,,არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას”- ლევან ხაბეიშვილი

68
spot_img

არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, კონკრეტული დამნაშავეების შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა შოვის ტრაგედიაზე პარლამეტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საზოგადოებას აინტერესებს კითხვებზე პასუხი და არა რუსი კობახიძის მიერ უკვე გამოძიებული, რომელიც ამბობს, რომ თურმე არაფერი არ შეშლია ხელისუფლებას. იმ პირობებში, როდესაც მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა, რამდენიმე საათის განმავლობაში როგორ ებრძოდნენ ადამიანები სტიქიას. ამიტომ, არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, კონკრეტული დამნაშავეების შესახებ. რუსული პარტიის რუსი შოთაძე-კობახიძე ამას არ გამოიძიებს, ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ არის ამ საკითხში ოპოზიციის ერთობა, ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ აჩქარება არაა საჭირო.

„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ნუ იჩქარებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციის წარმომადგენელია თუ ხელისუფლების, უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. ეს არის საკითხი, რაზეც ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები, რადგან ადამიანებს, მოქალაქეებს, სჭირდებათ პასუხი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.