Home Blog Page 1739

ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, სადაც 65 უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „ტელეგრამის“ არხები ავრცელებს.

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტს, ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვიც ადასტურებს.

„ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში. ახლა ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. საკუთარი სამუშაო განრიგი შევცვალე და შემთხვევის ადგილზე მივედი. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ბელგოროდის გუბერნატორმა.

ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც დაადასტურა.

ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ.

ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა.

რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა.

დასაჩუქრდი Apple-ის 5$-ის აქციებით თიბისის ციფრული ბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე

თუ ჯერ არ ხარ თიბისის ციფრული ბანკის საინვესტიციო პლატფორმის მომხმარებელი, გახსენი საინვესტიციო ანგარიში, მოხვდი პირველ 1000 მომხმარებელს შორის და დასაჩუქრდი Apple-ის 5$-ის აქციებით: https://tbconline.ge/MB/INV

ანგარიშის გახსნა ძალიან მარტივია. პირველ რიგში, განაახლე თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაცია და მიჰყევი ინსტრუქციას.

საინვესტიციო პლატფორმა შეზღუდვებისა და საკომისიოების გარეშე

შეიძინე 6500-ზე მეტი ამერიკული კომპანიის აქციები და ფონდები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. შეგიძლია 1$-იდან ერთი აქციის ნახევარი ან მეათედიც კი შეიძინო. ანგარიშის გახსნა, თანხის ჩარიცხვა, ინვესტირების დაწყება, აქტივების ყიდვა-გაყიდვა და თანხის გატანა მომენტალურად და რაც მთავარია – უფასოდ, საკომისიოს გარეშე შეგიძლია.

 

მიიღე 3%-მდე სარგებელი დოლარში

თუ ჯერ არ გაქვს გადაწყვეტილი, რომელ აქტივებში დააბანდო ინვესტიცია, შეგიძლია თანხა საინვესტიციო ანგარიშზე დროებით შეინახო და სანაცვლოდ, ამერიკულ დოლარში 3%-მდე წლიური სარგებელი დაგერიცხება.

 

საინვესტიციო მრჩეველი

თუკი თიბისი კონცეპტ 360 ნაკრების მომხმარებელი ხარ, შესაძლებლობა გაქვს პერსონალური საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებითაც ისარგებლო, რომელიც შენს საჭიროებებზე მორგებული პორტფელის შედგენაში დაგეხმარება. ასევე, ბაზარზე არსებულ ტენდენციებს გაგაცნობს და შენს ნებისმიერ ანალიტიკურ თუ ტექნიკურ დავალებას შეასრულებს.

 

ავტოპილოტით ინვესტირება

პლატფორმაზე ავტოპილოტით ინვესტირების შესაძლებლობა გაქვს, რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.

შეარჩიე შენთვის სასურველი:

  • აქცია/ფონდი
  • დაზოგვის ყოველდღიური, ყოველკვირეული, ან ყოველთვიური გრაფიკი
  • თანხა

ავტოპილოტის ჩართვის შემდეგ, შერჩეული თანხით და გრაფიკით, შენთვის სასურველი აქციებისა და ფონდების შეძენა ავტომატურად შესრულდება.   

არ გადადო, დააბანდე.

R

“ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ”

კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში, უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში – ვფიქრობთ, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის აგენტურაა და ისინი არაფერს არ გამოიძიებენ.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირი იღებს რეზოლუციას და წერია, რომ კონკრეტული ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი, ეს შემთხვევა არის პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. ასევე, უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო წარმომადგენლობა აღიარებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებით განხორციელდა მჩაგვრელი, არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში და ეს კადრები ჩვენ ყველას კარგად გვაქვს ნანახი, ცხადია ეს ადამიანები უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც ფარცხალაძის კვალს აგრძელებენ, ანუ რუსეთის აგენტურა და ისინი არაფერს არ გამოიძიებენ. ვფიქრობთ, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და კონკრეტული ადამიანები მიეცნენ პასუხისგებაში, ვინც ჩაიდინა დანაშაული“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

“ვითანამშრომლებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რეფორმების უნარი მხოლოდ ამ განახლებულ, ახალგაზრდული ენერგეტიკით მოსულ პარტიას აქვს”

მე ვითანამშრომლებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან მიმაჩნია, რომ ამ რეფორმების უნარი მხოლოდ ამ განახლებულ, ახალგაზრდული ენერგეტიკით მოსულ პარტიას შეუძლია, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

კითხვაზე, რა გადაადგილებები შეიძლება მოხდეს ოპოზიციაში საარჩევნო წელს და თავად სად ხედავს თავს, თაკო ჩარკვიანი პასუხობს, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს „ლელოსთან“ და გახარიას გუნდთან.

„არა „ლელოსთან“ და არა გახარიასთან. მე 2018 წლიდან ვგულშემატკივრობ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, ასე ვთქვათ, ვითანამშრომლებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან მიმაჩნია, რომ ამ რეფორმების უნარი მხოლოდ ამ განახლებულ, ახალგაზრდული ენერგეტიკით მოსულ პარტიას შეუძლია. აქ ახალგაზრდები არიან, ეს გახლავთ ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, იგორ ნარმანია, ასათიანი, ვასო ურუშაძე, თავად ლევანი. თუ ისინი რაღაც გამოცდილებას ეკითხებიან გარკვეულ საქმეებში ადამიანებს და ასეთი ადამიანი გახლავთ, მაგალითად, ყოფილი ხელისუფლების პერიოდიდან იუსტიციის სახლის აღმშენებელი გიორგი ვაშაძე, რომელმაც მართლა უპრეცედენტოდ საოცარი რამ გააკეთა იუსტიციის სახლის სახით, ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ შენება და რეფორმები „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია.

„ამიტომ მგონია, რომ შენება და რეფორმები შეუძლია ამ გუნდს. რაც შეეხება სამართლებრივ სისტემას, მე არაფრის აღარ შემეშინდება, თუ ჩვენ ახლავე მოვახდენთ სამართლებრივი სისტემის რეფორმას, არც ერთი ნიჭიერი ქართველი საშიში აღარ გახდება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რუსული მართვის სამართლებრივი სისტემა დარჩება, მაშინ ყველა საშიშია. მე ვიხუმრე ერთხელ, ამ სამართლებრივი სისტემის დროს ანგელოზი გადაკეთდება ჯოჯოხეთის მოციქულად და მსახურად-მეთქი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს სამართლებრივი სისტემაა დასანგრევი. ეს გუნდი მზად არის, რომ ეს სამართლებრივი სისტემა შეიცვალოს და ამიტომ, მჯერა, რომ „ნაციონალებთან“ ურთიერთობა ძალიან საინტერესო იქნება, რადგან მათ უკან დგას მიხეილ სააკაშვილი თავისი იდეით. მას რამდენი აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის, ვგულისხმობ დასავლური კუთხით შენებას, ვფიქრობ, ამას ჩემი კომენტარი არ სჭირდება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ფერწერული ნამუშევარი აღმოაჩინეს

ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ფერწერული ნამუშევარი აღმოაჩინეს.

ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს – „ირემი“ – საექსპერტო კვლევა ჩაუტარა და დაადასტურა, რომ ნამუშევარი ფიროსმანს ეკუთვნის.

„როდესაც ვინმეს სჭირდებოდა საქართველოში დაედასტურებინა საკუთრებაში არსებული ამა თუ იმ კულტურული ფასეულობის ავტორისადმი მიკუთვნების ფაქტი, ამისათვის საჭირო იყო ძალიან გრძელი გზის გავლა. დღეს ეს პროცესი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა, რადგან შარშან შექმნილი და გახსნილი ირაკლი ფარჯიანის სახელობის მაღალტექნოლოგიური საექსპერტო ლაბორატორია ამა თუ იმ ნამუშევრის ავთენტურობას ადასტურებს. ლაბორატორიამ პირველი კვლევის შედეგი დადო და თქვა, რომ საქართველოში არსებობს ფიროსმანის ნამუშევარი“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

კვლევა ირაკლი ფარჯიანის სახელობის ლაბორატორიაში ჩატარდა. ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია 2023 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორიის შექმნის უმთავრესი მიზანია საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშების კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტიკურობის დადგენა.

“ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით კონფლიქტის გადაწყვეტაზე ისრაელის უარი მიუღებელია” – ანტონიო გუტერეში

ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით კონფლიქტის გადაწყვეტაზე ისრაელის უარი მიუღებელია და პალესტინელებთან კონფლიქტის გახანგრძლივების რისკს ქმნის. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ანტონიუ გუტერეშის თქმით, ორი სახელმწიფოს არსებობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა და კონფლიქტის გრძელვადიანი დასრულება მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი.

გუტერეშმა ისრაელს კიდევ ერთხელ მოუწოდა ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტისა და ანკლავის მოსახლეობისთვის მეტი დახმარების მიწოდების უზრუნველყოფისკენ.

“ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიური პროცესების საკითხზე დროებითი კომისიის ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ” – თეონა აქუბარდია

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიური პროცესების დაჩქარებულ მიმდინარეობასთან დაკავშირებით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებითი კომისიის ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მაშინ, როცა წლის ბოლოს რუსეთს სრულიად უკანონოდ გადაეცა ბიჭვინთის აგარაკები აფხაზური საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, იგეგმება ე.წ აპარტჰოტელების მშენებლობა (მრავალბინიანი საცხოვრებელი 60-100 ათასამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქისთვის) და ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

„ასევე, სოხუმის აეროპორტი გადაეცა კრემლთან დაახლოებულ პირებს, უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება საქართველოს პარლამენტის მხრიდან. 2014 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პარლამენტის მიერ შეფასება იყო რუსეთის ანექსიური პოლიტიკის. დღეს კი, „ქართული ოცნების“ ლიდერები ბიჭვინთის უკანონო გადაცემას ოკუპაციის და არა ანექსიის გაგრძელებად აფასებენ. უარს ამბობენ ოპოზიციის მიერ ინიცირებული შესაბამისი რეზოლუციის განხილვაზეც კი. იქიდან გამომდინარე, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხი მთავარი ეროვნული ინტერესია“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა იყოს მოწვეული დროებითი კომისიის სხდომა.

„გია ვოლსკის მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ მოიწვიოს დროებითი კომისიის სხდომა, რათა ერთობლივად ვიმსჯელოთ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ანექსიურ პროცესებზე და შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე, მათ შორის პარლამენტის მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღების საკითხი. დაუშვებელია რუსეთის ანექსიურ პროცესზე დუმილი, მით უფრო მაშინ, როცა „ოცნების“ პირობებში აქამდე პარლამენტში ამ საკითხზე შესაბამისი რეზოლუციების მიღება შესაძლებელი იყო კონსენსუსის გზით“, – განაცხადა აქუბარდიამ.

“ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდებიან ჩვენს თანამშრომლებს, უნდა დაისაჯონ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში მერიის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და მსგავს  შემთხვევებში  მკაცრი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლიმ ხმალაძეს დაავალა, რომ  შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მსგავსი ფაქტების მიმართ უსწრაფესად  გატარდეს კანონის ფარგლებში არსებული უმკაცრესი ზომები.

„იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი იყოს მუდმივად მოწესრიგებული, მგზავრობა იყოს უსაფრთხო, მანქანები იყოს სწორად დაპარკინგებული, არ ხდებოდეს უკანონო მშენებლობები, არ მიმდინარეობდეს ქაოსური გარე ვაჭრობა, სამშენებლო თუ სხვა სახიფათო მასალებით ქალაქის დაბინძურება და ა.შ., ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად შრომობენ და ახორციელებენ სამსახურებრივ მოვალეობას.

