Home Blog Page 1724

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ

ბათუმის პორტში, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ დაპირისპირება იყო.

აქციის მონაწილეები შემოსაზღვრული ტერიტორიის გავლასა და პორტის სივრცეში, სადაც საკრუიზო ლაინერი „ასტორია გრანდეა“ გაჩერებული, შესვლას ცდილობდნენ.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაპირისპირებისას კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ნავსადგურში დილის 06:00 საათისთვის შემოვიდა. მას აქციის მონაწილეები პროტესტით დახვდნენ.

ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებთან. სავარაუდოდ დაკავებულია ათამდე ადამიანი.

ნავსადგურის მიმდებარედ, გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს, მეორე ნაწილი კი აქციის მონაწილეებს. გემის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილეზებულნი.

საკრუიზო ლაინერიდან მგზავრები სავარაუდოდ მალე დაიწყებენ ჩამოსვლას. აქციაზე ისმის შეხახილები, სტვენა, გაშალეს სხვადასხვა ბანერი.

ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, „ნაციონალური მოძარობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

საკრუიზო ლაინერის შემოსვლის გასაპროტესტებლად, ბათუმის ნავსადგურში მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეკრება 00:00 საათისთვის დაიწყეს. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.

,,ისეთი ორკესტრირებული ნიაღვარი წამოვიდა ლანძღვის და მუქარის, პოსტი გავაუქმე“- დავით დარჩიაშვილი

“ისეთი ორკესტრირებული ნიაღვარი წამოვიდა ლანძღვის და მუქარის, პოსტი გავაუქმე“- წერს დავით დარჩიაშვილი და ეხმიანება მის პოსტს როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“ბოდიში მათ, ვისაც იმ პოსტზე, სადაც შავაძის საქმეზე კითხვები დავსვი, არგუმენტირებული მსჯელობა ჰქონდა, თუნდაც პოსტის სტილს ან შინაარსს არ დათანხმებოდა. ისეთი ორკესტრირებული ნიაღვარი წამოვიდა ლანძღვის და მუქარის, პოსტი გავაუქმე.

კიდევ ერთხელ დავრწუნდი, რომ იმ ბანდასთან, რომელიც ხელისუფლებაშია ან მასთანაა, ადამიანური საუბარი შეუძლებელია. სიტყვას არ ჰქონდა უკვე ჩემგან მნიშვნელობა – მე გამოვყავდი შავაძის მკვლელობის გამამართლებლად.

ბუნებრივია, არ ვგულისხმობ მათ, ვისაც პოსტში გამოხატულ მოსაზრებაზე ლეგიტიმური კითხვები გაუჩნდა. კითხვები მაქვს მეც, მაგრამ აქ საჯაროდ მსჯელობა შეუძლებელია. თქვენ კი, ვინც იმუქრებოდით, გული არ დაგწყდეთ – ისევ ვივლი ქუჩებში და მიდით, გამოავლინეთ თქვენი ბუნება, “სამართლიანობის აღმდგენებო,” თქვენა.”– წერს დავით დარჩიაშვილი.

იხილეთ პოსტი, რომელიც დავით დარჩიაშვილმა წაშალა:

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბი­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად. ოღონდ თა­ვად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ინი­ცი­ა­ტო­ვა. და­ი­ფიქ­რდით რო­გორ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, მე­გობ­რებ­თან. ხალ­ხის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა ეტა­პობ­რი­ვად შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ჯო­ბია სა­ფუძ­ვე­ლი ახ­ლა­ვე ჩა­უ­ყა­როთ.

კურო

ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იმოქ­მე­დეთ. უფრო ხში­რად მო­უს­მი­ნეთ თქვენს გრძნო­ბებს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს მეტი დრო და­უთ­მეთ თვით­გან­ვი­თა­რე­ბას და ახალ პრო­ექ­ტებს. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ბუ­ნე­ბა­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

ტყუ­პი

დროა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე იზ­რუ­ნოთ. მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს დას­ვე­ნე­ბის, გა­მო­ძი­ნე­ბის უფ­ლე­ბა. ყო­ველ­თვის ნუ ჩქა­რობთ. მო­გინ­დე­ბათ ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­სინ­ჯოთ ძა­ლე­ბი. გა­მო­ნა­ხეთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო.

