Home Blog Page 1743

,,ჩვენ არ გვახასიათებს პირადი წყენების გამო ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება”- ხაბეიშვილი

ჩვენ ზოგადად ღია ვართ ამ მიმართულებით, რომ თანამშრომლობა იყოს, მეტიც, ინიციატორებიც ვართ, ვიყავით, ვიქნებით, ჩვენ არ გვახასიათებს პირადი წყენების გამო ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე არის ამ ქვეყნის რუსეთიზაცია, ჩვენ გინდა ევროპაში, ხალხს უნდა ევროპაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეის გარშემო, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჰქვია, პროდასავლური, პროქართული პარტიები გაერთიანდნენ რუსული პარტიის წინააღმდეგ. 

ჩვენ ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ სათანამშრომლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან იმისთვის, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი.“ 

განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას, პროდასავლური პარტიების
გაერთიანებასთან დაკავშირებით.

,,ყველაზე კარგად სწორედ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა იციან, რომ ყოფილ პრეზიდენტს არავინ აწამებს”- ბოჟაძე

,,ქურქუმალ ვაითის” მიერ დაანონსებულ აქციებზე ვინ აწვდის ზელენსკის და სანდუს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ერთი საკითხია, მეორე საკითხია ამ დეზინფორმაციაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი ღრმად რომ არის შეწუხებული და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, –  ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ყველაზე კარგად სწორედ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა იციან, რომ ყოფილ პრეზიდენტს არავინ აწამებს, სწორედ ამიტომ არ დადიანი მისი სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით გამართულ აქციებზე. ის იმედს გამოთქვამს, რომ აქციის მცირერიცხოვნობა დააფიქრებს უკრაინის პრეზიდენტს თავისი გადაწყვეტილების სისწორეზე. “ვინ აწვდის ზელენსკის და სანდუს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ერთი საკითხია, მეორე საკითხია ამ დეზინფორმაციაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი ღრმად რომ არის შეწუხებული და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს ელჩის დაბარება და ფაქტობრივად ქვეყნიდან გაძევება.

ის რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, ის რომ მას არავინ აწამებს(საკუთარი ოჯახის და გარემოცვის გარდა) ეს ყველაზე კარგად ნაცმოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა იციან, ამიტომაც არ დადიან ბელადის სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით, ,,ქურქუმალ ვაითის” მიერ დაანონსებულ აქციებზე, ასეთ აქციაზე დადის რამდენიმე ათეული ადამიანი, იმდენი რამდენი კაციც უკრაინის დროშის გაშლას და ,,მასოვკის” აღქმას ჭირდება. ცალკე საკითხია რამდენად ნორმალურია საავადმყოფოს წინ პოლიტიკური აქციის ჩატარება, ყვირილი, ღრიალი, სტვენა და ხმაური, ავადმყოფების და ექიმების უფლებების ფეხქვეშ გათელვა. იქნებ დღევანდელმა ,,მრავალრიცხოვანმა” აქციამ მაინც დააფიქროს ზელენსკი იმ გადაწყვეტილების სისწორეზე რომელიც ვითომ სააკაშვილის წამების გამო, სრულიად უსამართლოდ მიიღო საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ელჩის და ქართველი ხალხის მიმართ.” – წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

კრეატიულ აქციებსაც ვერ ატარებენ და “ვივამედთან” ღრიალებენ 20-25 მიშმადიდებელნი – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კლინიკა „ვივამედთან“ გამართულ აქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “ვივამედთან” ღრიალებს 20-25 მიშმადიდებელი და აწუხებენ კლინიკაში მყოფ პაციენტებსა და მათ ახლობლებს, მედიკოსებს. ანალიტიკოსის თქმით, მდუმარე აქციის ჩატარება ისე, რომ არ მოიმდურონ შენობაში მყოფნი, არ ძალუძთ ყველაფერში ჭკუათხელ რევანშისტებს. „პოზიტიურ, ალტერნატიულ პოლიტიკურ დღის წესრიგს რომ ვერ ქმნის გაუბედურებული ნაცსექტა, ცნობილია. კრეატიულ აქციებსაც ვერ ატარებენ. “ვივამედთან” ღრიალებს 20-25 მიშმადიდებელი და აწუხებენ კლინიკაში მყოფ პაციენტებსა და მათ ახლობლებს, მედიკოსებს. მდუმარე აქციის ჩატარება ისე, რომ არ მოიმდურონ შენობაში მყოფნი, არ ძალუძთ ყველაფერში ჭკუათხელ რევანშისტებს“-წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

შავ ზღვაში დელფინები შეიძლება გაქრნენ – რუმინული მედია

რუმინეთში მეცნიერებმა შავ ზღვაში დელფინების შესაძლო გაქრობასთან დაკავშირებით განგაში ატეხეს. მკვლევარები ამ პროცესს რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებენ. ინფორმაციას fanatik.ro ავრცელებს.

რუმინელი მეცნიერების ინფორმაციით, 2023 წლის დასაწყისიდან დელფინების დიდმა რაოდენობამ დუნაის შესართავთან მიგრირება დაიწყო. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ შავ ზღვაში დელფინების შეიძლება საერთოდ გაქრეს.

