საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება. როგორც „ქრონიკას“ საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობაში განუცხადეს, საქართველოს მთავრობასთან მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია აქვთ.
„აშშ-ს მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ჩვენ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
„მოვუწოდებ ყველა დონორს, გადაამოწმონ, ხომ არ მიემართება მათი მოქალაქეების თანხები ისეთი პროექტებისა და ადამიანების დაფინანსებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებების სფეროში ჩვენს საერთო ღირებულებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.