“ნათელი უნდა მოეფინოს 2008 წლის ომის მოღალატეობრივ დეტალებს, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მიეცეს სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივ გადაწყვეტილებებს”

24
spot_img

რატომ მიიღო მოღალატეობრივი რეზოლუცია #1633 ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ, შემდეგ დამალა და საერთაშორისო გამოძიებას ხელი შეუშალა საქმის წარმოებისთვის?! რომ არა „ქართული ოცნება”, დღემდე ბუნდოვანებით იქნებოდა მოცული 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხი და საქართველოს, როგორც ომის დამნაშავის რეპუტაცია საერთაშორისოდ დეკლარირებული, – წერს „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რითაც ეხმიანება „ხალხის ძალის” განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ძირფესვიან გამოძიებას საჭიროებს.

მისი თქმით, როცა საერთაშორისო დონეზე უკვე ყველაფერი გარკვეულია, ნათელი უნდა მოეფინოს 2008 წლის აგვისტოს ომის მოღალატეობრივ დეტალებს, რათა სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მიეცეს წინა ხელისუფლების მოღალატეობრივ გადაწყვეტილებებს.

„საერთაშორისო საკითხი;
• ევროსაბჭოს რეზოლუცია #1633-ის მოღალატეობრივი შინაარსის მიღებისა სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან და ზოგადად, „ნაც-მოძრაობის“ მიერ ქართული ჯარის დადანაშაულებისა და საქართველოს, როგორც რუსეთთან ერთად ომის დანაშაულების ჩამდენი ქვეყნის აღიარება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სტრასბურგისა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2022წლის გადაწყვეტილებით გააბათილა და რუსეთის სახელმწიფო გამოცხადდა დამნაშავედ, რამაც საქართველოს დაზიანებული საერთაშორისო იმიჯის რეაბილიტაცია მოახდინა.
სამართლებრივი საკითხი;
• სტრასბურგისა და შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქართული მხარე სრულად არის გამართლებული, რაც უპრეცედენტო მასშტაბის შრომისა და უსერიოზულესი სამართლებრივი პროცედურების შედეგია, რომელიც 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ აწარმოა, თუმცა
რაში დასჭირდა „ნაც-მოძრაობას“ ევროსაბჭოს რეზოლუცია #1633-ის აღიარება და შემდეგ ამ რეზოლუციასავე დამალვა, აუცილებლად სამართლებრივად არის შესაფასებელი!
პოლიტიკური საკითხი;
რატომ მიიღო მოღალატეობრივი რეზოლუცია #1633 „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, შემდეგ დამალა და საერთაშორისო გამოძიებას ხელი შეუშალა საქმის წარმოებისთვის?! რომ არა „ქართული ოცნება“, დღემდე ბუნდოვანებით იქნებოდა მოცული 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხი და საქართველოს, როგორც ომის დამნაშავის რეპუტაცია საერთაშორისოდ დეკლარირებული.
აქამდე თუ საერთაშორისო სასამართლოებში საქმე მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება იყო საჭირო, რათა ცალკე საქართველოს იმიჯი აღდგენილიყო და ცალკე, ოკუპანტ რუსეთს არ გამოეყენებინა ჩვენი შიდა-პოლიტიკური საკითხი სასამართლო დავის პროცესში ახლა, საერთაშორისო დონეზე ყველაფერი გარკვეულია და რჩება მხოლოდ ერთი განსაკუთრებული აუცილებლობა – ნათელი მოეფინოს 2008 წლის აგვისტოს ომის მოღალატეობრივ დეტალებს, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მიეცეს სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივ გადაწყვეტილებებს, რათა დადგინდეს სიმართლე და დადგეს სამართალი.
„არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა!”
აუცილებლად უნდა მოხდეს ნაც-მოძრაობის სრული სამართლებრივ-პოლიტიკური დემონტაჟი და ყველა დამნაშავე სასტიკად დაისაჯოს!” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.