Home Blog Page 1723

“ბირთვული იარაღი მზადაა, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება”-მედვედევი

ბირთვული იარაღი მზადაა, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება, – ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, თუ „სხვა გამოსავალი“ არ იქნება. თუ მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინა თავისი კონტრშეტევით დაიკავებს რუსეთის ტერიტორიას, სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებას ალტერნატივა არ ექნება.

„უბრალოდ ბირთვული იარაღის გამოყენების გარდა სხვა გამოსავალი არ იქნება, თუ უკრაინა შეტევებით რუსეთის ტერიტორიას აიღებს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ნატოს მიერ მხარდაჭერილი შეტევა წარმატებული გამოდგა და მათ წაგვართვეს ჩვენი მიწის ნაწილი: მაშინ ჩვენ მოგვიწევს გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი. ამიტომ ჩვენმა მტრებმა უნდა სცენ პატივი ჩვენს მეომრებს. ისინი იცავენ გლობალური ბირთვული ცეცხლის გაღვივებისგან“, – განაცხადა მედვედევმა სოციალურ მედიაში.

“ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

„ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრამ ჩვენი ეროვნული სიამაყის განცდა კიდევ ერთხელ გააღვიძა. მილიარდნახევრიანი მოსახლეობისა და მსოფლიოს მეორე, 20-ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანასწორი მიღება გაუმართა.

შეიძლება ვინმემ ისიც თქვას, რომ როდესაც ერთი სახელმწიფოს ლიდერი მეორე სახელმწიფოს ლიდერს თანასწორ მიღებას უწყობს, ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. შეიძლება ეს მართალიცაა, თუმცა, ჩვენ უკვე მრავალი წელია მიგვაჩვიეს, რომ დიდ ქვეყანას ჩვენს პატარა ქვეყანასთან მხოლოდ ბატონყმური ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს.

უკვე მრავალი წელია, საქართველოს ზემოდან უყურებენ; საქართველოს განიხილავენ არა როგორც ღირსეულ პარტნიორს, არამედ როგორც ტერიტორიას, რომელიც აუცილებლად აგენტურის ხელით უნდა იმართებოდეს; შეურაცხყოფას გვაყენებენ აბსურდული რეზოლუციებითა და განცხადებებით; მფარველობენ დიქტატორებსა და დამნაშავეებს და ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რომელმაც საქართველო აგენტურისგან გაათავისუფლა და ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი დაუბრუნა; გვაიძულებენ მანკიერი გარე ინტერესების შესაბამისად ვცვალოთ საქართველოს კონსტიტუცია, უპრეცედენტო და აბსურდული ცვლილებები შევიტანოთ კანონებში; გვთხოვენ ცალ ფეხზე დგომას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური განაცხადის დატვირთვა აქვს.

ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების ლიდერს ბოლოს 2017 წლის მაისში შეხვდა, როდესაც დონალდ ტრამპი გიორგი კვირიკაშვილს გაესაუბრა. მას შემდეგ 6 წელიწადზე მეტი გავიდა და ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, თუმცა, ჩვენ ჯერ ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის კანდიდატის სტატუსსაც კი არ გვანიჭებენ. ეს ქედმაღლური და ბატონყმური დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია ჩვენი პატარა, მაგრამ უნიკალური ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნისთვის.

ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრა იმის კიდევ ერთი ნიშანია, რომ საქართველო ღირსებასა და ეროვნული სიამაყის განცდას იბრუნებს, რაც ასე ძალიან გვაკლდა წლების განმავლობაში. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენულია, როგორც არასდროს და სწორედ დამოუკიდებლობის განმტკიცების ხარჯზე ახერხებს, მშვიდობის შენარჩუნებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე. თუ წინა წლებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ქართველების სიამაყის განცდა მინიმუმამდე იყო დასული, ბოლო კვლევების თანახმად, ნახტომისებური წინსვლა აღინიშნება, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბატონყმურ ურთიერთობებზე უარი თქვა და თავს აღარავის უხრის.

