგება დამშვიდებაში და მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ცვლილებებისა და განახლებისთვის. იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლა გსურთ და როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება. პარტნიორთან ურთიერთობებში შეიძლება სერიოზული პრობლემები და გაუგებრობები შეიქმნას. ეცადეთ, დაძაბული სიტუაცია კომპრომისული გადაწყვეტილებით განმუხტოთ.

მერწყული

მოერიდეთ მოსაწყენ ადამიანებს, რათა განწყობა არ გაიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თანამოაზრეები ეძებოთ, რომლებიც რაღაც ახალს და საინტერესოს გასწავლიან. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეცადეთ, იმუნიტეტის გაძლიერებაზე და დაავადების პრევენციაზე იზრუნოთ.

თევზები

ამ დღეს პროდუქტიული მუშაობისა და პოზიტიური აზროვნებისთვის უნდა განეწყოთ. ეს არაკეთილმოსურნე ადამიანებთან და მათ მიერ შექმნილ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და დოკუმენტების ხელმოწერისთვის. გირჩევთ პირად ურთიერთობებს გაუფრთხილდეთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი კავშირები შეინარჩუნოთ.

,,არავის ვურჩევ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოწერას”- სააკაშვილი

„ჩრდილოვანი მმართველობა „ნაცმოძრაობაში“ არ ყოფილა და არ იქნება, მე ვარ ამის გარანტია“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას თანამდებობა არ უნდა, თუმცა ყველა საზოგადოებრივ ძალასთან ურთიერთობისთვის ღიაა.

„არავის ვურჩევ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოწერას. ჩემი სახელი ყოველთვის იქნება დაკავშირებული ამ პარტიასთან. ამავე დროს არცერთ შემთხვევაში არაა დასაკარგი ხალხი, მაგალითად – კობა ნაყოფია, აკო მინაშვილი, ან გიორგი კირთაძეს. ვიცი რომ მოქმედ მენეჯმენტსაც აქვს სურვილი მათი გუნდში დაბრუნების

ვინაიდან არც თანამდებობა მინდა საქართველოში და არც ფიზიკური კონდიცია მაძლევს ამ ეტაპზე მეტი აქტიურობის შესაძლებლობას, მე გახსნილი ვარ ყველა საზოგადოებრივ ძალასთან ურთიერთობისთვის. როდესაც საქართველოს ახალ გერბს ვიღებდით – 2003 წელს, ჩემი ხელით მივაწერე „ძალა ერთობაშია“. დღეს ეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. რა თქმა უნდა, მოვისმინე ბევრი სპეკულაცია პარტიულ პროცესებში ჩრდილოვანი ჯგუფების გავლენაზე, ჩრდილოვანი მმართველობა ჩემს პარტიაში არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება, მე ვარ ამის გარანტია და ყველას ვთხოვ ამაზე სპეკულაციები დასრულდეს“, – აღნიშნავს მესამე პრეზიდენტი.

ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში ჩავიდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბაიდენი მეფე ჩარლზ მესამესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან გამართავს შეხვედრას.

როგორც მედია წერს, შეხვედრისას ლიდერები განიხილავენ კლიმატის საკითხებს, ასევე მოახლოებულ ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ თემებს, შეხვედრის შემდეგ კი, ჯო ბაიდენი და რიში სუნაკი ლიეტუვაში, აღნიშნულ სამიტზე გაემგზავრებიან.

ამინდი უარესდება

საქართველოში 12 ივლისამდე ძლიერი ქარი იქროლებს, ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია – წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.