თავად რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა მხარდაჭერა ამ ელექტრონულ არჩევნებს. გვახსოვს განცხადებები: შარლ მიშელის, რადიკალური ოპოზიციის, „ენჯოების“, თავად აშშ-ს ელჩის, რომ ელექტრონული ფორმა არის ერთ-ერთი მყარი საფუძველი, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, აშშ-ს ყოფილი ელჩის განცხადება, რომ ელექტრონული არჩევნები შეიძლება გაყალბების საფუძველი გახდეს, არის პროვოკაციული და უწყობს რადიკალური პროცესების განვითარებას ხელს.
„თავად რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა მხარდაჭერა ამ ელექტრონულ არჩევნებს. გვახსოვს განცხადებები: შარლ მიშელის, რადიკალური ოპოზიციის, „ენჯოების“, თავად აშშ-ს ელჩის, რომ ელექტრონული ფორმა არის ერთ-ერთი მყარი საფუძველი, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები.
დღეს, თურმე ელექტრონული არჩევნები ყოფილა კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს ორმაგი სტანდარტი რომ არის, გასაგებია და მიუღებელია, მაგრამ ასევე, პირდაპირი შეურაცხყოფაა საქართველოს საზოგადოების. როდესაც ბოლო ინტერვიუს აძლევ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთანაც ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და გვინდა, რომ კვლავ გვქონდეს და საქართველოს საზოგადოებას აყენებ შეურაცხყოფას იმით, რომ ერთი წლის წინ ამბობდი ელექტრონული არჩევნები არის დემოკრატიის მაღალი ხარისხის გამოხატულება და ახლა ამბობ, რომ თურმე ეს შეიძლება გაყალბების საფუძველი გახდეს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ წასვლის წინ აქ ტოვებ პოლიტიკურ ნაღმებს და აანონსებ რადიკალური პროცესების განვითარებას ქვეყანაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.