,,არავის ვურჩევ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოწერას”- სააკაშვილი

89
spot_img

„ჩრდილოვანი მმართველობა „ნაცმოძრაობაში“ არ ყოფილა და არ იქნება, მე ვარ ამის გარანტია“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას თანამდებობა არ უნდა, თუმცა ყველა საზოგადოებრივ ძალასთან ურთიერთობისთვის ღიაა.

„არავის ვურჩევ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოწერას. ჩემი სახელი ყოველთვის იქნება დაკავშირებული ამ პარტიასთან. ამავე დროს არცერთ შემთხვევაში არაა დასაკარგი ხალხი, მაგალითად – კობა ნაყოფია, აკო მინაშვილი, ან გიორგი კირთაძეს. ვიცი რომ მოქმედ მენეჯმენტსაც აქვს სურვილი მათი გუნდში დაბრუნების

ვინაიდან არც თანამდებობა მინდა საქართველოში და არც ფიზიკური კონდიცია მაძლევს ამ ეტაპზე მეტი აქტიურობის შესაძლებლობას, მე გახსნილი ვარ ყველა საზოგადოებრივ ძალასთან ურთიერთობისთვის. როდესაც საქართველოს ახალ გერბს ვიღებდით – 2003 წელს, ჩემი ხელით მივაწერე „ძალა ერთობაშია“. დღეს ეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. რა თქმა უნდა, მოვისმინე ბევრი სპეკულაცია პარტიულ პროცესებში ჩრდილოვანი ჯგუფების გავლენაზე, ჩრდილოვანი მმართველობა ჩემს პარტიაში არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება, მე ვარ ამის გარანტია და ყველას ვთხოვ ამაზე სპეკულაციები დასრულდეს“, – აღნიშნავს მესამე პრეზიდენტი.