Home Blog Page 1757

,,სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით”- დავით ბერძენიშვილი

მარტო მატრონას ხატს და რუსულ პოსტსაბჭოთა ნარატივს კი არ იცავენ, ისინი სტალინს იცავენ და სტალინისტები არიან. სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ეს სიახლე ხომ არ არის? ივანიშვილი, რომელიც არ იყო მაინც და მაინც სტალინისტობაზე შემჩნეული, დასჭირდა, გაუჭირდა და ამიტომ ლაპარაკობენ აი ჩვენ ქართველობას ვიცავთო. ქართველობას იცავენ უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთთან ერთად არიან ეკლესიურადაც“,- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

რუსეთი ქვეყნის სამ რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამ რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით თავდასხმები განხორციელდა.

ღამე განგაში ორლოვის, სმოლენსკისა და ტულის ოლქში გამოცხადდა. ამ ეტაპზე ინფორმაცია მსხვერპლსა ან ზარალის შესახებ არ გავრცელებულა. კომენტარი არც უკრაინის ხელისუფლებაში გაუკეთებიათ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონები შენიშნეს სანქტ-პეტერბურგთან. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ უსტ-ლუგის პორტში ხანძარია. ამ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამ ეტაპზე არ ეხმაურებიან.

ისრაელის რამდენიმე ქალაქში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა

ისრაელის რამდენიმე ქალაქში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა. დემონსტრაციები ერთდროულად ჩატარდა თელ ავივში, იერუსალიმსა და კესარიაში.

დემონსტრანტები ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, უფრო მეტი გააკეთოს ღაზის სექტორში მყოფი 100-ზე მეტი მძევლის გასათავისუფლებლად. ამასთან ერთად, მომიტინგეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი სიტყვით გამოსვლისას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებითაც გამოვიდა.

როგორც ცნობილია, „ჰამასის“ მებრძოლები მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ისრაელისგან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ითხოვენ, რაზეც ნეთანიაჰუს მთავრობა უარს აცხადებს და ამბობს, რომ ეს „ჰამასს“ ძალების აღდგენაში დაეხმარება.

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახალი სამუშაო კვირა ძველი საქმეების დასრულებით უნდა დაიწყოთ. ვარსკვლავები სწრაფად და ეფექტიანად მოქმედებისკენ მოგიწოდებენ. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანისგან მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. ახალი ნაცნობი მომავალში ძალიან დაგეხმარებათ, ამიტომ შეხვედრაზე უარს ნუ იტყვით.

კურო

მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ პარტნიორს გულწრფელად ესაუბროთ და საკუთარი პრეტენზიებიც გააცნოთ, მით უფრო, თუკი გრძნობთ, რომ გაურკვევლობა გამძიმებთ და ცხოვრებით ტკბობაში ხელს გიშლით. ამ დღის მოვლენებს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ და ეცადეთ, ყველაფერი აკონტროლოთ.

ტყუპები

თუ ჩანაფიქრის განხორციელება გსურთ, ყურადღებას ნუ მოადუნებთ და საკუთარ საქმეს სერიოზულად მიუდექით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ შეცდომას დაუშვებთ და ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგიწევთ. ამ დღეს მარტო მუშაობა გაცილებით ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რათა თქვენმა შენიშვნებმა შეიძლება ვიღაც არ გააღიზიანოს.

კირჩხიბი

გირჩევთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ და მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარეთ, რომელთა გადადება აღარ შეიძლება. ნუ დაიზარებთ და ქაღალდზე ჩამოწერეთ ყველა იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ, ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ. მოსალოდნელია შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან.

ლომი

ამ დღეს თავში საინტერესო იდეა მოგივათ, რომლის განხორციელება მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ, თუმცა ჯერ ამის დრო არ დამდგარა. თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.

ქალწული

ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დაგიგროვდათ, რომლებიც სასწრაფოდ მოქმედებას მოითხოვს. ეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ ამოცანა დროულად შეასრულოთ. უპირატესობა ფინანსურ საქმეებს უნდა მიანიჭოთ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს.

სასწორი

სასურველია, ეს დღე დასვენებას და სასიამოვნო საქმიანობას დაუთმოთ. შეგიძლიათ, საკუთარ თავს პატარა საჩუქარიც მოუმზადოთ. ნუ შეგაშინებთ ცვლილებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მალე შემოვა. თუ საქმეში დამხმარეები დაგჭირდებათ, მათზე ზეწოლას უნდა მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომლობაზე უარს იტყვიან.

მორიელი

მოემზადეთ სერიოზული ცვლილებებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მალე შემოვა. თუ ახალი იდეის განხილვა გსურთ, გამოცდილ ადამიანებს, საქმის პროფესიონალებს უნდა დაუკავშირდეთ. საერთო გეგმის ერთობლივი განხილვა მოგებიანი იქნება და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა, სანერვიულო არაფერია.