ახლა საჭიროა შიდა პოლიტიკაში ანალოგიური გარდატეხის შეტანა, რაც ხალხის სიამაყის განცდას საბოლოოდ გაამყარებს. ვიდრე აგენტურა, კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს ინარჩუნებს, შეუძლებელია ხალხის სიამაყის განცდა მაღალ ხარისხში იყოს და მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობდეს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. შესაბამისად, აუცილებელია მივაღწიოთ ისეთივე შიდაპოლიტიკურ გარდატეხას, როგორსაც საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიაღწია, რისი საბოლოო შედეგიც პოლიტიკიდან კოლექტიური ნაცმოძრაობის, უცხოური აგენტურის საბოლოოდ ჩამოშორება უნდა იყოს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

31 ივლისის ღამეს რუსეთის ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

რუსებმა ხარკოვს S-300 ტიპის რაკეტებით ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესმდივანზე, დიმიტრი ჩუბენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსმა ოკუპანტებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან ჩვენს რეგიონში S-300 რაკეტები გაუშვეს”, – აცხადებს ჩუბენკო. მისი თქმით, ერთ-ერთი რაკეტა ნოვობავარსკის რაიონის ტერიტორიაზე, კომერციული საწარმოს საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ასევე, დარტყმის შედეგად 200 კვ.მ ფართობზე ხანძარი გაჩნდა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი რაკეტა სოფელ ველიკი ბურლუკში კერძო სახლის ტერიტორიაზე დაეცა. თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვისს თქმით, სავარაუდოდ ორი დარტყმა განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, დაზიანდა არასაცხოვრებელი ნაგებობა. ადგილზე გაჩნდა ხანძარი. „დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ“, – განაცხადა ტერეხოვმა.

ჩინეთში, ტაიფუნ „დოქსურის“ გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ფილიპინებსა და ტაივანში ნგრევის გამოწვევის შემდეგ, ტაიფუნმა „დოქსურმა” ჩინეთის დედაქალაქს გადაუარა.

სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ს ცნობით, პეკინში საცხოვრებელი სახლები მაღალი რისკის ზონებში მცხოვრებმა 31 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. კიდევ 20 000 მოქალაქის ევაკუაცია კი მეზობელი ჰებეის პროვინციის დედაქალაქიდან განხორციელდა.

ხელისუფლებამ დედაქალაქისა და მიმდებარე რაიონების მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობის, მეწყერისა და ღვარცოფის შესახებ გააფრთხილა.

ამ დროისთვის ჩინეთში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ შემცირებული ინტენსივობის მიუხედავად ტაიფუნ „დოქსურისგან” მოსალოდნელი საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ძლიერი ტაიფუნი „დოქსური“ რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. სტიქიური უბედურების გამო ტაივანში სკოლები დროებით დაიხურა და ავიარეისები გაუქმდა. „დოქსურმა“ ჩრდილოეთ ფილიპინების სანაპირო ზოლსაც გადაუარა და ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

NASA საკუთარ სტრიმინგ-სერვისს აამუშავებს

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველომ საკუთარი სტრიმინგ-სერვისის NASA+-ის შექმნის შესახებ განაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სერვისი 2023 წლის ზაფხულში ამუშავდება. პლატფორმაზე შესაძლებელია იქნება NASA-ს პირდაპირი ტრანსლაციებისა და კოსმოსური მისიების შესახებ გადაღებული სერიალების ნახვა. მომავალში სხვადასხვა ორიგინალური პროექტის გადაღებაც იგეგმება.

სტრიმინგის მეშვეობით NASA-ში კოსმოსური კვლევების უკეთ გაშუქებასა და აღმოცენებითა და ინოვაციებით ხალხის შთაგონებას გეგმავენ. NASA+-ზე არ იქნება რეკლამა, სერვისზე წვდომა კი უფასო იქნება.

პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება iOS-ზე, Android-ზე, NASA-ს ვებგვერდზე, Roku-ზე, Apple TV-სა და Fire TV-ზე.

ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან-ჩინეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს

ვიცი, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში. ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა, საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს.

“მადლობას მოგახსენებთ მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩინეთში ჩამობრძანებისა და პეკინში სტუმრობისათვის. თქვენ ძალიან ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ბრძანდებით საქართველოში და ჩინელი ხალხის დიდი ხნის მეგობარი.

ვიცი ასევე, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში. ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ.

გასულ წელს ჩვენმა ორმა ქვეყანამ აღნიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ჩენგდუში თქვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდათ პრეზიდენტ სი ძინპინთან. საუბარი იყო ჩვენი ორმხრივი კავშირების ახალ ერაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.

მოგვიანებით ჩვენი ორი ქვეყანა უმასპინძლებს სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც გაზრდის ჩვენს ორ მთავრობასა და ბიზნესწრეებს შორის კომუნიკაციასა და კოორდინაციას.

ჩვენი ქვეყნების მიერ გამოქვეყნდება ასევე ერთობლივი კომუნიკე ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის მიზნით. ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იქნება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს”, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა.

” ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი – გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა”-ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერს

ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი – გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი ციანთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გაზრდა მოიტანს ცვლილებებსა და კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში.