კირჩხი­ბი

მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის ფლან­გვას უსარ­გებ­ლო ნივ­თებ­ზე, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო წვრილ­მა­ნე­ბით გა­ი­ხა­რეთ თავი. სა­უ­კე­თე­სო დროა ახა­ლი ან და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის მო­სა­ძი­ებ­ლად. იზ­რუ­ნეთ ბი­ნის კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე, სა­ო­ჯა­ხო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. იყა­ვით მე­ტად მზრუნ­ვე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

ლომი

მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ ბავ­შვე­ბის მი­მართ. გა­მო­ნა­ხეთ დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის. შე­ე­ცა­დეთ თავი აა­რი­დოთ უსი­ა­მოვ­ნე­ბეს, ში­შებ­სა და შფოთს. ორ­შა­ბა­თი­დან აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოთ საქ­მე­ებ­ში, ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

ქალ­წუ­ლი

ცოტა მე­ტად უნდა მის­ცეთ სა­კუ­თარ თავს დას­ვე­ნე­ბის, მო­დუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. არ გირ­ჩევთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის, საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბას. უმ­ჯო­ბე­სია, გა­მო­ნა­ხოთ დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს მო­გა­ნი­ჭებთ წმინ­და ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.

სას­წო­რი

გა­ნა­ახ­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბა დიდი ხნის უნა­ხავ მე­გობ­რებ­თან. მე­ტად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ბლო­გე­რი ხართ ან ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია გაქვთ. და­ი­წყეთ იმის შეს­წავ­ლა, რაც მო­მა­ვალ­ში კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

მო­რი­ე­ლი

ხელ­საყ­რე­ლი დროა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, რო­გორც ქვეყ­ნის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რე­თაც. თუ მუ­შა­ო­ბა გი­წევთ, და­ი­წყეთ კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის ბრძო­ლა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი. იყა­ვით მი­ზან­სწარ­ფუ­ლი, არ ჩა­იქ­ნი­ოთ ხელი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ მიხ­ვდე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ დას­რულ­და.

მშვილ­დო­სა­ნი

ნა­ყო­ფი­ერ სა­მუ­შაო დღე­ე­ბი გე­ლო­დე­ბათ. შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და­ვა­ლე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რად შეს­რუ­ლე­ბა. მაგ­რამ არ და­ი­ვი­წყოთ დას­ვე­ნე­ბა, სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბა. სა­ღა­მო­ე­ბი გა­ა­ტა­რეთ სა­ინ­ტე­რე­სოდ, კარ­გი იქ­ნე­ბა, სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად.

თხის რქა

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. გა­ა­ხა­რეთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზით, და­პა­ტი­ჟეთ კი­ნო­ში ან რეს­ტო­რან­ში. ორ­შა­ბა­თი­დან სამ­სა­ხუ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბით. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ლმო­ბი­ე­რი სხვე­ბის შეც­დო­მე­ბის მი­მართ.

მერ­წყუ­ლი

სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი და სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ისე გა­და­ა­ნა­წი­ლეთ, რომ დას­ვე­ნე­ბის­თვი­საც დაგ­რჩეთ დრო; სა­ღა­მო­ო­ბით გა­ი­სე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. უნდა იზ­რუ­ნოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, მო­აგ­ვა­რეთ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ.

თევ­ზე­ბი

და­ი­წყეთ და­გეგ­მი­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ის საქ­მე­ბი შეს­რუ­ლეთ, რაც სი­ხა­რულს მო­გა­ნი­ჭებთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო ბავ­შვე­ბი­სა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. ერ­თად ეწ­ვი­ეთ გა­სარ­თობ ად­გი­ლებს. ორ­შა­ბა­თი­დან აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თეთ ახალ პრო­ექ­ტებ­ში, გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

 

 

,,უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები არ გამოირიცხება”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში აფრიკის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

რუსეთის ლიდერის თქმით, “აფრიკული და ჩინური ინიციატივები” შესაძლოა მშვიდობის დამყარების საფუძველი გახდეს. თუმცა, პუტინი ასევე ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა რთულია მაშინ, როდესაც უკრაინის არმია რუსეთის ძალებს უტევს.

