Home Blog Page 1725

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დღეა თვითანალიზისთვის, ამგვარად, გონება გათავისუფლდება, გაიწმინდება ძველი ნეგატიური ემოციებისაგან და უფრო გალაღდებით.

კურო

მთავარია, კარგად დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ, მალე თქვენი აქტიურობის დროც დადგება და ხელს ვერავინ შეგიშლით.

ტყუპები

ყველაფერი მოსაწყენი და ერთფეროვანია, შესაძლოა, თავი იჩინოს გაურკვევლობამ, შფოთმა. ნუ დაამყარებთ დიდ იმედებს სხვებზე, რათა არ დარჩეთ იმედგაცრუებული.

კირჩხიბი

იზრდება ინტერესი თქვენს მიმართ, მატულობს თქვენი შარმი, მომხიბვლელობა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები მოლაპარაკების დროს, პირადი ცხოვრების მოსაწყობად და დასალაგებლად.

ლომი

თქვენში იღვიძებს სურვილი დაანახოთ და დაუმტკიცოთ ყველას თქვენი დიდებულება, შეახსენეთ გარშემომყოფებს, რომ სწორედ ლომი იმსახურებს გვირგვინს.

ქალწული

საშუალება გეძლევათ, გაერიდოთ ყოველდღიურ ორომტრიალს, დაისვენოთ, მოდუნდეთ და აღიდგინოთ ენერგორესურსი.

სასწორი

ემოციურად დაძაბული ფონია, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება, მიენდეთ დროს და ის თავად მოიტანს იმ სიტუაციას, რაც მიზანთან მიგაახლოებთ.

მორიელი

თქვენში შემოდის ოპტიმიზმი და აღმაფრენა, უბრალოდ ნუ გაფლანგავთ ამ მომენტს, შექმენით, აღმოაჩინეთ, სცადეთ!

მშვილდოსანი

დღეს თქვენში ინტუიცია მძაფრდება, საშუალება გეძლევათ თქვენი ქვეცნობიერის პროგრამები დაამუშაოთ და სასურველი რეალობად აქციოთ.

თხის რქა

დაისვენეთ და მოემზადეთ ახალი სტარტისთვის, მნიშვნელოვანი ცვლილებების დროა.

მერწყული

მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე, გაალამაზეთ, შეიტანეთ სილამაზე ინტერიერში, რათა თავი იგრძნოთ მშვიდად, კომფორტულად და სულიერი კმაყოფილება მოიპოვოთ.

თევზები

თავს ბედნიერად და ლაღად გრძნობთ, სასიკეთო პერიოდია საყიდლებისთვის, განსაკუთრებით ტექნიკისა და მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენისთვის.

 

 

,,არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას”- ლევან ხაბეიშვილი

არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, კონკრეტული დამნაშავეების შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა შოვის ტრაგედიაზე პარლამეტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საზოგადოებას აინტერესებს კითხვებზე პასუხი და არა რუსი კობახიძის მიერ უკვე გამოძიებული, რომელიც ამბობს, რომ თურმე არაფერი არ შეშლია ხელისუფლებას. იმ პირობებში, როდესაც მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა, რამდენიმე საათის განმავლობაში როგორ ებრძოდნენ ადამიანები სტიქიას. ამიტომ, არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, კონკრეტული დამნაშავეების შესახებ. რუსული პარტიის რუსი შოთაძე-კობახიძე ამას არ გამოიძიებს, ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ არის ამ საკითხში ოპოზიციის ერთობა, ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ აჩქარება არაა საჭირო.

„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ნუ იჩქარებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციის წარმომადგენელია თუ ხელისუფლების, უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. ეს არის საკითხი, რაზეც ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები, რადგან ადამიანებს, მოქალაქეებს, სჭირდებათ პასუხი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

,,ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი”- ლაშა ჟვანია

ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი. ეს არის, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს ისრაელში და დაიწყება მოლაპარაკებები 2024 წლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში.

„ისრაელსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი ურთიერთობებია უკვე წლების მანძილზე, უფრო მაღალ დონეზე არის აყვანილი ბოლო წლებში და ამას მოწმობს ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეორედ ისრაელში ვიზიტი. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბევრი საკითხი არის განსახილველი, ბევრი არის დაგროვილი, ბევრი გადასაწყვეტია. ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი. ეს არის, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს ისრაელში და დაიწყება მოლაპარაკებები 2024 წლისთვის. ეს ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში. ბუნებრივია, ყველამ ვიცით, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტი და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ისრაელიდან საქართველოში, კიდევ მეტი შეგვიძლია მივიღოთ. სხვა, სამხედრო, პოლიტიკურ, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობა ისევე, როგორც რეგიონულ საკითხებში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის, იმიტომ, რომ ისრაელი არის მეგობარი ქვეყანა“, – განაცხადა ჟვანიამ.

,,სტიქიის ეპიცენტრში ფაქტიურად მთლიანად გვაქვს ტერიტორია შემოწმებული” – მღებრიშილი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე, მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა, კინოლოგთა ჯგუფი და მცურავი საშუალებები. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

„ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სტიქიის ეპიცენტრში ფაქტიურად ჩვენ უკვე მთლიანად გვაქვს ტერიტორია შემოწმებული. დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი, რომელზეც მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებდა შესვლას და დღეს, ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

ხვალისთვის ვგეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას, რისი საშუალებაც ნიადაგის გამო ამ დრომდე არ მოგვეცა. დღეს შევამოწმეთ გარკვეულ ადგილებში, სადაც გვქონდა გონივრული ეჭვი რომ შეიძლება იყოს ცხედარი ან ფრაგმენტი. უკვე ნიადაგი მყარია და ხვალ დილიდან დავიწყებთ ამ მიმართულებით აქტიურ სამძებრო სამუშაოებს.

როგორც მოგეხსენებათ, მდინარე რიონის და მდინარე ჭანჭახის ხეობებში 54 კილომეტრიანი მონაკვეთის გადამოწმება მიმდინარეობს, როგორც მცურავი, ისე კინოლოგების საშუალებებით. ასევე, მდინარის კალაპოტში მეხანძრე-მაშველებიც გადაადგილდებიან ფეხით და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მიმდინარეობს მონიტორინგი.

რაც შეეხება მონაცემებს, სტატისტიკა დღეს სამწუხაროდ არ შეცვლილა. 26 ცხედარია ამ დროისთვის ნანახი. დაკარგულების რაოდენობაა შვიდი. რამდენიმე ადამიანზე ველოდებით დნმ-ის პასუხებს. ასევე პროზექტურაში, ადამიანის ორი ფრაგმენტია, რომლის იდენტიფიცირების პასუხსაც ველოდებით“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

გარდაიცვალა ახალგაზრდა, რომელსაც ზღვაში სკუტერი დაეჯახა

გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, ბათუმში, ზღვაში სკუტერი დაეჯახა. 

როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მეგობრები ზღვაში სკუტერით შევიდნენ.

ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

,,მეგობრები ერთად იყვნენ შესულები ზღვაში, სკუტერით, ერთ-ერთი მათგანი გადახტა სკუტერიდან, მეორე მეგობარმა ვერ დაინახა და სამწუხაროდ, გადაუარა”, – გვიყვება თვითმხილველი.

 

,,სანამ ტრაგედია, ასე ვთქვათ, ცხელია, ყველა ფაქტს აღვრიცხავთ”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელს“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და დამოუკიდებელ ექსპერტებს შექმნილი გვაქვს ჯგუფი, სანამ ტრაგედია, ასე ვთქვათ, ცხელია, ყველა ფაქტს აღვრიცხავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებს საგამოძიებო კომისიის შექმნა იმიტომ არ უნდათ, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი.

