Home Blog Page 1662

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 აპრილს ქუთაისში +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +17 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიმოსალოდნელია ნალექი, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +21 ღამის ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურშიც ნალექიანი დღე და +12 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ომალოში, სადაც დღისით +11, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +28 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ბრძანებებს თქვენ იძლევით, გარეშე მყოფები კი გემორჩილებიან. ლიდერის თვისებები საკუთარი იდეების გავრცელებაში, პროცესების ორგანიზებასა და ადამიანებით მანიპულირებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა მოკავშირეების პოვნისა და კარიერული წინსვლისთვის.

კურო

გირჩევთ, ეს დღე ოჯახს და თაობათა ურთიერთობას მიუძღვნათ. რაც უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბებით, უკეთესია! ნათესავების წრეში სასიხარულო სიახლე გელით – შესაძლოა, საყვარელი ადამიანებისგან მოულოდნელი დახმარება ან შეთავაზება მიიღოთ. დროა, ძველი პრობლემები მშვიდ და გულწრფელ ოჯახურ ატმოსფეროში განიხილოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სპორტული ვარჯიშების დაწყებაზე იზრუნოთ, რადგან ახლა თქვენთვის სხეულის გაჯანსაღება ყველაზე მნიშვნელოვანია. თავად აირჩიეთ დილაობით სირბილი გირჩევნიათ, ფიტნესი თუ აუზში ცურვა.

კირჩხიბი

ეს დღე სასიამოვნო სიურპრიზებით გაგახარებთ. ყველა საქმეში ვარსკვლავების მხარდაჭერას გრძნობთ და იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, წარმატებული შენაძენი, ძვირფასი საჩუქარი ან რომანტიკული შეხვედრა. მთავარია, მთელი დღე ოთხ კედელში არ გაატაროთ – გაიცანით, შეიყვარეთ, გაერთეთ და იმხიარულეთ. ეს თქვენი დღეა!

ლომი

ამ დღეს თქვენში ლიდერის თვისებები გაიღვიძებს. გარშემომყოფებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და ადამიანების ორგანიზების უნარით გააოცებთ. თქვენ გარშემო თანამოაზრეთა დ მოკავშირეთა მთელი არმია გაერთიანდება. ასე რომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ინიციატივა ხელში აიღოთ – თქვენ თუ არა, მაშინ ვინ?

ქალწული

ამ დღეს გარშემო მყოფებისგან დისტანცირებას გირჩევთ – „კისერზე დაჯდომის“ უფლება არავის მისცეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ეცდება. ამიტომ თუ საშუალება გაქვთ, ამ დღის ყველასგან მოშორებით გატარება ჯობს.

სასწორი

ამ დღეს ადამიანების სიტყვის უთქმელად გესმით და შეგიძლიათ თავი თანამოსაუბრის ადგილზე წარმოიდგინოთ. ამის წყალობით შესანიშნავი მსმენელი და არა ნაკლებ კარგი მთხრობელი ხართ. ეს დღე კარგად განვითარებული ინტუიციით დაგაჯილდოებთ, თუმცა ლოგიკური დასკვნების გამოტანა გიჭირთ.

მორიელი

ცდილობთ ცხოვრებას ფილოსოფიურად შეხედოთ. ზოგჯერ ეს ერთადერთი სწორი მიდგომაა საკითხის მიმართ, რომელსაც ვეღარ შეცვლით. სიმშვიდე და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ, რომ სიტუაცია სწორად წარმართოთ, მთავარია ემოციები აკონტროლოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყველაზე მეტად ურთიერთობები და ინფორმაცია გჭირდებათ. რაც უფრო მეტი ადამიანია თქვენ გარშემო, თავს მით უკეთ გრძნობთ და სულ ერთია, ისინი მეგობრები არიან, კოლეგები თუ უცნობები. კომუნიკაბელურობის წყალობით, შეიძლება უამრავი საინტერესო ადამიანი გაიცნოთ ან სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ.

თხის რქა

დილიდან ადამიანებით მანიპულირებს ცდილობთ და ისინიც მზად არიან თქვენს დაკრულზე სიამოვნებით იცეკვონ. ამასთან დარწმუნებული ხართ, რომ ამას არა პირადი სარგებლობის, არამედ საერთო მიზნებისთვის აკეთებთ. სასურველის მისაღებად შეიძლება არა მხოლოდ ადამიანების დარწმუნების ნიჭი, არამედ პირადი კავშირები, ჭორები და სხვა არალეგალური ხერხებიც კი გამოიყენოთ.

მერწყული

ეს დღე ზომიერებისკენ განგაწყობთ. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში „ოქროს შუალედი“ იპოვოთ, სადავო საკითხებში კი კომპრომისი მოძებნოთ. თუ პრობლემის უხეშად და ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას ეცდებით, თქვენი გეგმებიდან აღარაფერი დარჩება.