ცნობისთვის, აქამდე უკრაინაც და რუსეთიც აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან კონკრეტული წინაპირობების გარეშე არ დასხდებიან. ამას გარდა, ოფიციალური კიევი მუდმივად ამბობს, რომ საკუთარ ტერიტორიებს არ დათმობს.

,,მკვდარი რომ გჯობს ასჯერ, კი უნდა გაჩუმდე”- წულუკიანი

როინ შავაძესთან დაკავშირებით დავით დარჩიაშვილის ფეისბუქ-პოსტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიაი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„გადაშენების პირას მყოფი ფსევდოპოლიტიკური ძალის ფსევდოინტელექტუალი დარჩიაშვილი… თავად მუხთალი და უსამშობლო. ლამის ბალღობიდან რომელიღაც უცხოურ ნჯოს მიკედლებული და ამ გზით კაცად დამდგარი. მკვდარი რომ გჯობს ასჯერ, კი უნდა გაჩუმდე. მაგრამ ამას ჭკუა უნდა და ცოტა სინდისიც. ფუი, რომ ვერ დავისვენეთ მე და ჩემნაირებმა და ამ საზიზღრებთან ხანგრძლივ ბრძოლაში თითო კენჭის დადებაში ცხოვრებამ დიდწილად ჩაგვიარა გვერდით. არ ჩამოვარდება ეს ხელისუფლება არა, სანამ უკეთესი არ მოვა. საზიზღრები ვერ დაბრუნდებით ვერა, ვივამედის ბაიყუშით სათავეში. დამარცხების პლატფორმაც უკვე შეგიქმნიათ და შეუბერეთ. რჩევანი ფუნ კრამუნს თხოვეთ“ – წერს წულუკიანი.

,,ვფიქრობ, ნაწილობრივ ჩემთვის სამართალი აღსდგა”- ციცინო შავაძე

ვფიქრობ, ნაწილობრივ ჩემთვის სამართალი აღსდგა, – ამის შესახებ სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისივე თქმით, სერჟანტ როინ შავაძის მკვლეობაში ბრალდებულთა, ათივე პირის, ვინაობა მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო.

„ეს გვარები თავიდანვე იყო ცნობილი. მათ აღიარებითი ჩვენებაც ჰქონდათ, ასე გამოდის. მათ აღიარეს, რომ როინ შავაძე დახვრიტეს, მაგრამ არ უთქვამთ, ვისი ბრძანებით მოხდა ეს ყოველივე“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

მან ისაუბრა ასევე ისაუბრა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც.

„ალბათ, თვეები და წლები არ მეყოფა, რომ ვისაუბრო იმ ჯოჯოხეთურ გზაზე, რაც ჩემმა ოჯახმა წინა ხელისუფლების დროს გამოიარა. რაც კი სიბინძურე იყო, ყველაფერი დაგვატყდა თავს, მაგრამ ჩვენ ფარ-ხმალი არასდროს დაგვიყრია. იმედი არასდროს დამიკარგავს და ძალიან დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ სიმართლე ბოლომდე გაირკვევა და დადგინდება“, – დასძინა ციცინო შავაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დღემდე ამ საქმის წარმოების პროცესში მას მხარში ედგა.

„უკლებლივ ყველას დიდი მადლობა, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდა, ვინც საქმით იყო დაკავებული, ვინც სათანადოდ იძიებდა. ასევე, ყველა თქვენგანს, ყველა ჟურნალისტს, ვინც დღემდე გვერდით მედგა. არ შემიძლია, ყველა თქვენგანს მადლობა არ გითხრათ, გვერდით დგომისთვის. თუ თქვენ არ იქნებოდით, ის ტელევიზიები, რომლებიც ახმოვანებდა როინ შავაძის მკვლელობას, ალბათ, საზოგადოებაც ვერ გაიგებდა და მეც დაუცველი ვიქნებოდი. მე იმედიანად ვარ დღესაც და მწამს მართლმსაჯულების, რომ ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. დიდი მადლობა ყველას, ვინც კიდევ ამაში წვლილს შეიტანს.