„რატომ არ უნდათ კომისიის შექმნა. იმიტომ, რომ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამ დანაშაულის გამოაშკარავება მოხდება ფაქტობრივად, ამიტომ ეწინააღმდეგებიან ამ კომისიას. ამის პარალელურად, ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სპეციალური ჯგუფი გვაქვს შექმნილი და არც თუ ისე შორეულ მომავალში სერიოზულ დ დასკვნებს ნახავთ. ჩათვალეთ, საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე ნახოს. არ შეიძლება, ამხელა მსხვერპლი შერჩეს ხელისუფლებაში მყოფ ძალას. იმდენად უტიფრები არიან, პასუხისმგებლობასაც კი არავინ იღებს თავის თავზე. ერთი ადამიანიც კი არ გამოსულა, რომ თქვას – მე ვარ პასუხიგებელი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ყველა ფაქტს აღრიცხავს.

„„სტრატეგია აღმაშენებელს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და დამოუკიდებელ ექსპერტებს შექმნილი გვაქვს ჯგუფი, სანამ ტრაგედია, ასე ვთქვათ, ცხელია, პარალელურად ყველა ფაქტს ავღრიცხავთ, რა მოხდა, როგორ მოხდა, როგორ უნდა მომხდარიყო, აბსოლუტურად ყველაფერს აღვრიცხავთ. ყველა დოკუმენტაციას ნახავთ დასაბუთებულად, ვის რა უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა, ვინ როგორ მოიქცა, ვინ როგორ ხელი შეუწყო ან ხელი შეუშალა ამ ყველაფერს, როგორი იყო რეაგირება. ყველაფერს ნახავთ წესებით, კანონებით და იმ ინსტრუქციებით გაწერილს, რომელიც უნდა ყოფილიყო შესრულებული და რომელიც, სამწუხაროდ, არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ““, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, იმედოვნებს, რომ დროებითი კომისიის შექმნაზე აზრს გიორგი გახარიას პარტიაც შეიცვლის და საღი აზრი გაიმარჯვებს.

ფოტოსურათი, რომელზეც თითქოს მეხანძრე-მაშველი იყო ასახული არის ე.წ. ფეიკი- მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ფოტოსურათი, რომელზეც თითქოს მეხანძრე-მაშველი იყო ასახული არის ე.წ. ფეიკი.

„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გაშუქდა და გაჟღერდა, თითქოს მეხანძრე-მაშველებს არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა. მოყვანილი იყო რამდენიმე ფოტო, რომელ ფოტოზეც აღბეჭდილი იყო მოხალისეები და სწორედ, ეს იყო ჩვენი ამოცანა და იმ მოხალისეების მიმართ მოწოდება, რომ ქაოსურად და უკონტროლოდ არ შემოსულიყვნენ ტერიტორიაზე სტიქიის ეპიცენტრში, არ მომხდარიყო რაიმე გაუთვალისწინებელი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ მოხალისეს, იმ გულანთებულ ადამიანს, რომელმაც გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და პირველ ეტაპზე ეცადა თავის საშუალებებით, როგორც თვითონ შეეძლო ისე ემოქმედა და ამ ყველაფერს გულისხმიერებით მოეკიდა. დღეს იქ მოხალისე არ იმყოფება და ის ფოტო იყო წმინდა წყლის „ფეიკი“ და მარტივი ტესტი და ინდიკატორი იყო, ადამიანი რომელიც მარტო კიდურები უჩანდა თუ ეს იქნებოდა მეხანძრე-მაშველი დარწმუნებული ვარ სრულად იქნებოდა ფოტო გადაღებული. ნურავის ნუ დაავიწყდება, რომ ეს ის ბიჭები არიან და ეს ის სამსახურია, რომლებმაც თებერვლის თვეში თურქეთში მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა და ქვეყანა ასახელეს, თავიანთი გმირობით, დაუღალავი შრომით და თავდადებით. ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ნურავის და ნუ დავწყვეტთ გულს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

,,როგორც ჩანს, ეს არის „ნაცების“ ყოფაქცევითი ტაქტიკის დატრენინგებული მოცემულობა”- ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ მის მიერ გაკეთებული განმარტებით ყოველგვარ სპეკულაციას ბოლო მოუღო.

„გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი, რა შეეშალა თუ არ შეეშალა ირაკლი კობახიძეს ერთ-ერთი ფოტოსურათის ნახვისას. გამომრჩა, მომიტევეთ. ამის დასტურად, ვერ ნახავთ ამ კონკრეტულ თემაზე ჩემს რაიმე გამოხმაურებას, მაგრამ ახლა ვნახე ირაკლი კობახიძის კომენტარი, რომელმაც სადეზინფორმაციო „კომაში“ ჩააგდო მედია სვავები: გაუგებრობის ობიექტთან სატელეფონო საუბარიც მქონდაო, პირადადაც შევხვდიო, მაგარი ჯიგარი რაჭველი ვაჟკაცი აღმოჩნდაო და ჩვენს შორის ყველანაირი გაურკვევლობა ამოწურულიაო. მედია სვავებს იმდენად არ მოეწონათ მრავალდღიანი საინფორმაციო სპეცოპერაციის ჩავარდნა, რომ კიდევ ერთხელ, სასოწარკვეთით სთხოვეს განმარტება. კობახიძემ ვერც განმეორებით დაუტოვა მათ გადარჩენის შანსი: „ყველაფერი გაირკვა, ხდება ხოლმე, ჯელაძე მაგარი კაცია“…

ერთხელ მაინც თუ გახსოვთ სახელისუფლებო თუ ოპოზიციური ჩამოსხმის ნაცების მხრიდან რომელიმე ორაზროვან ვითარებაზე მსგავსი კომენტარი: „შესაძლოა შეგვეშალა…შევხვდით…გავერკვიეთ…გაუგებრობა აღმოიფხვრა…საკითხი მოიხსნა…ცხოვრება გრძელდება“. მე მსგავსი ეპიზოდი არ მახსენდება. როგორც ჩანს, ეს არის „ნაცების“ ყოფაქცევითი ტაქტიკის დატრენინგებული მოცემულობა იმ აგენტოკრატიული მმართველობის მხრიდან, სადაც ვიეტნამის, ლიბიის, ერაყის, ავღანეთის, სირიის, უკრაინის და ა.შ. წინაშე არავინ, არავის და არასდროს არათუ დაშვებული დანაშაულის, შეცდომის გამოც კი ბოდიშის თუ ახსნა-განმარტების მიცემა აზრადაც არ მოსვლია არც წარსულში, არც აწმყოსა თუ მომავალში“, – წერს ქართველიშვილი.

,,ისინი რუსებს ებრძვიან, სინამდვილეში კი რუსეთის მონები არიან”- თამარ ჩიბურდანიძე

„ნაცების“ ფასადური პოლიტიკა გრძელდება ახლა უკვე დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად. ვითომ ანტირუსები, სინამდვილეში კი სამშობლოს ყველაზე დიდი გამყიდველები, მართლა რუსეთის მონები სულითაც და საქმითაც, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის “ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ოპოზიცია ცდილობს, რომ საზოგადოება კვლავ მოატყუოს, რომ ისინი რუსებს ებრძვიან, სინამდვილეში კი რუსეთის მონები არიან.

„ნაცების“ ფასადური პოლიტიკა გრძელდება ახლა უკვე დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად. ვითომ ანტირუსები, სინამდვილეში კი სამშობლოს ყველაზე დიდი გამყიდველები, მართლა რუსეთის მონები სულითაც და საქმითაც.

მაგრამ ხალხი ხომ უნდა მოატყუონ, ისე, როგორც ატყუებდნენ ძველად? ქუჩაში თუ სცენაზე რუსების დევნით თითქოს რუსეთს ებრძვიან, არადა, აგვისტოს ომის გმირები გაციებულიც არ იყვნენ საფლავში, რომ მათი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი რუსებს მოუძღოდა ლარსით, ეს მონები კი ტაშს უკრავდნენ თავისი ჟურნალისტებით.

იმ ჟურნალისტებით, რომლებიც დღეს საზოგადოებას დეზინფორმაციას აწვდიან უწყვეტ ნაკადად და რომლებსაც ელემენტარული პროფესიული ეთიკაც კი არა აქვთ, პროფესიულ განათლებაზე აღარაფერს ვამბობ.

