Home Blog Page 1759

“დღეს ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესთავაზოს ალტერნატივა”- ირაკლი ჩიქოვანი

მართლაც ცუდია, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიციაში არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია შინაარსობრივი დებატი ხელისუფლებასთან, რომელსაც აქვს ისეთი მაღალი მორალური პოზიციები ან ავტორიტეტი, რომ საზოგადოებასთან შეუძლია პირნათლად წარდგეს. სამწუხაროდ, ოპოზიციაში ჩვენ პრაქტიკულად ასეთებს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე, ყველა დაჩრდილულია „ნაციონალური მოძრაობით“, შესაბამისად, ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, საზოგადოებას ხელისუფლების ალტერნატივა შესთავაზოს.

“ვინც დარჩენილია [ოპოზიციაში], მათ ძალა არ ყოფნით და დაჩრდილულები არიან ისეთი პოლიტიკური ძალებით როგორიცაა “ნაციონალური მოძრაობა” და ის კრიმინალური ფული, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” უკან დგას, “ნაციონალურ მოძრაობაში” და მასთან დაკავშირებულ მედიებში ტრიალებს. ფაქტი ფაქტად რჩება: დღეს ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესთავაზოს ალტერნატივა”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის საქმიანობას და აღნიშნა, რომ მიღწეულ შედეგებზე არა მხოლოდ მმართველი გუნდი, არამედ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ.

“ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას აქვს ძალიან დიდი შედეგები როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით და ვხედავთ, რომ არის ძალიან დიდი წარმატებები საერთაშორისო ფონზე. თუნდაც ის, რომ ვხედავთ რა დონის შეხვედრები აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დავოსში, რა საკითხებზე საუბრობდა, უკვე მიღწეულ შედეგებზე, რომლებზეც არამხოლოდ ჩვენ, არამედ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ დაკავებულები ვართ საქმით, რომელიც წაადგება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გასული 3 წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელებული რეფორმები ევროპის საბჭოს მხრიდან პოზიტიურად შეფასდა – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც საქართველოს გააგრძელებინებს რეფორმებისა და განვითარების გზას, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით.

„გასული 3 წლის განმავლობაში არსებული გეგმის შესაბამისად განხორციელებული რეფორმები ევროპის საბჭოს მხრიდან პოზიტიურად შეფასდა. ამავდროულად, ამაზე დაშენდა უკვე შემდგომი განვითარების სამომავლო გეგმა, რომელიც 3 წელიწადს მოიცავს. ამ 3 წლის განმავლობაშიც დაგეგმილია ისეთი აქტივობები, რომლებიც საქართველოს გააგრძელებინებს რეფორმებისა და განვითარების გზას, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მნიშვნელოვანია იმის დანახვაც, რომ სანდოობა საქართველოს ინსტიტუციების მიმართ არის ერთმნიშვნელოვნად მაღალ დონეზე“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ევროპის საბჭომ და საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინეს. დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება

აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

„აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა – ამ დროისთვის მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარი იგება. მათ შორის, სამუშაოები ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, ორი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება.

კერძოდ, N311, N327 ავტობუსები და N458, N476, N504 მიკროავტობუსები, რომლებიც წერეთლის გამზირიდან მოძრაობას წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ აგრძელებენ, ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ხოლო, უკუმიმართულებით წერეთლის გამზირისკენ მოძრაობისას, N320 ავტობუსი და N536, N551 მიკროავტობუსები აღმაშენებლის გამზირზე აღარ შევლენ და მოძრაობას თამარ მეფის გამზირზე გააგრძელებენ, შემდეგ კი წინამძღვრიშვილის ქუჩით წერეთლის გამზირს დაუკავშირდებიან.

N476, N458 მიკროავტობუსები, სადგურის მოედნისკენ მოძრაობისას, დავით ყიფიანის ქუჩიდან სვლას აღმაშენებლის გამზირისკენ გააგრძელებენ, რის შემდეგაც თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით აბასთუმნის ქუჩას დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, სადგურის მოედნიდან თამარ მეფის გამზირს და აღმაშენებლის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდეგ, დავით ყიფიანის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.

როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე საქართველოში

20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას II კვარტლის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს გორის, ბახტრიონის, არჩილ სულაკაურის, კოსტავას, სულხან ცინცაძის, იოსებიძის, საბურთალოს, შარტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ბროლოსანის, ნოდარ ანდღულაძის, ტეხურის, ვახტანგ ჩიქოვანის, გურამ ბზვანელის, ლიხაურის, წინაუბნის, ომარ ფხაკაძის, ქარელის, ალექსანდრე შავერზაშვილის, ტუსკიას, ბაკურციხის, ფანასკერტელი-ციციშვილის, კიტა ბუაჩიძის, ალექსანდრე ბასილაიას, ნატახტარის და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს, მირიან მეფის, პეტრე იბერის (ნაწილობრივ), საბურთალოს და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის,  დაბა კიკეთის, დაბა დიდების (ნაწილობრივ)  და კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, ჯანჯღავას, კაჭარავას და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად ისვენებდა…” – ბაკურიანში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

ბაკურიანში თხილამურებით სრიალის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

„დაიჯესტის“ ინფორმაციით, გარდაცვლილია გიორგი ტუხაშვილი, რომელიც დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად სამთო კურორტზე ისვენებდა.

ცნობისთვის, უბედური შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, სრიალისას მოხდა. 35 წლამდე ასაკის კაცი მოზარდს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა. ახალგაზრდა კაცი კი, ადგილზე მისულ სასწრაფოს ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა. დაშავებული მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაზიანება ქვედა კიდურების არეში აქვს.

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – დეტალები

აზერბაიჯანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც report.az ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრა მილ-მუღანის ეკონომიკური რეგიონში მოხდა.

ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა ბაქოს დროით, 22:05 საათზე დაფიქსირდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

“ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესთავაზოს ალტერნატივა” -ირაკლი ჩიქოვანი

მართლაც ცუდია, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიციაში არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია შინაარსობრივი დებატი ხელისუფლებასთან, რომელსაც აქვს ისეთი მაღალი მორალური პოზიციები ან ავტორიტეტი, რომ საზოგადოებასთან შეუძლია პირნათლად წარდგეს. სამწუხაროდ, ოპოზიციაში ჩვენ პრაქტიკულად ასეთებს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე, ყველა დაჩრდილულია „ნაციონალური მოძრაობით“, შესაბამისად, ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, საზოგადოებას ხელისუფლების ალტერნატივა შესთავაზოს.

“ვინც დარჩენილია [ოპოზიციაში], მათ ძალა არ ყოფნით და დაჩრდილულები არიან ისეთი პოლიტიკური ძალებით როგორიცაა “ნაციონალური მოძრაობა” და ის კრიმინალური ფული, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” უკან დგას, “ნაციონალურ მოძრაობაში” და მასთან დაკავშირებულ მედიებში ტრიალებს. ფაქტი ფაქტად რჩება: დღეს ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესთავაზოს ალტერნატივა”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის საქმიანობას და აღნიშნა, რომ მიღწეულ შედეგებზე არა მხოლოდ მმართველი გუნდი, არამედ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ.

“ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას აქვს ძალიან დიდი შედეგები როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით და ვხედავთ, რომ არის ძალიან დიდი წარმატებები საერთაშორისო ფონზე. თუნდაც ის, რომ ვხედავთ რა დონის შეხვედრები აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დავოსში, რა საკითხებზე საუბრობდა, უკვე მიღწეულ შედეგებზე, რომლებზეც არამხოლოდ ჩვენ, არამედ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ დაკავებულები ვართ საქმით, რომელიც წაადგება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს.” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

20 იანვრის ასტოლოგიური პროგნოზი

ვერძი

მაღალჩინოსნებისგან დახმარებაზე უარს მიიღებთ. თქვენი სამსახური და მოვალეობები მთელ დროს გართმევთ. თუ საცხოვრებლის საკითხს წყვეტთ, “დატრიალდით”, რომ ბოლოს მოტყუებული არ დარჩეთ. ფრთხილად იყავით თვითმფრინავით მგზავრობისას.

კურო

დღევანდელი დღე საუკეთესოა საქმიანი ვიზიტებისა და მოლაპარაკებებისთვის. ბევრი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდებათ, რაც დიდ ენერგიას და კონცენტრაციას მოითხოვს. საღამო დაუთმეთ გართობას და სიყვარულს.

ტყუპები

დღეს კარგი დღე არ არის უფროსებთან კონტაქტისთვის. მშობლები თავისას არ დაიშლიან და მათი დარწმუნება შეუძლებელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი აზრები ნათელი და დალაგებულია, საუბარი კი – გასაგები და დამაჯერებელი. საქმიან პარტნიორებთან ახალი კონტაქტები საკმაოდ მოქნილი იქნება. გაიზრდება თქვენი საქმიანი აქტივობა.

კირჩხიბი

დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით, სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.

ლომი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. შეიძლება კუჭის ტკივილმა შეგაწუხოთ. წარმატებული იქნება ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც შთაგაგონებთ ახალი იდეებით. სხვადასხვა საქმიან ოპერაციაში წარმატებას მიაღწევთ.