კანონის აღსრულების პარალელურად გახშირდა შემთხვევები, როცა ჩვენი თანამშრომლების მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს, სამართალდამრღვევები შეურაცხყოფენ მათ და ზოგჯერ ფიზიკურადაც კი ეხებიან. ეს ყველაფერი მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია. მე ამაზე თვალის დახუჭვას და გაჩუმებას არ ვაპირებ, რადგან ყველანი ცხოვრობთ ამ ქალაქში და ყველას გვინდა, უკეთესი ქალაქი გვქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს, გვყავს შვილები, გვეზრდება მომავალი თაობა, წესრიგის დაცვა და ერთმანეთის პატივისცემა კი არის მნიშვნელოვანი. ამაზე საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი.  ჩვენ მიერ არასწორად დაპარკინგებული ავტომობილი იწვევს უდიდეს პრობლემას სხვა ადამიანებისთვის, ქვეითებისთვის, თუნდაც მათთვის, ვინც კერძო ავტომობილებით გადაადგილდება. ამიტომ მინდა, დავავალო ვიცე-მერს – იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თანამშრომლებს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.

„ჩვენს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ღირსეულად და პროფესიონალურად ემსახურება ამ ქალაქს, სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო. არასწორი და კატეგორიულად მიუღებელია ფიზიკური ძალადობა და ასეთი ადამიანები, ვინც ფიზიკურად გაუსწორდება ჩვენს თანამშრომლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ. შესაბამისი უწყებების  ჩართულობით იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა  კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

“თუ მორატორიუმის შედეგად, გამოსახლება რამდენიმე თვის შემდეგ უნდა მოხდეს, ეს აზრის არ მქონეა” – მიხეილ სარჯველაძე

თუ მორატორიუმის შედეგად, გამოსახლება რამდენიმე თვის შემდეგ უნდა მოხდეს, ბუნებრივია, ეს აზრის არ მქონეა. რაღაც კონკრეტულ იდეაზე უნდა იყოს საუბარი, სხვაგვარად ეს ლოგიკურად არ მეჩვენება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაფიქრებაა საჭირო საკითხზე, თუ რამდენად რელევანტური იქნება ოჯახების გამოსახლების საკითხში მორატორიუმის გამოცხადება.

„ამაზე დაფიქრება გვმართებს, თუ რამდენად რელევანტური იქნება ამ შემთხვევაში, სადამდე შეიძლება იყოს საუბარი და რა მიზნით. ამ საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე რასაკვირველია, სახელმწიფო უარს ვერ იტყვის. ბუნებრივია, ის უნდა არსებობდეს, სხვა შემთხვევაში დაგვრჩება საკუთრების უფლება დაუცველი და ბევრი ისეთი უფლება, რომელიც ფუნდამენტური უფლება გახლავთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ რეგულირდებოდეს ან მაქსიმალურად ლმობიერებას არ იჩენდეს სახელმწიფო, როდესაც ასეთი ტიპის აქტივობები იგეგმება. მორატორიუმისთვის რამდენად არსებობს საფუძველი, არ ვიცი. თუ მორატორიუმს შედეგად ის უნდა მოჰყვეს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ უნდა შედგეს გამოსახლება, ბუნებრივია, აზრის არ მქონეა. რაღაც კონკრეტულ იდეაზე უნდა იყოს საუბარი, სხვაგვარად უბრალოდ ლოგიკურად არ მეჩვენება,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

“სატრანსპორტო გეგმაზე დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს” – კახა კალაძე

დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით ახორციელებს. გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და პროცესი მიმდინარეობს. თბილისის მერიის დაკვეთითა და აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით, დანიურმა კომპანია „რამბოლმა“ სამი წლის განმავლობაში იმუშავა თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე. სამუშაოები დასრულდა და წარმოდგენილია დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც შეიცავს რიგ სარეკომენდაციო ხასიათის პროექტებსა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანია დედაქალაქში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება 20-წლიან პერსპექტივაში. შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად, ასეთია თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პროექტი, რომლის ფარგლებში ეწყობა საავტობუსო ინფრასტრუქტურა და შევისყიდეთ 18- მეტრიანი ავტობუსები, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები.

როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.

გარდა ამისა, მისი განცხადებით, ეწყობა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად, ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი. სხდომაზე კალაძემ იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული სტრატეგია მოიცავს.

„სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით – ეს შეიძლება იყოს ტრამვაი ან მეტრო. ზოგადად, დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდი პრობლემას წარმოადგენს, ისეა გადატვირთული აღმაშენებლის ხეივანი. ეს ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი აღმაშენებლის ხეივანში, აუცილებელია საავტობუსე ზოლების მოწყობა. ეს ასევე საჭიროა მარშალ გელოვანის გამზირზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სხდომაზე მერმა დაავალა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები, ხოლო შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.

„მესმის, რომ ამას გარკვეული დრო დაჭირდება, თუმცა დროა, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით. თუ საჭირო იქნება დამატებით ექსპერტების აყვანა, მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. დღესაც მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მუშაობენ ადამიანები, გვყავს საერთაშორისო კომპანიები და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ბევრი პროექტი დასრულდა, რამდენიმე მიმდინარეა, ხოლო ნაწილი – დასრულების ეტაპზეა. მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გლდანის საცურაო აუზს, რომელიც ფუნქციონირებას თებერვლიდან დაიწყებს. ასევე, გაზაფხულზე დასრულდება დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები.

„სპორტული ტრადიციების შენარჩუნება, გაღრმავება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამ მიმართულებით არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ.

ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. მათ შორის, ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღმის IV მკ/რ-ში დასრულდა ღია ტიპის სკეიტ-მოედნების მოწყობის სამუშაოები, ასევე ვაზისუბანში სრულდება ფეხბურთის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნება; დასრულდა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედნის სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა. პადელის მოედნები მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნება; დასრულდა გლდანის საცურაო აუზის რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის თებერვლიდან ცენტრი ფუნქციონირებას დაიწყებს.

დასრულების ეტაპზეა ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. მიმდინარეობს ტრენაჟორებისა და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიხსნება; ასევე, სრულდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფილიალი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყებს.

2023 წელს დასრულდა დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი, ასევე ავეჯისა და ტრენაჟორების შესყიდვა. ამჟამად, II ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება; დასრულების ეტაპზეა ვარკეთილის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი, მარტში სამუშაოების II ეტაპი დაიწყება. მიმდინარეობს ავეჯის და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება; სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება; დასრულების ეტაპზეა ვერის კორტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტი დიღმის მასივში მომზადდა, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობისთვის.

იგეგმება მუხიანის რაგბის კომპლექსის მოედნის საფარის შეცვლა; მომზადდა სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტი დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობისთვის; მიმდინარეობს თანხების მოძიება თემქის კომპლექსის, ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრისა და ედელვაისის მოედნის რეაბილიტაციისთვის, ასევე, ისანში გადახურული სკეიტ-მოედნის სამშენებლო სამუშაოებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

თბილისის მერია ვაზისუბანში ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაციას იწყებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, განთავსდება ძაღლების სასეირნო მოედანი და შეიცვლება საპარკო ინფრასტრუქტურა.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაზისუბანში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ოთხ მილიონი ლარს შეადგენს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მივიღებთ ერთიან ახალ რეკრეაციული სივრცეს. ქალაქს სჭირდება მეტი რეკრეაცია, მეტი მწვანე სივრცე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა უკვე დაასრულა კიდევ ერთი პარკის რეაბილიტაცია.

„ვაზისუბანში, N90 სკოლის მიმდებარედ, 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული პარკის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ინფრასტრუქტურა, ძაღლების სასეირნო სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე შადრევანი. დაირგო სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.