თევზები

შესაძლოა, ვიღაცას თქვენგან მხარდაჭერა, მოსმენა და დახმარება დასჭირდეს. მეტიც – დახმარება რომ არ გთხოვონ, მზად ხართ, თავად შესთავაზოთ. ეს დღე ადამიანებზე ზრუნვის და მათი მფარველობის სურვილს გაგიჩენთ. ასეთ დროს თქვენ იდეალური მსმენელი ხართ ხოლმე – თითქმის ფსიქოანალიტიკოსი.

“რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ბირთვული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”-მარია ზახაროვა

რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ბირთვული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, თუმცა არავის ურჩევს, მისი მოთმინება გამოცადოს, – ამის შესახებ ყოველკვირეულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოვლენების ყველაზე უარესი სცენარით განვითარების თავიდან ასაცილებლად, თუმცა არა ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე. არავის ვურჩევ, ეჭვი შეიტანონ ჩვენს სიმტკიცეში და გამოცადონ ის პრაქტიკაში“, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „აშშ განაგრძობს რუსეთის ფუნდამენტური ინტერესების განზრახ შელახვას, განზრახ ქმნიან რისკებს და ზრდიან ფსონებს რუსეთთან კონფრონტაციაში“.

შეგახსენებთ, მანამდე, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მსოფლიო, სავარაუდოდ, ახალი მსოფლიო ომის ზღვარზეა.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს

ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს, –  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა.

პელეს სახელი პორტუგალიური ენის ლექსიკონში დაამატეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს სახელი პორტუგალიური ენის ლექსიკონში დაამატეს.

BBC-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პოპულარულმა ლექსიკონმა, Michaelis-მა მიიღო.

ლექსიკონში მითითებულია რომ „პელე“ არის ზედსართავი სახელი, რომელიც აღნიშნავს განსაკუთრებულს, შეუდარებელს, უნიკალურს.

მანამდე პელეს ფონდი გამოვიდა ინიციატივით, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის სახელი პორტუგალიური ენის ოფიციალურ ლექსიკონში დაამატონ. ინიციატივის ავტორთა განცხადებით, სიტყვა „პელე“ უნდა იყოს „დიდების“, „უნიკალურის“ და „უბადლოს“ სინონიმი. პეტიციამ უკვე 125 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.

ლეგენდარული პელე 2022 წლის 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 3 იანვარს, ქალაქ სანტოსის მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს.

„რომ არა ჩემი პარტიული და პოლიტიკური სტატუსი, ნამდვილად ვიდგებოდი იქ“ – სამხარაძე 30 აპრილის აქციაზე

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე 30 აპრილს დაგეგმილ აქციას „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ რესპბუბლიკის მოედანზე აუცილებლად მივიდოდა, რომ არა მისი პოლიტიკური სტატუსი.

„რომ არა ჩემი პარტიული და პოლიტიკური სტატუსი, ნამდვილად ვიდგებოდი 30 აპრილს იქ, სადაც ჩემი ქვეყნის პატრიოტები და ღირსეული თანამემამულეები შეიკრიბებიან! ჩემი ქვეყნის ღირსებისთვის, მშვიდობისთვის, სარწმუნოებისთვის, არა ქვეყნის არევისთვის, არა დამონებისთვის, არა ომისთვის… გაუმარჯოს თავმოყვარე ქართველ ერს და დამოუკიდებელ საქართველოს“, – წერს დიტო სამხარაძე FACEBOOK-ზე.

“როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ უარყოფს ჰუმანიტარიზმს” – ანა ფოტიგა

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ უარყოფს ჰუმანიტარიზმს, ასევე ქართველი ხალხის შეხედულებებს, რომლის უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 43% მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ უარყოფს ჰუმანიტარიზმს, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, რომლებში გაერთიანებისკენ საჯაროდ მიისწრაფვის და საქართველოს მეგობრების მოწოდებებს, ასევე ქართველი ხალხის შეხედულებებს, რომლის უმრავლესობა მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა“ ორი დღის წინ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კითხვაზე: „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას?“, 43 % – მა უპასუხა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს, 26% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 18 % – ნაწილობრივ უჭერს მხარს, 7% – ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 6% – კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ სურს, უპასუხოს.

“მე დავბრუნდი” – ავთანდილ ხურციძე ციხიდან გაათავისუფლეს

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც სასჯელს აშშ-ის მკაცრი დაწესებულების ციხეში იხდიდა, თავისუფალია.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ხურციძე ავრცელებს.