„ბატონო პრემიერო, დიდი პატივი და სიამოვნებაა ჩემთვის დღეს თქვენთან შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა რომ დიდად ვაფასებთ ჩინეთთან ურთიერთობას და მეგობრობას.

ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი – გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა.

ბატონო პრემიერო, მე მქონდა პატივი და შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ სი ძინპინს ქ. ჩენგდუში და უსაზღვროდ მადლობელი ვარ მისი თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.

ასევე, მქონდა პატივი დავსწრებოდი მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას, რომელიც ფანტასტიკური და დიდად სანახაობრივი იყო. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება პრეზიდენტი სი ძინპინისა და თქვენდამი.

ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პატივი გვერგო იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ზრდის.

მიმაჩნია, რომ ეს მოიტანს კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც უკვე ვახსენე პრეზიდენტ სი ძინპინთან, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. აქვე მინდა გამოვხატო მადლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

დიდად ვაფასებთ ჩინეთთან მეგობრობას და თანამშრომლობას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და საუბარს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა!”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს შეხვდა

სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის ლი ციანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, პეკინში გაიმართა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩინეთი საქართველოსთვის საიმედო სავაჭრო პარტნიორია და საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3 ადგილზეა, – ექსპორტის მხრივ პირველ ადგილზეა, ხოლო იმპორტის მხრივ, მე-3 ადგილს იკავებს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის. მხარეებმა განიხილეს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული შედეგები, რამაც 2022 წელს 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. ირაკლი ღარიბაშვილმა ლი ციანს ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით ქვეყანაში არსებული პოტენციალის და იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და „შუა დერეფნის” განვითარების მნიშვნელობაზე, რომელმაც მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. ტრანსკასპიური და სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გავლით, საქართველო ჩინეთს ევროპასთან უმოკლეს დროში აკავშირებს.

განიხილეს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში რეგიონალური ინიციატივები, რომლებიც გაზრდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესაძლებლობას, გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი.

საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა იზრდება და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მალე პანდემიამდელი სტატისტიკა აღდგება. ამ მიმართულებით მისასალმებელია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა, რაც ხელს უწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას.

საუბარი შეეხო თანამშრომლობას ციფრული ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის ქვეყანაში 5 G ტექნოლოგიების განვითარების და მონაცემთა ცენტრების შექმნის, ციფრული დერეფნისა და საქართველოში რეგიონული ციფრული ჰაბის ჩამოყალიბების მიმართულებით.

„ბატონო პრემიერო, დიდი პატივი და სიამოვნებაა ჩემთვის, დღეს თქვენთან შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ დიდად ვაფასებთ ჩინეთთან ურთიერთობას და მეგობრობას.

ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი – გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა.

ბატონო პრემიერო, მე მქონდა პატივი და შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტ სი ძინპინს ქალაქ ჩენგდუში და უსაზღვროდ მადლობელი ვარ მისი თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.

ასევე, მქონდა პატივი, დავსწრებოდი მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას, რომელიც ფანტასტიკური და დიდად სანახაობრივი იყო. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება პრეზიდენტი სი ძინპინისა და თქვენდამი.

ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პატივი გვერგო იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ზრდის.

მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტულ შედეგებს მოუტანს საქართველოსა და ჩინეთს. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც უკვე ვახსენე პრეზიდენტ სი ძინპინთან, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. აქვე მინდა გამოვხატო მადლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

დიდად ვაფასებთ ჩინეთთან მეგობრობას და თანამშრომლობას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და საუბარს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა!”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს და ჩინეთის მიერ გამოქვეყნდება ასევე ერთობლივი კომუნიკე ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის მიზნით, რაც მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იქნება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

„მადლობას მოგახსენებთ მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩინეთში ჩამობრძანებისა და პეკინში სტუმრობისათვის. თქვენ ძალიან ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ბრძანდებით საქართველოში და ჩინელი ხალხის დიდი ხნის მეგობარი.

ვიცი ასევე, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში. ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ.

გასულ წელს ჩვენმა ორმა ქვეყანამ აღნიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ჩენგდუში თქვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდათ პრეზიდენტ სი ძინპინთან. საუბარი იყო ჩვენი ორმხრივი კავშირების ახალ ერაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.

მოგვიანებით ჩვენი ორი ქვეყანა უმასპინძლებს სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც გაზრდის ჩვენს ორ მთავრობასა და ბიზნესწრეებს შორის კომუნიკაციასა და კოორდინაციას.

