,,სანამ ტრაგედია, ასე ვთქვათ, ცხელია, ყველა ფაქტს აღვრიცხავთ”- გიორგი ვაშაძე

64
spot_img

„სტრატეგია აღმაშენებელს“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და დამოუკიდებელ ექსპერტებს შექმნილი გვაქვს ჯგუფი, სანამ ტრაგედია, ასე ვთქვათ, ცხელია, ყველა ფაქტს აღვრიცხავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებს საგამოძიებო კომისიის შექმნა იმიტომ არ უნდათ, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი.

„რატომ არ უნდათ კომისიის შექმნა. იმიტომ, რომ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამ დანაშაულის გამოაშკარავება მოხდება ფაქტობრივად, ამიტომ ეწინააღმდეგებიან ამ კომისიას. ამის პარალელურად, ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სპეციალური ჯგუფი გვაქვს შექმნილი და არც თუ ისე შორეულ მომავალში სერიოზულ დ დასკვნებს ნახავთ. ჩათვალეთ, საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე ნახოს. არ შეიძლება, ამხელა მსხვერპლი შერჩეს ხელისუფლებაში მყოფ ძალას. იმდენად უტიფრები არიან, პასუხისმგებლობასაც კი არავინ იღებს თავის თავზე. ერთი ადამიანიც კი არ გამოსულა, რომ თქვას – მე ვარ პასუხიგებელი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ყველა ფაქტს აღრიცხავს.

„„სტრატეგია აღმაშენებელს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და დამოუკიდებელ ექსპერტებს შექმნილი გვაქვს ჯგუფი, სანამ ტრაგედია, ასე ვთქვათ, ცხელია, პარალელურად ყველა ფაქტს ავღრიცხავთ, რა მოხდა, როგორ მოხდა, როგორ უნდა მომხდარიყო, აბსოლუტურად ყველაფერს აღვრიცხავთ. ყველა დოკუმენტაციას ნახავთ დასაბუთებულად, ვის რა უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა, ვინ როგორ მოიქცა, ვინ როგორ ხელი შეუწყო ან ხელი შეუშალა ამ ყველაფერს, როგორი იყო რეაგირება. ყველაფერს ნახავთ წესებით, კანონებით და იმ ინსტრუქციებით გაწერილს, რომელიც უნდა ყოფილიყო შესრულებული და რომელიც, სამწუხაროდ, არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ““, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, იმედოვნებს, რომ დროებითი კომისიის შექმნაზე აზრს გიორგი გახარიას პარტიაც შეიცვლის და საღი აზრი გაიმარჯვებს.