“დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად ისვენებდა…” – ბაკურიანში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

1797
spot_img

ბაკურიანში თხილამურებით სრიალის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

„დაიჯესტის“ ინფორმაციით, გარდაცვლილია გიორგი ტუხაშვილი, რომელიც დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად სამთო კურორტზე ისვენებდა.

ცნობისთვის, უბედური შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, სრიალისას მოხდა. 35 წლამდე ასაკის კაცი მოზარდს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა. ახალგაზრდა კაცი კი, ადგილზე მისულ სასწრაფოს ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა. დაშავებული მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაზიანება ქვედა კიდურების არეში აქვს.