მშვილდოსანი

ამ დღეს სამსახურსა თუ პირად ურთიერთობებში სასურველი შედეგის მისაღწევად ერთადერთი საშუალება ინიციატივის გამოჩენაა. ნუ ელით, რომ პრობლემებს ვინმე მოგიგვარებთ, თუ სასიკეთო ცვლილებებისთვის თავად უნდა იმოქმედოთ. საღამოს ხალხმრავალი წვეულება გელით, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩებით – ძალების აღსადგენად მშვიდი დასვენება გჭირდებათ.

თხის რქა

მოიშორეთ ყველაფერი, რაც წინსვლასა და განვითარებაში ხელს გიშლით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, უფრო ოპტიმისტურად იყოთ და საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას ცდილობს – კარგად იცით, რა გსურთ და სასურველი როგორ მიიღოთ.

მერწყული

შესაძლოა, ამ დღეს შინაგანმა ხმამ სწორი გადაწყვეტილება ან მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გიკარნახოთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ ეცადეთ, რთულ სიტუაციებში გამბედაობა გამოიჩინოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ფრთხილად იყავით დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ.

თევზები

გამჭრიახობა და კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ, რომ ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯობია მთავარზე კონცენტრირდეთ. შესაძლებელია, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს სამომავლო გეგმებს შეცვლიან. მშვენიერი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნისთვის.

 

ერაყში აშშ-ის საჰაერო ბაზაზე ძლიერი სარაკეტო თავდასხმა მოხდა

ერაყში აშშ-ის ამერიკულ ბაზაზე ძლიერი სარაკეტო თავდასხმა მოხდა.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაიჭრა.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საჰაერო ბაზაზე, რომელსაც აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციის ძალები იყენებენ, სულ მცირე ათეული რაკეტა იქნა გასროლილი. ამერიკელი სამხედროები მსუბუქად დაშავდნენ, ერაყის უსაფრთხოების ძალების ერთი წევრი კი მძიმედ დაშავდა.

როგორც მედი წერს, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანის დაზვერვის უფროსი სირიაში და სამი სხვა სამხედრო თანამშრომელი დაიღუპა ისრაელის, შესაძლო, თავდასხმის შედეგად.

„ჰამასი“ ისრაელის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული”- ბორელი

„ჰამასი“ ისრაელის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ესპანეთში ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბორელის თქმით, „ჰამასი“ ისრაელის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული, რათა “ფათჰი” პარტიის მიერ მართული პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია დაესუსტებინა.

„ჰამასი“ ისრაელის მთავრობის მიერ იქნა დაფინანსებული, რათა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, „ფათჰი“ დაესუსტებინა… გვჯერა, რომ ორი სახელმწიფოს [ისრაელისა და პალესტინის] გამოსავალი გარედან უნდა იქნას დაკისრებული, რათა მშვიდობა დავაბრუნოთ, თუნდაც ისრაელი იმეორებდეს ამ გამოსავალზე უარს, და ამის აღსაკვეთად ისინი ისე შორს წავიდნენ, რომ თავად „ჰამასი“ შექმნეს“, – განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კრიტიკის ქვეშ მოექცა 2018 წელს კატარის მიერ ღაზას სექტორის დაფინანსებისთვის, რომლის შესახებ შეთანხმებასაც ნეთანიაჰუმ, თავის დროზე, მხარი დაუჭირა. ნეთანიაჰუ უარყოფს, რომ აღნიშნულმა დაფინანსებამ „ჰამასის“ გაძლიერებაში შეიტანა წვლილი.

იანვარმა და თებერვალმა შესაბამისი შედეგი უნდა მოიტანოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მომავალი კვირის გეგმებზე, რომლებიც საერთაშორისო აქტივობებს უკავშირდება.  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ემზადება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, პარტნიორებთან ახალი ორმხრივი შეთანხმებების გასაფორმებლად.

“ჩვენ ვამზადებთ ახალ, ძლიერ, ორმხრივ შეთანხმებებს პარტნიორებთან. იანვარმა და თებერვალმა შესაბამისი შედეგი უნდა მოიტანოს. ჩვენ უკვე შეგვიძლია დავინახოთ კონკრეტული თარიღები, როდის შეიძლება იყოს დოკუმენტები. უსაფრთხოების გარანტიების  ახალი არქიტექტურით, ჩვენ რეალურად ვაცოცხლებთ საერთაშორისო სამართლის სისტემას და როდესაც სამართლიანობა აღდგება უკრაინაში, როდესაც ჩვენი უსაფრთხოება აღდგება, ის ასევე იმუშავებს მსოფლიოს სხვა ხალხებისთვისაც.” აცხადებს ზელენსკი მიმართვაში.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ბექა მინდიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას“ წევრი ათი ორგანიზაცია, აღნიშნულია, რომ „2024 წლის არჩევნების მთავარ სტრატეგიას „ქართული ოცნება“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირებასა და ანტიდასავლურ რიტორიკას აფუძნებს“.