ომის დაწყებამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, შავ ზღვაში 253 000 დელფინი ბინადრობდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთში აგრესიის დაწყების შემდეგ მათი რაოდენობა 5000-მდე შემცირდა.

დუნაის შესართავთან დელფინების მიგრირება მათ მიერ საკვების მოძიებასთან არის დაკავშირებული. რომლებიც საკვებს ვერ პოულობენ, იღუპებიან.

„ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. დუნაისთან მათი მიგრირება საკვების ძებნასთან არის დაკავშირებული, “ – ამბობს კონსტანცას ინსტიტუტის საზღვაო კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-სპეციალისტი ადრიან ფილიმონი. ამასთანავე, საუბარი არ არის მარტო დელფინებზე, არამედ ზღვის სხვა ცხოველებზე.

„დუნაიში ადრე არ შემჩნეულა ისეთი თევზი, როგორიცაა, მაგალითად სკუმბრია. ახლა კი მისი დაჭერა დუნაის შესართავთან არის შესაძლებელი. შეიძლება ეს გლობალურ დათბობაზეც იყოს დამოკიდებული, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომიც ერთ-ერთი მიზეზია“, ამბობს ექსპერტი ედუარდ აქსენტე.

რუმინეთის სანაპიროზე სულ უფრო ხშირად დაღუპულ დელფინებს პოულობენ. ბოლო კვირებში 45 მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს.

ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი კოსტინ ტიმოფტე ამბობს, რომ დელფინების დიდი რაოდენობა ბრაკონიერობის გამო იღუპება. მათ სხეულებზე მებადურეების ბადეები აღმოჩენილი.

ოფიციალურმა პეკინმა ქვეყანაში ჟოზეფ ბორელის ვიზიტი გააუქმა

ოფიციალურმა პეკინმა ქვეყანაში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობაში ვიზიტის გაუქმების მიზეზები ამ დრომდე არ დაუსახელებიათ.

„სამწუხაროდ, ჩინელმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი არ არის შესაძლებელი და ახლა ჩვენ უნდა ვეძებოთ ალტერნატივა“, – განუცხადა Reuters-ს ევროკომისიის სპიკერმა, ნაბილა მასრალიმ.

,,უკრაინის ხელმძღვანელობის მორიგი ახალი უადგილო სიტყვა დიპლომატიაში”- უკრაინის რადას დეპუტატი

უკრაინის ხელმძღვანელობის მორიგი ახალი უადგილო სიტყვა დიპლომატიაში – გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოითხოვოს მისგან უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში „საკუთარ მთავრობასთან კონსულტაციებისთვის”! აქამდე მსგავსი არ გამიგია,  – ასე აფასებს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, “ვერხოვნა რადას” დეპუტატი და უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით და მოთხოვნას, რომ საქართველოს ელჩმა 48 საათში დატოვოს უკრაინა, თბილისში კონსულტაციების გასამართად. როგორც ივანა კლიმპუშ-ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს, უკრაინა მსგავსი ნაბიჯებით თავად ანგრევს ურთიერთობას საქართველოსთან, სადაც უკრაინის მოქალაქეებს სრული მხარდაჭერა აქვთ.

მისი თქმით, მიუღებელია საქართველოს მტერ სახელმწიფოდ წარმოჩენა და ელჩის გაძევება. „უკრაინის ხელმძღვანელობის მორიგი ახალი უადგილო სიტყვა დიპლომატიაში – გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოითხოვოს მისგან უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში „საკუთარ მთავრობასთან კონსულტაციებისთვის”! აქამდე მსგავსი არ გამიგია… ჩემო ფეისბუკ-მეგობარო ყოფილო დიპლომატებო, შეგიძლიათ მითხრათ, ეს ურთიერთობების დანგრევის რა ფორმულაა? თავდაპირველად, ჩვენი ელჩი გამოიძახეს „კონსულტაციებისთვის“ ერთ წელზე მეტი ხნის წინ. შემდეგ ჩვენი ელჩი გაათავისუფლეს. წელიწადზე მეტია, რაც ახალი ელჩი არ არის დანიშნული და გაგზავნილი. გადაწყვიტეთ, რომ ასე შეგიძლიათ წარმატებით მოახდინოთ ზემოქმედება საქართველოში განწყობებისა და პოლიტიკის ცვლილებაზე, რეალური ინსტრუმენტების გარეშე? იფიქრეთ, რომ ასე უფრო ეფექტიანი იქნებოდა თქვენი მოსმენა? ვიპოვეთ ნამდვილი მტერი სახელმწიფო და ვაძევებთ ელჩს??? საბოლოო ჯამში, ჩვენ თვითონ ვანგრევთ ურთიერთობებს იმ სახელმწიფოსთან, სადაც უკრაინის სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა სუფევს; იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც შეუძლია იყოს პარტნიორი, მიუხედავად ურთიერთობების სირთულისა…“ – წერს უკრაინის რადას დეპუტატი  Facebook-ზე.

მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს – რატი ბრეგაძე

4 ივლისს იუსტიციის სამინისტროს ბრიფინგზე, მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას, ან განთავისუფლებას. თუმცა საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები მალე დასრულდა“ – განაცხადა მინისტრმა ბრიფინზე.

