“ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება ვერ დააზღვევს გაყალბებას” – მეზვრიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მედვედევს პასუხობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას.
საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, – განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, თუ მათი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დააყოვნებენ.
„ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ“, – განაცხადა მედვედევმა.
,,ეს ნიშნავს, რომ წასვლის წინ ტოვებ პოლიტიკურ ნაღმებს”- მაჭარაშვილი
თავად რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა მხარდაჭერა ამ ელექტრონულ არჩევნებს. გვახსოვს განცხადებები: შარლ მიშელის, რადიკალური ოპოზიციის, „ენჯოების“, თავად აშშ-ს ელჩის, რომ ელექტრონული ფორმა არის ერთ-ერთი მყარი საფუძველი, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, აშშ-ს ყოფილი ელჩის განცხადება, რომ ელექტრონული არჩევნები შეიძლება გაყალბების საფუძველი გახდეს, არის პროვოკაციული და უწყობს რადიკალური პროცესების განვითარებას ხელს.
„თავად რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა მხარდაჭერა ამ ელექტრონულ არჩევნებს. გვახსოვს განცხადებები: შარლ მიშელის, რადიკალური ოპოზიციის, „ენჯოების“, თავად აშშ-ს ელჩის, რომ ელექტრონული ფორმა არის ერთ-ერთი მყარი საფუძველი, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები.
დღეს, თურმე ელექტრონული არჩევნები ყოფილა კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს ორმაგი სტანდარტი რომ არის, გასაგებია და მიუღებელია, მაგრამ ასევე, პირდაპირი შეურაცხყოფაა საქართველოს საზოგადოების. როდესაც ბოლო ინტერვიუს აძლევ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთანაც ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და გვინდა, რომ კვლავ გვქონდეს და საქართველოს საზოგადოებას აყენებ შეურაცხყოფას იმით, რომ ერთი წლის წინ ამბობდი ელექტრონული არჩევნები არის დემოკრატიის მაღალი ხარისხის გამოხატულება და ახლა ამბობ, რომ თურმე ეს შეიძლება გაყალბების საფუძველი გახდეს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ წასვლის წინ აქ ტოვებ პოლიტიკურ ნაღმებს და აანონსებ რადიკალური პროცესების განვითარებას ქვეყანაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თემურ გოცაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
,,სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს ყველასთვის ცნობილ პიროვნებებთან განშორება. თანდათან თითქოს ცარიელდება საქართველო. მათთან ერთად ქრება არცთუ ისე შორეული წარსულის რეალური განცდა და ყველაფერი ისტორიად იქცევა…
ჩვენი დროის გამორჩეულმა მხატვარმა, განსხვავებული ხედვისა და სტილის ხელოვანმა, ბატონმა თემურ გოცაძემაც დატოვა სამზეო.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა მისი და მისი მეუღლის, ქალბატონ მარინა ჯანაშიას, უკვდავი სულნი სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა და ლოცვის ძალა”, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
“ქართული კინო საფრთხეშია” -ბოიკოტს 400-ზე მეტი კინემატოგრაფისტი შეუერთდა
“ქართული კინო საფრთხეშია” – კინემატოგრაფისტებმა ეროვნულ კინოცენტრთან ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, “მიტაცებული კინოცენტრის დამოუკიდებლობის დასაცავად გამოცხადებულ ბოიკოტს” კინოს სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის 400-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.
„ეს რიცხვი მეტყველებს კინოს სექტორში არსებული მასშტაბურ პრობლემაზე, რომლის გადასაჭრელადაც კულტურის სამინისტროს არ გადაუდგამს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი.
400-ზე მეტმა კინემატოგრაფისტმა უნდობლობა გამოვუცხადეთ კინოცენტრის არალეგიტიმურ მმართველობას და მივმართეთ ქართული კინოს ისტორიაში პროტესტის უპრეცედენტო ფორმას. მოვითხოვთ, კინოცენტრის დირექტორი იყოს არჩეული სფეროს წარმომადგენლების მიერ“
შეგახსენებთ, რომ კინოს სფეროს წარმომადგენლებმა ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტი 21 აგვისტოს გამოუცხადეს. ისიინი ცენტრის დირექტორის პოზიციის არჩევითობას ითხოვენ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს
ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება, – ამის შესახებ განცხადებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს და მიზეზს განმარტავს:
,,მგზავრთა საყურადღებოდ!
სექტემბრის დასაწყისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება.
რეაბილიტაციის პერიოდი 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან, 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე პერიოდში იგეგმება. მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ამ პერიოდში დაგეგმილი გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები!
ავიაკომპანიებმა აეროპორტების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე აცნობეს. მგზავრების თბილისიდან ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანია Omnibus Express • ომნიბუს ექსპრესი უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სატრანსპორტო კომპანიას.