ერთადერთი თხოვნა მექნება მოსამართლის მიმართ. ძალიან გაუჭირდათ ბრალდებულთა დაკითხვა და თქვენ წარმოიდგინეთ, მე ამდენი წელი ვიბრძოდი. ძალიან ვთხოვდი, მათაც გაუძლონ ამ შანტაჟს – სხვა რა დავარქვა! დღესაც ამაყად ქადაგებენ იმას, რასაც ქადაგებდნენ ამდენი წლის განმავლობაში. თუმცა, მე მჯერა სამართლიანობის და ყველა ის პირი იქნება დაკავებული, ვინც აღიარა, რომ როინ შავაძეს ესროლა. ყველაფერი ამით არ შემოიფარგლება და ასევე ყველა ის დამკვეთიც, ვინც როინ შავაძის მკვლელობის საქმეშია გარეული“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ივლისს სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე დაკავებულ 10-ვე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ 28 ივლისს დაიწყო.

,,საქართველოს სტრატეგიული ამოცანაა, სამივე მეგაეკონომიკასთან ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი”- ცუცქირიძე

საქართველოს პრემიერის ჩინეთში მეტად წარმატებული ვიზიტისას, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განცხადებას ჩინეთის პრეზიდენტის მხრიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე მოყვა ქართული ოპოზიციის პროტესტი, დამახასიათებელი სიმულაციით თითქოსდა ქვეყანამ გადაუხვია სტრატეგიული განვითარების გზას, და კონსტიტუციაში ჩაწერილ ევრო-ატლანტიკურ ორიენტაციას, – ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჩინეთთან და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ერთდროულად შეუძლებელია, ვინაიდან ისინი დაპირისპირებული მხარეები არიან.

როგორც ცუცქირიძე განმარტავს, მართალია ჩინეთსა და აშშ-ს შორის ტაივანის საკითხზე უთანხმოება არსებობს, თუმცა, ამას საერთო არაფერი აქვს წმინდა სამხედრო კონფლიქტთან. მისი თქმით, ჩინეთი, აშშ და ევროკავშირი, გარდა იმისა, რომ მსოფლიოს სამი უმსხვილესი ეკონომიკებია, წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიც არიან, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. გარდა ამისა, ცუცქირიძის განცხადებით, საქართველოს ამოცანა უნდა იყოს ამ ერთმანეთზე დამოკიდებულ სამივე მეგაეკონომიკასთან ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რათა ახალ მსოფლიო წესრიგში მარტივად ადაპტირდეს.