მინისტრის მტკიცებით ისინი გამუდმებით მოუწოდებენ სააკაშვილს მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი დახმარება და საკვები. როგორც მან აღნიშნა. სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს.

ცნობისთვის, 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის შემდგომ, ექსპრეზიდენტის მდგომარეობის ხილვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების მისამართით, კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.

მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

არსებული ცნობით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 65 წლამდე კაცი მე-8 სართულზე მუშაობდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაცული იყო თუ არა ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები

“როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას”

როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული და მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, რომელზეც ვანო მერაბიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტია ასახული.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ადამიანისთვის ფიზიკური თუ სხვა სახის ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება ჩაითვალოს „სამოქალაქო აქტივიზმად“. მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ წაახალისებს უფრო მეტ აგრესიას.

„როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული და მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას. ვიღაცები არწმუნებენ ადამიანებს, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. სხვისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, თუ სხვა ტიპის ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება, არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს და ასევე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა წარმოაჩინონ სამოქალაქო აქტივიზმად, თავი შეიკავონ ასეთი განცხადებებისგან, იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ აგრესიის წამახალისებელი და პოლარიზაციის წამახალისებელი განცხადებები. როდესაც ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდება, ნაგვის ურნის თავზე დამხობა, გინება და ა.შ. არის წარმოჩენილი როგორც სამოქალაქო აქტივიზმი, ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს რადიკალიზმის გაღვივებას ქვეყანაში, რაც ამ ქვეყანას არ სჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

გარდა აღნიშნული საკითხისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

„ეს არის მთავარი, რაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი: ხელისუფლების და საზოგადოების სიმყარე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასე მივალთ დეკემბრამდე და ამ შემთხვევაში ბევრად მეტი იქნება შანსი, რომ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძემ უკრაინასთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხზეც ისაუბა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით რადას ერთ-ერთი დეპუტატის განცხადების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც კობახიძემ განაცხადა, “სამწუხაროა, რომ გარკვეულ ძალებს აქვთ ინტერესი, მეტად დაძაბონ ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის”.

„რადას დეპუტატის განცხადება ნაკლებად საინტერესოა. ეს არის ცალკეული დეპუტატის განცხადება. ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც გაახმოვანა უკრაინის ხელისუფლებამ უმაღლეს დონეზე. თავის დროზე გახსოვთ, რომ უკრაინის ელჩი გაიწვიეს საქართველოდან, რასაც არავითარი ახსნა არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ბელარუსის ელჩი არ გაუწვევიათ მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეტევა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან სწორედ ბელარუსის მიმართულებიდან განხორციელდა, ბელარუსიდან შევიდნენ რუსული ტანკები უკრაინაში. არ გაუწვევიათ ბელარუსის ელჩი, გაიწვიეს საქართველოს ელჩი. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. სამწუხაროდ, ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და შესაბამისად, ზეგავლენის ხარისხი ამ ქვეყანაზე არის სერიოზული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში შავი ზღვის სანაპირო სრულიად უსაფრთხოა -მაია ომიაძე

შავი ზღვაში წლის ხარისხი უსაფრთხოა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევების შედეგების მიხედვით, ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია, – ასე შეაფასა შავი ზღვის წყლის ხარისხის შედეგები ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, რომელიც აჭარის რეგიონში ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

მაია ომიაძის განცხადებით, ზღვის წყლის ხარისხი ნორმებს აკმაყოფილებს და საზღვაო კურორტები დამსვენებლებით უკვე სავსეა.

„საქართველოს შავი ზღვის სანაპირო დამსვენებლებისთვის სრულიად უსაფრთხოა, ზღვის წყლის ხარისხი 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე მოწმდება და შეიძლება ითქვას, რომ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ყოველგვარი შიში უსაფუძვლოა, ყველას შეუძლია იხილოს, რომ ზღვისპირა რეგიონებში, აჭარაში ძალიან ბევრი ტურისტია, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი“, – განაცხადა მაია ომიაძემ

“უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა” – საქართველოს საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ელჩს კონსულტაციის მიზნით უკრაინის ტერიტორია დაატოვებინოს, „დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა“.

უწყების განცხადებით, იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, თავის დიდ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და „ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო – დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით. ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი.

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ურყევია საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ომის დაწყების დღიდან საქართველო ახორციელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.

ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.

აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს ასევე გადასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა – დღეს ქ.კიევში უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დროს.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ომში მყოფი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და მხარდაჭერას. სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, აცნობიერებს რა თავის დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და, განსაკუთრებით, პარტნიორების მიმართ, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან, რაც ჩიხში შეიყვანს არსებულ ისედაც რთულ ვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით რჩება

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიკავებს.

ვადის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა თავად სტოლტენბერგმა.

„პატივია ნატო-ს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გავაგრძელო ჩემი ვადა გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას და უსაფრთხოებას თითქმის 75 წლის განმავლობაში და უფრო საშიშ სამყაროში ჩვენი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – წერს იენს სტოლტენბერგი „ტვიტერში.“