2023 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ მაჩვენებელს მოემსახურა. რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელება.
ფრენების უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად ხდება საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის შემოწმება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე, ისე, როგორც ეს სხვა მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების შემთხვევაში გააკეთა.
ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა.
„უკრაინამ აჩვენა, რომ ჩვენი მიწების გათავისუფლება სამხედრო ოპერაციების ფარგლებში არ არის შემთხვევითობა. ეს დამსახურებულია, ეს არის ჩვენი ხალხის გმირობა და პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერა. უკრაინული ძალები წინ მიიწევენ, ყველაფრის მიუხედავად. რასაც არ უნდა საუბრობდნენ, ჩვენ წინ მივდივართ. როდესაც რუსეთი მიტაცებული ტერიტორიებიდან უკან იხევს, მაშინ უბრალოდ ხუჭავს თვალს ამაზე, ხუჭავს თვალს სისუსტეზე. ასევე რუსულ საზოგადოებას შეუძლია, თვალი დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან გასვლაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ტერიტორიებით ვაჭრობას არ აპირებს და რომ ყირიმის დეოკუპაცია გარდაუვალია. ზელენსკის თქმით, ყირიმის პლატფორმის მიზანი ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მომზადებაა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მანავთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი „ჰონდას“ მარკის მანქანა მოცურების შედეგად ჯერ მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა 7 მგზავრი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
“დარწმუნებული ვარ, ბელგია იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ხმამაღლა და ძლიერად დაუჭერს მხარს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას” – ილია დარჩიაშვილი
დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბელგიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო, ევროპულ საქმეთა და კულტურის მინისტრი, რომელთანაც ჩვენ გავმართეთ ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ პრიორიტეტზე, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გვაქვს განსაზღვრული და უკვე მეოთხე შეხვედრაა ბოლო პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ბელგიელ კოლეგასთან განიხილა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთოები.
„ერთი მხრივ, ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, როგორ გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა. მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ბელგიის სამეფო მზად არის, საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია იქნება, რომელიც ასევე დიდ როლს შეასრულებს ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებში. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვისაუბრეთ, როგორ მოვახდინოთ მობილიზება ბელგიის სამეფოსი, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, არის ორმხრივი ვაჭრობა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ის სექტორები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გვაქვს. ცხადია, ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ვიზიტი გამოვიდა. ის დღეს საოკუპაციო ხაზზსაც ეწვევა. მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ბელგია, დარწმუნებული ვარ, იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ხმამაღლა და ძლიერად დაუჭერს მხარს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
“ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს საქართველოს წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე” – თინა ბოკუჩავა
ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს საქართველოს წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ნაცვლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზებისა, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს “რუსული ოცნება”, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს ჩვენი ქვეყანა, რაც ყველაზე მოწყვლადს გახდის მას აგრესორ რუსეთთან. ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს საქართველოს წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძარი გაძლიერდა
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძარი გაძლიერდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცეცხლის ახალ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხის გამო კიდევ ხუთი დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გადაწყდა. მანამდე მოსახლეობა ცხრა სოფლიდან გაიყვანეს.
ხანძრის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ცეცხლის ჩაქრობას 2 900-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. მობილიზებულია რვა თვითმფრინავი, 28 ვერტმფრენი და 445 ერთეული ტექნიკა.
მასშტაბური ხანძრის გამო დროებით ჩაკეტეს დარდანელის სრუტეც. აღსანიშნავია, რომ, თურქეთის გარდა, ტყეში გაჩენილი ხანძარი, უკვე ხუთი დღეა, მძვინვარებს საბერძნეთშიც, სადაც სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. უკანასკნელი ცნობებით, დაღუპულია 20 ადამიანი. მათ შორის 18, სავარაუდოდ, მიგრანტია, რომლებიც ქალაქ ალქსანდროპოლისთან ტყეს აფარებდნენ თავს.
ხანძარი მძვინვარებს ათენის შემოგარენშიც, რის გამოც რამდენიმე დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ათენს კვამლი ფარავს. ხანძრის ჩაქრობაში ასობით მეხანძრე, სამხედროები, პოლიციელები და მოხალისეები არიან ჩართულები. მობილიზებულია ავიაციაც.
ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბანში, ქევხიშვილის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს იწყებს
ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბანში, ქევხიშვილის ქუჩაზე 1600 კვ.მ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.
ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და ახალი სივრცის მოწყობის პროექტი მათთან ერთად დეტალურად განიხილა.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე. განთავსდებსა საბავშვო და მოსასვენებლი სივრცეები. ტერიტორია გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება, ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები.
სკვერში ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება და მოეწყობა საპარკინგე ზონა.