ჩვენი ქვეყნების მიერ გამოქვეყნდება ასევე ერთობლივი კომუნიკე ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის მიზნით. ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იქნება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ლი ციანს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მიიწვია.

შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს შორის ციფრულ ეკონომიკაში საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ენის სწავლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენის ერთობლივი სწავლების შესახებ, ასევე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ აუდიტის სამსახურს შორის და ასევე შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციასა შორის.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ

ბათუმის პორტში, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ დაპირისპირება იყო.

აქციის მონაწილეები შემოსაზღვრული ტერიტორიის გავლასა და პორტის სივრცეში, სადაც საკრუიზო ლაინერი „ასტორია გრანდეა“ გაჩერებული, შესვლას ცდილობდნენ.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაპირისპირებისას კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ნავსადგურში დილის 06:00 საათისთვის შემოვიდა. მას აქციის მონაწილეები პროტესტით დახვდნენ.

ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებთან. სავარაუდოდ დაკავებულია ათამდე ადამიანი.

ნავსადგურის მიმდებარედ, გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს, მეორე ნაწილი კი აქციის მონაწილეებს. გემის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილეზებულნი.

საკრუიზო ლაინერიდან მგზავრები სავარაუდოდ მალე დაიწყებენ ჩამოსვლას. აქციაზე ისმის შეხახილები, სტვენა, გაშალეს სხვადასხვა ბანერი.

ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, „ნაციონალური მოძარობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

საკრუიზო ლაინერის შემოსვლის გასაპროტესტებლად, ბათუმის ნავსადგურში მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეკრება 00:00 საათისთვის დაიწყეს. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.

,,ისეთი ორკესტრირებული ნიაღვარი წამოვიდა ლანძღვის და მუქარის, პოსტი გავაუქმე“- დავით დარჩიაშვილი

“ისეთი ორკესტრირებული ნიაღვარი წამოვიდა ლანძღვის და მუქარის, პოსტი გავაუქმე“- წერს დავით დარჩიაშვილი და ეხმიანება მის პოსტს როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“ბოდიში მათ, ვისაც იმ პოსტზე, სადაც შავაძის საქმეზე კითხვები დავსვი, არგუმენტირებული მსჯელობა ჰქონდა, თუნდაც პოსტის სტილს ან შინაარსს არ დათანხმებოდა. ისეთი ორკესტრირებული ნიაღვარი წამოვიდა ლანძღვის და მუქარის, პოსტი გავაუქმე.

კიდევ ერთხელ დავრწუნდი, რომ იმ ბანდასთან, რომელიც ხელისუფლებაშია ან მასთანაა, ადამიანური საუბარი შეუძლებელია. სიტყვას არ ჰქონდა უკვე ჩემგან მნიშვნელობა – მე გამოვყავდი შავაძის მკვლელობის გამამართლებლად.

ბუნებრივია, არ ვგულისხმობ მათ, ვისაც პოსტში გამოხატულ მოსაზრებაზე ლეგიტიმური კითხვები გაუჩნდა. კითხვები მაქვს მეც, მაგრამ აქ საჯაროდ მსჯელობა შეუძლებელია. თქვენ კი, ვინც იმუქრებოდით, გული არ დაგწყდეთ – ისევ ვივლი ქუჩებში და მიდით, გამოავლინეთ თქვენი ბუნება, “სამართლიანობის აღმდგენებო,” თქვენა.”– წერს დავით დარჩიაშვილი.

იხილეთ პოსტი, რომელიც დავით დარჩიაშვილმა წაშალა:

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბი­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად. ოღონდ თა­ვად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ინი­ცი­ა­ტო­ვა. და­ი­ფიქ­რდით რო­გორ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, მე­გობ­რებ­თან. ხალ­ხის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა ეტა­პობ­რი­ვად შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ჯო­ბია სა­ფუძ­ვე­ლი ახ­ლა­ვე ჩა­უ­ყა­როთ.

კურო

ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იმოქ­მე­დეთ. უფრო ხში­რად მო­უს­მი­ნეთ თქვენს გრძნო­ბებს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს მეტი დრო და­უთ­მეთ თვით­გან­ვი­თა­რე­ბას და ახალ პრო­ექ­ტებს. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ბუ­ნე­ბა­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

ტყუ­პი

დროა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე იზ­რუ­ნოთ. მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს დას­ვე­ნე­ბის, გა­მო­ძი­ნე­ბის უფ­ლე­ბა. ყო­ველ­თვის ნუ ჩქა­რობთ. მო­გინ­დე­ბათ ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­სინ­ჯოთ ძა­ლე­ბი. გა­მო­ნა­ხეთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო.