„პრემიერის ჩინეთში მეტად წარმატებული ვიზიტისას, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განცხადებას ჩინეთის პრეზიდენტის მხრიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე მოყვა ქართული ოპოზიციის პროტესტი, დამახასიათებელი სიმულაციით თითქოსდა ქვეყანამ გადაუხვია სტრატეგიული განვითარების გზას, და კონსტიტუციაში ჩაწერილ ევრო-ატლანტიკურ ორიენტაციას. ამასთან, რატომღაც ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ ერთდროულად აშშ-სთან და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა როგორც გეოპოლიტიკურად ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარესთან შეუძლებელია, და მაგალითად აშშ-ს და ჩინეთს შორის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ტაივანის ირგვლივ არსებული პოლიტიკური დაძაბულობა მოჰყავთ ხოლმე. მსურს განვმარტო, რომ ტაივანის თემა მართალია არის დაძაბულობის ეპიცენტრი, მაგრამ მას საერთო არაფერი აქვს წმინდა სამხედრო კონფლიქტთან, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ბოლო განკარგულებით აშშ-მ ტაივანს 500 მილიონამდე შეიარაღება გამოუყო. რეალურად ამ ორ მეგაეკონომიკას შორის ე.წ სავაჭრო ომები, რასაც საერთო არაფერი აქვს სამხედრო კონფლიქტთან არა დღეს არამედ, 2018 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო ტარიფების და სხვა სავაჭრო ბარიერების დაწესება ჩინეთზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს აშშ-ჩინეთის სავაჭრო დეფიციტის შემცირებას და ამერიკული ტექნოლოგიების ჩინეთში გადაცემის დაბლოკვას, რასაც ჩინეთის მთავრობა მოითხოვს. აშშ-ს სავაჭრო ზომების საპასუხოდ, ჩინეთის მთავრობამ დაადანაშაულა ტრამპის ადმინისტრაცია ნაციონალისტურ პროტექციონიზმში, თუმცა 2019 წლისთვის სავაჭრო ომის ესკალაციის შემდეგ, 2020 წლის იანვარში მხარეებმა მიაღწიეს დაძაბულ შეთანხმებას პირველ ფაზაში, რასაც ვადა ამოეწურა 2021 წლის დეკემბერში, და ეს დაძაბულობა გარკვეულწილად დღემდე გარძელდება, რადგან ჯო ბაიდენმა, არსებული ტარიფები შეინარჩუნა. მიუხედავად ამისა ჩინეთი, აშშ და ევროკავშირი, არა უბრალოდ მსოფლიოს სამი უმსხვილესი ეკონომიკებია, არამედ წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან! ნიშანდობლივია, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ევროკავშირმა და ჩინეთმა პრინციპულად დაასრულეს მოლაპარაკებები ინვესტიციების შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმების (CAI) შესახებ. შეთანხმება ევროკავშირის ინვესტორებს ანიჭებს ჩინეთის ბაზარზე წვდომის უფრო დიდ დონეს. 2022 წლის ბოლოსათვის ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან შეადგინა 856,6 მილიარდი ევრო, ევროკავშირის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15,6 %-ს შეადგენს და არის ნომერ 2 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა. მათ შორის ექსპორტი იყო 230,3 მლრდ ევრო, მთლიანი ექსპორტის 9 %, ხოლო იმპორტი 626,3 მილიარდი ევრო, მთლიანი იმპორტის 20 %, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა 396 მლრდ ევრო. ამასთან იმპორტის მიხედვით ჩინეთი არის ევროკავშირის ნომერ 1 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, ხოლო ექსპორტის მიხედვით ნომერ მესამე. აღსანიშნავია, რომ პოსტ პანდემიურ პერიოდში 2021-2022 წლებში ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვის მოცულობაში იმპორტი 32% არის გაზრდილი! რაც შეეხება აშშ-ს ვაჭრობას ჩინეთთან. პანდემიურ 2020 წელს აშშ-ს საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობამ ჩინეთთან შეადგინა 615,2 მილიარდი აშშ დოლარი. ექსპორტი 164,9 მილიარდი დოლარი იყო; იმპორტმა 450,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. აშშ-ს საქონლისა და მომსახურების სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან 2020 წელს 285,5 მილიარდი დოლარი იყო. ჩინეთი ამჟამად არის აშშ-ის უმსხვილესი საქონლის სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, აშშ-ს საქონლისა და მომსახურების ექსპორტმა ჩინეთში 758 000 სამუშაო ადგილის შექმნა უზრუნველყო. (475 000 მხარდაჭერილი იყო საქონლის ექსპორტით და 283 000 მხარდაჭერილი სერვისების ექსპორტით). ექსპორტის მიხედვით ჩინეთი იყო შეერთებული შტატების მე-3 უდიდესი საქონლის საექსპორტო ბაზარი 2020 წელს. აშშ-ს საქონლის ექსპორტი ჩინეთში 2020 წელს შეადგენდა 124,5 მილიარდ აშშ დოლარს, რაც 16,9 პროცენტით (18,0 მილიარდი აშშ დოლარი) მეტია 2019 წელთან შედარებით და 35 პროცენტით მეტი 2010 წელთან შედარებით.

