“თუ მორატორიუმის შედეგად, გამოსახლება რამდენიმე თვის შემდეგ უნდა მოხდეს, ეს აზრის არ მქონეა” – მიხეილ სარჯველაძე

16
spot_img

თუ მორატორიუმის შედეგად, გამოსახლება რამდენიმე თვის შემდეგ უნდა მოხდეს, ბუნებრივია, ეს აზრის არ მქონეა. რაღაც კონკრეტულ იდეაზე უნდა იყოს საუბარი, სხვაგვარად ეს ლოგიკურად არ მეჩვენება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაფიქრებაა საჭირო საკითხზე, თუ რამდენად რელევანტური იქნება ოჯახების გამოსახლების საკითხში მორატორიუმის გამოცხადება.

„ამაზე დაფიქრება გვმართებს, თუ რამდენად რელევანტური იქნება ამ შემთხვევაში, სადამდე შეიძლება იყოს საუბარი და რა მიზნით. ამ საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე რასაკვირველია, სახელმწიფო უარს ვერ იტყვის. ბუნებრივია, ის უნდა არსებობდეს, სხვა შემთხვევაში დაგვრჩება საკუთრების უფლება დაუცველი და ბევრი ისეთი უფლება, რომელიც ფუნდამენტური უფლება გახლავთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ რეგულირდებოდეს ან მაქსიმალურად ლმობიერებას არ იჩენდეს სახელმწიფო, როდესაც ასეთი ტიპის აქტივობები იგეგმება. მორატორიუმისთვის რამდენად არსებობს საფუძველი, არ ვიცი. თუ მორატორიუმს შედეგად ის უნდა მოჰყვეს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ უნდა შედგეს გამოსახლება, ბუნებრივია, აზრის არ მქონეა. რაღაც კონკრეტულ იდეაზე უნდა იყოს საუბარი, სხვაგვარად უბრალოდ ლოგიკურად არ მეჩვენება,“ – განაცხადა სარჯველაძემ.