შეგახსენებთ, ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს აშშ-ში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. მას ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებოდა. ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

https://www.facebook.com/chakuchaa/posts/784868979750363

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.4991 ლარი ეღირება, ევრო – 2.7605 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1146 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5019 ლარი ღირდა, ევრო – 2.7661 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1226 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 აპრილს ამოქმედდება.

“კეზერას” თემა მონაგონია, ისეთი მასშტაბური ომისთვის ვემზადები!”- ელისო კილაძე

თუ გგონიათ,კულისებში ზიხართ, შავ პიარს მართავთ ჩემი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ და გგონიათ ან არ ვიცი, ან დაგინდობთ და ვინმეს ხათრით გაგიტარებთ, ცუდად გცნობივართ!”- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რომელ მხარეს მიმართავს:

“კეზერას” თემა მონაგონია,ისეთი მასშტაბური ომისთვის ვემზადები! წარმოდგენაც კი არ გაქვთ,რაზე ვარ წამსვლელი როცა საქმე ჩემს პრინციპებს და რეპუტაციას ეხება! არავის დამნდობი არ ვარ!”- წერს კილაძე.

„რუსეთს უკრაინასთან ომის დაფინანსება კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია” – ვაშინგტონ პოსტი

„პრესაში და ღია სივრცეში „გაჟონილი“ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, ამერიკული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებას, სულ მცირე, კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეძლებს, მძიმე და ზიანის მომტანი უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად“, – ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთს უკრაინასთან ომის დაფინანსება კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია“ (ავტორი – ადამ ტეილორი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ასეთ დასკვნებს შეიცავს ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც ღია სივრცეში ამერიკის ნაცგვარდიის ტექნიკურმა თანამშრომელმა ჯეკ ტეიშერმა განათავსა (იგი ამჟამად დაპატიმრებულია და, სავარაუდოდ, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება).

დოკუმენტი გვაჩვენებს იმას, თუ როგორ შეფასებას აძლევს ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციების ეფექტურობას და როგორ აღიქვამენ თვითონ რუსები დასავლური სანქციების გავლენას.

სტატიაში ავტორი იყენებს ნაწყვეტს პენტაგონის დოკუმენტიდან (გრიფით „საიდუმლო“), რომელშიც ნათქვამია: „მოსკოვი სულ უფრო მეტად ისარგებლებს და დაეყრდნობა კორპორაციულ გადასახადებს, სტაბილიზაციური ფონდის სახსრებს, იმპორტის გაფართოებას და ხელს შეუწყობს ბიზნესის შეგუებას ახალი პირობებისადმი, რათა დასავლეთის ეკონომიკურ ზეწოლას გაუმკლავდეს“.

აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბიზნეს-ელიტის ყველა წარმომადგენელი არ ეთანხმება კრემლის კურსს უკრაინასთან მიმართებით, რადგან სანქციების ნეგატიური გავლენა მათ ზურგზე გადადის, ისინი მაინც ვერ გაბედავენ ვლადიმერ პუტინისათვის მხარდაჭერაზე უარის თქმას და ხელისუფლების ჩინოვნიკებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ ეკონომიკის შესანარჩუნებლად, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით.

როგორც ექსპერტები ამბობენ, სანქციების მოქმედების ეფექტურობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სანქციების შემოღებას მათი შესრულების კონტროლიც უნდა ახლდეს. გარდა ამისა, რაც დრო გადის, ჩნდება ახალი გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ემბარგოს თავდაპირველ როლზე. მაგალითად, ამას წინათ „ოპეკ“-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე ფასების დადგენის თაობაზე, რომელმაც სანქციების ეფექტი შეამცირა.
ვაშინგტონში არსებულმა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა მიმდინარე თვეში გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია: „რუსეთი ძველებურად ფლობს დასავლური სანქციებისადმი კარგად შეგუების უნარს“, რაც ფაქტობრივად, ეთანხმება გასაიდუმლოებულ დოკუმენტში მოცემულ დასკვნას, თუმცა იქვე ისიც არის აღნიშნული, რომ „სანქციებმა რუსულ ეკონომიკას განსაზღვრული ზიანი მაინც მიაყენა“.

ამერიკული დაზვერვის მიერ შედგენილ დოკუმენტში მოხსენიებულია ერთ-ერთი ფაქტი იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ არიან შეშფოთებულნი დასავლური სანქციებით რუსეთის სამთავრობო სტრუქტურები: მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა წერილი მოამზადა პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის სახელზე, რომელშიც მინისტრი სთხოვს პრემიერს, „პოტენციური ეკონომიკური კრახის თავიდან აცილების მიზნით“, დაეხმაროს პრორუსულ საერთაშორისო ფინანსურ სტრუქტურებს, როგორებიც არიან საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ბანკი და ევრაზიული საინვესტიციო ბანკი“. საქმე იმაშია, რომ ამერიკამ 12 აპრილს სანქციები დაუწესა ბუდაპეშტში განთავსებულ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს და აიძულა უნგრეთის მთავრობა შეეწყვიტა ურთიერთობა ამ აშკარად პრორუსულ საფინანსო დაწესებულებასთან. იგივე ბედი ელოდება სხვა რიგ მსგავს ორგანიზაციებსაც.

ასეა თუ ისე, რუსეთის ეკონომიკა ჯერ-ჯერობით კვლავ მოქმედებს. მისი განვითარების ფაქტობრივი დინამიკა, ბევრი დასავლელი ექსპერტის პროგნოზის მიუხედავად, მეტ-ნაკლებად დადებითი აღმოჩნდა. ამასობაში კი უკრაინის ეკონომიკა 30%-ზე მეტად შემცირდა.

რასაკვირველია, ამერიკელი სამხედროების დასკვნა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელება კიდევ ერთ წელიწადს უმტკივნეულოდ შეუძლია, დიდი ალბათობით, მაინც თეორიულად უნდა ჩავთვალოთ, რადგან მასში არაფერია ნათქვამი სხვა ფაქტორებზე, რომლებსაც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, მაგალითად, საბრძოლო მასალების ხარჯვას და განსაკუთრებით, ჯარის შევსებას ახალწვეულებით, რაც გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

წყარო

“თუ სუვერენიტეტის თუნდაც ერთ მისხალს დათმობ, კოლონია ხარ და არა პარტნიორი”

ამას წინათ ვიღაც ოპოპოლიტიკოსი იმოძღვრებოდა, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს როცა ალაგებ, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა გიწევსო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე წერს.

მისი თქმით, ასეთების მიშვება არც პოლიტიკასთან შეიძლება, არც ახალგაზრდებთან.

“ერევათ სუვერენიტეტის დათმობა ინტერესების დათმობაში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ სუვერენიტეტის თუნდაც ერთ მისხალს დათმობ, კოლონია ხარ და არა პარტნიორი.
ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დალაგებისას, სუვერენიტეტის სისრულეს კი არა, ინტერესებს ათანხმებენ.
ინტერესები, მათ შორის სასიცოცხლო, ყველა სახელმწიფოს გაწერილი აქვს. შენი რომელიმე ინტერესი, შესაძლოა, მეორე სახელმწიფოსთვის გამოწვევა, რისკი ან საფრთხე იყოს.

დაახლოებით 2016 წელს დავწერე, როცა თურქეთსა და რუსეთს შორის საავიაციო ინციდენტის და ემბარგოს შემდეგ, ურთიერთობების დალაგება დაიწყო, რომ “რუსეთმა და თურქეთმა ურთიერთსაპირისპირო პრობლემები დროებით თაროზე შემოდეს” მეთქი.

ასეც ხდება, როცა მხარეთა ინტერესები იკვეთება, შეუძლიათ ზოგი მათგანი შეათანხმონ, ზოგი გვერდზე გადადონ, გაიტანონ მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან, არ იმოქმედონ ერთმანეთის საპირისპიროდ.

ზე სახელმწიფოებიც კი ათანხმებენ ინტერესებს. რამდენადაც ნაკლებად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს სახელმწიფოთა ურთიერთობები და პირიქით, რამდენად თანხვედრაშია, ამაზეა დამოკიდებული პარტნიორობის ხარისხი.

ეს საკითხები საკამათოც არაა. ანა-ბანაა.

ბოლოს ვიკიპედიას მოვიშველიებ. ბოლო წინადადებას მიაქციეთ ყურადღება:

“სუვერენიტეტი — ექსკლუზიური უზენაესობა, უზენაესი უფლებების ერთობლიობა, რომელიც სახელმწიფოსა და მის მეთაურს ეკუთვნის. ქვეყნის სუვერენიტეტი მის სრულ დამოუკიდებლობას ნიშნავს. სხვა სიტყვებით, სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ მოცემული ქვეყნის ტერიტორიის ყველა წესი და კანონი თავად ამ ტერიტორიის მიერ წესდება, და მხოლოდ მის მიერ.”

როგორც ხედავთ განმარტებიდან, ცალ ფეხზე დგომას არ ითვალისწინებს. თავისუფლება უდრის სუვერენიტეტს და პირიქით. ერს უნდა შეეძლოს და უნდა ჰქონდეს შიდა მოთხოვნილება, დაიცვას სუვერენიტეტი. ბოლო-ბოლო, სახეს მაინც უნდა ინარჩუნებდე,”- წერს ამირან სალუქვაძე.