აშშ-ს ექსპორტი ჩინეთში 549,0 პროცენტით გაიზარდა 2001 წელთან შედარებით (ვმო-ში გაწევრიანებამდე). აშშ-ის ექსპორტი ჩინეთში 2020 წელს შეერთებული შტატების მთლიანი ექსპორტის 8,7 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მთლიანმა ექსპორტმა ჩინეთში 26,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2020 წელს, რაც არის აშშ-ის უმსხვილესი სოფლის მეურნეობის საექსპორტო ბაზარი. იმპორტის მიხედვით ჩინეთი იყო შეერთებული შტატების საქონლის იმპორტის ყველაზე დიდი მიმწოდებელი 2020 წელს. აშშ-ის საქონლის იმპორტმა ჩინეთიდან შეადგინა 434,7 მილიარდი აშშ დოლარი 2020 წელს, აშშ-დან იმპორტი 325 პროცენტით გაიზარდა 2001 წელთან შედარებით (ვმო-ში გაწევრიანებამდე), ხოლო აშშ-ის იმპორტი ჩინეთიდან შეადგენს აშშ-ის მთლიანი იმპორტის 18,6 პროცენტს!. აშშ-ს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მთლიანმა იმპორტმა ჩინეთიდან შეადგინა 3,8 მილიარდი აშშ დოლარი 2020 წელს, რაც არის აშშ-ის სოფლის მეურნეობის იმპორტის მე- 7 უმსხვილესი მიმწოდებელი. როგორც ვხედავთ ეს არის ერთმანეთზე ყველაზე მეტად ურთიერთდამოკიდებული სამი მეგაეკონომიკა, სადაც ევროკავშირსაც და აშშ-საც ჩინეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. გარდა ამის აშშ-ს საგარეო ვალში იაპონიის შემდეგ(1,1 ტრილიონი აშს დოლარი), უდიდესია ჩინეთის ვალი, რაც 850 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს! აქედან გამომდინარე, აშშ-ს და ჩინეთს შორის დაძაბულობის საომარ ეტაპამდე მიყვანა, რაშიც ევროკავშირიც აღმოჩნდება ბუნებრივად ჩართული, დღეს არა თუ მოსალოდნელი არ არის, არამედ მომავალშიც ძნელი წარმოსადგენია!

მიმაჩნია, რომ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გაიზრდება, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ოპოზიცია მხოლოდ საკუთარ აზრებს არ ახმოვანებს, მაგრამ ვფიქრობ წარსულიდან და “სუყველაფერზე თავის კანტურის” წამგებიანი პოლიტიკიდან გარკვეული გაკვეთილები ჩვენმა საზოგადოებამაც გამოიტანა. ამ მიმდინარე გლობალურ დაპირისპირებაში კი ის ქვეყნები გაიმარჯვებენ, რომლებიც შედარებით სწრაფად ადაპტირდებიან ახალ რეალობაში. საქართველოს სტრატეგიული ამოცანაა, სამივე მეგაეკონომიკასთან ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, ჩვენ ეს ისედაც გვაქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან, და ამ გლობალური მეგაეკონომიკური სამკუთხედის შესაკრავად აშშ-ს თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უახლოესი პერიოდის სტრატეგიულ ამოცანად უნდა ჩაითვალოს! ბურთი კი როგორც იტყვიან ახლა აშშ ს მოედანზეა“, – წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.

„უკრაინა ძლიერდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება.

„თანდათან ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე – მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „უკრაინა ძლიერდება“,

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ზამთარში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმებისთვის უნდა მოემზადოს.

”მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, ისევე, როგორც გასულ წელს, რუს ტერორისტებს კვლავ შეუძლიათ თავდასხმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორსა და კრიტიკულ ობიექტებზე ზამთარში”, – აღნიშნა ზელენსკიმ და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება ”ყველა შესაძლო სცენარისთვის”.

ინფორმაციისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვზე, ღამით, უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

,,რეჟიმი ღიად ჩადგა მტრის სამსახურში და საჭიროა მოქმედება”- ვაშაძე

ყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების” პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ეროვნული ღირებულებებითა და ქრისტიანობით ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი!

“ყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების” პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის. ხელისუფლების პროპაგანდა იმდენად შორს წავიდა, რომ უფლის სწავლება სახარებიდან ორი ბატონის ვერ მსახურებასთან დაკავშირებით, პაატა მანჯგალაძეს მიაწერეს.

გასაგებია, რომ ქვეყანას მტრობთ, რომ ორი წიგნი არ წაგიკითხავთ, ქრისტიანობის დამცველობაზე რომ გაქვთ პრეტენზია, სახარება მაინც ხო უნდა გქონდეთ წაკითხული.

ყველაფერი ნათელია, რეჟიმი ღიად ჩადგა მტრის სამსახურში და საჭიროა მოქმედება და დღეს ამ მოქმედებისთვის ნამდვილად არის ყველაზე ხელსაყრელი „ნაციონალური მოძრაობისა” და ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ დაფუძნებული გამარჯვების პლატფორმა. საქართველო აუცილებლად გახდება ეროვნული ღირებულებებითა და ქრისტიანობით ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი!

საქართველო გაიმარჯვებს!”,- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

,,ჩემი პოლიტიკური ძალის წარსულს არ ვემიჯნები, პირიქით, ამ წარსულით ვამაყობ”- ირაკლი ფავლენიშვილი

ჩემი პოლიტიკური ძალის წარსულს არ ვემიჯნები, პირიქით, ამ წარსულით ვამაყობ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი მისთვის უცნობია.

„კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ძალიან ზუსტად უნდა ვიცოდე იურიდიული დეტალები, რომ სრული პასუხისმგებლობით რაღაც განცხადებები გავაკეთო. რა თქმა უნდა, ამ საქმეში არის ბუნდოვანი საკითხები. არსებობს ევროსასამართლოს დასკვნა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, „ქართული ოცნების“ პირობებში გამოძიებების არ მჯერა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ივლისს სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე დაკავებულ 10-ვე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ 28 ივლისს დაიწყო.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც იმავე პოზიციაზე დგას”- სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დავით დარჩიაშვილის პოსტს გამოეხმაურა. სარჯველაძის თქმით, დარჩიაშვილის პოსტი არის ლუსტრაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც არასდროს უღიარებია საკუთარი შეცდომები.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც იმავე პოზიციაზე დგას, რომ სწორი იყო გირგვლიანთან, მოლაშვილთან, შავაძესთან მიმართებაში და ა.შ. სინამდვილეში, ესენი არიან პოლიტიკოსთა ერთობლიობა, რომლებიც თვლიან, რომ შეუძლიათ, ადამიანი აწამონ, თუ ამისთვის რაიმე მიზეზი გააჩნიათ, ოღონდ აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ შავაძის შემთხვევაში არავითარი დასაყრდენი მტკიცებულება არ ჰქონიათ, რომ დააბრალონ მოღალატეობა“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

„შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.

,,Astoria Grande, რომელიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული არაა”- გურამ გურამიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე Astoria Grande-ს საქართველოს საზღვაო სივრცეში შემოსვლას ეხმაურება. გურამ გურამიშვილი ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურისა და საზღვაო ტრანსპორტის სამსახურის მიერ მუდმივად მოწმდება, რომ ქვეყნის შიგნით არ მოხვდეს სანქცირებული სატრანსპორტო საშუალება, Astoria Grande კი სანქცირებულთა შორის არაა და საქართველოში ტურისტული მიზნით, დროებით იყო შემოსული.

„Astoria Grande, რომელიც საქართველოს წყლებში იმყოფებოდა, არ იმყოფება, რომელიმე ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებში და ახორციელებს თავისუფლად გადაადგილებას მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ქეისს, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება როგორიც ქვეყნისთვის არის ტურიზმი, არ შეიძლება მას მივუდგეთ შერჩევით სატრანსპორტო საშუალების მიხედვით. მხედველობაში მაქვს ის, როცა ტურისტებისთვის გზა ხსნილია საავტომობილო გზის მიმართულებით, ხსნილია ასევე საჰაერო მიმოსვლის კუთხით, აუცილებელია ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია მას საზღვაო მიმართულებითაც“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.