21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

239
spot_img

ვერძი

ახალი სამუშაო კვირა ძველი საქმეების დასრულებით უნდა დაიწყოთ. ვარსკვლავები სწრაფად და ეფექტიანად მოქმედებისკენ მოგიწოდებენ. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანისგან მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. ახალი ნაცნობი მომავალში ძალიან დაგეხმარებათ, ამიტომ შეხვედრაზე უარს ნუ იტყვით.

კურო

მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ პარტნიორს გულწრფელად ესაუბროთ და საკუთარი პრეტენზიებიც გააცნოთ, მით უფრო, თუკი გრძნობთ, რომ გაურკვევლობა გამძიმებთ და ცხოვრებით ტკბობაში ხელს გიშლით. ამ დღის მოვლენებს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ და ეცადეთ, ყველაფერი აკონტროლოთ.

ტყუპები

თუ ჩანაფიქრის განხორციელება გსურთ, ყურადღებას ნუ მოადუნებთ და საკუთარ საქმეს სერიოზულად მიუდექით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ შეცდომას დაუშვებთ და ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგიწევთ. ამ დღეს მარტო მუშაობა გაცილებით ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რათა თქვენმა შენიშვნებმა შეიძლება ვიღაც არ გააღიზიანოს.

კირჩხიბი

გირჩევთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ და მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარეთ, რომელთა გადადება აღარ შეიძლება. ნუ დაიზარებთ და ქაღალდზე ჩამოწერეთ ყველა იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ, ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ. მოსალოდნელია შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან.

ლომი

ამ დღეს თავში საინტერესო იდეა მოგივათ, რომლის განხორციელება მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ, თუმცა ჯერ ამის დრო არ დამდგარა. თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.

ქალწული

ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დაგიგროვდათ, რომლებიც სასწრაფოდ მოქმედებას მოითხოვს. ეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ ამოცანა დროულად შეასრულოთ. უპირატესობა ფინანსურ საქმეებს უნდა მიანიჭოთ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს.

სასწორი

სასურველია, ეს დღე დასვენებას და სასიამოვნო საქმიანობას დაუთმოთ. შეგიძლიათ, საკუთარ თავს პატარა საჩუქარიც მოუმზადოთ. ნუ შეგაშინებთ ცვლილებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მალე შემოვა. თუ საქმეში დამხმარეები დაგჭირდებათ, მათზე ზეწოლას უნდა მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომლობაზე უარს იტყვიან.

მორიელი

მოემზადეთ სერიოზული ცვლილებებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მალე შემოვა. თუ ახალი იდეის განხილვა გსურთ, გამოცდილ ადამიანებს, საქმის პროფესიონალებს უნდა დაუკავშირდეთ. საერთო გეგმის ერთობლივი განხილვა მოგებიანი იქნება და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა, სანერვიულო არაფერია.

მშვილდოსანი

ამ დღეს სამსახურსა თუ პირად ურთიერთობებში სასურველი შედეგის მისაღწევად ერთადერთი საშუალება ინიციატივის გამოჩენაა. ნუ ელით, რომ პრობლემებს ვინმე მოგიგვარებთ, თუ სასიკეთო ცვლილებებისთვის თავად უნდა იმოქმედოთ. საღამოს ხალხმრავალი წვეულება გელით, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩებით – ძალების აღსადგენად მშვიდი დასვენება გჭირდებათ.

თხის რქა

მოიშორეთ ყველაფერი, რაც წინსვლასა და განვითარებაში ხელს გიშლით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, უფრო ოპტიმისტურად იყოთ და საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას ცდილობს – კარგად იცით, რა გსურთ და სასურველი როგორ მიიღოთ.

მერწყული

შესაძლოა, ამ დღეს შინაგანმა ხმამ სწორი გადაწყვეტილება ან მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გიკარნახოთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ ეცადეთ, რთულ სიტუაციებში გამბედაობა გამოიჩინოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ფრთხილად იყავით დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ.

თევზები

გამჭრიახობა და კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ, რომ ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯობია მთავარზე კონცენტრირდეთ. შესაძლებელია, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს სამომავლო გეგმებს შეცვლიან. მშვენიერი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნისთვის.