Home Blog Page 1745

“უკრაინელი ჯარისკაცის ცხენს რკინის ნერვები დაჭირდება” – რას წერს გამოცემა „ექსპრესი“

ავსტრიული გამოცემა „ექსპრესი“ (Express) აქვეყნებს მოკლე სარედაქციო სტატიას სათაურით „ახალი უკრაინული კავალერია? უკრაინელი ჯარისკაცის ცხენს რკინის ნერვები დაჭირდება“, რომელშიც ერთგვარი ირონიით არის განხილული ქვეყნის არმიაში მომხდარ ცვლილებები – კავალერიის გამოყენება საომარი მოქმედებების დროს: იმ მიზეზით, რომ უკრაინელ სამხედროებს ავტომანქანები აკლიათ, მათ უკიდურესი ნაბჯი გადადგეს და ბრძოლაში ცხენებით სარგებლობა დაიწყეს, რომელთა შერჩევა ხდება ერთი კრიტერიუმით – აქვთ თუ არა მათ „რკინის ნერვები“.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ცხენზეა ამხედრებული და მხარზე, მშვილდ-ისრის ნაცვლად, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური კომპაქტური სარაკეტო სისტემა „ჯაველინი“ აქვს გადაკიდებული: უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცები თავიანთი ახალი ყველგანმავლებითა და ცხენებით პოზიორობენ.

უკრაინის არმიის მებრძოლებს ესოდენ თამამ საინჟინრო გადაწყვეტილებაზე, ალბათ, ტრანსპორტის მწვავე დეფიციტმა უბიძგა. ამ ფოტოსესიის მიხედვით ჩანს, რომ უკრაინის არმია „ძველი კეთილი დროის“ მსგავსად, საკავალერიო შეტევისათვის ემზადება. ტექსტი, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოსურათებს ახლავს, ასე ჟღერს: „ცხენზე ამხედრებული უკრაინის არმიის მე-3 მოიერიშე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე „ჯაველინით“.

ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინელ ჯარისკაცთა ოთხფეხა მეგობარს და თანაპოლკელს, რასაკვირველია, „რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს“ და „ტყვიაგაუმტარი უნდა იყოს“. „ჯაველინის მოქმედების რადიუსი ორი ათას მეტრს შეადგენს და, რა თქმა უნდა, ასეთი ძლიერი „ქვემეხი“ უხმაურო ნამდვილად არ იქნება, შესაძლოა, რაკეტის გასროლის დროს ცხენი დაფრთხეს.

ამერიკული „ჯაველინების“ დახმარებით უკრაინელებმა ბევრი რუსული ტანკი გაანადგურეს ომის დასაწყისში. ვაშინგტონმა კიევს ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინის“ თითქმის 10 ათასი კომპლექტი მიაწოდა, აგრეთვე ჰაერსაწინააღმდეგო 2500 რაკეტა „სტინგერი“.

მაგრამ პენტაგონის ამასწინანდელი მოხსენების თანახმად, ამ მიწოდებული იარაღის 59%-ის ზუსტი ადგილსამყოფელი დღეისათვის უცნობია.

წყარო

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, „ხალხის ძალა“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თუ მოითხოვდა გამოძიებას, რადგან რასაც ამბობენ, თუ აღასრულეს, ყველა პრემიერის მიმართ საქმეა აღსაძრავი -იაგო ხვიჩია

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ „ხალხის ძალა“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა, რადგან რასაც ისინი ამბობენ, თუ ეს აღასრულეს, საქართველოს ყველა პრემიერ-მინისტრის მიმართ საქმეა აღსაძრავი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ უპასუხა კითხვას „ხალხის ძალის“ მიერ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებაზე.

„აქამდე სად იყვნენ, თუ ეს იცოდნენ? 11 წელია, ხელისუფლებაში არიან და აქამდე რას აკეთებდნენ? ამ ხნის განმავლობაში ვინ არ იყო პრემიერი, დაწყებული ივანიშვილით, დამთავრებული გახარიათი, ყველა პასუხისგებაშია მისაცემი, „ხალხის ძალას“ რომ დავუჯეროთ. ყურებს არ ვუჯერებდი, ეს რომ მოვისმინე – რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილმა გურამ მაჭარაშვილს ისეთი, რომ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს?“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ხელისუფლებამ სახელმწიფოს და ჯარის ინტერესები ეფექტიანად დაიცვა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა, გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი შეთანხმებული არიან – რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო“.

ოპოზიციას როგორ სცენარსაც დაუწერენ როზნერები და როზნერის უკან მდგომი სცენარისტები, იმას გააკეთებენ – ალუდა ღუდუშაური

“არსებობს პასუხისმგებლობისგან დაცლილი, სტერილური ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც ქართველი ხალხის მხარდაჭერა სრულიად სამართლიანად არა აქვს”-ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაური ოპოზიციის პიარ კონსულტანტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ოპოზიციას, როგორ სცენარსაც დაუწერენ როზნერები და როზნერის უკან მდგომი სცენარისტები, იმას გააკეთებენ – მათ არც პრინციპები და არც მორალი გააჩნიათ.

ღუდუშაურის შეფასებით, „ეტყვიან გახარიებს სადღაც წადი – წავა, ეტყვიან უღალატე საკუთარ ხალხსა და გუნდს – უღალატებენ, თქვი უარი კანონის აღსრულებაზე და გააკეთებენ ამას. ამის შემდეგ არავის არაფერი უკვირს.

ოპოზიციის წარმომადგენლები სადაც არ უნდა გადავიდნენ და როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ და გაერთიანდნენ, ამ ყველაფერს არანაირი შედეგი არ ექნება, რადგან მათ ხელზე აქვთ სისხლი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ჩამოირეცხავენ.

თუ ორი ნიკა გაერთიანდება და გახდება ერთი, წარმოუდგენელია, რა დივიდენდი და წონა შეიძლება ჰქონდეს მათ გაერთიანებას. ზურა გირჩი ჯაფარიძემ ქართველ ხალხს თავი საოკუპაციო ჯარებთან შარვლის ჩახდით და უკანალის ჩვენებით დაამახსოვრა – რასაც ისტორიის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები თავს სწირავდნენ, ამან საპირისპირო გააკეთა და ახლა ამ ადამიანებზე მეუბნებით, რომ ვისთანაც ზურა გირჩი ჯაფარიძე მივა, ის დაამარცხებს ხელისუფლებას. ეს არის წარმოუდგენელი რამ”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

„ქართული ოცნების” დეპუტატმა პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებით გამოწვეულ შიშზეც ისაუბრა.

„მალე ერთი თვე გახდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ. ამის შემდეგ დღე არ გასულა ივანიშვილს რომ არ ახსენებდეთ, რითაც ვხედავთ, თუ როგორ გეშინიათ – ივანიშვილის ეს აპოკალიფსური შიში სრულიად სამართლიანად გაქვთ!“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, რამდენიმე პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, რამდენიმე პირი დააკავეს.

თუ რამდენი ადამიანია დაკავებული, ეს ჯერ უცნობია.

ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში პოლიცია შენობაში შესვლას ცდილობს, თუმცა, სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი შედუღებულია. ადგილზე შეკრებილები არიან ოჯახის მხარდამჭერები, რომლებიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს საშუალებას არ აძლევენ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყონ.

„რადგანაც უკრაინამ რუსეთთან ომში გარღვევა ვერ მოახდინა, კიევისთვის ახლა მშვიდობაც კი კატასტროფულია“ – უცხოური პრესა

 „უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სულ უფრო დაბნეულად გამოიყურება. სამწუხაროდ, კიევისათვის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება ისეთი სტაბილური და საიმედო არ აღმოჩნდა, როგორიც ეს უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდა წარმოდგენილი“, – ამბობს ბუკინგემის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი და პოლიტოლოგი  ენტონი გლიზი ბრიტანულ გაზეთ „დეილი სტართან“ (The Daily Star) ინტერვიუში, სათაურით „რადგანაც უკრაინამ რუსეთთან ომში გარღვევა ვერ მოახდინა, კიევისთვის ახლა მშვიდობაც კი კატასტროფულია“ (ესაუბრება ჟურნალისტი ევან გლიდოუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ინტერვიუში პროფესორი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე ამჟამად ჩიხური სიტუაციაა შექმნილი და რადგანაც არცერთ მხარეს არ შეუძლია მნიშვნელოვანი შეტევის განხორციელება, შესაბამისად, ასეთი მდგომარეობა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება. ვითარება უკრაინის ლიდერში ერთგვარ დაბნეულობას იწვევს: კიევი ზამთრის განმავლობაში ნატოს წევრი ქვეყნებიდან რაიმე ქმედით დახმარებას ვერ მიიღებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა უკვე შეურიგდა იმას, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია ჩიხშია შესული, რაც იმას ნიშნავს, რომ საბრძოლო შორსმიმავალი გეგმები და ოპერაციები გაზაფხულამდე ვერ განხორციელდება. ენტონი გლიზი ეთანხმება ამ შეფასებას და ამბობს, რომ ამგვარ ვითარებაში სამშვიდობო მოლაპარაკება და სავარაუდო საზავო შეთანხმება [უკრაინასა და დასავლეთს] „კატასტროფად“ შეუბრუნდება.

„დეილი სტარისადმი“ მიცემულ ინტერვიუში პროფესორმა შემდეგი განაცხადა: „ფრონტის ხაზზე არავითარი მნიშვნელოვანი სვლები არ ჩანს. უკრაინის ხელისუფლებამ ყურადღებით უნდა მოუსმინოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის და მისი ნათქვამი კარგად უნდა გააცნობიეროს“.

ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შედეგად, ამჟამად არცერთი მხარე რაიმე სამხედრო გარღვევის ნიშნებს არ ამჟღავნებს. კრემლმა უნდა იცოდეს: რუსეთის არმია კიევს ვერ აიღებს, ხოლო კიევმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინის არმია ყირიმს ვერ დაიკავებს“.

„სამწუხაროდ, მამაცი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დროს დაბნეულად გამოიყურება. ის, რაც მას ადრე გარანტირებული ჰქონდა – აშშ-სა და ევროკავშირის სამხედრო-ფინანსური მხარდაჭერა, ამჯერად უფრო ნაკლებად საიმედოდ ჩანს, ვიდრე პრეზიდენტს ადრე ჰქონდა წარმოდგენილი.

რასაკვირველია, თავიდანვე დასავლეთის პოზიცია ნათელი იყო: სწორედ უკრაინელებს უნდა ებრძოლათ ფრონტის ხაზზე, დასავლეთი(ანუ აშშ და ევროკავშირი) კიევს ფულით და იარაღით დაეხმარებოდა. ლაპარაკი არ არის არც ნატოს წევრი სახელმწიფოების არმიებისა და არც „ამერიკულ ჯარზე“ – ისინი კონფლიქტში არ ჩაერევიან. ვფიქრონ, მთელი 2024 წლის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის მხრიდან ფასული ზეწოლის ქვეშ იქნება, რომ მან ვლადიმერ პუტინს დაუთმოს ის ტერიტორიები, რომლებიც კრემლს უკვე დაკავებული აქვს და თავის რუს კოლეგას შეურიგდეს.

რასაკვირველია, სამშვიდობო ზავი კატასტროფულად შეუბრუნდება როგორც უშუალოდ უკრაინას, ასევე ჩვენც, დასავლეთსაც. არ არის გამორიცხული, რომ 2024 წლის ბოლოს ჩვენ მშვიდობის დამყარების მოწმენი გავხდებით – ისეთი მშვიდობისა, რომელიც ვლადიმერ პუტინის პირობებზე იქნება დამყარებული“, – ამბობს ინტერვიუში ენტონი გლიზი, დიდი ბრიტანეთის ბუკინგემის უნივერსიტეტის პროფესორი.

წყარო

—————-

ხალხს სჭირდება ცვლილებები, რეფორმები და ესენი გაბოროტებული დედაბერივით წყევლიან ყოველდღე საქართველოს -პაატა მანჯგალაძე

ხალხს სჭირდება ცვლილებები, რეფორმები და ესენი გაბოროტებული დედაბერივით წყევლიან ყოველდღე საქართველოს, – ასე გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე, „ხალხის ძალის” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.

მისი თქმით,   „ხალხის ძალას” უნდა, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა შემოიტანონ, რაშიც არ აჰყვებიან.

„არც მინდა ამ სისულელეზე კომენტარის გაკეთება. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ის ენა არ გამოვიყენო, რომელიც დაძაბულობას გაზრდის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ხალხი სხვა რამით დაკავდეს. ხალხს სჭირდება ცვლილებები, რეფორმები და ესენი გაბოროტებული დედაბერივით წყევლიან ყოველდღე საქართველოს. არ ავყვეთ ამ ხალხს ამაში, არც მოვუსმინოთ, არც წავიკითხოთ, იმიტომ რომ ყველა არის საინფორმაციო დივერსია და ამაში აყოლა ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ საქმის კეთებასა და აღმშენებლობაში. ჩვენ ეს პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. მათ უნდათ რომ საზოგადოებაში დაძაბულობა შემოიტანონ, რაშიც არ ავყვებით”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

“ნათელი უნდა მოეფინოს 2008 წლის ომის მოღალატეობრივ დეტალებს, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მიეცეს სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივ გადაწყვეტილებებს”

რატომ მიიღო მოღალატეობრივი რეზოლუცია #1633 ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ, შემდეგ დამალა და საერთაშორისო გამოძიებას ხელი შეუშალა საქმის წარმოებისთვის?! რომ არა „ქართული ოცნება”, დღემდე ბუნდოვანებით იქნებოდა მოცული 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხი და საქართველოს, როგორც ომის დამნაშავის რეპუტაცია საერთაშორისოდ დეკლარირებული, – წერს „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რითაც ეხმიანება „ხალხის ძალის” განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ძირფესვიან გამოძიებას საჭიროებს.

მისი თქმით, როცა საერთაშორისო დონეზე უკვე ყველაფერი გარკვეულია, ნათელი უნდა მოეფინოს 2008 წლის აგვისტოს ომის მოღალატეობრივ დეტალებს, რათა სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მიეცეს წინა ხელისუფლების მოღალატეობრივ გადაწყვეტილებებს.

„საერთაშორისო საკითხი;
• ევროსაბჭოს რეზოლუცია #1633-ის მოღალატეობრივი შინაარსის მიღებისა სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან და ზოგადად, „ნაც-მოძრაობის“ მიერ ქართული ჯარის დადანაშაულებისა და საქართველოს, როგორც რუსეთთან ერთად ომის დანაშაულების ჩამდენი ქვეყნის აღიარება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სტრასბურგისა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2022წლის გადაწყვეტილებით გააბათილა და რუსეთის სახელმწიფო გამოცხადდა დამნაშავედ, რამაც საქართველოს დაზიანებული საერთაშორისო იმიჯის რეაბილიტაცია მოახდინა.
სამართლებრივი საკითხი;
• სტრასბურგისა და შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქართული მხარე სრულად არის გამართლებული, რაც უპრეცედენტო მასშტაბის შრომისა და უსერიოზულესი სამართლებრივი პროცედურების შედეგია, რომელიც 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ აწარმოა, თუმცა
რაში დასჭირდა „ნაც-მოძრაობას“ ევროსაბჭოს რეზოლუცია #1633-ის აღიარება და შემდეგ ამ რეზოლუციასავე დამალვა, აუცილებლად სამართლებრივად არის შესაფასებელი!
პოლიტიკური საკითხი;
რატომ მიიღო მოღალატეობრივი რეზოლუცია #1633 „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, შემდეგ დამალა და საერთაშორისო გამოძიებას ხელი შეუშალა საქმის წარმოებისთვის?! რომ არა „ქართული ოცნება“, დღემდე ბუნდოვანებით იქნებოდა მოცული 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხი და საქართველოს, როგორც ომის დამნაშავის რეპუტაცია საერთაშორისოდ დეკლარირებული.
აქამდე თუ საერთაშორისო სასამართლოებში საქმე მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება იყო საჭირო, რათა ცალკე საქართველოს იმიჯი აღდგენილიყო და ცალკე, ოკუპანტ რუსეთს არ გამოეყენებინა ჩვენი შიდა-პოლიტიკური საკითხი სასამართლო დავის პროცესში ახლა, საერთაშორისო დონეზე ყველაფერი გარკვეულია და რჩება მხოლოდ ერთი განსაკუთრებული აუცილებლობა – ნათელი მოეფინოს 2008 წლის აგვისტოს ომის მოღალატეობრივ დეტალებს, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მიეცეს სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივ გადაწყვეტილებებს, რათა დადგინდეს სიმართლე და დადგეს სამართალი.
„არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა!”
აუცილებლად უნდა მოხდეს ნაც-მოძრაობის სრული სამართლებრივ-პოლიტიკური დემონტაჟი და ყველა დამნაშავე სასტიკად დაისაჯოს!” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

“ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!” – სალომე ზურაბიშვილი

ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტი თბილისში, კეკელიძის N1-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების პროცესს ეხმაურება, სადაც აღსრულების ბიუროს თანამშრომლების მისვლას ხმაური მოჰყვა.

„ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!“- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აღსრულების პოლიცია კეკელიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შესვლას ამ დრომდე ცდილობს, მაგრამ სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი შედუღებულია.

ადგილზე შეკრებილები არიან ოჯახის მხარდამჭერები, რომლებიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს საშუალებას არ აძლევენ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყონ.