კირჩხი­ბი

მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის ფლან­გვას უსარ­გებ­ლო ნივ­თებ­ზე, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო წვრილ­მა­ნე­ბით გა­ი­ხა­რეთ თავი. სა­უ­კე­თე­სო დროა ახა­ლი ან და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის მო­სა­ძი­ებ­ლად. იზ­რუ­ნეთ ბი­ნის კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე, სა­ო­ჯა­ხო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. იყა­ვით მე­ტად მზრუნ­ვე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

ლომი

მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ ბავ­შვე­ბის მი­მართ. გა­მო­ნა­ხეთ დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის. შე­ე­ცა­დეთ თავი აა­რი­დოთ უსი­ა­მოვ­ნე­ბეს, ში­შებ­სა და შფოთს. ორ­შა­ბა­თი­დან აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოთ საქ­მე­ებ­ში, ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

ქალ­წუ­ლი

ცოტა მე­ტად უნდა მის­ცეთ სა­კუ­თარ თავს დას­ვე­ნე­ბის, მო­დუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. არ გირ­ჩევთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის, საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბას. უმ­ჯო­ბე­სია, გა­მო­ნა­ხოთ დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს მო­გა­ნი­ჭებთ წმინ­და ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.

სას­წო­რი

გა­ნა­ახ­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბა დიდი ხნის უნა­ხავ მე­გობ­რებ­თან. მე­ტად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ბლო­გე­რი ხართ ან ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია გაქვთ. და­ი­წყეთ იმის შეს­წავ­ლა, რაც მო­მა­ვალ­ში კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

მო­რი­ე­ლი

ხელ­საყ­რე­ლი დროა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, რო­გორც ქვეყ­ნის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რე­თაც. თუ მუ­შა­ო­ბა გი­წევთ, და­ი­წყეთ კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის ბრძო­ლა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი. იყა­ვით მი­ზან­სწარ­ფუ­ლი, არ ჩა­იქ­ნი­ოთ ხელი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ მიხ­ვდე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ დას­რულ­და.

მშვილ­დო­სა­ნი

ნა­ყო­ფი­ერ სა­მუ­შაო დღე­ე­ბი გე­ლო­დე­ბათ. შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და­ვა­ლე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რად შეს­რუ­ლე­ბა. მაგ­რამ არ და­ი­ვი­წყოთ დას­ვე­ნე­ბა, სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბა. სა­ღა­მო­ე­ბი გა­ა­ტა­რეთ სა­ინ­ტე­რე­სოდ, კარ­გი იქ­ნე­ბა, სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად.

თხის რქა

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. გა­ა­ხა­რეთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზით, და­პა­ტი­ჟეთ კი­ნო­ში ან რეს­ტო­რან­ში. ორ­შა­ბა­თი­დან სამ­სა­ხუ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბით. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ლმო­ბი­ე­რი სხვე­ბის შეც­დო­მე­ბის მი­მართ.

მერ­წყუ­ლი

სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი და სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ისე გა­და­ა­ნა­წი­ლეთ, რომ დას­ვე­ნე­ბის­თვი­საც დაგ­რჩეთ დრო; სა­ღა­მო­ო­ბით გა­ი­სე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. უნდა იზ­რუ­ნოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, მო­აგ­ვა­რეთ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ.

თევ­ზე­ბი

და­ი­წყეთ და­გეგ­მი­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ის საქ­მე­ბი შეს­რუ­ლეთ, რაც სი­ხა­რულს მო­გა­ნი­ჭებთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო ბავ­შვე­ბი­სა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. ერ­თად ეწ­ვი­ეთ გა­სარ­თობ ად­გი­ლებს. ორ­შა­ბა­თი­დან აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თეთ ახალ პრო­ექ­ტებ­ში, გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

 

 

,,უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები არ გამოირიცხება”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში აფრიკის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

რუსეთის ლიდერის თქმით, “აფრიკული და ჩინური ინიციატივები” შესაძლოა მშვიდობის დამყარების საფუძველი გახდეს. თუმცა, პუტინი ასევე ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა რთულია მაშინ, როდესაც უკრაინის არმია რუსეთის ძალებს უტევს.

ცნობისთვის, აქამდე უკრაინაც და რუსეთიც აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან კონკრეტული წინაპირობების გარეშე არ დასხდებიან. ამას გარდა, ოფიციალური კიევი მუდმივად ამბობს, რომ საკუთარ ტერიტორიებს არ დათმობს.