ასეა, როდესაც პოლიტიკის ტვინი არა გაქვთ, ჯამბაზებად იქცევით. პოლიტიკურ ჯამბაზებს კი მხოლოდ დიდი ბატონები წვრთნიან და შემდეგ საცირკო სპექტაკლებში უშვებენ. უბრალოდ, გავიწყდებათ რომ ჯამბაზები ხალხს მხოლოდ ცირკში უყვარს.

სიმართლე კი ის არის, რომ აქ რუსებს დასდევთ ხან გემზე, ხან სცენაზე და ხან კიდევ ქუჩაში, მერე ჩუმად ჩადიხართ რუსეთში და იქ რუს პოლიტიკოსებს დასდევთ კაბინეტებში, იქნებ როგორმე მიგიღონ თავიანთ კარზე. რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე თქვენს ბიზნეს-ინტერესებს, როგორც მითხრეს ისევ თქვენიანებმა (გამყიდველებიც ბევრი გყავთ შიგნით საბედნიეროდ), აატალახეთ თურმე მოსკოვის ქუჩები…

ბევრი ღელავს, მაგრამ მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ პროცესებს, რადგან მჯერა, რომ მალე საბოლოოდ დამთავრდება თქვენი ჯამბაზური პოლიტიკა აქაც და იქაც, სადაც ის წყდება. საცირკო წარმოდგენას ხომ თავისი განკუთვნილი დრო აქვს“, – წერს ჩიბურდანიძე.

„ეს იყო შეცდომა” – სტიან იენსენი

„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის შესახებ  წინადადების შეთავაზება შეცდომა იყო“, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის შტაბის უფროსმა სტიან იენსენმა, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ცნობისთვის, სტიან იენსენმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ვარიანტი – უარი თქვას რუსეთის მიერ ოკუპირებულ გარკვეულ ტერიტორიებზე და სანაცვლოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა მიიღოს, რაც ფართო დისკუსიის საგანი გახდა და ამასთან, უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდანაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

იენსენის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „ცუდი მშვიდობის“ დამყარების მცდელობები პუტინის ტრიუმფით, მსოფლიოს არა მშვიდობას, არამედ სირცხვილს და ომს მოუტანს.

,,აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება” – კობახიძე

ეს მიდგომა მიუღებელია, ჩვენ შეგვიძლია იგივე მოცემულობა წარმოვიდგინოთ საქართველოზეც, მსგავს მდგომარეობაშია ქვეყანა, –  ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოახერხოს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მისთვის გასაგებია უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც ნატოს წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება ნეგატიურად შეაფასა.  “ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტიც არის ოკუპირებული, ჩვენ რომ გვითხრას ვინმემ, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატოში, ჩვენი პასუხიც იქნება კატეგორიული და ეს პასუხიც იქნება ბუნებრივია, უარი აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

,,გამოძიება არის დაწყებული პროკურატურის მიერ”- კობახიძე

გამოძიება არის დაწყებული პროკურატურის მიერ. რა თქმა უნდა, არის უამრავი საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. თუმცა, ამისათვის კომპეტენტური ორგანი არის პროკურატურა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ყველა დეტალს. ჯერ ინფორმაციაც კი არ არის გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარება იყო ადგილზე, როგორი იყო ნაპოვნი ადამიანების ცხედრების მდგომარეობა და ა.შ. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის ზონაში განაცხადა.

„ყველაფერთან დაკავშირებით პირველ რიგში პროკურატურამ უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში და ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება. ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება შესაბამისი უწყების მიერ, ამ შემთხვევაში საქართველოში ეს არის პროკურატურა და თუ კიდევ რჩება რაიმე კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვერ დავუჭერთ. თუმცა, სრულად იქნება უზრუნველყოფილი ყველაფრის გამჭვირვალობა და ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელია ხელისუფლება“. – განმარტა ირაკლი კობახიძემ.