„ამ გეგმის განხორციელება უკვე დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, შეიჭრა კონსტიტუციური ორგანოს – სახალხო დამცველის –  დამოუკიდებლობაში და სახალხო დამცველს მოუწოდა, “შესაბამისი რეაგირება მოახდინოს” სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის, მიმართ. 18 იანვარს შალვა პაპუაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ბექა მინდიაშვილი რელიგიური შეუწყნარებლობით არის გამორჩეული და არ აქვს უფლება, მუშაობდეს სახალხო დამცველის აპარატში. ორი დღის შემდეგ, 20 იანვარს, პაპუაშვილმა პრესკონფერენცია მიუძღვნა მართლმადიდებელ ეკლესიაზე პოპულისტურ საუბარს, რა დროსაც გაავრცელა ანტიდასავლური გზავნილები, კვლავ სცადა საქართველოს დასავლელი პარტნიორების და USAID-ის დისკრედიტაცია და უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონის (რუსული კანონი) არსებობის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნული ანტიკონსტიტუციური განცხადებებით  არღვევს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს, უხეშად ერევა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ცენტრის ავტონომიაში, აღვივებს შეუწყნარებლობასა და სიძულვილს უფლებადამცველების მიმართ, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და დემოკრატიული განვითარების პროცესს.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტობის კულტურის განვითარებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს ჩამოყალიბებისთვის. ცენტრს, ბექა მინდიაშვილის ხელმძღვანელობით, უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვასა და ადვოკატირებაში. სწორედ ტოლერანტობის ცენტრის კოორდინაციით ფუნქციონირებს ორი უნიკალური პლატფორმა, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები. რელიგიათა საბჭოს, რომელიც რელიგიური გაერთიანებებისათვის თანასწორუფლებიანი და უსაფრთხო სივრცეა, გამორჩეული წვლილი შეაქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით. ხელისუფლების ქმედებები მიანიშნებს, რომ ის სწორედ ამგვარ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე დაფუძნებულ სივრცეს ებრძვის.

ხელისუფლების ბოლოდროინდელი რიტორიკა და პოლიტიკა ცხადყოფს, რომ  მისი პრიორიტეტი არა რელიგიის თავისუფლების დაცვა, არამედ რელიგიურ ორგანიზაციებზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და დისკრიმინაციის გაღრმავებაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა 2014 წელს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო”. ხელისუფლება ცდილობს, მიიღოს რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ავტორიტარული კანონები. ამას მოწმობს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებაც, სადაც მან “რელიგიური შენობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის” სანქციების დაწესების საკანონმდებლო გეგმებზე ისაუბრა.

ცინიკურია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების დაცვაზე საუბარიც, მაშინ, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო მოსმენა-თვალთვალის ათიათასობით ფაილით დასტურდება, თუ რა მასშტაბით ერევა ხელისუფლება მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი არც მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების დაცვაა და მისი რიტორიკა მხოლოდ პოპულისტურ ელექტორალურ მიზნებს ემსახურება.

სამოქალაქო პლატფორმისთვის “არა-ფობიას!” აბსოლუტურად მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, Პოლიტიკური მიზნებისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირება და ე.წ. რუსული კანონის თემის ხელახალი აქტუალიზაცია.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის კამპანია, მიზანმიმართული ანტიდასავლური პოლიტიკა, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოებისა და რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში ჩარევა და ავტორიტარული, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის მიღების  მცდელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), საფარი, თანასწორობის მოძრაობა, უფლებები საქართველო, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებათა ცენტრი, „თბილისი პრაიდი“, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.

,,ოპოზიციასთან ანგარიში და დაპირისპირება არ არის ხელისუფლების გეგმების მთავარი მსაზღვრელი”- მიხეილ სარჯველაძე

ოპოზიციასთან ანგარიში და დაპირისპირება არ არის ხელისუფლების გეგმების მთავარი მსაზღვრელი. ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმები – როგორ წაიყვანოს ქვეყანა უკეთესი მომავლისკენ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„პირველ რიგში, ეს უკავშირდება მშვიდობას. საზოგადოება ხვდება და აფასებს, რაოდენ საცალფეხო გზაზე გავატარეთ ქვეყანა საბედნიეროდ წარმატებულად საიმისოდ, რომ მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. ეს მშვიდობა მოითხოვს გაფრთხილებას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას კონსტანტინე გამსახურდია უხელმძღვანელებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი – კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ დირექტორს კი საერთო ეროვნულ საქმეში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე კონსტანტინე გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.

საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება

საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება. როგორც „ქრონიკას“ საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობაში განუცხადეს, საქართველოს მთავრობასთან მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია აქვთ.

„აშშ-ს მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ჩვენ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

„მოვუწოდებ ყველა დონორს, გადაამოწმონ, ხომ არ მიემართება მათი მოქალაქეების თანხები ისეთი პროექტებისა და ადამიანების დაფინანსებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებების სფეროში ჩვენს საერთო ღირებულებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.

უწყებაში აცხადებენ, რომ ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.