ქალწული

აუცილებელია მოიკრიბოთ მოთმინება, რათა შეძლოთ ახლობლებთან ან დაქვემდებარებულ პირებთან კონფლიქტის თავიდან არიდება. დღეს განსაკუთრებით სასიამოვნო და მომხიბვლელი ხართ. ზოგიერთი საქმის მოუგვარებლობა გაგაღიზიანებთ. იქონიეთ მეტი მოთმინება და მობილიზება.

სასწორი

დღეს მობილიზებული და ორგანიზებული ხართ. შეგიძლიათ დიდი საქმის შესრულება. ნუ იცრუებთ, რადგან ეს დახმარების ნაცვლად გავნებთ. კარგი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გასარკვევად. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს.

მორიელი

ნაყოფიერი დღეა კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ნელ-ნელა დაკარგავთ საკუთარი თავის რწმენას. რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდებით და მოახერხებთ, რომ ყველა მიიყვანოთ ბოლომდე. ფორტუნა სწყალობს კონსტრუქტორებს და არქიტექტორებს.

მშვილდოსანი

ნაყოფიერი დღე იქნება კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. მეგობრებთან ან ნათესავებთან საქმიანი სატელეფონო საუბარი გექნებათ. დღის ბოლოს მოვლენები მოულოდნელად შემოტრიალდება, ყურადღებით იყავით – სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს. წარმატებული დღეა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის.

თხის რქა

დღეს მოთმინება და გონიერება გმართებთ. თუ დილიდანვე იწუწუნებთ, შუადღისთვის უკვე ენრგიაგამოცლილი იქნებით. მიუხედავად იმისა, რომ მიზნების მიღწევის გზაზე ბევრი დაბრკოლება გხვდებათ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ახალი ნაცნობობა სასურველი არ არის. საღამოს გატარება სჯობს ოჯახურ გარემოში.

მერწყული

დღეს სასიცოცხლო ძალები და შემოქმედებითი ენერგია ნაკლებად გექნებათ. სასიყვარულო იმედგაცრუებას რთულად გადაიტანთ. მიენდეთ ფანტაზიას და არ ინანებთ. დიდი შანსია მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.

თევზები

დღევანდელი დღე კარგია საქმიანი შეხვედრებისა და ვიზიტებისთვის. თუ გყავთ ისეთი მეგობრები, რომლებთანაც ნაჩხუბარი ხართ, დროა შერიგდეთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.

ე.წ. ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

საბერძნეთის პროკურატურამ პარასკევს ბრალი წაუყენა ორ ეჭვმიტანილს ე.წ. ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის „კონტრაქტების“ შესრულებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში, სავარაუდოდ, შვიდი პირია ჩართული. ერთი მათგანი მონტენეგროში დააკავეს.

საბერძნეთის პოლიციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მათ დაადგინეს შვიდი ეჭვმიტანილი იანის სკაფტუროსისა (2022 წელს) და ვასილის რუბეტის (2023 წელს) მკვლელობის საქმეზე, რომლებიც ე.წ. ბერძნული მაფიის წამყვანი წევრები იყვნენ.

გარდა ამისა, დაკავების ორდერია გაცემული უცხოეთში გაქცეულ კიდევ ორ პირზე, რომლებიც საქართველოდან და უზბეკეთიდან არიან. კიდევ ერთი ადამიანი საბერძნეთში იძებნება.

“ჩვენი ვალდებულებაა რუსეთის გამარჯვება შეუძლებელი გავხადოთ” – მაკრონი

ჩვენი ვალდებულებაა რუსეთის გამარჯვება შეუძლებელი გავხადოთ, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

როგორც ფრანგული გაზეთი Le Monde იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “რუსეთის გამარჯვება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოების დასასრულს”.

“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების დახმარებას პრაგმატულად და ყოვლისმომცველად. საფრანგეთი გააგრძელებს [უკრაინის] აღჭურვას ყველა იმ სფეროში, რაც მისთვის მნიშვნელოვანია: არტილერია, საჰაერო თავდაცვა და დისტანციური დარტყმები”, – დასძინა ემანუელ მაკრონმა.

“ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა” – ირაკლი კობახიძე

უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა არცერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც ჩვენ არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი – ეს არის რეალური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდოს, შესაბამისად, წინასაარჩევნო პროგრამა აგებული იქნება იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება.
„ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში. 9 თვე არის დიდი დრო, არჩევნებამდე საკმაოდ დიდი პერიოდია დარჩენილი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ არსებული მონაცემები, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ და პირველ რიგში, ჩვენ უნდა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე ისეთი შეთავაზებებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეკონომიკური წინსვლა, ეკონომიკური განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა თავიდან ბოლომდე იქნება აგებული იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.