შეკრებილების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ადგილიდან უკვე განარიდეს.

“საუბარი გვაქვს ნიკა გვარამიასთან, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან, თუმცა ჯერ არაფერი კონკრეტული გადაწყვეტილი არ არის”

საუბარი გვაქვს როგორც ნიკა გვარამიასთან, ისე – სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთანაც. ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული გადაწყვეტილი არ არის, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების შესახებ კითხვის საპახუსოდ განუცხადა.

კითხვაზე – ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებები რა ეტაპზეა, ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს, რომ „მანდ არ არსებობს რაიმე ეტაპები.“

„არ არსებობს მანდ რაიმე ეტაპები; საუბარი გვაქვს როგორც ნიკა გვარამიასთან, ისე გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთანაც. ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული გადაწყვეტილი არ არის, როგორც კი იქნება რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილი, მაგის შინაარსი ის არის, რომ მერე საზოგადოებამ გაიგოს. არავინ არაფერს არ დამალავს. „ლელოსთან“ სულ გვაქვს მაგალითად კომუნიკაცია, ხან ვის ველაპარაკებით ხან – ვის ველაპარაკებით. ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილი არ არის. კარგია, რომ ეს კონსულტაციები მიდის. მე, ისევე როგორც ნიკა გვარამიას, ისე ელენეს (ხოშტარია), გვჯერა, რომ საბოლოო ჯამში, კონსოლიდაციაში არის გამოსავალი, მაგრამ ვნახოთ.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსოლიდაციაზე საუბარი არ გვაქვს, მაგრამ არის ფორმატები, სადაც სხვადასხვა საკითხზე ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ემიგრანტების საკითხზე გვაქვს გარკვეული ტიპის კომუნიკაცია. ნიკა მელიასთან ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, მე რაც მოვისმინე ნიკა მელიას წარმომადგენლებისგან ისინი აპირებენ პარტიის დაფუძნებას და მერე დავიწყებთ საუბარს მომავალ გეგმებზეო, შესაბამისად, ჩვენც ველოდებით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ”

დარწმუნებული ვარ, სამინისტროს და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს გვამოძრავებს ერთი მიზანი და ინტერესი, ქვეყანას ჰქონდეს სახელმწიფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, სამეცნიერო საქმიანობის რეგიონული ჰაბი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში უკვე დასაქმდა.

მისივე თქმით, სხვა კლინიკებში დასაქმებასა და უპრეცედენტო, ღირსეულ კომპენსაციას სთავაზობენ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დარჩენილ სხვა თანამშრომლებსაც.

„რამდენიმე თვის წინ, თანამშრომელთა ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ. მაგალითად რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს და იქ გვიდგანან გვერდში. ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ, აქაც მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის განხორციელების ნაწილში ისინი ჩვენ გვერდში იყვნენ და ერთად გავაკეთოთ ეს ისტორიული და საშვილიშვილო საქმე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სააკაშვილი და გვარამია სრულიად პოპულისტურად და გაუაზრებლად ქართულ აფხაზურ სახელმწიფოზე ბოდავენ -თამარ ჩერგოლეიშვილი

„სააკაშვილი და მის კვალდაკვალ – გვარამიაც, სრულიად პოპულისტურად და გაუაზრებლად ქართულ აფხაზურ სახელმწიფოზე ბოდავენ, ფიქრობენ რომ ეს აზრი პოპულარული იქნება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სააკაშვილი და მის კვალდაკვალ – გვარამიაც, სრულიად პოპულისტურად და გაუაზრებლად ქართულ აფხაზურ სახელმწიფოზე ბოდავენ, ფიქრობენ რომ ეს აზრი პოპულარული იქნება. დღეს საღამოს ლაივს გავაკეთებ ამ აბსურდზე. რატომ ქართულ-აფხაზური და არა ქართულ-ოსური? ან ქართულ-სომხური? ან ქართულ-აზერბაიჯანული? რასთანაა კავშირში ეს უპასუხისმგებლო ბოდვა? მოკლედ, დღეს, 21 საათისკენ, ერთიან ქართულ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე ვისაუბრებ და ამ პოპულისტურ, გაუაზრებელ და მოღალატეობრივ ბოდვებს ვუპასუხებ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

უამინდობის გამო, საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია შემდეგი საავტომობილო გზის მონაკვეთებზე:

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია შემდეგი საავტომობილო გზის მონაკვეთებზე: თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარიმესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.